ხმაური თბილისის მიწებზე, ბათუმის საკრებულო, ფეხბურთი ტყისთვის, არჩევნების წესები და ინტერნეტის აკრძალვები

      წლევანდელი სექტემბერის ბოლო ქველინიუსი გვაქვს, ვკირის დასასრული და შემოდგომის დასაწყისის დასასრულიც ამ პოსტში უნდა წარმოვადგინოთ. მნიშვნელოვანი და ხმაურიანი დღე და ეს ხმაური გამოდიოდა საკრებულოდან, ასევე თუ თბილისის ქუჩებში გაივლიდით დღეს, ხალხი ისე იყო შეფუთული, სექტემბერი კი არა, დეკემბრის ან იანვრის ყინვები გეგონებოდათ, მიუხედავად ამისა,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 29 სექტემბერი, 2017/

      დავიწყოთ ხმაურიანი საკრებულოთი - პირველი ნიუსი „შენების მოძრაობისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს საკრებულო გეგმავს სოლოლაკის ქედზე ლანდშაფტური ზონის სტატუსის შეცვლას და „პანორამა თბილისისთვის“ გოლფის მოედნის დამხმარე სათავსოების ასაშენებლად გადაცემას. პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვას საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ფართობების გადაცემის საკითხს საკრებულოს ერთმა კომისიამ დადებითი, მეორემ კი უარყოფითი დასკვნა მისცა. გიორგი ტყემალაძე - თაბორის მთაზე სარეკრეაციო სივრცე გაკეთდება. ზაალ უდუმაშვილი - თბილისის საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხუშტური დააკმაყოფილოს. თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის და დაპირისპირების გამო შეწყდა. თბილისის საკრებულოში სხდომის გაგრძელება სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამო ვეღარ გაგრძელდა. თბილისის საკრებულოს ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ლოჟა დაცვამ „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს იძულებით დაატოვებინა. ზაალ უდუმაშვილი - არ მივცემთ თბილისის ტერიტორიებს ბიძინა ივანიშვილს. ირაკლი ნადირაძე - ყველანაირ საზღვარს გასცდა ოლიგარქის თავგასულობა. ხათუნა სამნიძე - ეს არის მაგალითი, როგორ არის თვითმმართველობა ერთი კაცის მომსახურე. ნატა ფერაძე - საკრებულოში წარმოუდგენელი რამე ხდება, ხელებში, ფეხებში მომკიდეს ხელი და გარეთ გამომათრიეს - ამ ყველაფერს გავასაჩივრებ. გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე - ისტორიას არ ახსოვს, რომ საკრებულოს დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან უსაფუძვლოდ გაეძევებინოთ. საათნახევრიანი ხმაურის შემდეგ თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა. პოლიციის თანამშრომლებს ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და აქტივისტები თბილისის საკრებულოდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დავით ნარმანია - ოპოზიცია ძალიან არასასურველად იქცევა, მოვუწოდებ, შეეშვან ასეთ ქმედებებს. ზაალ უდუმაშვილი - საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევალ 21 ოქტომბრის შემდეგ და ვაჩვენებ, როგორ უნდა მიწების გადაცემა. ირაკლი აბესაძე - ”ქართული ოცნება” უკონტროლოა, ერთადერთ გადაწყვეტილებას, რასაც ის იღებს, ივანიშვილისთვის სარეკრეაციო სივრცეების უშურველად გადაცემაა. თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დატოვა. სევდია უგრეხელიძე - მე მგონი, სადავო არ არის, რაც საკრებულოს დარბაზში ხდება, სირცხვილია. ელენე ხოშტარია - მინდა ვკითხო კახა კალაძეს, რომელიც გაწკეპილი დადის და ვიდეოებს იწერს სუფთა ჰაერზე, რას ნიშნავს ივანიშვილისთვის კიდევ მიწების გადაცემა? მარიკა დათუკიშვილი - სუს-ი მერიისა და საკრებულოს საშუალებით მართავს პროცესებს. ზაალ უდუმაშვილი - შს სამინისტროს შენობას ჰგავს ახლა საკრებულოს შენობა. ალეკო ელისაშვილი - საკრებულოში პატრულის გამოძახება ამ ხელისუფლების სირცხვილია. ჯაბა ჯიშკარიანი - საკრებულოს დარბაზი არ არის შოუს მოსაწყობი და ალიაქოთის ასატეხი ადგილი. საკრებულომ მიწებთან დაკავშირებულ საკითხს, რასაც დღევანდელ სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება მოყვა, მხარი დაუჭირა. გიორგი ტყემალაძე - საკრებულომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა აშენდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - სხდომის ჩაშლის უფლება არ ჰქონდა არც ერთ ოპოზიციონერ კოლეგას. თამარ ტალიაშვილი - დღევანდელი დემარშით კარგად გამოჩნდა, როგორ ეწინააღმდეგებიან ხოშტარია-უდუმაშვილი თბილისელებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

      ბათუმშიც იყო ხმაური - მიწების გადაცემის საკითხს ხმაური ბათუმის საკრებულოს სხდომაზეც მოყვა. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობას გადაეცა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე- მწვანე კონცხის მიმდებარე ტერიტორიაზე საბაგიროსა და სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა იგეგმება. ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშოების გამო გაიმართა. ზურაბ პატარაძე - ჩემთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც მწვანე კონცხის საკითხის ირგვლივ არის.

      ცხრა საათზე დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქველმოქმედო მატჩი დინამო არენაზე. მსოფლიოს ცნობილი და მეტნაკლებად ცნობილი და უცნობი ფეხბურთელები ბორჯომის ტყისთვის ითამაშებენ ფეხბურთს - ტოტი, რივალდო, კაფუ, დიდა, შევჩენკო და სხვანი დინამო არენაზე.

      წარმატებების, დაწინაურების და ასეთების ბლოკი - ეკონომიკის სამინისტრო - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის 8 ქვეკომპონენტში საქართველო პირველ ათეულშია. ეკონომიკის სამინისტრო - გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს ინოვაციების შესაძლებლობები 6 პოზიციით არის გაზრდილი. წინასწარი შეფასებით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 % შეადგინა. ეკონომიკის სამინისტრო - საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა. და იქვე მწარეც - 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 16.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

      არჩევნებს არღვევს მართველი პარტიაო! ეგ და სხვა საარჩევნო პოსტები - „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, დარღვევების ძირითადი ნაწილი მმართველ პარტიაზე მოდის. ISFED - დღევანდელი საფეხბურთო მატჩი კახა კალაძის მონაწილეობით, აგიტაციის წესების დარღვევის და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებს შეიცავს. "სამართლიანი არჩევნები" - ქუთაისის მერიის იურისტი სამუშაო საათებში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. მამუკა მდინარაძე ცესკო-ს მოუწოდებს მკაცრი რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ დარღვევაზე. "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველომ" ისანში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. მირდატ ქამადაძე - ბათუმის პირველ საუბნო საარჩევნო კომისიაში ”ნაცმოძრაობის" წევრი აგიტაციას ეწეოდა, ამიტომ, ის კომისიაში ჩვენი პარტიის წევრი აღარ იქნება.

      სარკინიზო მაგისტრალების ციკლიდან - გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს შეუწყობს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.

      ქართული განხილვები გაეროში და ზოგადად, მსოფლიოში - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით ანგარიში განიხილეს. ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი - პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი.

      აწ უკვე მიღებული კონსტიტუციის განხილვები - ეკა ბესელია - ჩვენ გვჭირდება ვაჩვენოთ მზაობა, რომ მივდივართ კომპრომისების გზით მეტი დემოკრატიულობისკენ. მამუკა კაციტაძე - ხელისუფლება პრეზიდენტს მიმართავს, ვეტოს ტექსტს გამოგიგზავნით და ხელი მოაწერეო, ეს უკვე აბუჩად აგდებაც აღარაა. მამუკა მდინარაძე - პრეზიდენტს საშუალება მივეცით გამოესწორებინა დაშვებული ხარვეზები და მონაწილეობა მიეღო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. პრეზიდენტი მმართველ გუნდზე - შეხვედრის მზადყოფნა დაფიქსირებულია. თამარ ჩუგოშვილი - როგორც ჩანს, პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება. დავით რაქვიაშვილი - არც ერთი საკითხი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას ან მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიას, უშიშროების საბჭოს ფორმატში არ განხილულა. მამუკა მდინარაძე - ჩვენ მზადყოფნა დავაფიქსირეთ, ჯერი პრეზიდენტზეა - მან უნდა გამოთქვას შეხვედრის სურვილი, ოღონდ უფრო კონკრეტულად - ადგილისა და დროის მითითებით.

      მოსამართლეები სტრასბურგში - სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაიმართა.

      დახმარება სჭირდებათ ქართველებს - ლიბიაში დაკავებული ქართველების ნათესავები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. საგარეო უწყება - ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს ბრალი კონტრაბანდის მუხლით აქვთ წაყენებული, სამინისტრო მათ სამართლებრივად დაეხმარება. ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ.

      დაკავებები და არადეკლარულებული საქონელი: 1. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 2. ნინოწმინდაში 1200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 3. წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

      მედლები კრივში - საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

      კუსტურიცამ, მამღერეთ, არ ვარ მტერიო - კონცერტის ორგანიზატორები - ემირ კუსტურიცა აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული. მისი კონცერტის ბილეთები გაყიდვიდან ამოიღეს.

      ხანძრების შემდეგ პირველი სიხარული ბალახია - სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე- წინასწარი შეფასებებით, ბორჯომის ხეობაში ნახანძრალ ადგილზე წამოსულია ბალახის საფარი, რაც იმედისმომცემია.

      ახალი ამბები დეკანოზის გარშემო - გიორგი ფანცულაია - 7 თვეზე მეტ ხანს დეკანოზი ციხის მაღაზიით ვერ სარგებლობდა, ამის მიზეზად ციხის თანამშრომლები მის შესაძლო მოწამვლას ასახელებდნენ. გიორგი ფანცულაია - დეკანოზთან საკანში შევიდნენ და უთხრეს - ვერ გვითხარი შვილის დაბადების დღე თუ იყო, დაგარეკინებდით.

საზღვარგარეთულები:

      ერდოღანი და პუტინი დაძმობილდნენ - ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ერაყისა და სირიის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი.

      ბედნიერებამ მითხრა აქ მეძებეო - რუსეთში შესაძლოა WhatsApp, Viber, Google, Facebook და Telegram დაიბლოკოს. და კიდევ რუსეთი - მოსკოვში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ალექსეი ნავალნი - სამი საათია პოლიციაში ვარ, ვზივარ სააქტო დარბაზში და პუტინის პორტრეტს ვუყურებ.

      გაუწყრა ამათ დედაბუნება - მექსიკის სანაპიროსთან 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

      ყველა ციხეში თურქული პოლიტიკა გახდა - თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.

      უკრაინიდან - მიხეილ სააკაშვილი ოდესაში მოსახლეობას შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის განსახილველი ვადა გაახანგრძლივა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მოსტისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ასევე უკრაინა - უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა.

      ტერეზა მეი და ანგელა მერკელი მიიჩნევენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.

      ნობელი კიდევ უფრო სასურველი გახდა - 2017 წელს ნობელის პრემიის ოდენობა 9 მილიონ შვედურ კრონამდე გაიზარდა.

      ტრამპის აღმოსავლური ტურნე - დონალდ ტრამპი იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს, ვიეტნამს, ფილიპინებსა და ჰავაის კუნძულებს ეწვევა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 195

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters