მოგესალმებით, მინდა ვისაუბრო პატივზე და ღირსებაზე დღევანდელ საზოგადეობაში. როდესაც ვამბობ დღეს ვგულისხმობ XXI საუკუნეს, განვითარება, სოციალიზაციას, და მრავალ სხვას რაზეც შეიძლება რომ ხალხმა ისაუბროს. განვითარდა საზოგადოების მსოფლმხედველობა, მეცნიერება რამაც შეცვალა პატივის და ღირსების ხედვა თითოეულ ინდივიდში. მეათე საუკუნეში მონისთვის რომ გეკითხათ შეურაცხყოფს თუ არა თქვენი სტატუსი თქვენს ღირსებასო, გიპასუხებდათ, რომ არა! რადგან იმ დროში არ ქონდათ გათვითცნობიერებული მონობის საფასური, ადამიანის საფასურები და თავისუფლების საფასური. რა შეიცვალა დღეს? საზოგადეობა ნივთიერ სამართალში აღარ განიხილავს არცერთ ინდივიდს, და ეს ნამდვილად სოციალიზაციის გარკვეული ეტაპების სწორად გადალახვის შედეგია, რა თქმა უნდა დღესაც ჩაგრავენ ხალხს, დღესაც ეპყრობიან უდიერად და ლახავენ მათ ღირსებას, ყველაფერი ხომ შედარებითია, მთავარია არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა იყო აქამდე და დავინახოთ სწორად რამდენად შეიცვალა უკეთესობისკენ ეს ყველაფერი.

ნახვა: 1660

ტეგები: qwelly, ბლოგი, განვითარება, თანამედროვეობა, მონა, მსოფლმხედველობა, პატივი, საზოგადოება, სოციალიზაცია, ღირსება

mariam kubaneishvili: მაისი 5, 2015||8:10pm

XXI საუკუნე წინსვლის და პროგრესის საუკუნეა ბევრ სხვადასხვა დარგში, მაგრამ ადამიანის პიროვნულ განვითარებაში წინსვლა არამგონია იყოს, ადრე იყვნენ მონები, დღეს მონა არავის აღარ ქვია, მაგრამ რამდენად თავისუფალია ადამიანი, ჩემი აზრით არასდროს არ ყოფილა ადამიანი ნივთიერ სამყაროზე ისე დამოკიდებული როგორც დღეს, რაც თავისუფლებას უზღუდავს, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის მონა იქნები თუ რაიმე ნივთის(მაგ: ტექნიკის, შოპინგის, ან სხვა მასეთი უამრავი რამის, რის გარეშეც ადამიანი თავს ცუდად გრძნობს). მაგრამ განსხვავება ისაა რომ ადრე მონას შეიძლება არ შეურაცყოფდა მისი სტატუსი ღირსებას, მაგრამ იცოდა რომ მონა იყო და დღეს ადამიანს თავისუფალი გონია თავი, როცა ამდენ რამეზეა დამონებული

giorgi: მაისი 5, 2015||10:10pm

საზოგადეობა ნივთიერ სამართალში აღარ განიხილავს არცერთ ინდივიდს --- მთლად დარწმუნებითაც ვერ იტყვი 

ლაშა: მაისი 6, 2015||8:07pm

მონობის მოდერნულ ეპოქაში ვართ, რა მოხდა მერე. ყოველთვის მძაფრად და საშინლად აღწერენ მონობის საფასურს, ჩაგვრას, უთანასწორობას, ნივთიერ სამართალში განხილვას როგორც ავტორი წერს, მაგრამ არავინ აღწერს თანამედროვე "თავისუფლების" საზღვრებს და საზღაურს. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:36pm 1 კომენტარი

                                                            აუტანელი ადამი

    ადამი სულ მთლად…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:43pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

ადამი და ყვავილების გვირგვინი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      არა, არ შეუძლია სხვანაირად. არაფერს შეგარჩენს, აუცილებლად წასართმევად გამოგენთება, თუნდაც არაფრად…

გაგრძელება

Qwelly World

free counters