თბილისი როგორც ფხენიანი, პრეზიდენტი არ მუშაობს და არც თანხმდება, საშემოდგომო ხანძრები, რიგგარეშე კონსტიტუცია, მერკელი და კორეის შეტევა

      წლევანდელი ენკენისთვის ბოლო კვირა დაიწყო და qwellynews-იც ტრადიციულად აგრძელებს დღის მთავარი საინფორმაციო ამბების შემოთავაზებას, მითუფრო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შაბათ-კვირა გამოდგა. საქართველოში, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს ინდოეთიდან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 25 სექტემბერი, 2017/

      პატრიარქის საკვირაო ქადაგებინდა - ილია მეორე - ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ასი ათასი მოწამე, თამარ მეფე, წმინდა ნინო, წმინდა ქეთევანი, როგორ შეიძლება ურწმუნო იყოს?! დღეს და ხვალ, წმინდა ნაწილები იქნება ალავერდში (მთლიანობაში, წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილი კახეთში 1-ელ ოქომბრამდე დარჩება) და შემდეგ, 6 თვის განმავლობაში, რაც სამშობლოში ყოფნისთვის აქვს გამოყოფილი, მთელს საქართველოს მოივლის.

      გრძელდება წინასაარჩევნო შეხვედრები, აგიტაციები, პროტესტი, პროპაგანდა და ა.შ. ანუ ყველაფერი, რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია ამათ ენაზე - კალაძე დიდუბელებს და დიღმელებს შეხვდა. ავთანდილ ცინცაძე დიდი დიღმის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. კახა კალაძე - რამდენიმე დღეა მიზანმიმართულად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოს ზაჰესში ახლად განხორციელებული პროექტით გაკეთებული ხიდი ჩაინგრა. კახა კუკავა - თბილისი დაამსგავსეს ფხენიანს, სადაც ყველა სარეკლამო დაფაზე ერთი და იგივე კანდიდატია გამოფენილი. კახა კალაძე - გენერალური გეგმა იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია და შეგვეძლება წერტილი დავუსვათ ქაოტურ განაშენიანებას, უსახურ შენობებს. კახა კალაძე სოციალური პროგრამების დახვეწას და განვითარებას გეგმავს. კახა კუკავა - „ევროპულ საქართველოს“ დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

      მერობიდან უფრო მაღლა და ბევრად მაღლა გადავინაცვლოთ - პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართა. დილის ნიუსში ეწერა - პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვას იწყებს. ეკა ბესელია - ხვალ დაგეგმილია სესია: თუ პრეზიდენტის მიერ არ იქნება რიგგარეშე სხდომა მოწვეული, პარლამენტს აქვს შეკრების უფლებამოსილება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განსახილველად რიგგარეშე სხდომის დანიშვნაზე უარს ამბობს. ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტს დაადებს თუ არა ვეტოს, ამაზე საუბარი ჯეჯერობით ნაადრევია. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა პარლამენტის უპატივცემულობაა, თუმცა ამას მიჩვეული ვართ. ირაკლი კობახიძე - პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს, არის ბავშვობა, იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, შევიკრიბოთ პლენარულ სხდომაზე.

      რა დაასკვნა ასეთი, ჩვენც გვანახეთ - სოფიო ქაცარავა - ვენეციის კომისიის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან ღირებულ რეფორმას ატარებს. „ნაციონალური მოძრაობა" იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტთან მიმართებაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს. რომან გოცირიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხვალ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს იქნება ჩვენი პროტესტის გამოხატულება. საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვაში, სავარაუდოდ, მონაწილეობას არ მიიღებს. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტის და ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციები საკონსტიტუციო რეფორმისათვის ჩრდილის მიყენებაში ერთმანეთს ემთხვევა. ირაკლი კობახიძე - ბონუსის ამოღება და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება არარედაქციული შესწორებებია, აქედან გამომდინარე, ამისთვის ახალი კანონის წარდგენა დაგვჭირდება. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის არათანმიმდევრულმა მიდგომამ განაპირობა ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის ვერ მოხერხდა. ანა დოლიძე - საქმე გვაქვს სამწუხარო რეალობასთან - უმრავლესობას სიტყვა მოლაპარაკება ესმის, როგორც მოლაპარაკება საკუთარ თავთან. გიორგი კახიანი - ვინაიდან პრეზიდენტმა არ გამოსცა აქტი, პარლამენტს შეუძლია სამშაბათს, 14:00 საათიდან შეიკრიბოს და კონსტიტუციის პროექტზე იმსჯელოს. ირაკლი კობახიძე - დღევანდელი კონსტიტუცია, რომელსაც პრეზიდენტი ვიღაცებს ზეპირად ასწავლის, არის აბსოლუტურად გაუმართავი დოკუმენტი. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის და ე.წ. 20 პარტიის პოზიცია მთლიანად აცდენილია ვენეციის კომისიის დასკვნას. ირაკლი კობახიძე - 116 დეპუტატის თანხმობაა, მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც გაითვალისწინებს ბონუსის სისტემის ამოღებას და ერთჯერადად - 2020 წლის არჩევნებისთვის ბლოკების დატოვებას. ირაკლი კობახიძე - თუ ვინმეს კონსტიტუციის გაუარესება დასჭირდება და ამისთვის 113 ხმა ექნება, მან შეიძლება შეცვალოს კონსტიტუცია.

      აქ ხომ არ გიყვარს ერთმანეთი და არც იქ - მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, უმეტეს ქვეყანაში ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შორის დაპირისპირებაა. მიხეილ ჯანელიძე - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელმა კომისიამ თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 80 პირს მისცა. რა მაგის პასუხია და - ირმა ნადირაშვილი მიხეილ ჯანელიძეს - კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე? ეგეც არ იყოს, ამაზე რაღას იტყვიო - სალომე სამადაშვილი მიხეილ ჯანელიძეს - თვლით თუ არა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყანა დახმარებას სთხოვს ოკუპანტ სახელმწიფოს, ამით დემონსტრირებას უკეთებს სისუსტეს? სალომემ, ესეც არ აკმარა და მიხეილ ჯანელიძეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება. სხვებმაც არ დააკლეს ჯანელიძეს - გიორგი კანდელაკი მიხეილ ჯანელიძეს - თქვენ ღირსი არა ხართ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა გეკაოთ. მიხეილ ჯანელიძე კონგოში ტყვედ ჩავარდნილ ქართველთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებს პოლიტიზირებულს უწოდებს. მიხეილ ჯანელიძე - ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს და კონცენტრაცია გააკეთოს იმ პრობლემატიკაზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ირმა ნადირაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა ესმოდეს, რომ მისი მოვალეობა მხოლოდ ივანიშვილისთვის კუდის ქიცინი არ არის.

      ნუ იტყუებით! - სოფო კილაძე - „ნაცმოძრაობის“ მხრიდან საყვედურები, რომ პარლამენტში არავინ მოდის, ძალიან დიდი ტყუილია.

      სავალალო ნიუსები ერთად - კახეთში სამი ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

      საშემოდგომო ხანძრებიდან - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში ხანძარია. უსარგებლო სტატისტიკა - ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა გუშინ 166 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 913 ტონა წყალი დაასხეს. წაღვერში ქართულმა და აზერბაიჯანულმა ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს, ადგილზე თურქულ ვერტმფრენებსაც ელოდებიან. სოფელ ჯუთაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ზურაბ ალავიძე - წაღვერში ცეცხლის ახალი კერა არ გვაქვს და ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში 4 ვერტმფრენია ჩართული. ზურაბ ალავიძე - კრიზისების მართვის საბჭო ვერტმფრენების მოძიებაში აქტიურად მონაწილეობდა, საბჭო საკითხებს კოორდინაციას თბილისიდან უწევს. შს მინისტრის მოადგილე - ბორჯომის ხეობაში აგვისტოში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ვერსია განიხილება. თურქეთის საელჩო - ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად, საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე, თურქეთიდან „მი-8“ ტიპის ორი ვერტმფრენი გამოიგზავნა. შს მინისტრის მოადგილე - ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება მხოლოდ ერთ ადგილზეა, რთულად მისადგომი ტერიტორიაა და ვერტმფრენები მუშაობენ.

      პირველობა თემებსაც აქვთ, იმედია ქალბატონი ეკა არ მიწყენს პირველ ნიუსად რომ არ დავწერე - ეკა ლალიაშვილი - ტექდათვალიერება ნომერ პირველი საკითხია საზოგადოებისთვის, თუმცა ჯერჯერობით ვერ ვხედავთ, რომ ეს ხელისუფლებისთვისაც ნომერ პირველი თემაა.

      სახალხო დამცველი ნიუს ლისტში - სახალხო დამცველი მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს. სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოქალაქეობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ციალა ქათამიძის ინფორმაციით, სახალხო დამცველი თურქ მებაჟეებსა და აჭარის ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის მომხდარ ინციდენტს შეისწავლის.

      რაც მაგ ფაროსანამ გაანადგურა თხილია, ფენიქსი კი არა, რომ ფერფლიდან აღდგეს - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 230 ათას ოჯახს პრეპარატები გადაეცემა.

      ხმაურიანი ერი - ხმაურის გამო აგვისტოში 37 ჯარიმა დაიწერა. და სხვა ჯარიმები - მძღოლების მიერ ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბების, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის, მობილურზე საუბრის და ღერძულა ხაზის გადაკვეთის დარღვევები ფიქსირდება.

      იჩქარეთ მეღვინეებმა - კახეთში ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია.

      თანამშრომლობა Made in China გრძელდება - საქართველო და ჩინეთი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებენ.

      საბავშვო ბაღიდან ბავშვი გადმოვარდა - თბილისის მერია ზემო ფონიჭალას საბავშვო ბაღის დირექტორისა და სასწავლო პროცესის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი აღმზრდელებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. თემურ თორდინავა - ალბათ, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც ბავშვზე ყურადღება ევალებოდა. ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვის მეორე სართულიდან გადავარდნის დროს მასწავლებელი ოთახში იმყოფებოდა. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა-ტვინის ტრავმა და გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება.

საზღვარგარეთულები:

      ისევ ანგელა მერკელი იქნება კანცლერი - არჩევნებში კიდევ ერთხელ და უკვე მეოთხედ გაიმარჯვა მისმა პარტიამ. ანგელა მერკელი „ქრისტიან-სოციალურ კავშირთან” ბლოკის დაშლას არ აპირებს.

      გავმკაცრდებით და ვნახოთ, ჩემი სიგიჟე აჯობებს თუ შენიო - კიმ ჩენ ინი - ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს.

      ცეცხლს რა უნდა და ნავთიო? თუ როგორ არის ეგ? - დონალდ ტრაპმა 8 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა შეუზღუდა. ბრძანების თანახმად, შეზღუდვები შეეხება: ირანის, ლიბიის, სომალის, სირიის, იემენის, ჩადის, ჩრდილოეთ კორეის და ვენესუელას მოქალაქეებს.

      კატასტროფულად დიდი აღმოჩნდა ეს მიწისძვრა - მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 320-მდე გაიზარდა.

      ყოჩაღები არიან აზერები - აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა ტერაქტი აღკვეთეს.

      ეს რა ნიუსია, არ მესმის - სომხეთში რუსულ ენას უცხო ენის სტატუსი მიენიჭა.

      დეფიციტია ევროპაში - ევროკავშირმა გადაჭარბებული დეფიციტის გამო საბერძნეთის წინააღმდეგ შემოღებული დისციპლინარული პროცედურები დაასრულა.

      სასამართლო იქაც მიკერძოებულიაო - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ლვოვის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. შეგახსენებთ, ქალაქ მოსტისკას რაიონულმა სასამართომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო დამნაშავედ ცნო და ფულადი ჯარიმის გადახდა დააკისრა. დავით საყვარელიძის ინფორმაციით, პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს.

      ისევ უკრაინიდან - უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მიტაცებული 200 მილიონი დოლარის კონფისკაცია დაიწყო.

      ვულკანი ინდონეზიაში - ინდონეზიაში, ვულკან აგუნგის შესაძლო ამოფრქვევის გამო, კუნძულ ბალიდან 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

      კარგი საჩუქარი ჩვენ - ლიტვის სეიმის სპიკერი - 2018 წელს ქართველ ხალხს საჩუქარი უნდა გავუკეთოთ - საქართველოს არა „გრუზია“, არამედ „საქართველო“ უნდა ვუწოდოთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 183

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Density Gradient Centrifugation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 29, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







Nycodenz, a broadly applied reagent in laboratory options, holds important significance in the field of mobile biology and biochemistry. In the following paragraphs, we will take a look at the multifaceted mother nature of Nycodenz, its programs, and how it revolutionizes density gradient centrifugation techniques.



What is Nycodenz?

Nycodenz is a non-ionic, iso-osmotic iodinated density gradient medium commonly used in cell separation and purification…

გაგრძელება

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Qwelly World

free counters