მეუფე შიოს თანამოსაყდრედ გამოცხადების შემდეგ, საზოგადოების ყურადღება საპატრიარქოსკენ არის მიმართული. ამასობაში, საქართველოს წმინდა სინოდის წევრები ვაშინგტონში იმყოფებიან - მეტიც - ქართველმა მღვდელმთავრებმა ამერიკის კონგრესში მესხური მრავალჟამიერი შეასრულეს. დღის თემებში მნიშვნელოვანი გამოხმაურება ჰქონდა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს. მოკლედ,
ეკლესიის მმართველობა - მიტროპოლიტი შიო - პატრიარქი როცა ჩამოვა, მერე დააკონკრეტებს მოსაყდრის ვალდებულებას. დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე - იქნება თუ არა მეუფე შიო მომავალი პატრიარქი, ეს იცის მხოლოდ ღმერთმა. მეუფე შიო - საუკუნო ცხონებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი სამარიტელისებური მოწყალების თვისებაა.
ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღე გამოცხადდა. გარდაცვლილის ბიძა - გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა. ადვოკატი - სასტუმრო „ლეოგრანდს“ ორი კიბე აქვს, უსაფრთხოების სტანდარტებთან მათ შესაბამისობას კი ექსპერტიზა დაადგენს. სასტუმრო „ლეო გრანდში“ დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს. სასტუმრო „ლეოგრანდის“ მფლობელი დღეს, ბათუმში განცხადებას გააკეთა. „ლეოგრანდის” მფლობელი - სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება, სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაჯარიმებული არ ყოფილა. „ლეოგრანდის“ მფლობელისგან განსხვავებით, იურისტი აცხადებს, რომ სასტუმრო 20 ივნისს 100 ლარით დააჯარიმეს. „ლეოგრანდის“ მფლობელი - ხანძრის მომენტში სასტუმროში მყოფები კიბით კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. სასტუმრო "ლეოგრანდთან" მოქალაქეები სანთლებით და ყვავილებით მიდიან. ბათუმის მერი - შენობებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს ტურიზმის დეპარტამენტი და ქალაქის მერია ვერ გააკონტროლებს. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მონაწილეებმა ”ლეოგრანდში” გარდაცვლილებისა და სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გასული კვირების მნიშვნელოვან ამბავთა შორის იყო სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და ტერორისტ ჩატაევის სავარაუდო ლიკვიდაცია - ვახტანგ გომელაური - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული გამოძიების პროცესში ამერიკის მხარე ჩაერთო. ვახტანგ გომელაური - არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს. ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ აღმოჩნდება, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახმედ ჩატაევია, ეს მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ისინი დაუცველები არიან. უმცირესობა ითხოვს, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ კითხვებს სუს-მა პარლამენტში უპასუხოს. მამუკა მდინარაძე სპეცოპერაციაზე - ყველა სიტყვა, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, თუ ექსპერტისგან არასწორად იქნება ნათქვამი, გარკვეული რისკის შემცველია.
გათავისუფლება-დაკავებები - 18-თვიანი პატიმრობის შემდეგ ცხინვალის იზოლატორიდან გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლეს. მურატ ჯიოევი - რაულ ხაჯიმბამ ანატოლი ბიბილოვს სთხოვა, გიორგი გიუნაშვილი შეეწყალებინა შემდგომში აფხაზეთის მოქალაქეში გადასაცვლელად. ქეთევან ციხელაშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული გიორგი გიუნაშვილი სხვა პატიმარზე გაცვალეს. ქეთევან ციხელაშვილი - გიუნაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და პოზიტიური ნაბიჯია, რაც დადებითად აისახება მთლიანად სამშვიდობო პროცესზე.
სახალხო დამცველის კანდიდატი - ანა ნაცვლიშვილი - არგუმენტი, რომ ვიღაც სოროსელია, არასერიოზულია. არასამთავრობოები ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მიესალმებიან. 15 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას სთავაზობს. იქამდე, ამჟამინდელი ომბუდსმენი - უჩა ნანუაშვილი - გარკვეულწილად, ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერა, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი გაძლიერებულიყო. უჩა ნანუაშვილი - სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირი სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებულ პირებთან ნაცნობობას უარყოფს. სახალხო დამცველი - პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, თუნდაც ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე. უჩა ნანუაშვილი - ხელისუფლების რეაქციები ჩვენს მუშაობაზე არაერთგვაროვანი იყო. უჩა ნანუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს სად ვიქნები, ადამიანის უფლებების დაცვას ნებისმიერ ადგილას გავაგრძელებ. ეკა ბესელია - სახალხო დამცველის პოსტზე ჩვენ ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც არის საზოგადოების კრიტიკული ხმა და არ არის დაკავშირებული მმართველ ძალასთან. მამუკა მდინარაძე - ყველა ხელისუფლების წინაშეა ცდუნება თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ, მაგრამ ჩვენ ამ ცდუნებას არ ავყვებით.
სტრუქტურულად გადალაგებული მთავრობა - მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა. სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო უქმდება. გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, რამდენიმე სამინისტროს გაუქმების შედეგად გამოთავისუფებული შენობების ნაწილი შესაძლოა პრივატიზაციას დაექვემდებაროს. ეკა ბესელია - მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერის გადაწყვეტილება იყო უდავოდ დროული, ძალიან კარგი და გონივრული. მამუკა მდინარაძე - გამორიცხულია, რომ სტრუქტურული ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი არ იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია.
თბილისის მერიის მომავალი ფინანსები და არა მხოლოდ - თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატებით 60 მილიონი ლარი გამოეყოფა. მამუკა ბახტაძე - დედაქალაქისთვის გამოყოფილი 60 მლნ ლარის ძირითადი ნაწილი მეტროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ქალაქის ისტორიული ნაწილის რებილიტაციას მოხმარდება. გიორგი ტყემალაძე - ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 60 მლნ ლარი იმ დაპირებების განხორციელებას მოხმარდება, რომლებსაც კახი კალაძე მმართველ გუნდთან ერთად აანონსებდა.
ქართულ-უკრაინული ურთიერთობები - გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი - საქართველოში უამრავი შეხვედრა გვაქვს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოლაპარაკებები. უკრაინის ელჩი - საქართველოსა და უკრაინას თითქმის ერთნაირი პრობლემა გვაქვს, თუმცა, სიტუაცია ცოტა განხვავებულია. გიორგი კვირიკაშვილი - მადლობელი ვართ, უკრაინის თანმიმდევრული პოზიციის გამო საქართველოსთან მიმართებაში. უკრაინის პრემიერი - საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დემოკრატიის გაძლიერებისა და საერთაშორისო სამართლიანობის აღდგენაში. გიორგი კვირიკაშვილი - უკრაინაში რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოში განხორციელებული აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს. ვოლოდიმირ გროისმანი - უკრაინა არის და იქნება საიმედო სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის. საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი. საქართველო-უკრაინას შორის ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის თვისშეფასება - დონალდ ტრამპი - იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია