ჯვართამაღლება და სოხუმის დაცემა, ჩასწორებებით დამტკიცებული კონსტიტუცია, ფაროსანას დაზარალებულები, მსჯელობა გამთლიანებაზე პრემიერი მერკელთან და დაკვირვების ფესტივალი

      ორი განცდის დღეა 27 სექტემბერი - ერთი, რომელიც სიხარულს გვანიჭებს, რომ ქრისტეს ჯვარი აამაღლეს და მეორე, რომელიც ტკივილისა და მწუხარების გახსენებაა, რადგან სოხუმის დაცემიდან 24 წელი შესრულდა. და მაინც - დღეს ჯვართამაღლებაა, იმედის მომცემ დღე!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 სექტემბერი, 2017/

      ზაფხულის სიცხეების შემდეგ, ასეთი ნიუსი პირველად იწერება ჩვენს სივრცეში - აცივდა ხალხო, აცივდა! დილით პროგნოზირდებოდა - დღეს საღამოდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზღვაზე კი - 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, და აჰაა, საღამოა და წვიმს ძლიერ-ძლიერ!

      #27სექტემბერი - ირაკლი კობახიძე - დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს სამშობლოს. ადა მარშანია - რუსეთი ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, დიახ, ეს ასეა და ეს ყველაფერი ჩვენ თავზე გვაქვს გადატანილი. „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. გიორგი მარგველაშვილმა გურამ გაბესკირიას სიკვდილის შემდეგ საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ფოთში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზურაბ ალავიძემ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. რუსთავის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ქუთაისში აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სოზარ სუბარმა და დავით ნარმანიამ ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აფხაზეთში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

      დავუბრუნდეთ მთავარ ამბებს - ჩასწორებული კონსტიტუცია უკვე გვაქვს, ძალაშია! - პარლამენტმა 117 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის. რა თქმა უნდა, ქებაი და კრიტიკაიც იქვე იყო - ირაკლი კობახიძე - ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ სახელმწიფო სისტემას, რომელიც გაუძლებს დროს, ათწლეულებს. ანა დოლიძე - ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ”ნაციონალური მოძრაობა” კონსტიტუციის კანონდარღვევით მიღებაზე საუბრობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. დავით უსუფაშვილი - კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი მმართველი გუნდის გაუაზრებელი პოლიტიკის, ამიტომ მისი ერთი პარტიის დოკუმენტად გამოცხადება არასწორია. არჩილ თალაკვაძე - ძალიან პოზიტიური იქნება პრეზიდენტმა ვეტოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება მიიღოს. ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გამოავლენს „კონსტრუქციულ პოზიციას“ და მის შეთავაზებას დათანხმდება. ანა დოლიძე - დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, ვერ უძლებს საათებს, მიღებიდან რამდენიმე საათში გვთხოვენ შევცვალოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. გია ვოლსკი - პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს. გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს და საკონსტიტუციო პროცესში მონაწილე პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს. გია ვოლსკი საკონსტიტუციო საკითხებზე კონსულტაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივას პოლიტიკურ თამაშს უწოდებს და მასში მონაწილეობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. რომან გოცირიძე - პრეზიდენტს სთავაზობენ წინადადებას, კონსულტაციაზე კი არ მიდიან, გამოდის, რომ ეს ისეთივე ბლეფია, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები. ლევან თარხნიშვილი - მმართველი გუნდის უარი პრეზიდენტთან კონსულტაციებზე მოულოდნელი არ არის - ამ პოლიტიკური კრიზისის გამო უმრავლესობა შესაბამის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს.

      პირველად გავიგე საერთოდ, ასეთი ფესტივალის შესახებ - ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი და ის უკვე საქართველოში ხორციელდება - აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

      ფაროსანასგან დაზიანებულები - ლელა ქებურიამ ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობის ხელმოწერები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიტანა.

      მერობის კანდიდატების და არჩევნების ბლოკი - კახა კალაძე - მჯერა, რომ შევძლებთ ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას. ლევან ბეჟაშვილი ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე „ამომრჩევლების მიწერაზე“ საუბრობს. ცესკომ საარჩევნო კამპანიის წესებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ხუთი ფაქტი დაადასტურა. ბლოკმა „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდასა და კრწანისში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.

      რეგიონის ლიდერი საქართვლო - ნიკოლოზ გაგუა - ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით რეგიონში ლიდერები ვართ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - ფისკალური გამჭირვალობის შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში დადებითია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ამ კუთხით გასაკეთებელი. სხვა პოზიტივები - აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8% დან 4,2%-მდე გაზარდა. სტეფანწმინდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ჩამონათვალში მოხვდა. ნიკოლოზ გაგუა - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს.

      საქართველო საერთაშორისოდ - სოფიო ქაცარავა - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე, საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ვისაუბრებთ. რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებზე იმსჯელებენ. ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრაზე ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თედო ჯაფარიძე - პრემიერის შეხვედრა გერმანიაში ჩატარებული არჩევნებიდან მეორე დღეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო.

      მოწოდებების ციკლიდან - პატრიარქმა მრევლს მიმართა, ხვალ, სამებაში შეიკრიბონ და ერის გამთლიანების შესახებ იმსჯელონ.

      თურქული დაპირებები და გამოსვლები - თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი - ახალ გამოწვევებს წარმატებით დავხვდებით და ყოველთვის თქვენს გვერდში ვიდგებით - თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

      ახალაიას საქმე - ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის მტკიცებით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებებით გამოირიცხა ის ბრალდებები, რაც დათა ახალაიას აქვს წარდგენილი. კუდ-ის ყოფილი თანამშრომლის დედა - ჩემი შვილი ციხიდან სისტემატურად მიგზავნიდა ფულს, რამაც 100 ათასი დოლარი შეადგინა, მან მითხრა, რომ ამ ფულს დათა ახალაია აძლევდა.

      ჩვენები სტრასბურგში - ეკა მიშველაძე - ქვეყნის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი იყოს მაღალკვალიფიციური კანდიდატები.

      შინაგან საქმეთა მინისტრმა საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე აფეთქების შედეგად დაშავებული მესაზღვრეები კლინიკაში მოინახულა.

საზღვარგარეთულები:

      აღაც ცუდად ჩამოცხება მსოფლიოში - რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „ტოპოლის“ საცდელი გაშვება განახორციელა.

      უკრაინიდან ხმა - პეტრო პოროშენკოს მრჩეველი - სამხედრო საწყობებში ხანძარი, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენმა აპარატმა გამოიწვია.

      ქაბულის აეროპორტში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „თალიბანის“ შემდეგ „ისლამურმა სახელმწიფომაც“ აიღო.

      საერთაშორისო სიახლე - ინტერპოლმა პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა.

      მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრი ქვეყნის ხელისუფლებას - ყველაფერს რუსულ დივერსიებს ნუ მიაწერთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 197

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOexp:A Revelation in Path of Exile 2

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:52am 0 კომენტარი

In the vast landscape of Path of exile currency Path of exile currency action role-playing games (ARPGs), allegiances run deep. For years, I stood firmly in the Diablo 3 camp, finding solace in its fast-paced combat and streamlined gameplay. Path of Exile, with its roots in the classic Diablo 2 era, had always seemed intriguing but never enough to sway my allegiance. However, all of that changed…

გაგრძელება

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters