უარი შიომღიმელობაზე, სინანული როგორც გამოძიების დასრულება და კავშირები თურქეთთან, კომისიური შეწყალება

      ნოემბერი დადგაო და დიდთოვლობა მთას დაატყდაო, არადა ჯერ სულ პირველი ნოემბერია, მაგრამ ფაქტია, რომ სიცივეებმა კარგად მოუჭირეს ძვალ-რბილს, წვიმა, დაბალი ტემპერატურა და ქარიანი ამინდები მთელს საქართველოს მოედო. ცხადია, გუშინდელი ამბავი ჯერ არ მიჩუმდება, ამიტომ დღის მთავარი თემა ისევ საპატრიარქოს და მეუფეების გარშემო ტრიალებდა - ჭყონდიდი, ბოდბე, შიომღვიმე და მორჩილება-დაუმორჩილებლობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 1 ნოემბერი, 2019

      მეუფე გიორგი - თუ მეუფე პეტრე წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, ეკლესიის სასჯელი იქნება უფრო მკაცრი - ეს ნიშნავს განკვეთას. ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა - ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ მეუფე პეტრე ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს. ჭყონდიდისა და მარტვილის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით, ის რჩება ეპარქიაში და ელოდება თავისი შემცვლელის, მეუფე გრიგოლის ჩამოსვლას. ელიზაბეთ რუდი - აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში. კახა კალაძე - ეკლესიის წიაღში ყოფილა გამარჯვება, პრობლემები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი. სერგო რატიანი - საკმაოდ მძიმე სანახავია, მაგრამ როგორც ერთი მოაზროვნე იტყოდა, სადაც განსაცდელია, იქ ხსნაც არის. გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდა. ეკა გიგაური - მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიება უნდა დაიწყოს. მეუფე გრიგოლი - თუ ეკლესიები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს. მამუკა ხაზარაძე - პატრიარქს ამ რთულ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. რომან გოცირიძე - მეუფე იაკობის განცხადება, რომ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები საეკლესიო გადატრიალებას აპირებდნენ, სინოდმა ირიბად დაადასტურა. ანა ნაცვლიშვილი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე - ეს არის მართული პროცესები. მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს - შეხვედრამდე სამოთხეში! გია ვოლსკი - მტკიცებით ფორმაში რთულია თქმა, მაგრამ ადვილი გასაანალიზებელია, ვინ უტევს ეკლესიას, ვინ არის თავის გამონათქვამებში და ქმედებებში დესტრუქციული. ირმა ინაშვილი - თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია. საპატრიარქოს იურისტი - მოქალაქე პაატა ცაავაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მეუფე გრიგოლი - უზენაესი მოსამართლე ღმერთია და ჩვენ არ უნდა ვიყოთ ერთმანეთის მოსამართლეები. გედევან ფოფხაძე - ხელისუფლებას უნდა არა მოკავშირე, არამედ მორჩილი და მართვადი ეკლესია, რომელსაც თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს. სოფო კილაძე - ჩემი შეფასებით, ეკლესიაზე და პატრიარქზე შტურმი მიდის - ეკლესიაზე ასეთი არეულობა და შეტევა დაუგეგმავად ვერ განხორციელდებოდა. მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, სადაც მეუფე პეტრემ წასვლაზე უარი განაცხადა და ალტერნატიული ადგილი ითხოვა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ვინც ამბობს, რომ ეკლესიამ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შიშის გამო მიიღო, მათ ალბათ ურჩევნიათ, რომ ის საპყრობილეში დარჩეს. ეკა ბესელია - მგონია, რომ ვიღაცამ კონტროლის მოსაპოვებლად თუ თავისი ინტერესების გასატარებლად, ისეთ აკრძალულ ველში შესვლა გადაწყვიტა, რომელიც ყოველთვის მარცხით მთავრდება. ადვოკატი - დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედს გამოთქვამს, რომ გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. გიორგი გახარია - ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე იაკობმა სინანული იმასთან დაკავშირებით გამოთქვა, რომ ასეთი ფორმით განაცხადა ის, რაც განაცხადა. პროკურატურა - მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა გარემოების გამო დაუდასტურებელ ინფორმაციად ფასდება - თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს. მეუფე პეტრე - შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ ვაპირებ - ვითხოვე, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი დამითმონ. გიგი უგულავა გიორგი გახარიაზე - იარა, ქექა, პატრიარქის გადაყენება „იჩალიჩა“, რუსთაველზე ტრაგედია დაატრიალა და ისევ ოპოზიციას მოადგა. მეუფე პეტრე - პრემიერმა წინასაარჩევნო განცხადება გააკეთა - ვისურვებდი, გავიდეს დრო და არ შერცხვეს მისი ნათქვამის, როგორც შერცხვათ მის წინამორბედ პრემიერებს. მეუფე გრიგოლი მეუფე პეტრეზე - ჩვენი ძმა, ჩვენი მეგობარი რჩება და გვეხმარება გადაბარებაში - მე მარტო ვერ შევძლებ, ვთხოვ, რომ მეუფე დარჩეს აქ. მეუფე გრიგოლი - ამ ზაფხულს ჭყონდიდის ეპარქიაში ვიმყოფებოდი, რათა მეთქვა მეუფე პეტრესთვის, რომ მისულიყო პატრიარქთან, შერიგებოდა და შენდობა ეთხოვა.

      თურქეთთან კავშირები - დავით ზალკალიანი - საქართველოს პრემიერის თურქეთში ვიზიტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. ნათია თურნავა - საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 2005 წლის შემდეგ პირველად გაიმართება. გიორგი გახარია - თურქეთში ვიზიტისას დავგეგმეთ და განვიხილეთ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების შესაძლებლობა.

      კალაძე და პარკი - კახა კალაძის ინფორმაციით, „სითი პარკთან“ მოლაპარაკებები მათ შორის საევაკუაციო მანქანების შესყიდვასაც შეეხება.

      ანაკლია ან არა - ნათია თურნავა - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტი, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ ინვესტორებს, რომ დროულად ჩამოყალიბდნენ ამასთან დაკავშირებით.

      ზამთარი - თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

      ოკუპაცია - ლუიზა ვინტონი - შეშფოთებით ვაკვირდებით სამწუხარო მოვლენებს, რომლებიც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით თუ ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. ელიზაბეთ რუდი - მარგო მარტიაშვილი შეემატა იმ ტრაგიკულად გარდაცვალებულთა სიას, რომელშიც არის: ოთხოზორია, ტატუნაშვილი, კვარაცხელია, ბაშარული.

      მოწყალების წევრები - ვახტანგ ძაბირაძე - შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივა გაუგებარია, პრეზიდენტს ასეთი კომისია ჰქონდა და გააუქმა. ეკა გიგაური - ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც გამჭვირვალეს გახდის პროცესს, კარგი იქნება, რადგან სამომავლოდ, როცა შეწყალება მოხდება, საზოგადოებაში კითხვები აღარ გაჩნდეს. რომან გოცირიძე - შეწყალების საკითხზე სათათბირო ორგანოს შექმნით, პრეზიდენტს უნდა იმ მოვლენებიდან გამოძვრეს, რაშიც გაეხვა და სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება. რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტის შეთავაზება მომწონს, შეწყალების საკითხზე კოლექტიური ორგანოს შექმნა უპრიანია, რადგან პირადი პასუხისმგებლობა დიდად სანდო მექანიზმი არ არის. ოთარ კახიძე - სათათბირო ორგანოს შექმნის ინიციატივით ვერ გადაფარავენ იმ სკანდალურ შეწყალებებს, რომელსაც ზურაბიშვილმა უკვე მოაწერა ხელი.

      უანგარობა წყალტუბოში - ნათია თურნავა წყალტუბოს შესახებ - მხარდასაჭერია ინიციატივა, რომლითაც ივანიშვილი გამოვიდა სრულიად საქველმოქმედო ფორმატში, რადგან ეს ყოველგვარი უკუგების გარეშე კეთდება.

      მორაგბე პოლიტიკა - მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა.

      გათავისუფლებული ნაციონალები - გოგა ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საზღვარგარეთულები:

      ამერიკნიუსი - აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს. ბაშარ ალ ასადი - ტრამპი აშშ-ს საუკეთესო პრეზიდენტია! რა სჯობია გულახდილ მტერს? დონალდ ტრამპი - ვტოვებ ნიუ-იორკს, რადგან პოლიტიკოსები ცუდად მექცევიან. „ისლამური სახელმწიფო“ - აშშ-სა და მის ურჯულო ძმებზე შურს ვიძიებთ!

      სირიიდან რუსეთში - თურქეთმა რუსეთს 18 სირიელი სამხედრო გადასცა.

      კორეის სიმამაცე - ჩრდილოეთ კორეა იაპონიის მიმართულებით რაკეტების მრავალჯერად გაშვებას ადასტურებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 518

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters