გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს! და მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტბით დიდი ზეიმით მოედება ხოლმე მორწმუნე მრევლს, გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი სტატიების მთავარ ხაზს.
სპეცოპერაციის საქმეს თუ რამე გადაფარავდა, გუშინ არავინ იფიქრებდა. თუმცა დღეს, პატრიარქმა ილია II-მ, ყველასთვის მოულოდნელად თანამოსაყდრე დაასახელა. პატრიარქმა მის თანამოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. სერგო ვარდოსანიძე - პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება ნიშნავს, რომ თუ პატრიარქი შეუძლოდ იქნება, მოსაყდრე მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება. ვაჟა ვარდიძე - მოსაყდრის დასახელება არ ნიშნავს, რომ ილია მეორემ მომავალი პატრიარქის კანდიდატურა დაასახელა - მას ვერ ეყოლება მემკვიდრე, პატრიარქს სინოდი ირჩევს. ბექა მინდიაშვილი - მოსაყდრის დასახელება არის განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს მისი მოვალეობის შემსრულებლად. ლადო ნარსია - თანამოსაყდრე პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორე შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალ პატრიარქად მისთვის მისაღები შიო მუჯირია. პატრიარქი - წმინდა გიორგიმ ინება, რომ გვყავდეს მოსაყდრე და ასეთი არის მეუფე შიო. მეუფე შიო პატრიარქის თანამოსაყდრეობაზე - ვღელავ, რამეთუ ეს არის უდიდესი ჯვარი - ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის. ირაკლი კობახიძე - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესის გადაწყვეტილებას. მეუფე გერასიმე - ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე - არსებული ცვლილებები პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული. თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი - პატრიარქმა მიიღო კეთილგონივრული გადაწყვეტილება, რეალობა შეაფასა სწორად და შესაბამისად იმოქმედა.
ვახსენე გადაფარათქო, თუმცა სრულად არ გამქრალა დღის ცესრიგიდან - მამუკა მდინარაძე - ყველას ვთხოვთ, გააცნობიერონ თითოეული განცხადების თუ ფრაზის მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები. ეკა ბესელია - თანამედროვეობის ყველაზე რთულ გამოწვევებს ცივილიზებული სამყარო ხვდება ერთობით და არა ჩასაფრებულის პოზიციით. გიორგი მოლოდინი - ნებისმიერი დამალული ამბავი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს, რადგან ჭორი, დეზინფორმაცია და პროპაგანდა ჩნდება იქ, სადაც არ არსებობს ინფორმაცია. ამირან სალუქვაძე გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარზე - ამ ფაქტმა გვიჩვენა, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას მეტი ყურადღება სჭირდება. სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები ექსპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებული. პანკისის უხუცესთა კავშირის თავჯდომარე - სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ პროცესში ხეობაში მცხოვრები ჩეჩნების მონაწილეობა გამორიცხულია. წინასწარი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისა და აფეთქებების შედეგად მინიმუმ 8 საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ სუს-ისგან სპეცოპერაციაზე დეტალური ინფორმაციის წარდგენას ელოდება. მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული. ექიმის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სამი სამართალდამცველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეზობლები - ბინაში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობდა, თუმცა ისინი ჩვენთან კომუნიკაციაში არ შემოდიოდნენ. ელენე ხოშტარია - სპეცოპერაციის თემაზე აბსოლუტურად დაუშვებელია ნიშნის მოგებით შეფასებები ან პოლიტიკური სპეკულაციები. ვახტანგ ქუთათელაძე - საზოგადოებამ არც უნდა იცოდეს რა ხდებოდა კულისებს მიღმა, მაგრამ სპეცოპერაციის ჩამტარებელი ვალდებულია მოსახლეობა ჩააყენოს საქმის კურსში იმ დონეზე, რომ არ დაიწყოს პანიკა. პატრიარქი - საქართველომ გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა - ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი. კახა კალაძის ინფორმაციით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება. ზაალ კასრელიშვილი - დაჯგუფება ახმედ ჩატაევის იყო, მაგრამ თვითონ პირადად არ მგონია, რომ იქ იმყოფებოდა. ისნის გამგებელი - სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული, ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა ოჯახმა, გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი. სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ბინის მეპატრონე - სანამ არ გადაწყდება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით. თამარ ჩუგოშვილი - ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ.
შს მინისტრის განცხადებები - გიორგი გახარია პოლიციელებს - თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე - გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. გიორგი გახარია ჩატაევის შესახებ შეკითხვაზე - უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას. შს მინისტრი პოლიციელებს - ძალიან დიდი გეგმები გვაქვს, ძალიან სერიოზული გარდაქმნები, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდეთ თითოეულ მოქალაქესთან.
სახალხო დამცველის კანდიდატურები - მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას განიხილავს. ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება. თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს. გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
კარგი ამბავი - მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
საზღვარგარეთულები:
აქციები პარიზში - პარიზში აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია