ხანძარი ბათუმში, საერთაშორისო ტერორისტი, ეპისკოპოსები კონგრესში, უკრაინელი კოლეგა და კანდიდატები სახალხო მცველად

      მეუფე შიოს თანამოსაყდრედ გამოცხადების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება საპატრიარქოსკენ არის მიმართული. ამასობაში, საქართველოს წმინდა სინოდის წევრები ვაშინგტონში იმყოფებიან - მეტიც - ქართველმა მღვდელმთავრებმა ამერიკის კონგრესში მესხური მრავალჟამიერი შეასრულეს. დღის თემებში მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს. მოკლედ,

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 ნოემბერი, 2017/

      ეკლესიის მმართველობა - მიტროპოლიტი შიო - პატრიარქი როცა ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას. დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე - იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. მეუფე შიო - საუკუნო ცხონებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა.

      ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. გარდაცვლილის ბიძა - გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა. ადვოკატი - სასტუმრო „ლეოგრანდს“ ორი კიბე აქვს, უსაფრთხოების სტანდარტებთან მათ შესაბამისობას კი ექსპერტიზა დაადგენს. სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი დღეს, ბათუმში განცხადებას გააკეთა. „ლეოგრანდის” მფლობელი - სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება, სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაჯარიმებული არ ყოფილა. „ლეოგრანდის“ მფლობელისგან განსხვავებით, იურისტი აცხადებს, რომ სასტუმრო 20 ივნისს 100 ლარით დააჯარიმეს. „ლეოგრანდის“ მფლობელი - ხანძრის მომენტში სასტუმროში მყოფები კიბით კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. სასტუმრო "ლეოგრანდთან" მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან. ბათუმის მერი - შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მონაწილეებმა ”ლეოგრანდში” გარდაცვლილებისა და სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

      გასული კვირების მნიშვნელოვან ამბავთა შორის იყო სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ტერორისტ ჩატაევის სავარაუდო ლიკვიდაცია - ვახტანგ გომელაური - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული გამოძიების პროცესში ამერიკის მხარე ჩაერთო. ვახტანგ გომელაური - არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ აღმოჩნდება, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახმედ ჩატაევია, ეს მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან. უმცირესობა ითხოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს სუს-მა პარლამენტში უპასუხოს. მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე - ყველა სიტყვა, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, თუ ექსპერტისგან არასწორად იქნება ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია.

      გათავისუფლება-დაკავებები - 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. მურატ ჯიოევი - რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად. ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი სხვა პატიმარზე გაცვალეს. ქეთევან ციხელაშვილი - გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და პოზიტიური ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე.

      სახალხო დამცველის კანდიდატი - ანა ნაცვლიშვილი - არგუმენტი, რომ ვიღაც სოროსელია, არასერიოზულია. არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან. 15 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას სთავაზობს. იქამდე, ამჟამინდელი ომბუდსმენი - უჩა ნანუაშვილი - გარკვეულწილად, ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი გაძლიერებულიყო. უჩა ნანუაშვილი - სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს. სახალხო დამცველი - პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. უჩა ნანუაშვილი - ხელისუფლების რეაქციები ჩვენს მუშაობაზე არაერთგვაროვანი იყო. უჩა ნანუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, ადამიანის უფლებების დაცვას ნებისმიერ ადგილას გავაგრძელებ. ეკა ბესელია - სახალხო დამცველის პოსტზე ჩვენ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც არის საზოგადოების კრიტიკული ხმა და არ არის დაკავშირებული მმართველ ძალასთან. მამუკა მდინარაძე - ყველა ხელისუფლების წინაშეა ცდუნება თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ, მაგრამ ჩვენ ამ ცდუნებას არ ავყვებით.

      სტრუქტურულად გადალაგებული მთავრობა - მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფებული შენობების ნაწილი შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს. ეკა ბესელია - მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერის გადაწყვეტილება იყო უდავოდ დროული, ძალიან კარგი და გონივრული. მამუკა მდინარაძე - გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი არ იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

      თბილისის მერიის მომავალი ფინანსები და არა მხოლოდ - თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა. მამუკა ბახტაძე - დედაქალაქისთვის გამოყოფილი 60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქალაქის ისტორიული ნაწილის რებილიტაციას მოხმარდება. გიორგი ტყემალაძე - ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 60 მლნ ლარი იმ დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე მმართველ გუნდთან ერთად აანონსებდა.

      ქართულ-უკრაინული ურთიერთობები - გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი - საქართველოში უამრავი შეხვედრა გვაქვს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოლაპარაკებები. უკრაინის ელჩი - საქართველოსა და უკრაინას თითქმის ერთნაირი პრობლემა გვაქვს, თუმცა, სიტუაცია ცოტა განხვავებულია. გიორგი კვირიკაშვილი - მადლობელი ვართ, უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინის პრემიერი - საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლიანობის აღდგენაში. გიორგი კვირიკაშვილი - უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს. ვოლოდიმირ გროისმანი - უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი. საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

საზღვარგარეთულები:

      ტრამპის თვისშეფასება - დონალდ ტრამპი - იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 228

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters