Qwelly ბლოგი! - qwelly (347)

პაპას წერილი

პაპას წერილი

     გამარჯობა რომა! ძალიან მომენატრე, დიდი ხანია არ მინახიხარ. ტელეფონზე რომ გირეკავ სულ არ გცალია და მალე მითიშავ. ბოლოს რომ ვილაპარაკეთ მივხვდი, გაიზარდე და სერიოზულ თემებზეც შეიძლება საუბარი შენთან. არ ვიცი შეიძლება ლაპარაკი ვეღარც მოვახერხოთ და გადავწყვიტე წერილი მომეწერა. შეიძლება ცოტა გაგიკვირდეს ჩემგან ეს ყველაფერი მაგრამ მინდა წაიკითხო...

     მახსოვს როცა…

გაგრძელება

დაამატა roma_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2015 წელი. 10:30pm — 1 კომენტარი
________________

ჩემი შემოქმედება ♥ ♥ ♥

ფერადი კენჭების სანაპირო

ანი ჯაშის ფოტოგრაფია, შემოქმედება, ქველი, ქველიპოსტი, ქვლიბლოგი, qwelly, qwellypost, qwellyblog, photography, ani jashi art, ani jashi photography, interesting

აღმოსავლეთის ლამპები

ანი ჯაშის ფოტოგრაფია, შემოქმედება, ქველი, ქველიპოსტი, ქვლიბლოგი, qwelly, qwellypost, qwellyblog, photography, ani jashi art, ani jashi photography, interesting

შენთვის დაღვენთილი…

გაგრძელება

დაამატა ani jashi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2015 წელი. 12:30am — 4 კომენტარი
________________

შეგრძნება

ამ წამს,
ისეთი შეგრძნება მაქვს,
თითქოს,
მხოლოდ ჩემს ფიქრებს (სიზმრებში)
და ღმერთს ღვიძავს...
და მარტონი ვფიქრობთ, ამ სამყაროზე...

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2015 წელი. 6:30pm — 1 კომენტარი
________________

ყველაფერი დავწვით!

ყველაფერი დავწვით!

დავწვით ფურცლები.

ის სახლიც დავწვით სადაც ვცხოვრობდით.

გადავწვით მინდვრები.

ის ხეც კი დავწვით, სადაც ვდარდიანობდით,

სადაც ვგიჟდებოდით!..

ის ხე,

სადაც ერთმანეთს ვათრობდით,

სადაც ვკამათობდით,

შემდეგ კი უხმოდ ერთმანეთს ტუჩებზე ვკოცნიდით...

ჰაერი დავწვით,

სისხლით მოწამლული ჰაერი.

ბოროტება დაგავწვით,

ბოროტებას…

გაგრძელება

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2015 წელი. 6:00pm — 1 კომენტარი
________________

სიმარტოვე ღამისფერია

აღარ ვიცი,

როდის ამოდის მზე.

როდის შემოდის ჩემს ოთახში

მისი სინათლე.

გადის დღეები

და ჩვენ ჩუმად ვართ.

ალბათ ამიტომ.

არც ერთხელ გითქვამს

მზის ამოსვლა ვნახოთო ერთად.

მაგრამ კმაროდა ისიც ჩემთვის,

რასაც ამბობდი.

და ფანჯარასთან მდგარი,

მარტო,

ციდან მოფრენილ მზის ბეღურებს

მხრებზე ვისვამდი.

ახლა ვუყურებ მხოლოდ ღამეს.

და სიმარტოვეს.

და აღარც ვიცი,

თუ…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2015 წელი. 1:30pm — არ არის კომენტარები
_______________

სამი წერტილი

ზოგჯერ,

"სამი წერტილის უარყოფას" მოჰყვება სიკვდილი,

შური,

ღალატი,

ძარცვა სულიცა და…

გაგრძელება

დაამატა G o b s a ck_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2015 წელი. 6:30am — 1 კომენტარი
________________

ჩვენ, პოეტები

ჩვენ, პოეტები

ვემსგავსებით თანდათან ჭოტებს

ღამის ჩრდილივით მარტონი ვართ

ამ სამყაროში

თუმცა ეს არის ჩვენთვის შვება

ფიქრებს ვამეფებთ

სიტყვიერება არის ჩვენი რითმა, ნოტებით...

ჩვენ, პოეტები

ვეძებთ რაღაც უკიდეგანოს

ამ სამყაროში რომ…

გაგრძელება

დაამატა KuLuLa_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 9:30pm — 1 კომენტარი
________________

დღეს ყველაფერი გაცილებით გრძნობადია

დღეს ყველაფერი გაცილებით გრძნობადია

     ოთახი მორთულია სურნელით

     წვიმის წვეთები ეთამაშებიან გარედან ჩემს იასამნებს მე კი მათ ოთხში ვკლავ ეგოისტურად არვაძლე წვიმასთან თამაშის უფლებას

     ყველაფერი ხომ გაცილებით გრძნობადია დღეს ვიდრე გუშინ ან გუშინწინ

     ყველაფერი ხომ მომენტალურად ზუსტად ამ წამს ვიგრძენი და ვცდილობ გაგაგებინო…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 14, 2015 წელი. 4:30am — 2 კომენტარი
________________

ჭკვიანი ბაბუა და ცნობისმოყვარე შვილიშვილი - ანუ ნაწყვეტი სერიიდან "დილის საინტერესო საუბრები"

     ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ბაბუა, რომელიც ყოველ დილით თავის შვილიშვილ გოგონას სკოლაში აცილებს ხოლმე. დღეს დილითაც (როგორც თითქმის ყოველ დილით) მათთან ერთად მომიხდა ქუჩის რაღაც ნაწილის გავლა და მათ მორიგ ძალიან საინტერესო საუბარსაც შევესწარი უნებლიედ:

     შვილიშვილი (პატარა გოგონა, შავი, გრძრელი ჩაწნული თმით და ეშმაკუნა შავი თვალებით) ეკითხება ბაბუამისს:

- ბაბუ შენ რომ უნივერსიტეტში ჩააბარე ბევრი გამოცდა…

გაგრძელება

დაამატა tamuna_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2015 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

ზეიმი ჭეშმარიტი ხელოვნებისა

ბუბულაშვილის შეგირდების განუმეორებელი წარმატება

    წარმოდგენილი შთამბეჭდავი ნაშევრები არის ჩემი ლამაზი მოსწავლეების გაკეთებული. როცა გაიგეს, რომ გამოფენა უნდა გამეკეთებინა, ყველა ცდილობდა ლამაზი და კარგი გამოსვლოდათ. მეხმარებოდნენ და ამით ბედნიერები იყვნენ... ბოლოს, ესე მითხრეს, რომ ეს ყველაფერი, შენ გეკუთვნის ნინო მასწავლებელოო. ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია, როცა…

გაგრძელება

დაამატა nino bubulashvili_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2015 წელი. 2:30pm — 8 კომენტარი
________________

პატივი და ღირსება

     მოგესალმებით, მინდა ვისაუბრო პატივზე და ღირსებაზე დღევანდელ საზოგადეობაში. როდესაც ვამბობ დღეს ვგულისხმობ XXI საუკუნეს, განვითარება, სოციალიზაციას, და მრავალ სხვას რაზეც შეიძლება რომ ხალხმა ისაუბროს. განვითარდა საზოგადოების მსოფლმხედველობა, მეცნიერება რამაც შეცვალა პატივის და ღირსების ხედვა თითოეულ ინდივიდში. მეათე საუკუნეში მონისთვის რომ გეკითხათ შეურაცხყოფს თუ არა თქვენი სტატუსი თქვენს ღირსებასო, გიპასუხებდათ, რომ არა! რადგან იმ დროში არ…

გაგრძელება

დაამატა თეონა_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2015 წელი. 10:00pm — 3 კომენტარი
________________

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

     პლატონი "სახელმწიფოს" VII წიგნს _ გამოქვაბულის ცნობილ მითს იწყებს შემდეგი სიტყვებით:

     "ამის შემდეგ შენ შეგიძლია მიამსგავსო ეს მდგომარეობა განათლების და გაუნათლებლობის ჩვენეულ ბუნებას".

     "განათლებულობა" აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ერთსა და იმავე დროს…

გაგრძელება

დაამატა tkipa_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 25, 2015 წელი. 4:00pm — არ არის კომენტარები
_______________

Nobody else

დღესაც,

როცა გარეთ მშვენიერი ამინდია,

და ვუყურებ როგორ დასეირნობენ:

ამაყად მომზირალი სახეები,

რომლებიც საკუთარი თუ

ოთხფეხა მეგობრის,

ძვირფასიანი „იმიჯის“ მიღმა

ვერავის და ვეღარაფერს ამჩნევენ;

ხელჩაკიდებული წყვილები,

რომელთაც ყველაზე მეტად არ სჭირდებათ

იცოდნენ, რას ვფიქრობ მე,

როცა მათ ვხედავ;

და გონებაშიც

კარუსელივით ტრიალებენ

მთელი მე-თი…

გაგრძელება

დაამატა Restless_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 17, 2015 წელი. 9:30pm — 3 კომენტარი
________________

გაზაფხულის მოლოდინში

გაზაფხულის მოლოდინში

     გრძნობები რომ დუღს არაფრისმომცემ სხეულში... რეალობაა ...ქუჩაში გავლისაას სურნელით მორთულ ხეს რომ შეხედავ და ხვდები რომ სუნთქავ.. მაგრამ ალბათ იმაშიც დამეთანხმებით რომ მხოლოდ აყვავებულ ხეს არუნდა შეეძლოს გაგრძნობინოს სიცოცხლისუნარიანობა..

   …

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 9, 2015 წელი. 4:30am — არ არის კომენტარები
_______________

ყარაულის სიბრძნე

     ესაიას წიგნში ერთი იდუმალი ფრაზაა: "მე მომძახიან სეყირიდან: ყარაულო, ღამის რომელია? ყარაულო, ღამის რომელია?"

     ყარაული კი პასუხობს: "დილა დგება და ღამეა მაინც. თუ კითხვა გინდათ, იკითხეთ; გაბრუნდით და ისევ მოდით!"."

დაამატა giorgi pantsulaia_მ!
თარიღი/დრო: მარტი 20, 2015 წელი. 1:30am — 1 კომენტარი
________________

ჩამეხუტე

ჩახუტება, ჩამეხუტე, ქველი, ცისიას ბლოგი, ქველიბლოგი, qwelly, qwellyblog, hug, chaxuteba

     ბოლო რამდენიმე დღეა უბრალოდ ვთამაშობ ფიქრებით....

     ვხვდები რომ განცდები და ემოციები იბადება და უკვალოდ ქრება მე ვრჩები საწყისი-დასასრული, გრძნობები მძაფრდება ან იკლებს არასდროს არჩერდება ერთ ადგილას

     გახსოვს გითხარი ეს გრძნობა დაუღალავ სწრაფვას იწვევს შენსკენ თქო ფერებს გავხარ უბრალოდ…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 15, 2015 წელი. 3:00am — 3 კომენტარი
________________

ზღაპარი სიყვარულისა

     იყო და არა იყო რა, ერთ ლამაზ, მზიან დღეს დაიბადა სიყვარული. სიყვარულმა მრავალ ქარს, ქარიშხალს და ბოროტებას გაუძლო. სიყვარულს უყვარდა, სილამაზე, სინაზე და მშვენიერება.

     სიყვარულის ნაყოფი იყო, უნაზესი არსება ია და პეპელა, ვარდი და ენძელა. ისინი სიყვარულით არსებობდნენ და დღითიდღე მშვენდებოდნენ. მატი შვილებიც სიყვარულად იწოდებოდნენ და ასე მრავლდებოდნენ სიყვარულში. ცისარტყელა ყოველ დღე ალამაზებდა და…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2015 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

აისიდან დაისამდე

დაისიდან აისამდე

გაზაფხულის მეოთხე დილა რომ გათენდა, ჩემი აივნიდან შევხვდი აისს.

აისიდან დაისამდე, ქველიბლოგი, ქველი, ფოტოპოსტი, ბლოგი, დღიური, სალომე დოჩიას ბლოგი, qwelly, post, photos, poland, qwellyland, interesting, post, salome dochia

მზის ამოსვლა მუდამ იმედი და სიხარულია, როცა დღე მისი თბილი სხივებით იწყება... და მაინც როგორ უხდება მის თბილ სხივებს მუსიკა!..

აისიდან დაისამდე, ქველიბლოგი, ქველი, ფოტოპოსტი, ბლოგი, დღიური, სალომე დოჩიას ბლოგი, qwelly, post, photos, poland, qwellyland, interesting, post, salome dochia

ოთახშიც ხომ უნდა…

გაგრძელება

დაამატა salome_მ!
თარიღი/დრო: მარტი 9, 2015 წელი. 1:00am — 7 კომენტარი
________________

სიცოცხლის სიყვარული

სიცოცხლის სიყვარული

ბლოგი, დღიური, სიცოცხლის წყურვილი, qwelly, blog, life, sicocxlis wyurvili

     იმისათვის, რომ მოიპოვო ბედნიერება, უნდა შეიცნო საკუთარი თავი... შეიყვარო ის, რომ სხვებმაც შეძლონ მისი შეყვარება... ბედნიერების საწყისია შენშია და შენი არსებობით იქმნება...

     დროთა სვლასთან ერთად, ამ ქვეყნად ყველაფერი იცვლება... თუმცა, დღეს უცვლელი რჩება ჩვენი ცხოვრება...…

გაგრძელება

დაამატა ლალი დავითაძე_მ!
თარიღი/დრო: მარტი 5, 2015 წელი. 10:00pm — 5 კომენტარი
________________

ომი

ომი, ქველი, ბლოგი, დღიური, ცისიას ბლოგი, qwelly, blog, post, qwellyblog, ქველიბლოგი

რომ შემოგიტევს რაღაცეები და გრძნობები დარბიან შენში ერთი კი არა, ყველააა... შენ კი არ იცი რომელს გაეკიდო, რომელი დაიჭირო და ჩაკლა.

არადა ჩვენ ბრმათა სამყაროში ვცხოვრობთ სადაც ვერავინ ვერაფერს ხედავს, ყრუთა ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც არავის არაფერი არ ესმის, არ ესმით როგორ კივიან სულები, როგორ შიათ სიყვარული და ადამიანურობა... ვერ ვაშველებთ ხელს და ვერ ვეხმარებით…

გაგრძელება

დაამატა ცისია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 4, 2015 წელი. 12:30am — არ არის კომენტარები
_______________

ყოველთვიური არქივი

2024

2023

2022

2021

2020

2019

2018

2017

2016

2015

2014

2013

2012

1999

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

The introduction of the dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 4:53am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to POE currency trade character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting…

გაგრძელება

Daily and Weekly Challenges

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 12, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Manage Your Inventory Efficiently:

A cluttered inventory can be a hindrance to Throne and Liberty Lucent your progress. Regularly manage and organize your inventory by selling unnecessary items, storing important resources, and equipping the best gear. Prioritize items based on their utility and importance, ensuring that you are always prepared for the challenges that await.

Complete Daily and Weekly Challenges:

Throne and Liberty often features daily and weekly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters