მოსწავლეების გარემონტებული სკოლა, ჰილზები საპატრიარქოსთვის, ღია პრეზიდენტი, აფეთქება ტაძართან და პარაოლიმპიელების წარმატება

      ახალი დღის ახალი ამბების ჩამოწერა გრძელდება. თავისთავად პრობლემურია სიტყვა „ახალი“ და ერთობ ფილოსოფიურიც, მთავარია რა მიმართულებით განვიხილავთ ჩვენ ამ სიტყვას. ნებისმიერ შემთხვევაში, წვიმიანი ამინდის, წვიმისგან დატბორილი ფოთის ქუჩების, წვიმისგან ქობულეთში ჩამოწოლილი მეწყერის, ზღვაზე შტორმის და მათალ მთაში თოვლის ფონზე

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 28 სექტემბერი, 2017/

      ვინაიდან ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ამიტომ მიღებულ კონსტიტუციასაც შეიძლება რამე მოვუხერხოთ - მამუკა კაციტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს. დღის გეგმებში, დილით ასევე ამოვიკითხეთ - პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე დღეს საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ პარტიებთან კონსულტაციებს გამართავს და მეორე ანონსიც - არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური ინსტიტუტები და იურისტები საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავენ. დავით უსუფაშვილი - როგორც მხოლოდ უმრავლესობის ორ საკითხზე, ისე ოპოზიციის მიერ დასმულ ყველა საკითხზე შეთანხმების მცდელობა ერთნაირად წარუმატებლობისთვისაა განწირული. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს აქვს კარგი შესაძლებლობა, კონსტრუქციული როლი ითამაშოს პარლამენტის მხრიდან ვენეციის კომისიასთან აღებული პირობის სწრაფად განხორციელებაში. შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის კომუნიკაცია შედგა. დავით მათიკაშვილი - უმრავლესობის შეთავაზებაზე გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ამ დროისთვის პასუხი არ არის. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მმართველ გუნდს უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს. ადა მარშანია - "პატრიოტთა ალიანსი" მზად არის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მივიდეს. ირაკლი კობახიძე მზადაა საჭიროების შემთხვევაში პრეზიდენტს თავადაც შეხვდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტიციო ცვლილებების შესახებ კანონს ვეტო უნდა დაადოს. გიგი წერეთელი - პრეზიდენტს შეუძლია შეხვდეს უმრავლესობას და ოპოზიციას, ეს შეხვედრა ერთად შედგება თუ ცალ-ცალკე, მათი გადასაწყვეტია. თინა ბოკუჩავა - "ქართულ ოცნებას" რომ კონსტიტუციაზე კონსენსუსი სურდეს, ისინი ამ კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებდნენ. არჩილ თალაკვაძე - მზად ვართ, ავიღოთ ვალდებულება და განვახორციელოთ მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო მმართველობის ღიაობის თვალსაზრისით. პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტი - ვეტო რომ რთული ვითარებიდან გამოსავალია, ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და პოლიტიკური სპექტრიც. გიორგი მარგველაშვილი - მე ყოველთვის მზად ვარ - ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ. ოპოზიციის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოსთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება არაადეკვატურია. დავით მათიკაშვილი - ორი დღეა პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ახორციელებს ძალიან ბინძურ პიარკამპანიას კონსტიტუციის წინააღმდეგ. ნინო წილოსანი - პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის პოლიტიკური სპეკულაცია. ზაზა გაბუნია - ჩვენი პოზიტიური მოლოდინი, რომ პრეზიდენტის მხრიდანაც შემხვედრი ნაბიჯი პოზიტიური იქნებოდა, ილუზიად თავად პრეზიდენტმა აქცია. გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ქვეყანას უფრო მეტ გაჭირვებას მოუტანს. მამუკა მდინარაძე - ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტის ვეტო, ვეტო სჭირდება მას პოზიტიური ცვლილებების პროცესში პოზიტიური როლის შესატანად. ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მმართველ გუნდთან შეხვედრას აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებამდე აუდიენციას ისევ ოპოზიციასთან გამართავს. ფიქრია ჩიხრაძე - შევხვდებით “ქართულ ოცნებას”, მოვუსმენთ მათ მოსაზრებებს, ამავე დროს გავაგრძელებთ დიალოგს ოპოზიციურ ძალებთან. გიორგი ხატიძე - ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასებულ დოკუმენტზე სპეკულირება თავად გიორგი მარგველაშვილს აზიანებს. ნიკა რურუა - არ გადაგვიხედია ის ხუთი საკითხი, რომელიც შეთანხმებულია, არავითარი ერთნახევარი ან ორნახევარი საკითხი არ განხილულა.

      #არჩევნები2017 ან გნებავთ, #მერობა2017 იყოს. მოკლედ, არჩევნების ბლოკი - საზოგადოებრივი ორგანიზაციები მერობის კანდიდატებს ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციაზე ხელმოწერას სთხოვენ. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალური დახმარების 100 ლარამდე გაზრდას გეგმავს. „ნაცმოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიული წარმომადგენლები არათანაბარ პირობებში არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის ფაქტი ფიქსირდება. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისის იურისტი ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას, საარჩევნო კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, არ ადასტურებს. არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძე ღია მმართველობის პარტნიორობას მხარს უჭერდა მაშინაც, როცა მინისტრი იყო და მხარს უჭერს ახლაც, როგორც მერობის ყველაზე რეალური კანდიდატი.

      სანქციების, ჯარიმების და კანონდარღვევების ბლოკი: აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბაკურიანის სატყეო უბანში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და ორი უკანონო სახერხი დანადგარი აღმოაჩინეს.

      სახალხლო დამცველობა, განურჩევლად ყველას დაცვას არ ნიშნავს - გიორგი მღებრიშვილი - არ მინდა ომბუდსმენის ინსტიტუტი „კრიმინალების გამპრავებელ კანტორად” გადაიქცეს.

      ომბუდსმენი ვახსენეთ და ირაკლი კობახიძე - ვამაყობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.

      ეკონომიკური ანონსი - მამუკა ბახტაძე - ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, ორ თვეში გაივლის. გიორგი გახარია - პირველადი დათვალიერების შედეგებმა აჩვენა, რომ დღეს თბილისიდან ყარსში მატარებლით ჩასვლა შესაძლებელია. თურქეთის ელჩი - ჩვენ გავხდით პირველი უწყვეტი სარკინიგზო მარშრუტის მოწმეები ბაქოდან ყარსამდე.

      ბრეგოვიჩის შემდეგ, მისი მუსიკის მთავარი „გამაშუქებელი“ კუსტურიცაც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ეგ 2009-ში ცხინვალში ჩავიდა, რაც ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაა, ამიტომ შს მინისტრი ემირ კუსტურიცას საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ - ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად.

      ბრეგოვიჩი არ ვიცი და 25-28 სექტემბერს „ჩაკრულოს კვირეული“ ჩატარდა, ვოიაჟერის გაშვებიდან საიუბილეო - 30-ე წლისთავთან დაკავშირებით.

      საყვარელი სტატისტიკოსის ბლოკი - თბილისის მასშტაბით ჰაერში მტვრის ჭარბი რაოდენობა ყველაზე მკვეთრად წერეთლის გამზირზე ფიქსირდება.

      დაკბენილები სასწრაფოდ საავადმყოფოში - ამირან გამყრელიძე - მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ცხოველი დაგკბენთ, სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართეთ.

      განათლების სფეროდან ბოლო ხანებში გაურკვეველი წამორწყებები ისმის - ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. განათლების სამინისტრო - სკოლებში ფულის შეგროვება დაუშვებელია, 32-ე სკოლის შემთხვევით შიდა აუდიტის დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა. 32-ე საჯარო სკოლის დირექტორი გამორიცხავს, რომ ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვებასთან დაკავშირებით პედაგოგებს მშობლებისთვის მიემართათ. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლის მშობელი - მოსწავლეებს ფულის შეგროვება საკლასო ოთახების რემონტისთვისაც უწევთ. განათლების სამინისტრო პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში საკლასო ოთახის გასარემონტებლად თანხის შეგროვების შესახებ ინფორმაციასაც შეისწავლის. პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი საკლასო ოთახების რემონტისთვის ფულის მოსწავლეთა მშობლების მიერ შეგროვებას კატეგორიულად უარყოფს.

      სინანული თუ პროტესტი? - დეკანოზი გიორგი მამალაძე საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

      საპატრიარქოს საქმიანობიდან - სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ხუთი ათასი კილოგრამი გასროლილი თითბრის ჰილზები საქართველოს ეკლესიას უფასოდ გადაეცემა. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - გასროლილ ჰილზებს საპატრიარქო ჯვრების, ზარების, ტაძრის კარის შანდლებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დასამზადებლად იყენებს.

      წარმატებების ნიუსებიდან - კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიურ თამაშებში Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ირაკლი კობახიძე ქართველ სამხედროებს „ძლიერთა თამაშებში“ გამარჯვებას ულოცავს.

      ბარემ მივაბათ ქართული პოტენციალის თემაც - ჰოლანდიელი სომელიეების შეფასებით, ქართულ ღვინოს ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს.

საზღვარგარეთულები:

      აფეთქება უკრაინაში, არა ხალხის ან კვირტების, არამედ ბომბის - გამომძიებლები უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკაში შეიარაღებული ძალების არსენალის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის აფეთქების ოთხ ძირითად ვერსიაზე მუშაობენ. უკრაინის სამხედრო პროკურორი - სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიებამ დივერსიული ჯგუფები ვერ აღმოაჩინა. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ორი ოფიცერი დააკავეს, რომლებიც საბრძოლო მასალის საწყობის დაცვისას ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

      დონალდ ტრამპმა ქარიშხალ „მარიასგან“ დაზარალებული პუერტო-რიკოსთვის დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები გააუქმა.

      ტერორისტული ნიუსი - Washingtonexaminer - „ისლამური სახელმწიფო“ იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავს.

      ზედა პალატა დარჩეს, ქვედა მოიხსნასო - იაპონიის პრემიერმა პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა.

      ჩრდიელოთ აფრიკა გადმოვასახლოთ ევროპაშიო - ევროკომისია 500 მილიონ ევროს გამოუყოფს ევროკავშირის იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან 50 ათას მიგრანტს მიიღებენ.

      ტერაქტი ტაძრის მთაზე - იერუსალიმში, ტაძრის მთაზე ტერაქტის მოწყობის ბრალდებით, ისრაელის ხელისუფლებამ ორი ეთნიკური არაბი დააკავა.

      ვლადიმერ პუტინი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

      სტატისტიკა ამათ აქვთ თუ აქვთ - თურქეთის შსს-მ ერთი წლის განმავლობაში 68 464 ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარა.

      არ გეტყვითო, როგორც ერთი ქართველი გამგებელი ამბობდა ინტერვიუში - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა. დიმიტრი იაროში - საზღვარზე გადმოსვლის დროს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ცეცხლი უნდა გაეხსნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 186

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters