Qwelly ბლოგი! - Qwelly (999)

განახლებული ხელოვნება

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა ჟუნგვონ ჟოენგმა (Joongwon Jeong). გაცოცხლება კი მართლაც ჰიპერრეალისტური გამოუვიდა და ამის შემდეგ, სხვა ისტორიულ პიროვნებებსაც მიჰყო ხელი. სენეკასთვის ჩაგიხედავთ თვალებში სიკვდილის წინ? ჟუვონგს თავისი ვერსია აქვს რა ფერის თვალები უნდა ჰქონოდა…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 12, 2019 წელი. 11:43pm — არ არის კომენტარები
_______________

გველის ტყავი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება, მოშორებით ვზივარ და ვუყურებ, თუ როგორ ნელნელა მოცოცავს ჭრელი ტყავი, ნელნელა სცილდება გველის სხეულს. გველი წევს თვალებდანისლული. ხანდახან ნელა გაიკლაკნება ხოლმე, ჭრელი ტყავიც ადგილს ინაცვლებს, კვლავ გადაცოცდება სულ ცოტათი.

      მერე კი, ერთი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 9, 2019 წელი. 9:00pm — არ არის კომენტარები
_______________

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის ფაფუკი ბოლქვები აიკრიფაო. უფლის თვალთა ბრწყინვალებაც კი ვიხილე... .

      როგორც ვარდის კოკორი გაიხსნება გაფურჩქვნისას, ისე გაიხსნა სამოთხის ზეცა. სივრცეები ფერადი ფურცლებივით გადაიშალნენ, და მე დავინაზე უთვალავი მზე. ბევრნი იყვნენ, ძალიან…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: ოქტომბერი 2, 2019 წელი. 10:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ბეიჯინგის ახალი აეროპორტი - საოცრება ჰადიდისგან

      ის ფაქტი, რომ თანამედროვე სამყაროში, თავის სფეროში საუკეთესოა და როგორც ჩანს, გარდაცვალების მიუხედავად გუნდიც საუკეთესო დატოვა, რაც დრო გადის ყველასთვის უფრო საცნაური ხდება. ამჯერად, ზაჰა ჰადიდ არქიტექტსმა, ჩინეთს მიაშურა და დამფუძნებლის სიცოცხლეში დაწყებული საქმე ბოლომდე ისეთ დონეზე მიიყვანა, როგორც ეკადრებოად. 25 სექტემბერს, საზეიმოდ გაიხსნა ბეიჯინგის დაქსინგის საერთაშორისო აეროპორტი (Beijing Daxing International Airport), რომლის სრული…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 29, 2019 წელი. 11:33pm — 1 კომენტარი
________________

ომგამოვლილი აფხაზეთი

      27 სექტემბერს, წელსაც მოიგონეს აფხაზეთის, სოხუმის დაცემა. კადრები ომიდან, გამარჯვებულები და დამარცხებულები, გმირები, გმირობები და ა.შ. და ა.შ. აფხაზეთის თვალწარმტაცობაზე ბევრი თქმულა, ზოგი ნამდვილი, ზოგი გაზვიადებული და ქართულად ლეგენდებით აღვსილი, ზოგი ასე და ზოგიც ისე. ჩემი დღევანდელი პოსტი კი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის, აურელიენ ვილეტეს (Aurélien Villette) შემოქმედებას ეხება. ეს ფოტოგრაფი ცნობილია თავისი კოლექციებით - დანგრეული,…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 28, 2019 წელი. 11:30pm — 2 კომენტარი
________________

ადამის მიმბაძველობა

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამმა ახალი თამაში მოიგონა; ბაძავს ყველა სულდგმულს, რომელიც კი სამოთხის ბაღში მკვიდრობს. კარგად გამოსდის. ხეს მოფარებული ვუთვალთვალებდი (აბა დავენახვებოდი იმის შემდეგ, რაც ჯოხით გამომიდგა?), როგორ გააჯავრა ხარირემს. თავზე განტოტვილი ჯოხები დაიმაგრა, გაექანა და ხეს დაეჯახა თავით. მართალია, შუბლზე მოზრდილი კოპი დააჯდა, სამაგიეროდ მართლა დაემსგავსა…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

აუტანელი ადამი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით დარბის, დახტის, ყირაზე გადადის, თან ისე ყიჟინებს, გეგონება ერთი კი არა, რამდენიმე ადამიაო. საიდან სად აღარ გაიგონებ მის ყურისწამღებ ხმას...

      ხანდახან კიდევ ყოვლად უცნაურ გასართობს გამოიგონებს ხოლმე. იმ დღეს შევესწარი, ხეზე ჯოხს…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 21, 2019 წელი. 2:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად ჭირდებოდეს. იმ დღეს ყვავილების გვირვგინი მედგა თავზე, მშვენიერი ნაირფერი სურნელოვანი გვირგვინი... იმდენხანს მოვუნდი იმის დაწვნას. ცისფერმა ჩხიკვმა წამახმარა ნისკარტი, თორემ ალბათ ასეთი კოხტა არ გამოვიდოდა... დავიმაგრე თავზე, ცისფერი ჩხიკვი ამ საქმეშიაც…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 17, 2019 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ველური ბუნების ფოტოისტორია

      უკვე 5 წელია, რაც ბუნების ისტორიის მუზეუმი, ლონდონში, ყოველწლიურად მართავს „წლის ველური ბუნების ფოტოგრაფიის“ კონკურსს. კონკურსისთვის, მთელი მსოფლიოდან იგზავნება ფოტოები - 100 ქვეყნის, 50 000 ფოტოგრაფი, თავს არ ზოგავს შექმნას საუკეთესო ნამუშევარი. მსოფლიო გამოფენამდე და გამარჯვებულის გამოვლენამდე, ჯერ კომისიის შესარჩევ კონკურსს გადიან. მთავარი იდეა - ცოცხალი ბუნების, ნატურალური, რეალისტური აღბეჭდვაა.

ველური ბუნების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 15, 2019 წელი. 11:32pm — არ არის კომენტარები
_______________

მზის  დაბადება

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ტბორში ვიბანავე, მზეს ვეფიცხებოდი. რა საამურია მზის სხივები, მათბობენ, მეალერსებიან, მზე მათ უხვად მიგზავნის. თუმცა უკვე კარგად ვიცი, ცხარე ხასიათი აქვთ მზის სხივებს (სამოთხის ბაღში ყოველივეს თავისი ხასიათი აქვს). თუ ზედმეტი მოგივიდა, კანს წითლად აგიფორეჯებენ, თავის სიმხურვალეს მწვავედ გაგრძნობინებენ. ასეთ დროს ჩრდილს შევეფარები ხოლმე.

     …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 11, 2019 წელი. 2:00pm — 1 კომენტარი
________________

მდინარე

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - ყური დამიგდე, მინდა რაღაც გითხრა, - ბუტბუტით მეუბნება მდინარე.

      - რა უნდა მითხრა? - ვეკითხები, თან თვალი მის ამწვანებულ ნაპირზე მრჩება, სწორედ იქ, სადაც ფარშევანგები დაგოგმანებენ, მათთან თამაში მირჩევნია.

      - ვინ აღარ მინახავს ჩემს ნაპირებზე...

      - მაინც ვინ გინახავს?

      - მაგას რა ჩამოთვლის, - წყნარად…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 9, 2019 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ქაღალდის ფიგურები ქალაქზე

      ზოგჯერ არქიტექტურის ალტერნატიული აღქმა, გეხმარება, რომ შენზეც მომზადეს სტატიები ქველის ბლოგში. ამისთვის ცოტა ნიჭიერება, ფანტაზია და კარგი საწრელი დაფაა საჭირო - დანარჩენი ობიექტის ზუსტად შერჩევა, რაკურსის დაჭერა და ერთი ჩაჩხაკუნებაც. ასე და ამგვარად, ქაღალდისგან გამოჭრილი ფიგურები (ადამიანებიც კი), შესაძლოა თქვენი ქალაქის ხედებს თქვენს ფოტოებზე სამუდამოდ დააჩდნეს. ჩვენი დღევანდელი შემოქმედი რიჩ მაკმორი (Rich McMor), უკვე ამაზონზეც…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 8, 2019 წელი. 11:54pm — 1 კომენტარი
________________

მჭიდრო მარადისობაში

      მარადისობის აღწერა ობიექტივში, არც ისე მარტივი საქმეა, მთავარი ამ მარადისობი ელემენტი ადვილად იპოვო. ჩვენი დღევანდელი ხელოვანი, ფოტოგრაფი გახლავთ. მოღვაწეობს ლონდონსა და სინგაპურში, მაგრამ დღევანდელი კოლექცია ჩინეთიდან არის. ფინბარ ფალონ (Finbarr Fallon) ბრიტანეთის სამეფო არქიტექტურული ინსტიტუტის (RIBA) წევრი და ნომინირებული ფოტოგრაფია, რომელიც სწორედ განსაკუთრებული არქიტექტურული ხედვით და შესაბამისი მანერით გამოირჩევა. მისი…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 7, 2019 წელი. 11:39pm — არ არის კომენტარები
_______________

დრო

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ ერთი ახალი სიტყვა გავიგონე გველისგან, მან დრო ახსენა. ჯერ მაგის ჭამის დრო არ დამდგარაო, თქვა, როდესაც მკვახე ვაშლი დაინახა ჩემს ხელში.

      - რა არის დრო? - ვკითხე და მკვახე ვაშლი მოვისროლე.

      გველმა ხმა არ გამცა. რგოლებად დახვეული გაირინდა, თითქოს სძინავსო.

      - მითხარი, რა არის…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 5, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ისევ ადამი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

            ისევ გადავეყარე ადამს, ხის ფუღუროში იჯდა და თავისი თავი ალბათ ციყვი ეგონა. მე წინ გავუარე, თან ვაშლს შევექცეოდი, ორივე ხელი ლოყაწითელი ვაშლებით მქონდა სავსე.

      უცბად ადამი გამოხტა ფუღუროდან, მოკბეჩილი ვაშლი ხელიდან გამომტაცა და პირისკენ გააქანა.

      როგორც ჩანს, ამ ყმაწვილს ვაშლიც ყვარებია, თუთის გარდა.…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 31, 2019 წელი. 2:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დაფურცლული ღერო

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ყვავილებს მოენატრეო, ნიავმა მაცნობა, თან სურნელი მომიტანა მათი, ერთიანად ამ სურნელში გამხვია. ფრთაშესხმული გავქანდი მათკენ, ნიავსაც კი გავუსწარი მგონი. მართლაც მეტად მოვნატრებივარ ყვავილებს, სანამ მე გველთან საუბარში ვიყავი გართული. თვალები ფართოდ გააღეს, თითქოს არც კი სჯეროდათ, რომ ისევ მხედავდნენ. მერე კი ისეთი სიცილ-კისკისი ატეხეს, მთელი ბაღი…

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 26, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

დღე ღამით

      მას შემდეგ რაც საკუთარი ფოტოსტუდია გახსნა ნიუ იორკსი (1983 წელი), სტეფან ვილკესი (Stephen Wilkes) ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფოტოგრაფია მთელს მსოფლიოში. მისი მრავალი კოლექცია არა მხოლოდ ფოტოგრაფიულ ჟურნალებს ამშვენებს და კონკურსების გამარჯვებული ხდება, არამედ თავად პერსონალური გამოფენის მიზეზი გამხდარა არაერგზის და მისი ფოტოებზე მიძღვნილი ჟურნალები დიდი ტირაჟით იყიდება ამერიკასა და ევროპაში. 2017 წელს, სტეფანმა ერთი გახმაურებული და…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 25, 2019 წელი. 11:40pm — 1 კომენტარი
________________

გამომწყვდეული თევზები

      არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული დღევანდელი პოსტი არ იქნებოდა, რომ არა სტილი. ქვემოთ ნახავთ არც თუ ისე შთამბეჭდავ ფოტოებს, რომლებზეც გამოსახული იქნება ბაყაყები, ლოკოკინები, თევზები. ფოტოები არც ფოტოგრაფთა კონკურსიდან არის, არც რომელიმე დაჯილდოების გამარჯვებულთა ან ნომინატთა პირადი კოლექციიდან. რასაც ფოტოებზე ნახავთ, ყველაფერი კორეელი არტისტის - იანგ-სანგ კიმის (Young-sung Kim) ხელოვნებაა.…

რეალიზმი, ჰიპერრეალიზმი, ჰიპერრეალობა, მხატვრობა, ხელოვნება, ბლოგი, Qwelly

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 24, 2019 წელი. 11:05pm — არ არის კომენტარები
_______________

ორი მზის ტბორი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას ვაპირებდი და წყალში ტყაპანი მოვადინე. დავჯექი ნაპირზე, მზეს მივეფიცხე გასათბობად. მზის სხივები მაშინვე ირგვლივ შემომეხვივნენ, მათბობდნენ, მახარებდნენ, თან სიცილ-კისკისით მაჯავრებდნენ, ასეთი უგერგილო როგორ ხარო, ნაპირზე ფეხი რით ვერ მოიკიდეო.

   …

გაგრძელება

დაამატა nunu qadagidze_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 19, 2019 წელი. 3:00pm — არ არის კომენტარები
_______________

მავრიტანიული სოფელი

      ცხოვრება საჰარის უდაბნოში არც ექსტრემია და არც თავზეხელაღებულთა უშნო ახირება - ესაა ცხოვრება იქ სადაც გინდა და ისე, როგორც გიყვარს. გამონაკლისი არც მავრიტანიის ერთი ძველი სოფელია, რომელიც კიდევ უფრო ძველი და ღირებული ხდება ანტიკური პერიოდის მანუსკრიპტების გამო.

      მავრიტანიის შუა საუკუნეების პერიოდის სოფელი, ჩინგუეტი (Chinguetti) ბერბერის კულტურის ნამდვილი საგანძურია. ეს სოფელი, თავისი არქიტექტურით, ქალაქურობით და ცხოვრების…

გაგრძელება

დაამატა Tamila Moshiashvili_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 18, 2019 წელი. 11:17pm — 3 კომენტარი
________________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters