შესავალი ალბათ არ გამოგვივა, რადგან დღის ყველაზე დიდი თემა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სინოდის სხდომა და მისი შედეგები იყო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 31 ოქტომბერი, 2019

      ყველაზე ხმაურიან სინოდის სხდომა - ყველა ამბავს მივყვეთ ქრონოლოგიურად, დილიდან. პატრიარქის ექიმი - ილია მეორე ჯანმრთელად არის, შესაბამისად, შეძლებს, რომ ჩვეულებრივად უხელმძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას. სხდომა ტრადიციულ დროს ჩაინიშნა და ეპისკოპოსებიც მალევე გამოჩნდნე საპატრიარქოსთან. მეუფე ანტონი ჟურნალისტებს - „განკვეთა“ და ასეთი სიტყვები ამოიღეთ - არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობის განცხადებას და არც იმის საფუძველი, რომ არ ვენდო. თეოლოგი ლევან აბაშიძე - შესაძლოა, მეუფე იაკობის განცხადებები იყოს გამიზნული პროვოკაცია. მეუფე პეტრე მის მიმართ სასჯელის შესაძლო დაწესებაზე - თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია. მეუფე საბა მეუფე იაკობის განცხადებებზე - მღვდელმთავარს ვენდობი და ვერ ვიტყვი, რომ ის ცრუობს, მაგრამ, მის განცხადებაზე დამადასტურებელი საბუთები უნდა წარადგინოს. მეუფე გრიგოლი დეკანოზ მამალაძის საქმეზე - ნებისმიერ საკითხზე უნდა იმსჯელოს ეკლესიამ და თავისი გადაწყვეტილება გამოიტანოს. მეუფე გრიგოლი - ვფიქრობ, ჩემი არყოფნა მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს სინოდის გადაწყვეტილებებზე. მამუკა ხაზარაძე - ყველასთვის ცნობილია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია არსებობდა პატრიარქის გადადგომასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ სინოდის დასრულებამდე გამოვიდა მეუფე პეტრე და განაცხადა, რომ მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. მეუფე პეტრე - მიმაჩნია, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან უსამართლოდ გადამაყენა. მეუფე პეტრე - კათოლიკოს-პატრიარქი პიდარასტიით, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილია. სხდომის დასრულების შემდეგ. თეოლოგი ბექა მინდიაშვილი - საპატრიარქო სინოდის უკლებლივ მთელმა შემადგენლობამ უნდა დატოვოს. მეუფე საბა - მეუფე პეტრეს ბრალდება დაუსაბუთებელია - მზად ვიყავი დავჩოქილიყავი მღვდელმთავრების წინაშე და მეთხოვა, რომ მისთვის შანსი მიგვეცა, მაგრამ მეუფე პეტრემ ყველა გზა გადაჭრა. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ მეუფე პეტრეს გადაყენება შესაძლოა, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, მეუფე იაკობის განცხადებების გადაფარვისთვის მოხდა. რამაზ საყვარელიძე - თუ ეს სკანდალები გაგრძელდა, ქვეყანა დაკარგავს სულიერ საყრდენს, რომელსაც აქამდე ეყრდნობოდა და რომლის სიმყარეში ლომის წილი აქვს პატრიარქს. მეუფე ნიკოლოზი - ერთსულოვნად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძე შეიწყალოს. წმინდა სინოდის სხდომების რაოდენობა წლის განმავლობაში სავარაუდოდ, გაიზრდება. მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ თქმულა. მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა გიგი უგულავა - თეზისი, რომ ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც ეკლესიაშია და მხოლოდ ეკლესია მიხედავს, მცდარია. მეუფე სტეფანეს განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე პრეზიდენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიმართეს და არა რაიმეს შიშის გამო. ნინო ბურჯანაძე - დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს არა მარტო პატრიარქს, არამედ თითოეულ მორწმუნეს. მიტროპოლიტი სტეფანე - როდესაც მეუფე პეტრემ დაინახა, როგორი იყო სინოდის განჩინება, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა. მეუფე გრიგოლი - იმედს ვიქონიებ, რომ კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. საპატრიარქოს იურისტი - მეუფე პეტრე თავის დედაოებით და დამქაშებით აპირებდა წლების წინ, რომ შეერყია პატრიარქის და ეკლესიის ავტორიტეტი და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია. გიორგი გახარია - პატრიარქი ჩვენი ქვეყნის სულიერების სიმბოლოა და მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები არის შეტევა სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. დღის ბოლოს გამოქვეყნდა სინოდის ოქმი. ილია მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არაერთხელ დაუმძიმებიათ ჯვარი, მე არასოდეს მიფიქრია ვინმეს დასჯა - მე მუდამ მხოლოდ თქვენს დახმარებაზე ვფიქრობ. ილია მეორე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე - ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც მან გამოიჩინა. ილია მეორე - დროის სირთულიდან გამომდინარე, არ არის საკმარისი სინოდის წელიწადში ორჯერ მოწვევა, სინოდი უნდა იქნას მოწვეული უფრო ხშირად, ყოველი პრობლემის შემთხვევაში. წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს პატრიარქის მიმართ მეუფე პეტრეს მიერ მიყენებული შეურაცხყოფის მსგავსი მაგალითი. წმინდა სინოდის სხდომის ოქმის თანახმად, მეუფე იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცა გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებული იქნება მკაცრი ზომები. გიორგი მარგველაშვილი - იმ ფონზე, როცა პატრიარქმა კაგებეს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები ოდნავ მაინც კი ვერ შეარყევს მას. ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში მეუფე პეტრეს მხარდამჭერი პარაკლისი აღავლინეს. გიორგი მარგველაშვილი - მეუფეების განცხადებების ანალიზს არ ვაპირებ, ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ - ასეთი განცხადებები არ კეთდება ზურგისა და ამ ზურგის ინტერესების გარეშე. "პატრიარქს აქვს მომავლის ძალიან ნათელი ხედვა" - მარგველაშვილი ილია II-სთან შეხვედრის შემდეგ. პატრიარქი - სინოდს: მღვდელმთავარი რომელიც ღმერთს და პატრიარქს არ ერთგულებს დიდ ცოდვაშია. გახარია - ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. სააკაშვილი - ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგია. კობახიძე მეუფე პეტრეს განყენებაზე - ეს მოემსახურება ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას. ინაშვილი - ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს. მამა ანდრია - ამ მანკიერებას ამხელდა მამა გიორგი და ექნება თავის სათქმელი. მეუფე პეტრე მამათმავლობის ბრალდებაზე - ხვალ შემეძლო ორი მოწმე მომეყვანა. მეუფე საბა - მეუფე პეტრეს შენდობა უნდა ეთხოვა, სინოდმა მის განყენებას მხარი ერთხმად დაუჭირა. იღუმენია თამარ გამყრელიძე - პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი. უგულავა - პრობლემა ჰომოსექსუალობა კი არა, ისაა, რომ ეკლესია ტაბურეტკებით დასდევს ადამიანებს. „გმირი ვარ თუ ანტიგმირი, ისტორია განსჯის ამას“ - მამა პეტრე სკანდალური განცხადების შემდეგ პოზიციას არ ცვლის.

      განათლების ადგილი - მიხეილ ბატიაშვილი - განათლების ქალაქის მშენებლობის პირველი ფაზა ორ კვირაში დასრულდება. მიხეილ ბატიაშვილი - ახალი სკოლის მოდელის დანერგვის მთავარი მიზანი არამხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარება.

      მერიის თემა - კახა კალაძის განმარტებით, პარკირების საფასურის გაზრდის შესახებ კანონპროექტს მას შემდეგ ეყრება კენჭი, რაც ავტობუსების პარკი მთლიანად განახლდება. თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს.

      შეწყალების თემები - სალომე ზურაბიშვილი - თუ სადმე არის ქვეყანა, რომელიც თავისი კლიმატით, ბუნებით და ენით ბიომრავალფეროვნების მცირე მოდელს წარმოადგენს - ეს საქართველოა. ანრი ოხანაშვილი - პრეზიდენტს შევთავაზეთ, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული შეწყალების დროს ის რისკ ფაქტორები, რომელიც შეიძლება კონკრეტულ მსჯავრდებულს უკავშირდებოდეს. ანა ნაცვლიშვილი - იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტმა თავად მიხედოს შეწყალების საქმეს, ცდილობს როგორმე სხვებს მიაჩეჩოს ეს ტვირთი, რაც სავალალოა. ოთარ კახიძე - პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ნიშნავს, რომ მათთვისაც მიუღებელია ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალებები, თუ ეს მიუღებელია, ხომ უნდა გავარკვიოთ ამის უკან რა იდგა? ანზორ ბიწაძე - ხელისუფლება ხვდება, რომ პრეზიდენტი კიდევ ბევრ სკანდალში გაახვევს

      პრემიერი თურქეთში - პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა. გიორგი გახარია - დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ. გაზაფხულზე საქართველოს რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა.

      ლელოელობა - მამუკა ხაზარაძე - სიტყვა „გვეშველება რამე?“ ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. „ლელომ” „თბილისი ცენტრალში” "ღია ოფისი" გახსნა. მამუკა ხაზარაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რომ დასრულდეს ის დამამცირებელი სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთი მსოფლიოში - იენს სტოლტენბერგი - რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და რეგიონის დესტაბილიზაცია შეწყვიტოს. კონგრესმენთა გადაწყვეტილებით, რუსეთი „დიდ შვიდეულს“ ვერ შეუერთდება მანამ, ვიდრე „პატივს არ სცემს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 102

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters