რაც უფრო ვუახლოვდებით ახალ წელს, მით უფრო კლებულობს სიახლეების ლენტის მოცულობა. ცხადია, ყველა საახალწლო სამზადისშია და განსაკუთრებული პოლიტიკური სიახლეებისთვის არავის სცალია, თუმცა შიგადაშიგ მაინც გამოჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც კომპაქტურად, ცხადია ქველინიუსში თუ წაიკითხავთ:
საახალწლო თბილისი და ისეც - თბილისის მერიასთან ერთად, ქალაქის საახალწლო მორთულობაზე კერძო კომპანიებმაც იზრუნეს. კახა კალაძემ მერიის მიერ თვენახევრის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამა. წყნეთში მცხოვრებ 35 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდება. ილია ელოშვილი - აუცილებელია გენგეგმის დამტკიცებამდე გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
მასპინძლობა სომხეთს - გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა დელეგაციების თანხლებით გაფართოებული შეხვედრა გამართეს. გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია. სერჟ სარგსიანი - ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონებით სარგებლობის. სერჟ სარგსიანი - კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში. გიორგი მარგველაშვილი - საქართველოც და სომხეთიც მომხრე ვართ, რომ ყველა რთული საკითხი საერთაშორისო სამართლისა და მოლაპარაკების ფარგლებში გადაწყდეს. გიორგი მარგველაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა აქვს, ხოლო სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია, ჩვენს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა არ შესუსტებულა. სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
ქართულ ქართული ურთიერთობები ანუ ოკუპირებული საქართველო - სოხუმის ციხიდან გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. სუს-ის ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგია. ვახტანგ ყოლბაია გიორგი ლუკავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ულოცავს. სადისტრიბუციო და სატვირთო მანქანებისთვის მომავალი წლიდან ახალი საგზაო რეგულაციები ამოქმედდება.
ხელისუფლება უფრო კომფაქტურად - ფრაქციების ფორმირების საკითხზე კონსულტაცია გუშინ უშედეგოდ დასრულდა. ფრაქციების ფორმირების საკითხზე ირაკლი კობახიძის კაბინეტში ამ წუთებში კონსულტაციები მიმდინარეობს.
ეკლესია, პატრიარქი და აღსაყდრებას გაკეთებული განცხადებები - ილია მეორე - ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს, ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ოპოზიციის პატივისცემა. ლაშა ჟვანია - ქრისტეს ეკლესია ფუფუნებისთვის არ დაუფუძნებია. ილია მეორე სომხეთის პრეზიდენტს - ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ, ამიტომ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება. სერჟ სარგსიანი ილია მეორეს - მახსოვს თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ ჩვეულებრივი მეზობლები არ ვართ და ჩვენ ვართ ძმები.
მკვლელობა მესტიაში - ახლობლების ინფორმაციით, მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შვილს გადაეფარა. მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” მესტიის ორგანიზაციის თავმჯდომარის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. მესტიის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მოკლულ ლომარ ნიგურიანს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ”ნაციონალური მოძრაობა“ შს სამინისტროს მოუწოდებს, მესტიაში მათი პარტიის წევრის მკვლელობის ფაქტი დროულად გამოიძიოს. სოფო კილაძე - მესტიაში მომხდარი მკვლელობა ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც პოლიტიკურ აქტივობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
სპორტული სამყარო - არსებული ინფორმაციით, კალათბურთის დაკავებული მსაჯები და მწვრთნელები მატჩების გარიგების სანაცვლოდ მიღებულ თანხას კიდევ ერთ პირთან ინაწილებდნენ. ე.წ. გარიგებული მატჩების საქმეში, სავარაუდოდ, ჩინური ბუკმეიკერული კომპანიები ფიგურირებენ.
სუსის განცხადებები: სუს-ი პანკისსა და თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სუს-ი - პანკისში დაკავებულმა თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა, რის გამოც პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. სუს-ი - პანკისში დაკავებულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის ჯერ თურქეთში, საზღვრამდე ტრანსპორტირება, შემდეგ კი საქართველოში უკანონოდ შემოსვლა. სუს-ის ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირები რუსეთის მოქალაქეები არიან. სუს-ი - ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას გეგმავდნენ.
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილის სხვა ამბები - მიხეილ სააკაშვილი - მივდივარ სასამართლოზე და ვეპატიჟები ყველას, ვისაც უკრაინაში სამართლიანობის საკითხი აღელვებს. მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს შეეძლო ევროპის ახალი ჩერჩილი გამხდარიყო, მაგრამ ის მუდმივად ცდილობს გახდეს პუტინი. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩემი გატაცებისთვის ევროპულ სასამართლოში კომპენსაციას მოვითხოვ. მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის შემთხვევაში, საკუთარ სახლში ეკრანის დაყენებას აპირებს, რათა ხალხთან ურთიერთობა განაგრძოს.
არაბეთი - საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში დაკავებული მაღალჩინოსნების და სამეფო ოჯახის წევრების ნაწილი გაათავისუფლა.
იერუსალიმი როგორც დედაქალაქი - ისრაელი ქვეყნის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე მოლაპარაკებებს ათზე მეტ სახელმწიფოსთან აწარმოებს.
რუსეთი აშშ-სა და კანადას მოუწოდებს გაანალიზონ ის შედეგები, რაც შეიძლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მოყვეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია