tkipa
  • tbilisi
  • საქართველო
გამოაქვეყნე

მეგობრები

  • mako
  • მარიამ წივწივაძე
  • qeta
  • Mariam May
  • Irine Geianci
  • Inga Kurtanidze
  • Kakha
  • ლაშა

მიღებული საჩუქრები

საჩუქარი

tkipa ჯერ არ დასაჩუქრებულა!

გაუგზავნე საჩუქარი

 

გამარჯობა,

რენე დეკარტი”

რენე დეკარტი იმ იშვიათად სიღრმისეულად მოაზროვნეთა რიცხვს ეკუთვნის, ვინც პირველსაწყისიდან, ანუ არქედან მომდინარე ტალღებს ეძებს და და ჰპოვებს კიდეც, როგორც იშვიათ სულიერ განცდას, რომელსაც ინტუიციას უწოდებენ (პლატონი, კუზანელი, დეკარტი, პასკალი და სხვ.). ეს ადამიანები, შემდეგ, მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობენ ამ განცდის შინაარსის გაგებას და სხვათათვის მის გაზიარებას. დეკარტი სპეციფიკური ფილოსოფიური მეთოდის დადგენას შეეცადა, როგორც ინდუქციის, ისე დედუქციისაგან განსხვავებული წესით. იგი ეძებდა თავისთავის დამსაბუთებელ, უეჭველ დებულებას, რომელიც კვლევის ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა. უეჭველობის თვისება გარანტირებული იყო იმით, რომ ამ დებულებაში აზრი და არსი გაიგივებული იყო. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის თვითცნობიერების შინაარსი, რომელიც ყოველივე სხვის ამ თვითცნობიერებისგან მეთოდური გამორიცხვის შემდეგ რჩება.

თვითცნობიერების ამ უეჭველობიდან დეკარტი ყოვლისმომცველი დედუქციური სისტემის აგებას შეეცადა, მაგრამ კეთილი ღმერთის ძალის მოშველიების გარეშე ამ საქმის წამოწყება ვერ მოახერხა. ფიზიკურის და ფსიქიკურის კანონზომიერებათა ერთმანეთისაგან სრული დამოუკიდებლობის დეკარტესეულმა პოზიციამ, მართალია გარკვეული დადებითი როლი ითამაშა კონკრეტულ მეცნიერებთა განვითარებაში, მაგრამ თეორიულად ეს ორი სფერო დიდი ხნით მოწყვიტა ერთმანეთს. გამოცდილებისეული მეცნიერებებისათვის მეთოდურად სასარგებლო ეს პრინციპი მსოფლმხედველობრივადაც დუალიზმს წარმოადგენდა. მის ასაცილებლადაც დეკარტეს კვლავ ღმერთისადმი მიმართვა, ასევე პლატონის თანშობილი იდეების თეორიაც დასჭირდა. ეს უკანასკნელი მან, ახალებურად, უფრო მეცნიერულად გაიაზრა. ამით აზროვნების საყოველთაობის და აუცილებლობის ის გაგება მომზადდა, რომელიც ლაიბნიცის გავლით, კანტის ფილოსოფიაში, თვითცნობიერების უეჭველობის დებულებასთან ერთად, საფუძვლად დაედო გერმანულ იდეალიზმს.

რენე დეკარტი, რომლის ლათინიზებული სახელი და გვარია რენატუს კარტეზიუსი, დაიბადა “საფრანგეთის ბაღად” წოდებულ ტურინის დეპარტამენტის ქ. ლა ჰაიეში (დღეს მას დეკარტი ეწოდება), ფრანგი არისტოკრატის ოჯახში.

La Haye en Touraine (now Descartes)

მამა უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე იყო. დედა ერთი წლისას გარდაეცვალა და დედის მხრიდან ბებია ზრდიდა. ფიზიკურად სუსტ, მაგრამ ძალიან ბეჯით ბავშვს, ოჯახში ფილოსოფოსი შეარქვეს. 1612 წელს იგი იეზუიტთა სასწავლებელში შედის, სადაც უმეგობრდება, შემდგომში ცნობილ მეცენატს და მოაზროვნეს მ. მერსენს (1588-1648). ამ ადამიანმა დიდი და დადებითი როლი ითამაშა, როგორც დეკარტის ფილოსოფიის პოპულარიზაციაში, ისე საერთოდ, მაშინდელ ევროპულ აზროვნებაში დიალოგის ნაყოფიერი მეთოდის დასანერგად.

1616 წელს რ. დეკარტი, მამის ხათრით, სამართლის ბაკალავრის ხარისხით ამთავრებს უნივერსიტეტს. თუმცა, ბავშვობიდანვე მათემატიკა და მუსიკა იტაცებდა. შემდეგ იგი გადადის პარიზში, სადაც მხიარულ ცხოვრებას ეწევა, პერიოდულად კი თავდავიწყებით მუშაობს მეცნიერულ პრობლემებზე. ერთი წლის შემდეგ დეკარტი შედის, ცნობილი მხედართმთავრის, მორის დესაუს (ვილჰელმ ორანელის ვაჟის) არმიაში. მაგრამ მეცნიერულ მუშაობას თავს არ ანებებს. 1618 წელს მათემატიკოს ბემანთან ერთად აქვეყნებს ნაშრომს მუსიკის საფუძვლების შესახებ.

1619 წ. გერმანიაში არმიის საზამთრო სადგომში მყოფი დეკარტი მიაგნებს თავისი მომავალი სისტემის საფუძველს, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველა მეტნაკლებად განათლებული ადამიანისთვისაა ცნობილი (“ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ” _ “cogito, ergo, sum”). ეს იყო 10 ნოემბერი. ეს განცდა, თუ ხილვა იმ დღეს დეკარტს სამჯერ ჰქონდა და მას მიაჩნდა, რომ ზეგარდმო საჩუქარი ხვდა წილად. აღტაცებული აღთქმას დებს: ლორეტოს ღვთისმშობლის ტაძარში მოსალოცად წავალ, თუ ამ აღმოჩენის ბოლომდე მიყვანას მოვახერხებო.

René Descartes

1622 წელს მამის მემკვიდრეობიდან ყიდის თავის წილ ქონებას (იგი ოჯახში მესამე შვილი იყო) და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრების საშუალება ეძლევა. თავისი მომავალი სისტემის ძირითად პრობლემაზე მოფიქრალი მოაზროვნე, პარალელურად, დიდ ყურადღებას აქცევს დაკვირვებისა და ექპერიმენტის შედეგებს. ერთ-ერთ მნახველს, რომელსაც მისი ბიბლიოთეკის ნახვა მოუნდა, დეკარტმა მიუთითა საქონლის ლეშზე, რომლის ანატომიზირებას ეწეოდა: ესააო ჩემი წიგნები. ეს მოხდა ჰოლანდიაში, სადაც დეკარტი 20 წელი ცხოვრობდა. ჰოლანდიაში უზრუნველყოფილი იყო ის, რასაც პარიზის ატმოსფერო არ უწყობდა ხელს: მეცნიერული მუშაობისათვის საჭირო მყუდრო, ხელსაყრელი პირობები. აქედან უნდა აიხსნას დეკარტეს სიტყვები: რა კარგია, როცა იმ ხალხში ცხოვრობ, რომელთა ენა არ გესმისო.

მისი ერთადერთი შვილი, გოგონა, რომელიც მსახური ქალისაგან 1628 წელს შეეძინა და თავდავიწყებით უყვარდა, 1635 წელს გარდაიცვალა. მომხდარი დეკარტემ საშინლად განიცადა, მაგრამ თავის მოკვლა არ უფიქრია. იგი მორწმუნე იყო და საერთოდ სტოელთა ცხოვრების წესის მომხრე; ამ საკითხში პრინციპულად უპირისპირდებოდა, მაშინ ძალიან პოპულარულ რომაელ ფილოსოფოს სენეკას, რომელმაც ახ.წ. 65 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. დეკარტის შეხედულებანი ადამიანის ცხოვრების წესის შესახებ კარგად ჩანს მის წერილებში პრინცესა ელიზაბეტისადმი (15,7).

ჰოლანდიაში დეკარტის შესანიშნავ სურათს შექმნა გამოჩენილმა მხატვარმა ფრ. ჰალსმა. იქვე, 1633 წელს, დეკარტმა დაწერა ნაშრომი “სამყაროს შესახებ”, რომლის გამოქვეყნება ვერ გაბედა, რადგან შეიტყო, რომ გალილეი მსგავსი მოსაზრებებისათვის გაასამართლეს. 1636 წელს იქმნება დეკარტის “განაზრებანი მეთოდის შესახებ”; 1639 წელს _ “მეტაფიზიკური განაზრებანი”; 1644 წელს _ ”ფილოსოფიის საწყისები”, რომელიც შემაჯამებელი ხასიათისაა. 1641 წელს დეკარტის მეგობარი, მ. მერსენე აწყობს დეკარტის “მეტაფიზიკური განაზრებების” საჯარო განხილვას. მასში მონაწილეობდნენ, ინტელექტუალური დასავლეთის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები: თ. ჰობსი, პ. გასენდი, გავლენიანი თეოლოგი არნო და სხვები.

დეკარტი ამაოდ ცდილობდა საეკლესიო წრეებთან კონფლიქტის აცილებას. ცნობილი ფრანგი ფენომენოლოგის მ. მერლო-პონტის (1908-1961) აზრით, იგი არ ჩაერია გალილეის და რომის ეკლესიის დაპირისპირებაში, იმიტომ, რომ ბოლომდე არც ერთ მხარეს არ ეთანხმებოდა (86,52). შეიძლება გარკვეული როლი ამ გარემოებამაც ითამაშა, მაგრამ, ალბათ არა მხოლოდ ამან. დეკარტეს სიფრთხილემ ვერ უშველა. 1640 წელს ჰოლანდიაში, ქ. უტრეხტში შექმნილი კარტეზიული სკოლა აიკრძალა; ლაიდენში _ 1643 წელს. 1647 წელს გადაწყვიტეს მისი ნაწერების დაწვა. დეკარტი პირადად ვ. ორანელის ჩარევამ გადაარჩინა (86,579). მისი მოძღვრების დევნა გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვეტილა. 1663 წელს ვატიკანმა დეკარტის შრომები აკრძალა. ხოლო 1671 წელს ლუდოვიკო XIV საფრანგეთში დეკარტის სწავლებას კრძალავს.

ოფიციალური ეკლესიის მხრიდან დეკარტის ფილოსოფიის კრიტიკის მიუხედავად, მისმა მოძღვრებამ მაშინდელი დასავლური კულტურის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია. 1647 წელს მას საფრანგეთის მეფის პენსიაც კი დაენიშნა. ცხოვრების ბოლო პერიოდი დეკარტმა გაატარა სტოკჰოლმში, სადაც დედოფალი ქრისტინეს მიწვევით იმყოფებოდა. დილით გვიანობამდე ლოგინში ნებივრობას და საკუთარ პრობლემებში ჩაღრმავებას მიჩვეული დეკარტი, ვალდებული იყო კვირაში სამჯერ, დილის 5 საათზე დედოფალთან მეცნიერებაზე ესაუბრა.

იქაური ჰავა და ცხოვრების უჩვეულო რეჟიმი დეკარტმა ვერ აიტანა. იგი 1650 წელს სტოკჰოლმშივე გარდაიცვალა. მოგვიანებით გადაასვენეს პარიზში. დაკრძალულია წმინდა ჟენევიევას ეკლესიაში, ტვინი კი, ამავე ქალაქში, საყოველთაოდ ცნობილ “ადამიანის მუზეუმში” ინახება.

დეკარტის უპირველესი მიზანი იყო ფილოსოფიური, საერთოდ მეცნიერული კვლევის საბოლოო საყრდენი პუნქტის და ჭეშმარიტების კრიტერიუმის დადგენა. ამ მხრივ, შედეგების მთელი განსხვავების მიუხედავად, იგი თ. კამპანელას გზას აგრძელებს. დეკარტი, ისევე როგორც ბეკონი, ფიქრობს, რომ წარსულის მეცნიერულ მონაპოვარში საყრდენს ვერ ვნახავთ. მაგრამ იგი გამოსავალს ემპირიული მასალის გონით მოწესრიგებაში კი არ ხედავს, არამედ არც მათემატიკას ენდობა და ამ უნდობლობის საინტერესო საფუძველზეც მიუთითებს. დეკარტის მიზანია, უეჭველ ვითარებაზე არა მარტო ემპირიული კვლევის, არამედ თავად უეჭველად მიჩნეული მათემატიკური კვლევის დაფუძნება.

ამდენად, დეკარტთან რაციონალიზმის დაფუძნება უფრო რადიკალური და მიზანმიმართულია, ვიდრე პლატონთან. ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ შეგრძნებები სანდოსა და საიმედოს არაფერს გვთავაზობენ (პლატონის “სახელმწიფო”, 523ბ). მისი აზრით, ერთადერთი გამოსავალი იდეათა შინაარსების ცნებებში მოქცევა იყო. ეს კი იმ ახალი სირთულის წინაშე აყენებდა კვლევას, რომელმაც მოხუცი პლატონი სოფისტი გორგიას (483-375) პოზიციამდე მიიყვანა.

ყოველგვარი ცოდნის უეჭველი საყრდენი დებულების დადგენის საშუალებად დეკარტი თვლის რადიკალურ, ყოვლისმომცველ ეჭვს. თუ მთელი ჩვენი ცნობიერების შინაარსიდან ამგვარ შემოწმებას რაიმე გადაურჩა, სისტემის ამოსავალ პუნქტად გამოდგება.

ცოდნის უეჭველობის საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ეხება არა განსაკუთრებით შუა საუკუნეების ისტორიას, როგორც ეს გავრცელებული იყო აღორძინების ეპოქაში, არამედ, საერთოდ, ფილოსოფიის და მეცნიერების ისტორიას. დეკარტს შუა საუკუნეებთან სპეციფიკური მიმართება ჰქონდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ დეკარტის ნააზრევი მაგალითად, ენის რაციონალური და რეალური განსხვავების შესახებ დიდადაა დავალებული რ. ლულისაგან (9,216).

დეკარტის მეთოდური სკეპტიციზმი

დეკარტი, ეჭვის გააბსოლუტურებით, ადამიანური ცოდნის რადიკალურ შემოწმებას მიმართავს. მკვლევარი ამ დროს უკიდურესი სკეპტიკოსია. მაგრამ რადგან ეჭვი მისთვის უეჭველის დასადგენი საშუალებაა მხოლოდ და არა მიზანი, შემოწმების ამ პროცესს მეთოდური სკეპტიზიზმი ეწოდება. დეკარტის აზრით, ამგვარ ყოვლისმომცველ და უკიდურეს ეჭვს ვერ უძლებს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გრძნობადი ცოდნა, რომელიც გამოცდილებისაგანაა მიღებული. მე ერთ დროს მეგონა, გვაუწყებს დეკარტი, რომ ჩვენს ცნობიერებაში არც ერთი იდეა არაა ისეთი, რომელსაც შეგრძნებებში არ გაევლოს და ისე მოხვედრილიყოს ჩვენს ცნობიერებაში (70,82). როგორც ცნობილია, ეს დებულება ყოველგვარი ემპირიზმისა და სკეპტიციზმის ძირითადი დებულებაა. ეს დებულება არისტოტელემ მიიღო, როგორც ჩვენს ცნობიერებაში იდეის შინაარსის მოხვედრის გენეტიკური გზის აღწერა. ამასთანავე, არისტოტელე თვლიდა, რომ ამდვარი ახსნა ხელს არ უშლის იდეის შინაარსის რაციონალისტურ გაგებას. ასე ესმოდა ეს პრინციპი იოანე პეტრიწს და სხვა ნეოპლატონიკოსებს. დეკარტი თავისი განვითარების იმ პერიოდზე მიგვითითებს, როცა მას არისტოტელეს კვალად სწამდა, რომ იდეები ჩვენს სულში (ცნობიერებაში) მხოლოდ გამოცდილებიდან ხვდება. შემდეგ იგი გაიზიარებს პლატონის პოზიციას იმის თაობაზე, რომ გამოცდილება მხოლოდ აღვიძებს ჩვენი ცნობიერების (სულის) თანშობილ, მაგრამ მატერიალურში მისი მოქცევის შემდეგ დავიწყებულ შინაარსს.

რაციონალისტი დეკარტი მიმართავს მეთოდურ ეჭვს. იგი ამტკიცებს, რომ არავითარ ემპირიულ ცოდნას არა აქვს აუცილებლობა, ე.ი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ საგნისათვის ჩვენ მიერ მიწერილი რაიმე ნიშანი (რაიმე მახასიათებელი, რაიმე პრედიკატი) უდავოა და მუდმივი. მაგალითად, როგორია სანთლის ცვილი? მაგარი, რბილი, თუ თხევადი? ჩვენ ამას ემპირიულად ვერ დავადგენთ, რადგან სხვადასხვა ტემპერატურაზე იგი სხვადასხვა სახეს იღებს. მეტიც, ჩვენ ისიც კი არ ვიცით, უეჭველია თუ არა თავად ჩვენი სხეულებრივი არსებობა. კერძოდ ის, რომ მე ახლა ბუხრის წინ ვზივარ. თითქოს სასაცილოა ამაში შეეჭვება, მაგრამ მე ხომ ხშირად დამსიზმებია ამგვარი რამ? ზოგჯერ გამოფხიზლების შემდეგ, უცებ ძნელია გაერკვე ეს სიზმარი იყო თუ ცხადი. თუ დავუკვირდებით, გავაცნობიერებთ, რომ არ გაგვაჩნია ნათელი სიზმრისა და რეალობის ერთმანეთისაგან განმასხვავებელი კრიტერიუმი. ამაზე ჯერ კიდევ პლატონი მსჯელობდა “თეეტეტში” (150,E-D). ეს რომ შემთხვევითი, ანდა ახირებული აზრი არ არის, ამის საბუთი ისიცაა, რომ მოგვიანებით, სულ სხვა კულტურის წარმომადგენელი, ჩინელი ფილოსოფოსი ჩუანგ ტსუ (366-268), ჩინური ფილოსოფიის დიდმნიშვნელოვანი მიმართულების _ ტაოიზმის (გზის ფილოსოფიის) წარმომადგენელი, რომელსაც ლაო-ძის გვერდით მოიხსენებენ, წერდა: ერთხელ დამესიზმრა, რომ მე – ჩუანგ თსუ – ვარ პეპელა. გამეღვიძა და ვხედავ, რომ იმავე ადგილას ვწევარ, მაგრამ ახლა არ ვიცი, მე ისა ვარ, ვისაც ესიზმრებოდა, რომ ის არის პეპელა, თუ მე ვარ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ის არის ადამიანი.

დეკარტი იმას კი არ ამტკიცებს, რომ ემპირიული ცოდნა მუდამ ყალბია, არამედ იმას, რომ ეს ცოდნა მუდამ საეჭვოა. იგი უდავო არასდროს არაა. აუცილებელია ვიპოვოთ კრიტერიუმი უეჭველი ცოდნის დასადგენად, და ამგვარს გამოცდილებაში ვერ ვიპოვით. ამიტომ ყველაფერი, რაშიც ეჭვი ლოგიკურად შეიძლება იქნეს შეტანილი, კი არ უნდა გადავაგდოთ, არამედ განზე უნდა გადავდოთ, მანამ, სანამ ჭეშმარიტის მცდარისაგან გასარჩევად საიმედო კრიტერიუმს ვიპოვით. ამგვარი კრიტერიუმის რაობას, კი იმგვარ ვითარებაში, იმგვარ საგანთან მიმართებაში ამოვიკითხავთ, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გაუძლებს. ამის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ძიების პროცესში ჩვენს მიერ დროებით განზე გადადებულ საგნებს და მათი ღირებულება შევაფასოთ.

ჯერ-ჯერობით, ახალი არაფერი თქმულა. ემპირიული ცოდნისადმი უნდობლობის დასაბუთების მრავალი მცდელობა იყო წამოყენებული სკეპტიკოსებისა და იდეალისტების მიერ. მაგრამ დეკარტი ეჭვს იმაზეც ავრცელებს, რაც უმრავლესობას უეჭველად მიაჩნდა. იგულისხმება მათემატიკა და გეომეტრია. თითქოს, დეკარტისათვის, ანალიზური გეომეტრიის შემქმნელისათვის, უეჭველი უნდა იყოს მათემატიკური ცოდნა. დეკარტი ცოდნის ამ სახის უპირატესობას არ აურყოფს, მაგრამ მიაჩნია, რომ სრული უეჭველობის გარანტიას ეს ცოდნაც ვერ იძლევა. მათემატიკურ დასაბუთებაში დაეჭვების შესაძლებლობის საჩვენებლად, დეკარტი ახდენს ეჭვის რადიკალიზაციას: თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი შემქმნელი კეთილი ღმერთი კი არ არის, არამედ ბოროტი გენიაა _ ბოროტი სულია, რომელმაც ისე შეგვქმნა, რომ უეჭველი გვეჩვენება ის, რაც სინამდვილეში მოჩვენებაა, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი მრუდე სარკეები ვართ _ მაშინ მათემატიკურ დებულებებშიც შეიძლება შევიტანოთ ეჭვი. ე.ი. სინამდვილეში შესაძლებელია 2+2=5, მაგრამ ჩვენ ყველას გვეჩვენება, რომ 2+2=4. ამგვარ დაშვებაში ალოგიკური არაფერია. ასეთ შემთხვევაში, შემეცნებაში ადამიანისათვის რაიმე სიცხადესა და უეჭველობაზე ლაპარაკი ფუჭია. მაგრამ დეკარტი აქედანაც ნახულობს გამოსავალს. მისი აზრით, ადამიანს ამ შემთხვევაშიც რჩება ერთი და მოუცილებელი თვისება, რაც ეჭვისაგან ხელშეუხებელია. ესაა ლოგიკური მსჯელობის, აზრთა გამომდინარეობის სისწორის გაგების უნარი (რასაც ყველაზე რადიკალური სკეპტიკოსი და აგნოსტიკოსიც უშვებდა). უამისოდ შეეჭვებაც და უარყოფაც შეუძლებელი იქნებოდა.

დეკარტმა სავსებით უეჭველი რამ ვერც “ბუნების დიდ წიგნში”, ვერც არსებულ მეცნიერებებში (70,265) და ვერც საკუთარ თავში იპოვა. მაგრამ ყოველივეს საეჭვოდ გამოცხადება არ არის იმედისმომცემი ვითარება. დეკარტს სურს საეჭვოდ გამოცხადებული და განაჩენის მომლოდინე ჩვენი ცნობიერების შინაარსის ღირებულების შემმოწმებელი კრიტერიუმი დაადგინოს. მაგრამ ჯერჯერობით ამის არავითარი იმედი არ ჩანს.

მკვლევარი სწორედ ამ უკიდურეს მომენტში, როცა ყველაფერი საეჭვოდ გამოცხადდა, აღმოაჩენს, რომ სწორედ აქ ვდგევართ უეჭველის წინაშე. იგი ხვდება, რომ თავად იგი, როგორც მოეჭვე (მოაზროვნე) უეჭველად არსებობს, თუნდაც, როგორც მხოლოდ ეჭვისა და შეცდომისავის განწირული. აზროვნება, როცა იგი ყოველგვარ პრეტენზიაზე უარს ამბობს, ხედავს, რომ ამ თვისებას მას ვერავინ წაართმევს. ამიტომ დეკარტისათვის “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” (ცოგიტო, ერგო, სუმ) უეჭველი დებულებაა. აქ საქმე ეხება მხოლოდ აზროვნებას, როგორც რაღაცაზე მიმართულობას. აზროვნების პროცესის მეტი აქ არაფერი იგულისხმება. ეს არის თვითცნობიერების გამოხატულება. ჩოგიტო, თავისი პირველადი მნიშვნელობით, ნიშნავს სულში რაღაცის შეკრებას, შეჯამებას და შედარებას, ე.ი. ინტენციურია.

აზრისა და არსის გლობალური ერთიანობა, მათი იგივეობის თვალსაზრისით, რაც პარმენიდემ შემეცნების პირობად გამოაცხადა, დეკარტესთან შეზღუდულია მხოლოდ აზროვნებისა და მისი არსებობის უწყვეტი კავშირის დადგენით. აქ აზროვნებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სინამდვილე (იდეალური ან მატერიალური) უარყოფილი კი არ არის, არამედ იგულისხმება, როგორც შესაძლებელი, რომელიც დასაბუთებას ელის.

დეკარტის ძირითადი დებულების გასაგებას საჭიროა გავითვალისწინოთ, შემდეგი: როცა დეკარტი ამბობს, რომ უეჭველი დარჩა “მე”, როგორც მოაზროვნე ნივთი, აზროვნების ქვეშ იგი გულისხმობს საერთოდ ცნობიერების მოუცილებელ შინაარსს. ”მეტაფიზიკური განაზრებების” III თავში ვკითხულობთ: მოაზროვნე, ანუ ცნობიერების მქონე ნივთი არის ის, ”რომელიც ეჭვობს, ამტკიცებს, უარყოფს, ცოტა რაღაც იცის, მრავალი რამ არ იცის, სურს და არ სურს, ასევე შეუძლია ხატოვნად წარმოიდგინოს რაიმე და შეიგრძნოს”. ამის შემდეგ მოულოდნელი არაა მისი დებულება, რომ “შეგრძნება, ხომ მეტი არაფერია თუ არა აზროვნება” (7,99). ისიც “მე”-ს გულისხმობს აუცილებლობით.

აზროვნების მიერ მოწოდებული მრავალი სახის შინაარსი (მაგალითად, როგორც ის, რომ “ბუხარი ათბობს”, ასევე ის, რომ “სამკუთხედის კუთხეების Lჯამი 2დ-ს უდრის”) საეჭვოა დეკარტის მეთოდური ეჭვისათვის.Mმაგრამ ცოგიტო-ს უეჭველობა საერთოდ ღირებულებათა ახალი საზომის დაფუძნების იმედს იძლევა.Mმის უეჭველობაში ვერ შეგვაეჭვებს თუნდაც უზენაესი ბოროტი ძალის Dდაშვებაც, ე.ი. ის უეჭველი იქნება ღმერთის ნების საპირისპიროდაც. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დეკარტის ამ დებულებით ფილოსოფია თავისუფლდება თეოლოგიის მსახურის როლისაგან. დეკარტმა, ხომ თითქოს ის პუნქტი მონახა, სადაც აზროვნება მხოლოდ საკუთარ თავს ემყარება. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დროის იდეალიზმი დეკარტმა, როგორც ჰეგელი ამბობდა, თვითცნობიერებას დააფუძნა. ამ დებულების სიცხადე და გარკვეულობა მისი უდავო ჭეშმარიტების გარანტიაა. მასში ვერავითარი ინსტანცია ვერ შეაეჭვებს ჩვენს ცნობიერებას.Hჰეგელი დეკარტის ფილოსოფიის არსებად აზროვნებისა და ყოფიერების (ყოფნის) ერთიანობის ამ სიცხადის დადგენას თვლიდა (42, 20.257).

საკუთარი არსებობის უეჭველობის რეფლექსია მოცემულია ჯერ კიდევ ინდური მითოლოგიის შესანიშნავ ძეგლში “უპანიშადებში” (ვედების ნაწილი, ძვ. წ. 1000-500), აშკარაა იგი ავგუსტინესთანაც (354-430). იყენებდა მას დეკარტის უფროსი თანამედროვე თ. კამპანელაც (1568-1639). მაგრამ დეკარტემდე წმინდა აზროვნების ძალა არავის დაუპირისპირებია ღმერთის ყოვლისშემძლეობისათვის. “უპანიშადებში” იგი ემპირიული თვითცნობიერების ნაწილია, ხოლო ავგუსტინესან მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ტიპის ჭეშმარიტ დებულებათა, მაგალითად, დიალექტიკურ და მათემატიკურ ჭეშმარიტებათა შორის (61,I.152).

დეკარტის ეს დებულება არც ინდუქციით საბუთდება და არც დედუქციით. მისი გაგების საშუალებას დეკარტი ინტუიციას, ე.ი. დანახვას (ხედვას, ჭვრეტას) უწოდებდა. ეს ჭეშმარიტების უშუალოდ დანახვაა, არა გრძნობადი თვალის, არამედ გონების თვალის დახმარებით. ეს ის თვალია, რომლის არქონასაც უფიქსირებდა, გადმოცემის თანახმად, ემპირისტ არისტიპეს პლატონი (ცხენს ხედავ, რადგან გრძნობადი თვალი გაქვს, ცხენობას ვერა, რადგან გონების თვალი არა გაქვს). აქ არაა რაიმე მისტიკური, ანუ მრუმე ვითარება, რომლის გარკვევა და ნათელყოფა შეუძლებელია. დეკარტს ამით იმის აღნიშვნა სურდა, რომ აქ საქმე გვაქვს საკუთრივ ფილოსოფიური მეთოდის სპეციფიკის გამოხატულებასთან. ეს დებულება უმაღლეს აუცილებლობას ფლობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია, რადგან მისი უარყოფის მცდელობა მასვე ამტკიცებს. იგულისხმება, რომ აზროვნების უარყოფა მხოლოდ აზროვნებითაა შესაძლებელი.

დასაბუთების ამგვარ წესს დეკარტემდეც იცნობდნენ. სწორედ ამგვარია სოკრატე-პლატონის დებულება ადამიანისათვის ჭეშმარიტების შესაძლებლობის უარმყოფელი აზრის წინააღმდეგობრიობის, ე.ი. ალოგიკურობის შესახებ. სოკრატემ სოფისტების კრიტიკით აჩვენა ეს წინააღმდეგობა: სოფისტების მიერ ადამიანისათვის ჭეშმარიტების მიღწევის შეუძლებლობის მტკიცება თავადაა პრეტენზია ჭეშმარიტების ფლობაზე. სოფისტი მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მფლობელად. აქ ჩვენ პირობით მსჯელობასთან გვაქვს საქმე. იგი გვეუბნება: თუ ვინმე უარყოფს ჭეშმარიტების არსებობას, მაშინ ის, ძალაუნებურად ამტკიცებს მას, რადგან საკუთარი დებულება მიაჩნია ჭეშმარიტად. აქ ჩვენ “თუ, … მაშინ”-ის სფეროში ვართ.

დეკარტის დებულება (ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ) სწორედაც რომ მხოლოდ აზროვნების უეჭველ არსებობას ადგენს. მისი აუცილებლობის საფუძველი ამავე დებულებაში დევს და არა მის გარეთ, როგორც ეს დასაბუთების ტრადიციულ მეთოდებშია. ეს ის მეთოდია, რომელსაც ჰეგელის შემდეგ დიალექტიკური დასაბუთება ეწოდება.

ამ მეთოდით მოპოვებულია ჭეშმარიტების კრიტერიუმი, როგორც სიცხადე და გარკვეულობა ჩვენი გონებისათვის. მსგავსი ტრადიციული კრიტერიუმებისაგან განსხვავებით, მისი სპეციფიკა ისაა, რომ მისი სიცხადე ნიშნავს, ამ ვითარების სხვაგვარად მოაზრების შეუძლებლობას. ეს არის ერთადერთი საიმედო საყრდენი პუნქტი, მაგრამ მისგან დედუქციურ სისტემას ვერ მივიღებთ, რადგან უეჭველი მხოლოდ ისაა. მისგან რომ რაიმე გამოყვანილზე გავავრცელოთ უეჭველობა, ეს დეკარტის მეთოდური სკეპტიციზმის უარყოფა იქნებოდა, რადგან მან ყველაფერი სხვა (კოგიტოს პრინციპის გარდა), საეჭვოდ გამოაცხადა. საუკუნის შემდეგ დიდი გერმანელი ფილოსოფოსი ი. გ. ფიხტე (1762-1814) შეეცდება დეკარტის ამ პრინციპიდან ძირითადი დებულებების გამოყვანას, რომელიც ამავე დროს იქნებოდა განვითარებაც, ანუ ახალი უეჭველი შინაარსის დადგენაც იქნებოდა. მაგრამ დეკატი აზროვნებას ამდენ ძალას არ ანიჭებს და ტრადიციულად, საშველად ღმერთს მიმართავს.

დასაბუთება ამდაგვარია: რაკი ჭეშმარიტების კრიტერიუმი სიცხადე და გარკვეულობაა, ამიტომ ჩვენი ცნობიერების შინაარსი კვლავ უნდა გადავსინჯოთ: ჩვენი ცნობიერების შინაარსი, იქნებ იქ არის რაღაც, რაც ამ შინაარსში ამოსავალი პუნქტის ძიებისათვის გამოგვადგება. იგი გაგვახსენებს, რომ მათემატიკის და გეომეტრიის დებულებებმა ყოველგვარ ეჭვს გაუძლეს, გარდა ერთისა: ეს არის ღმრთის ბოროტი ნების არსებობის შესაძლებლობის დაშვება. ბოროტ გენიას შეიძლება შევექმენით, როგორც მრუდე სარკეები. ამიტომ, თუ დასაბუთდა, რომ ღმერთი ბოროტი არ შეიძლება იყოს, რომ იგი კეთილია, მაშინ ზუსტ მეცნიერებათა დებულებები, თუ ისინი ჩვენთვის ცხადი და გარკვეულია, უდავოდ ჭეშმარიტი იქნებიან. საღი ადამიანური გონებისათვის ცხადი და გარკვეული ნიშნავს რაციონალურად დასაბუთებულს, ე.ი. ჭეშმარიტს. ცხადია აქ მარტო ინდუქცია და დედუქცია არ იგულისხმება. დეკარტეს შემოაქვს დასაბუთების მესამე სახე – ინტუიცია. გონების სახელმძღვანელო წესების ჩამოყალიბებისას დეკარტი სავსებით ნათლად წერს, რომ დასაბუთების მესამე და უმაღლესი სახე არის ინტუიცია. ინტუიცია მე მესმის, გვასწავლის დეკარტი, არა როგორც გრძნობების მერყევი მოწმობა, და არც როგორც მოუწესრიგებელი ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ნათელი და დაკვირვებული გონების მოწმობა _ ისე ნათელი და გამოკვეთილი, რომ არავითარ ეჭვს არ სტოვებს. Aმას მხოლოდ გონების ბუნებითი სინათლე იძლევა და თავისი სიმარტივის წყალობით უფრო სარწმუნოა, ვიდრე თავად დედუქცია. აქ ნათლადაა განსხვავებული დასკვნის სამი სახე: ინდუქცია, დედუქცია და ინტუიცია. ამით დეკარტთან, როგორც თითქმის ყველგან, პრობლემა კი არ იხსნება, არამედ ჩნდება პრობლემის ახალი ასპექტი. ინტიუციის მაგალითებად დეკარტს გარდა დებულებისა “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” მოჰყავს სხვა დებულებებიც: “სამკუთხედს მხოლოდ 3 გვერდი აქვს”, “წრეს მხოლოდ ერთი ზედაპირი აქვს” და სხვა. დეკარტი თვლის, რომ ეს დებულებებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმრავლესობა მათ ყურადღების ღირსად არ თვლის (70,86). ამის მიზეზი კი იმაში მდგომარეობს, რომ ეს დებულებები ცნების ანალიზით გზით არიან მიღებული (რაკი ინტუიციებს წარმოადგენენ). ისინი უნდა გავიგოთ, როგორც ცნების შინაარსის დადგენა, ინდუქციისაგან განსხვავებული წესით.

ეს რაციონალიზმი, გარკვეული ასპექტით შეზღუდული რაციონალიზმია და ამდენად კავშირშია შუა საუკუნეების შეზღუდულ რაციონალიზმთან. დეკარტთანაც, ჩვენ ღმერთის მხოლოდ არსებობა შეიძლება დავადგინოთ. მისი არსება, ანუ ის, თუ როგორაა ღმერთი ყოველგვარი არსებობის გამაერთიანებელი საფუძველი, სავსებით შეუმეცნებადია. ამ აზრს მეტი საფუძველი მიეცემა, თუ გავიხსენებთ, რომ დეკარტი აქ, თავისი მიზნის მისაღწევად, ღმერთის, როგორც სრულყოფილი არსების ანსელმ კენტერბერისეულ (1033-1109) დასაბუთებას იყენებს.

აზროვნების ქვეშ დეკარტს ესმის ჩვენი ცნობიერების ნებისმიერი შინაარსი, რომელიც რაღაცნაირად შეიძლება დავაფიქსირო, როგორც ჩემს განცდასთან რაღაცნაირ კავშირში მყოფი (მე მტკივა კბილი, მე ვცდილობ ამოცანის გაგებას, ვუყურებ ფოთოლს, ანდა მზეს და ა.შ.) როგორც ცნობიერების შინაარსის “ნაწილები” ისინი, ეს შინაარსები სრულუფლებიანი არიან (61,9). დეკარტი მათ ყველას იდეებს უწოდებს. ჩვენში არსებული ამგვარი იდეების ანუ წარმოდგენების დიდი მრავალფეროვნება სამ ტიპზე დაიყვანება: I. გარედან, ანუ გამოცდილებიდან ჩვენს მიერ მიღებული; II. ჩვენს მიერ შექმნილნი (მაგალითად, წარმოსახვის ძალით, ფანტაზიით); და III. ისეთნი, რომლებიც იბადებიან ჩვენთან ერთად და არ შეიძინებიან (70,105).

ყველა იმ იდეას შორის, რომლის დასაბუთებაც ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთია ისეთი, რომლის ცნებაშიც არსებობა აუცილებლობით მოიაზრება. ნებისმიერი სხვა არსებულის (ფოთოლის, მზის, მიწის, ვარსკვლავების…და ა.შ.) ცნება მისი შესაბამისი ობიექტის ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობას გულისხმობს; ხოლო ღმერთის ცნება გულისხმობს თავისი ობიექტის აუცილებელ არსებობას.

ყველა სხვა ობიექტის ცნებაში ჩვენ ვასხვავებთ, ობიექტის (საგნის) არსებას, რაც ამ საგნის ცნებით გამოიხატება და არსებობას, რაც ამ ცნებისაგან დამოუკიდებლად რაღაცნაირ არსებობას გულისხმობს. რაგინდ ნათლად არ უნდა მოვიაზროთ სხვა ცნებები, მათში მაინც ვერაფერს დავინახავთ, რაც მათი შესატყვისი საგნის (ობიექტის) აუცილებელ ფაქტიურ, ანდა რაიმენაირ აუცილებელ არსებობაზე მიუთითებდეს.

გამონაკლისია მხოლოდ ღმერთის ცნება. მასში არსებობა ისეთივე აუცილებლობით იგულისხმება, როგორც სამკუთხედის ცნებაში მისი კუთხეების სიდიდე (მაგრამ არა არსებობა). ეს ცნება ჩვენში მხოლოდ ღმერთის ჩადებული შეიძლება იყოს, რადგან დეკარტის აზრით, ნაკლოვანი (ანუ ჩვენ და ჩვენი აზროვნება) არ შეიძლება სავსებით სრულის მიზეზი იყოს.

დეკარტი მიუთითებს ღმერთის არსებობის დასაბუთების ანსელმ კენტერბერიელისაგან ნასესხები ონტოლოგიური არგუმენტის კიდევ ერთ ასპექტზე, რომელიც დეიზმის საწინააღმდეგოა და რომელსაც, შემდეგ, ნ. მალბრანში (1638-1715) გამოიყენებს. მხედველობაში გვაქვს დეკარტის “ფილოსოფიის საწყისები”-ს $ 18-ში გამოთქმული აზრი: ჩვენი სოცოცხლის ხანგრძლივობაც კი, საკმარისია ღმერთის არსებობის დასასაბუთებლად, რადგან, ჩვენი არსებობის ერთი რომელიმე პერიოდიდან აუცილებლობით არასდროს გამომდინარეობს სხვა, და ასევე, მათი (ამ ორის) ერთიანობისათვის საჭირო გარეშე ძალა.

აქ ორმხრივი მიმართებაა: ერთის მხრივ, დეკარტი, ღმერთის კეთილობას აფუძნებს ადამიანური გონების ბუნებით სინათლეზე (ლუმენ ნატურალე), როგორც მათემატიკურ ჭეშმარიტებათა ადამიანებისათვის გასაგებ კრიტერიუმზე. მაგრამ ამგვარი დაფუძნება დასაბუთებისათვის გარკვეული უპირატესობის მინიჭებაა, რაც თავად ანსელმსაც პრობლემას უქმნიდა. ბუნებითი ჭეშმარიტება ხომ დასაბუთების ძალაა და მეტი არაფერი (არაა, ვთქვათ, მისტიკური ხედვა). მართალია, ჩვენი გონების ბუნებით ძალას, იმისათვის, რომ საკუთარი თავი ირწმუნოს, კეთილი ღმერთის არსებობის დასაბუთება სჭირდება, მაგრამ რაკი ეს დასაბუთებაა, საქმეც მხოლოდ აზროვნებასთან გვაქვს, ანუ აზროვნება თავად შველის საკუთარ თავს)

ამიტომ არ მოსწონდა თომა აქვინელს (1224-1275) ანსელმ კენტერბერიელი. ამავე ასპექტით აფასებდა დეკარტის საქმეს დიდი მორწმუნე და დიდი მეცნიერი, დეკარტის უმცროსი თანამედროვე და, გარკვეული აზრით, მემკვიდრე, ბლეზ პასკალი. იგი წერდა: მე არ შემიძლია ვაპატიო დეკარტეს, რომ მან თავისი ფილოსოფიის კურსში, ასე ვთქვათ, გვერდი აუარა ღმერთს; მაგრამ მაინც ვერ შესძლო არ მიეცა მისთვის სამყაროს მოძრაობაში მომყვანი პირველი ბიძგის განმახორციელებელის ფუნქცია, რის შემდეგაც მას არავითარი საქმე აღარ ჰქონია ღმერთთან (28,34).

ამგვარი საყვედურის ასაცილებლად, დეკარტმა თავის “მეტაფიზიკურ განაზრებებს” წარუმძღვარა წერილი _ “რენე დეკარტი პარიზის წმინდა ღვთისმეტყველების ფაკულტეტის მაღალგანათლებულ და შორს სახელგანთქმულ პირებს: დეკანს და დოქტორებს”. იგი აღნიშნავდა: “რასაკვირველია, ჩვენთვის, მორწმუნეებისათვის საკმარისია მყარი რწმენა იმისა, რომ ადამიანური სული სხეულთან ერთად არ იღუპება და, რომ ღმერთი არსებობს; მაგრამ როგორც ჩანს, ურწმუნოს, ვერავითარ რელიგიაში და ვერავითარ ზნეობრივ ქველობაში ვერ დააჯერებთ, სანამ ორივე პრინციპს ბუნებითი გონებით არ დაუსაბუთებთ” (70,33). ეს მოძღვრების ავტორისეული ინტერპრეტაციაა, რომელსაც ზოგიერთი მოაზროვნე დეკარტის სიცოცხლეშივე არ დაეთანხმება. ამ უთანხმოებამ, დასავლეთის ფილოსოფიურ და თეოლოგიურ აზროვნებაში არაერთი საინტერესო თვალსაზრისის წარმოშობა განაპირობა.

ღმერთის არსებობის დასაბუთების შემდეგ, დეკარტისათვის ახალ ძალას იძენს ადამიანის საღი აზრი. მას უკვე გარანტირებული აქვს ჭეშმარიტის მცდარისაგან, ასევე გამოცდილები სეულის თანშობილისაგან განსხვავების კრიტერიუმი. მისი საშუალებით ჩვენი ცნობიერების იმ შინაარსისაგან, რომელიც მეთოდოლოგიური ეჭვისას კითხვის ქვეშ მოექცა და განზე გადაიდო (დიდი ხნის შემდეგ, ე. ჰუსერლი (1859-1938) ამ ოპერაციას, დროებით “ფრჩხილებში ჩასმას” უწოდებს), ყოველივე ადეკვატურად შეფასდება. ამგვარი საფუძვლის შემდეგ, ეჭვის სფეროში მოქცეული მათემატიკა, სამაგალითო მეცნიერება ხდება. მეცნიერული კვლევის სფეროში მათემატიკური მეთოდი უეჭველობას, ამასთანავე ყოვლისმომცველობასაც იძენს.

მეცნიერების მიზანი დეკარტთან, ისევე, როგორც ბეკონთან, არის მეცნიერული ტექნიკის საშუალებით ბუნებაზე გაბატონება. ჩატარებული სამუშაოის საფუძველზე დეკარტს შესაძლებლად მიაჩნია დაადგინოს კვლევის ახალი მეთოდის სახელმძღვანელო წესები:

1. არაფერი მივიჩნიოთ ჭეშმარიტად, რაც ჩვენს გონებას ისე ნათლად და გარკვეულად არ წარმოუდგება, რომ ეჭვის საბაბს არ იძლევა.
2. კვლევის წინაშე მდგომი სიძნელე უნდა დავყოთ იმდენ ნაწილად, რამდენიც შესაძლებელია და უმჯობესია მისი დაძლევისათვის.
3. კვლევა ადვილით, მარტივად მისაწვდომით უნდა დავიწყოთ და თანდათანობით გადავიდეთ რთულზე. საკვლევ საგანში წესრიგი, ჩვენი ინიციატივით მხოლოდ იქ უნდა დავუშვათ, სადაც იგი ბუნებრივად არ მოგვეცემა.
4. საკვლევის შესახებ იმდენად სრული ცხრილები და მიმოხილვანი უნდა შევადგინოთ, რომ გამოტოვების ეჭვი არ გაგვიჩნდეს.

ამ წესებიდან ნათელია დეკარტისა და ბეკონის ფილოსოფიათა განსხვავებაც და მსგავსებაც.

მომდევნო არსებითი პრობლემა, რომელიც დეკარტის ბუნებითი თეოლოგიისათვისაც მნიშვნელოვანია და ფილოსოფიისათვისაც, არის შემეცნებაში შეცდომის შესაძლებლობის პრობლემა. საკითხი ასეთ სახეს იღებს: თუ ღმერთი კეთილია და, ამ საფუძველზე, ჭეშმარიტების კრიტერიუმიც ხელთა გვაქვს, რატომ ხდება შეცდომა მეცნიერულ შემეცნებაში? შეცდომის შესაძლებლობა დეკარტს გამოჰყავს ადამიანში, როგორც სასრულო გონიერ არსებაში, გონებისა და ნების განსხვავებისაგან. ადამიანს გონების, როგორც ჭეშმარიტების ძიების ორგანოს გარდა, აქვს თავისუფალი ნება, რომელიც მის “ძირითად სრულყოფილებას” წარმოადგენს, რადგან მას ეს თვისება ღმერთთან საზიარო აქვს.

გონებასა და ნებას სხვადასხვა მიზნები აქვთ, მაგრამ მსჯელობისათვის, როგორც კვლევის შედეგის დადგენისათვის ორივე აუცილებელია. ჩვენი ნება ისევე უსასრულოა, როგორც ღვთის ნება, ჩვენი გონება კი სასრულოა. მას აინტერესებს მეცნიერული შემეცნება. იგი თავისი საგნის კვლევის შედეგებს, გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ჩვენს ნებას. რომლის სურვილი და გადაწყვეტილება (თუნდაც მხოლოდ ფანტაზიაში) ყველაფერს შეიძლება შეეხოს. ნებას ამოძრავებს ადამიანის ამქვეყნიური ინტერესები და არა ნაკლებ, იმქვეყნიური. დეკარტი აქ იმ პრობლემას შეეხო, რაც რუსთველმა საინტერესოდ გაანალიზა (გულის, ცნობის და გონების არსებითი ერთიანობისა და, ამავდროულად, მაინც დაპირისპირების თაობაზე (21,სტრ.848). როგორც რუსთველთან, ისე დეკარტთანაც, გული ხშირად ხელს უშლის ობიექტურ შემეცნებას. მაგრამ ეს არასგზით არ ნიშნავს, რომ იგი საჭირო და აუცილებელი არ არის შემეცნებისათვის და თავად ადამიანისათვის. “არ ვარგა კაცი უგულოდ” ამბობს რუსთველი. თავისუფალი ნების გარეშე ჩვენ მხოლოდ ავტომატები ვიქნებოდით, არც ქებას და არც სასჯელს არ დავიმსახურებდით, ამტკიცებს დეკარტი. ნება ჩვენი პიროვნულობის პრინციპია. შემდეგ კი კანტი იტყვის, რომ თავისუფალი ნება ის პრინციპია, რომელიც, შეუძლებელს ხდის ადამიანის მანქანად მიჩნევას, რისი შესაძლებლობის დასაბუთებაც სურდა ჟ. ლამეტრის (1709-1751). თუ ჩვენ მოთმინებით დაველოდებით გონების კვლევის შედეგებს (გონებას, შეიძლება ითქვას, არ ეჩქარება, განსხვავებით ჩვენი ნებისაგან) დეკარტის აზრით, შემეცნებაში შეცდომა არ მოხდება. შეცდომა ჩვენი ნების არასწორ, ნაჩქარევ გამოყენებაში მდგომარეობს. იგი წინ უსწრებს გონებას. საინტერესო ისაა, რომ ამ გასწრებისას ადამიანი კიდევაც, რომ წააწყდეს ჭეშმარიტებას, რაც გამორიცხული არაა, იგი მას ვერ დაასაბუთებს, ე.ი. არ ეცოდინება ფლობს თუ არა მას (70.,443). ამდენად, ჩვენ, როგორც თავისუფალი არსებანი, მხოლოდ ჩვენი ნებით ვცდებით.

ფილოსოფია, გაგებული, როგორც საერთოდ დასაბუთებული ცოდნა, ე.ი. როგორც მეცნიერება, დეკარტის აზრით, ერთადერთია რაც ცივილიზებულ საზოგადოებას ველურობისაგან განასხვავებს. ფილოსოფიური სისტემის პირველსაწყისები, მართალია, საგნების შემეცნებამდე, უეჭველობით უნდა იქნან დადგენილი, მაგრამ იმგვარი ბუნებისა უნდა იყვნენ, რომ საგანთა შემეცნება მათ გარეშე შეუძლებელი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტაფიზიკა აძლევს საფუძველს მთელს დანარჩენ მეცნიერულ შემეცნებას. ფილოსოფიის, როგორც საერთოდ მეცნიერული შემეცნების ერთიანობის გასაგებად, დეკარტი ფრანგ გამომცემელ პიკოს წერდა: ფილოსოფია ჰგავს ხეს, რომლის ფესვები არის მეტაფიზიკა, ტანი – ფიზიკა, ტოტები კი – დანარჩენი მეცნიერებანი.

დადგენილი კრიტერიუმის (სიცხადის და გარკვეულობის) საფუძველზე დეკარტს იმედი მიეცა, რომ გამოჰყოფდა ერთმანეთისაგან მეცნიერებებს იმის მიხედვით, თუ რომელი რომელზეა დამოკიდებული. რაიმეს უმაღლესი დამოუკიდებლობა ამ სფეროში იმას ნიშნავს, რომ მისი მოაზრებისათვის არაფერი მისგან განსხვავებულის მოაზრება არაა საჭირო, გარდა ღმერთისა. როგორც რაციონალისტი, დეკარტი აღადგენს პარმენიდესა და ძენონისეული პრინციპის ძირითად აზრს: რაც სიცხადით და გარკვეულობით შეიმეცნება, როგორც დამოუკიდებელი, იგი სინამდვილეშიც ისე (ე.ი. ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად) იარსებებს. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, შემეცნებისას დადგენილი აუცილებლობა ნიშნავს არსებობის აუცილებლობას. თუ ერთი რაიმეს ცნება მეორე რაიმეს ცნების შინაარსის გარეშე მოიაზრება, მაშინ, რაციონალისტის აზრით, მათ შესაბამის საგნებსაც არ შეიძლება შინაგანი კავშირი ჰქონდეს.

ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის პრობლემა

დეკარტი ჩვენი ცნობიერების შინაარსში ნახულობს ორ ცნებას, რომლებიც ცხადად შეიმეცნებიან, როგორც სუბსტანციები. ერთია სულის ცნება და მეორე _ სხეულის. მათი მოაზრებისათვის, ანუ მათი შინაარსის გაგებისათვის სავსებით საკმარისია მათი ცნებების ანალიზი. გამონაკლისია, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ღმერთის ცნება. დიდ ფრანგ ფილოსოფოსს, ცხადია, ახსოვს, რომ არისტოტელე სუბსტანციას (უსიას) უწოდებდა ერთეულ საგანს, რომელზედაც მითითება შეიძლება და ითქმის “აი ეს”. ამიტომ მიუთითებს დეკარტი, რომ სუბსტანციის ტერმინი ეკვივოკურია (ორაზროვანია), სხვა დასხვანაირი შინაარსით იხმარება.

როცა კვლევის პროცესში საგნის ცნებას ვადგენთ (მაგალითად, ცხენი, სახლი, მზე), მის შინაარსში ვტოვებთ მხოლოდ იმ ნიშნებს, რომლებიც საერთოდ ყველა ამ გვარის საგანს ახასიათებს, და რომელთა გარეშეც ისინი არ მოიაზრებიან. მაგალითად, ადამიანის ცნებაში კანის ფერი, სიმაღლე, სიმამაცე არ იგულისხმებიან, რადგან ესენი ყველას ერთნაირად არ ახასიათებს, გონება კი ყველას უნდა ჰქონდეს. ამიტომ ამბობენ _ ადამიანი გონიერი არსებაა. ამავე გზით, თუ სულისა და სხეულის ცნებებისგან ყოველივე მოცილებადს გამოვრიცხავთ, არსებით ნიშნებად დაგვრჩება სულისათვის – აზროვნება, სხეულისათვის – განფენილობა. სხეული დაიყვანება გეომეტრიული სივრცის ნაწილზე, რომელიც მას უკავია. სული განუყოფელია, ხოლო სხეული – უსასრულოდ დაყოფადი (70,403).

რამდენადაც აღნიშნული ორი ცნება (სხეულისა და სულის ცნებები) ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოიაზრება, დეკარტისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ მატერიალური მხოლოდ მატერიალურით აიხსნება, ხოლო სულიერი – სულიერით. ეს წესი დაცული უნდა იქნეს მაშინაც, როცა შესაბამისი კონკრეტული საგნები და ჩვენი სულიერი აქტები ერთმანეთზე აშკარად ურთიერთმოქმედებენ. მაგალითად, როცა მე ვინმე მთხოვს რვეულს და მე მას გადავაწოდებ, ნათელია, რომ ჩემი სხეული ჩემი სულის გადაწყვეტილებას ასრულებს. დეკარტი კი მოითხოვს, რომ ჩემი სხეულის ფიზიკური მოქმედება სხეულისავე წინამავალი ფიზიკური მოქმედებით აიხსნას, ფსიქიკურისა კი -კვლავ მხოლოდ ფსიქიკურით.

დეკარტი ფიზიკურისა და ფსიქიკურის შეთანხმებული მოქმედების ფაქტს კი არ უარყოფს, არამედ იმას, რომ ეს კავშირი არც ერთით აიხსნება და არც მეორეთი. ის, რასაც თვალით ნათლად ვხედავთ, გონებისათვის მიუღებელია, რადგან გაუგებარია. ფიზიკური ფსიქიკურზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს და პირიქით, მაგრამ ჩვენ ყოველ წამს ამ ორი სფეროს ურთიერთზემოქმედებას და თანხმობად (პარალელურ) ქმედებებს ვხედავთ. ასე დგება ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის პრობლემა. დეკარტის მემკვიდრები ამ პრობლემის ამოხსნას შეეცდებიან. ზოგი მას მოხერხებულად იყენებს გავრცელებული რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ (მაგალითად, გავრცელებული, ე.წ. კუდიანებზე ნადირობის და მაგიის სხვადასხვა სახის წარმომადგენელთა დევნისათვის ხელის შესაშლელად). აქ შეიძლება დავასახელოთ საინტერესო გერმანელი თეოლოგი ბალთაზარ ბეკერი (1634-1698), რომელიც ამკიცებდა, რომ ეს ღონისძიებები უსაფუძვლო და უსამართლოა, რადგან სულიერს არ შეუძლია მატერიალურზე ზემოქმედება (36,IV.175).

დეკარტისათვის მთელი ფიზიკური სამყაროს მეცნიერული (მათემატიკური მეთოდით) ახსნისათვის საკმარისია, მატერიისა და მისი მოძრაობის არსებობის დაშვება. თავისი აზრის ნათლად გამოსახატავად, დეკარტი ფრთხილად მსჯელობს: ღმერთს რომ არ აეგო სამყარო, მაშინ შეიძლებოდა მეჩვენებინა, თუ როგორ აიგება იგი მხოლოდ მექანიკის კანონებით, წერს იგი. მოძრავი მატერიის დაშვება საკმარისია მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს გასაგებადაც. ძაღლს რომ ჯოხს ვურტყამთ და ის წკმუტუნებს, ეს პრინციპში იგივეა, რაც პიანინოს მიერ ხმის გამოცემა, როცა კლავიშს დავარტყამთ. ცხადია, ცხოველის შემთხვევაში მექანიზმი უფრო რთულია. ცხოველთა სამყაროში გამონაკლისია ადამიანი, რამდენადაც მას, ყველა ცხოველისაგან განსხვავებით ღვთაებრივი სული აქვს, რაც თეოლოგიის საგანია.

გ. ვ. ლაიბნიცი, დეკარტისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ ეთანხმებოდა დეკარტს მიერ ცხოველის მანქანად მიჩნევაში. მას სურდა ამ პრინციპის კატეგორიული ფორმა არა დეკარტის, არამედ კარტეზიანელებისათვის დაებრალებია. როგორც ევოლუციონისტი, განსხვავებასთან ერთად, იგი ადამიანსა და ცხოველს შორის მსგავსებას უფრო მეტს ხედავდა. ცხოველი სავსებით ემპირისტია, ადამიანი – ნაწილობრივ. ცხოველს აპრიორული შემეცნების უნარი არ გააჩნია. მაგრამ იგი განიცდის სიხარულს და ტანჯვას. იგი ცოცხალია და მისი მანქანად ჩათვლა არ შეიძლება (79. 4..301-302).

ტრადიციისაგან განსხვავებით, დეკარტი უარყოფდა ცარიელი სივრცის არსებობას. ამტკიცებდა, რომ მოძრაობას, რომელიც მას ესმის, როგორც მექანიკური, ანუ სივრცეში ადგილის გადანაცვლება, არ სჭირდება ცარიელი სივრცე, რადგან სხეულები ადგილს უთმობენ ერთმანეთს. ამდენად სამყაროში ერთი სხეულის ამოძრავება მთელი სამყაროს ამოძრავებას ნიშნავს. ამის გამო უნდა დავუშვათ, რომ სამყარო მუდამ მოძრაობს. მან პირველი ბიძგი ღმერთისაგან მიიღო, შემდეგ კი ასე მინიჭებული მოძრაობის რაოდენობა მუდმივი რჩება.

სულის ბუნების გაგებაში დეკარტის ნაკლი, ალბათ, ის იყო, რომ მას ჩვენი სული ყველაზე ადვილად შესამეცნებელი ეგონა (70,351). მისთვის ხომ “მე” ნიშნავს გონს (7,124). როცა იგი ჩვენი “მე”-ს, ანუ სულის (ლე “სპრიტ“) გაგებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს აღწერს, კვლევას ასე აჯამებს: მჯერა არ არსებობს ჩემს გონზე (ლე`სპრიტ) უფრო ცხადად და იოლად შესაცნობი რამ. დეკარტი, კვანტიფიკაციის საყოველთაობის პრინციპს ემყარებოდა. ფრანგი თეოლოგი და ფილოსოფოსი, მღვდელი პ. გასენდიG უსაფუძვლოდ როდი საყვედურობდა დეკარტს, რომ აზროვნების კონკრეტულ და ზუსტ განსაზღვრებას არ იძლეოდა. მართალია, პირველი უეჭველობა დეკარტს “მე”-ს, როგორც აზროვნების დადგენამ მისცა, მაგრამ მისგან ხომ ჩვენი ცნობიერების ვერავითარი შინაარსი ვერ გამოიყვანა აუცილებლობით? დეკარტი ამას ყურადღებას არ აქცევს და, წინააღმდეგ ბეკონისა, მატერიალური სუბსტანციის მიმართ სულიერის უპირატესობას შემეცნების თვალსაზრისითაც უეჭველად მიიჩნევს. სულში უფრო დარწმუნებული ვარ ვიდრე სხეულში, “მე”-ში შეცდენა შეუძლებელია (70.265). თითქოს აქედან ჩანდეს, რომ “მე”-ს გაგება უფრო ადვილია. მაგრამ თანამედროვე ფენომენოლოგები (მაგალითად, ბ. ვანდელფელსი, დაბ. 1934) დიდი ფრანგი პოეტის ა. რემბოს (1854-1891) სიტყვებს წამოსწევენ: “მე არის სხვა” _ ე.ი. არა “სხვა მე” (ალტერ ეგო), არამედ ჩემივე საკუთარი, შინაგანი _ არის გაუგებარი (60ა,38-9); შეიძლება ითქვას, ის არის ჩემთვისვე გაუცხოვებული. რემბოს აზრი შეიძლება ისე გავიგოთ: როცა მე ჩემს საკუთარ ცნობიერებას დაკვირვების, თუ კვლევის ობიექტად ვაქცევ, ეს უკვე დისტანცირებაა მისგან, როგორც ჩემი ცნობიერების “ძველი” შინაარსისგან. იგი არის ჩემი “მე”-ს არასასურველი ანდა სასურველი, მაგრამ უკვე არა ჩემი შინაგანი შინაარსი, რომელსაც ახალი შინაარსი უპირისპირდება (მაგალითად, რაიმე აფექტის, ანდა ანგარებით მოქმედების დროს ჩადენილ საქციელი). გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დეკარტი ოფიციალურ თეოლოგებზე უფრო გულრწფელად იცავდა ღმერთის ტრანსცენდენტობას და ადამიანური აზროვნებისათვის მის მიუწვდომლობას. იგი არც კი ცდილობდა გონებისათვის მისაწვდომი რაიმე გზა ენახა სულისა და სხეულის დაპირისპირების გადასალახავად. რადგან თვლიდა, რომ ყველა ცდა ჩიხში შევიდოდა. მერსენეს იგი წერდა: თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ მე სულის უკვდავებას ერთი სიტყვითაც არ ვახსენებ, რადგან მე არ შემეძლო დამესაბუთებინა, რომ ღმერთს მათი განადგურება არ შეუძლია. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სულს სულ სხვა ბუნება აქვს, ვიდრე სხეულს. იგი სხეულთან ერთად არ კვდება. რელიგიისათვის მეტი არც არის საჭირო და არც მე მინდოდა მეტი დამესაბუთებინა (70,219).

ცნობილი ფრანგი ფენომენოლოგი კ. მერლო-პონტი თავის წიგნში, “თვალი და გონება” აღნიშნავდა, რომ “ჩვენი მეცნიერება და ფილოსოფია კარტეზიანიზმის ორი, ერთგული და არაერთგული გაგრძელებაა”, ორი ურჩხულია შობილი დეკარტესეული დაყოფიდან. ერთგული არის მეცნიერება, არაერთგული – ფილოსოფია, რადგან ფილოსოფია, დეკარტეს საპირისპიროდ, გაყოფილის ერთიანობაზე ლაპარაკობს (15,86).

დეკარტის მოძღვრებაში მრავალი წინააღმდეგობაა. ამ წინააღმდეგობებმა ევროპული აზროვნება აამოძრავა. რასელი აღნიშნავდა, რომ დეკარტს წინააღმდეგობანი რომ არ ჰქონოდა, მხოლოდ ახალი სქოლასტიკის დამაარსებელი იქნებოდა. წინააღმდეგობებმა კი იგი ახალი ფილოსოფიის წყაროდ აქციეს (86,587).

დეკარტის გავლენა ძალზე დიდი იყო, როგორც სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგაც. ყველა, ვინც მის შემდეგ მოვიდა ფილოსოფიაში, უპირველეს ყოვლისა, მასთან არის დაკაშირებული _ სულერთია, იქნება იგი მატერიალისტი თუ იდეალისტი, რაციონალისტი თუ სენსუალისტი. თვითცნობიერების უეჭველობის გაგებაში მას თითქმის არავინ ედავება. საკამათო რჩება სინამდვილესთან თვითცნობიერების კავშირის გაგება და სისტემისათვის მისი მნიშვნელობა. დეკარტის დუალიზმიც იძლეოდა არჩევანის შესაძლებლობას. მაგალითად, ფრანგული მატერიალიზმი, როგორც კ. მარქსი აღნიშნავდა, “მიემხრო დეკარტის ფიზიკას, მისი მეტაფიზიკის საწინააღმდეგოდ”. ოკაზიონალისტები (ჟ. კორდემუა (1620-1684), ა. გოილინსი (1625-1669)) შეეცდებიან დეკარტის ფსიქო-ფიზიკური პროცესების პარალელიზმის პრობლემა თეოლოგიურად _ იდეალურის და მატერიალურის პარალელიზმი, მხოლოდ ღმერთის თავისუფალი ნების საფუძველზე გადაჭრან. ფიზიკური და ფსიქიკური თანხმობაშია ურთიერთზემოქმედების გარეშე. ისევე, როგორც ორი საათი, რომლებიც საუკეთესო ოსტატმა, ღმერთმა ააწყო და რომლებიც, ერთმანეთთზე ურთიერთზემოქმედების გარეშე, ყოველთვის ერთნაირ დროს აჩვენებენ (ა. გოილინსი).

ოკაზიონალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო, ფრანგი თეოლოგი ნ. მალბრანში (1638-1715), რომელიც სხვებზე შორს წავიდა. მისი აზრით, მარტო სულიერი და მატერიალური სუბსტანციების პრაქტიკაში თავისთავადცხადად მოცემული ურთიერთდამოკიდებულება კი არ მოითხოვს ღმერთის ჩარევას. ერთი მატერიალური სხეულის მეორეზე ზემოქმედება, ან ერთი სულიერი აქტის მეორეზე სულიერ აქტზე ზემოქმედებაც ითხოვს ასეთივე ჩარევას _ ვინაიდან არც ამ სხეულთა და არც აქტების ცნებები შეიცავენ კავშირის აუცილებლობას. ეს ჰიუიმეს მიერ მიზეზობრიობის ემპირისტული კრიტიკის რაციონალისტული მომზადებაა. მალბრანში თითქოს პასკალისგან მოსალოდნელ საყვედურს აცილებსო დეკარტს. იგი იმ ადგილებს წამოსწევს, სადაც დიდი ფრანგი მეცნიერი და ფილოსოფოსი ღმერთის ყველგანსუფევაზე მსჯელობს. მაგალითად, “მეტაფიზიკური განაზრებების” IV განაზრებაში, რომელიც იწყება ჭეშმარიტების და მცდარობის პრობლემის ანალიზით. დეკარტი აქ წერს: მე სავსებით დამოკიდებული ვარ ჩემში არსებულ ღმერთის იდეაზე “ჩემი არსებობით, ჩემი ცხოვრების ყოველ წამში”, რადგან ერთი წამიდან მეორეში ჩემი არსებობა არასგზით არ გამოდის წინ ამავალიდან. მალბრანშის აზრით, ფსიქიკურის შესახებ ვერაფერს გავიგებთ არა მარტო ფიზიკურის ცნებიდან და პირიქით, არამედ ერთსა და იგივე სფეროშიც, ვერცერთი ცნება ვერაფერს გვეტყვის მეორე ცნებასთან მიზეზობრივი თუ სხვა რაიმე აუცილებელი კავშირის შესახებ. მათ შორის კავშირიც (მაგალითად, ფიზიკურისა ფიზიკურთან და ფსიქიკურისა ფსიქიკურთან) მხოლოდ ღმერთის თავისუფალი ნებით ხორციელდება. ღმერთის ძალის ამგვარმა შეუზღუდავმა გააბსოლუტურებამ მალბრანში თავისებურ პანთეიზმამდე, კერძოდ, სამყაროს თავად ღმერთში არსებობის მტკიცებამდე მიიყვანა. ეს პოზიცია გულრწფელ ფრანგ თეოლოგს ქრისტიანობასთან დაპირისპირებულად ისევე არ ეჩვენებოდა, როგორც მის ქართველ თანამედროვეს, ს.ს. ორბელიანს (1658-1725). იგი, ალბათ, პირველი ქართველი იყო, რომელიც 1714 წელს ლუდოვიკო XIV-ს წარუდგა ვერსალში. საბა თავის წიგნში ”ლექსიკონი ქართული” საკმაოდ ვრცლად შეეხო ამ საკითხს (იხ. ტერმინ “ცა”-ს განმარტება). საბამ სფეროების მიმართება სამყაროში და მის გარეთ, ისე გაიგო, რომ დედამიწიდან დაწყებული, უფრო მაღალი (იდეალური) სფეროები მოიცავენ დაბლებს: დედამიწას _ ჰაერი, ჰაერს _ ეთერი და ა.შ. მეცხრე ცამდე. ამ უკანასკნელს კი შეიცავს სამყარო, მას – სასუფეველი (ანგელოსთა სამყოფელი). ეს უკანასკნელი, თავის მხრივ ღმერთში არსებობს. ”მხოლოდ ღმერთი არს ყოველთა შემცველი და გარეშემოუწერელი” (18,IV.326-329). იდეალური მოიცავს მატერიალურს და არა პირიქით.

დეკარტს მრავალი თეოლოგი უპირისპირდებოდა, მაგრამ მომხრეებიც მრავლად ჰყავდა თეოლოგთა შორის. მაგალითად, მაშინ მთელს ევროპაში ცნობილი მონასტრის პორ-როიალის ბერთა უმრავლესობა, დეკარტის მიმდევრები იყვნენ. ისინი მისი მოძღვრების საფუძველზე ლოგიკის პრობლემებს ამუშავედნენ. საფრანგეთში თაობები გაიზარდნენ აქ შექმნილ ა. არნოსა (1612-1694) და პ. ნიკოლის (1625-1695) სახელმძღვანელოზე “ლოგიკა, ანუ აზროვნების ხელოვნება”.

დეკარტის ნააზრევისაგან დიდადაა დავალებული ცნობილი ფრანგი მოაზროვნე, “ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონის” ავტორის, პ. ბაილის (1647-1706) სკეპტიციზმი და ათეიზმი, რამაც ნიადაგი მოამზადა საფრანგეთში მატერიალიზმის გასავრცელებლად. უეჭველი კოგიტოდან ჩვენგან დამოუკიდებელი საგნების არსებობის დაშვების სიძნელეებზეც ადრევე იყო მითითება, რაც XX ს.-ის მრავალმა მოაზროვნემ გამოიყენა ევროპული ფილოსოფიის კრიზისში (ცნობიერების საკუთარ თავში ჩაკეტვის და რეალობისაგან მოწყვეტის აზრით) დეკარტის დასადანაშაულებლად. ასეთები იყვნენ, ნ. ჰარტმანი, მ. ჰაიდეგერი და სხვები. ამ ვითარებაზე მალბრანშის თანამედროვეებიც მიუთითებდნენ.

იტალიელი კარტეზიანელი მიქელანჯელო ფარდელა თავის “უნივერსალური ფილოსოფიის სისტემაში” (1691) ამტკიცებდა, რომ თვით ღმერთის კეთილი ნებაც არაა საკმარისი, რომ ჩვენ ჩვენი აზროვნებისაგან დამოუკიდებლად არსებული საგნების არსებობა დავუშვათ, ე.ი. უკიდურესი იდეალიზმის, ანუ სოლიპსიზმის ფარგლებში ვრჩებით (67,46).

დეკარტის კრიტიკოსთაგან უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ფრანგი თეოლოგი და ფიზიკოსი პ. გასენდი. იგი დიდი ფრანგი კომედიოგრაფის ჟ. ბ. მოლიერის (1622-1673) და ცნობილი ფრანგი პოეტის სირანო დე ბერჟერაკის მასწავლებელი იყო. ეს გაბედული მოაზროვნე ერთი შეხედვით შეუძლებლის განხორციელებას შეეცადა. არისტოტელეს და საერთოდ შუა საუკუნეების დიალექტიკის წინააღმდეგ შეურიგებელი მებრძოლი გასენდი ამტკიცებდა, რომ ეპიკურეს მოძღვრება არ ეწინააღმდეგება ქრისტიანობის ინტერესებს. მისი მოზრდილი ნაშრომი “ანტიკარტეზიული დებულებები” (1643), დეკარტისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მტკიცედ იცავდა, მატერიალური სამყაროს ობიექტურობის პრინციპს (67,II.399). Mმისი აზრით, საჭირო არ იყო ღმერთის მატყუარობის გამოგონება, საკმარისი იყო ადამიანის გონების ნაკლოვანებაზე მითითება. რაც მთავარია, გასენდის აზრით, დებულება ”ვაზროვნებ, მასასადამე, ვარსებობ”, წარმოადგენს არა ინტუიციას _ რაც დეკარტისათვის არსებითი მნიშვნელობისა იყო _ არამედ “ბარბარას” სახის დანასკვს. ეს საყვედური მართებული არ არის, რადგან აქ წანამძღვრის (“ყველაფერი, რაც აზროვნებს, არსებობს”) ჭეშმარიტება, სულაც არ არის ის უდავო დებულება, რომელიც დანასკვს მეტ ძალასAმისცემდა. აქ საქმე უფრო პირიქითაა. დანასკვი უფრო სარწმუნოა, ვიდრე მისი თითქოსდა დიდი წანამძღვარი. მიუხედავად ამისა, ამ შენიშვნას შემდეგ კანტიც გაიმეორებს (იქვე, 400). დეკარტის ნაკლად გასენდის ისიც მიაჩნდა, რომ იგი არ იძლევა აზროვნების განსაზღვრებას. სინამდვილეში, დეკარტი ამ განსაზრვრებას იძლევა, ოღონდ ის არ განასხვავებს, ამ ასპექტით, აზროვნებას და განცდას, რაც მისი მიზნისათვის საკმარისია. შეიძლება ითქვას, რომ გასენდის ამ საყვედურს სპინოზა გაითვალისწინებს და დეკარტის ფილოსოფიის დალაგებისას აზროვნების განსაზღვრებასთან ერთად იმასაც აღნიშნავს, რომ დეკარტის ზემოაღნიშნული დასკვნა არაა ტრადიციული სილოგისტური დასკვნა, რომელსაც დიდი წანამძღვარი აკლია. საქმე ისაა, რომ გასენდი არაფერს უშვებდა გონებაში ისეთს, რაც შეგრძნებებიდან არ მოდიოდა. ამიტომ თვლიდა, რომ თუ გრძნობადი საეჭვოა, მით უფრო საეჭვო იქნება მისგან აბსტრაჰირებული. ამდენად, გასენდი აბსტრაჰირებულს აიგივებდა ზოგადდთან. დეკარტის პასუხიდან ნათელია, რომ მას იდეები სხვაგვარ ზოგადად წარმოუდგენია. მათმა კამათმა საფუძველი ჩაუყარა ორგვარი ზოგადის არსებობის და მათ შორის განსხვავების შესახებ მნიშვნელოვანი პრობლემას (იქვე, 423).

საქართველოში დეკარტეს ფილოსოფიას შეეხო ს. დოდაშვილი. ლოგიკის ისტორიის მოკლე მონახაზში იგი წერს: “კარტეზიუსს თუმცა ლოგიკა არ დაუწერია საგანგებოდ, მაგრამ მისი აზრები ჭეშმარიტების ძიებისათვის გონების წარმართვის წესის შესახებ ყურადღების ღირსია. ამ მწერლებმა ხმარებაში შემოიღეს მათემატიკური მეთოდი” (8,54).

დეკარტს მარტო ოფიციალური თეოლოგები როდი აკრიტიკებდნენ, არამედ თავად გაბატონებული რელიგიის მიერ ისეთი ეჭვმიტანილებიც, როგორებიც იყვნენ მისტიკოსი იენსენისტები და მათი წარმომადგენელი დიდი მეცნიერი და დიდი მწერალი ბ. პასკალი.

ფოტოები

Tkipa'ს ბლოგი

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

გამოქვეყნების თარიღი: აპრილი 25, 2015 წელი 0 კომენტარი

პლატონი (აქ არის მაგალითი გამოქვაბულის შესახებ)

     პლატონი "სახელმწიფოს" VII წიგნს _ გამოქვაბულის ცნობილ მითს იწყებს შემდეგი სიტყვებით:

     "ამის შემდეგ შენ შეგიძლია მიამსგავსო ეს მდგომარეობა განათლების და გაუნათლებლობის ჩვენეულ ბუნებას".

     "განათლებულობა" აქ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს ერთსა და იმავე დროს…

გაგრძელება

წინასწარმეტყველი ოსია

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 21, 2012 წელი 0 კომენტარი

 

გადარჩენას, გადამრჩენელს, შემწეს სახელი ოსია (ბერძ.- Wshe;ებრ.- Hoschea ნიშნავს. წიგნის მიხედვით, წინასწარმეტყველის მამას ბეერი ერქვა. ოსია ისრაელის სამეფოს მკვიდრია და ამავე სამეფოში წინასწარმეტყველებდა. წმ. ეფრემ ასურის ცნობით, იგი ქ. ბელმოთიდან ყოფილა (დასახელებული ქალაქი ისაქარის შტოს ეკუთვნოდა)

ოსიას წიგნზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან საკუთარი…

გაგრძელება

ძველი აღთქმა - კაცობრიობის მომზადება მხსნელის მისაღებად

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 20, 2012 წელი 0 კომენტარი

ხშირად შეგვინიშნავს ღვთისმსახურებისას, ზოგიერთ დღეებში, როგორ იკითხება მწუხრის ლოცვაზე გარკვეული ადგილები ძველი აღთქმიდან. ახალაღთქმისეულ ეკლესიაში ძველი აღთქმის საღვთისმსახურო წიგნების გამოყენება (მაგ.: ფსალმუნის), კაცობრიობის ისტორიაში ორ სხვადასხვა ეპოქაში არსებული ერთი საყოველთაო და განყოფელი ეკლესიის არსებობის კიდევ ერთი დამადასტურებელია.



როგორც ვიცით, ცოდვით დაცემული კაცობრიობის სამოთხისმიღმიერი ისტორია ორ, ძველ და ახალაღთქმისეულ ნაწილად იყოფა. ორივე ეპოქაში ნიშანდობლივია, რომ…

გაგრძელება

წინასწარმეტყველი იერემია:წინასწარმეტყევლის სახელი და მისი წარმომავლობობა

გამოქვეყნების თარიღი: ივნისი 20, 2012 წელი 0 კომენტარი

   წინასწარმეტყველის სახელის მნიშვნელობა საკმაოდ რთული განსამარტია. თუ ვიგულისხმებთ, რომ იგი ზმნისაგან რამა მომდინარეობს, რაც დაგდებას, მიტოვებას ნიშნავს, გამოდის, სახელი იერემია განიმარტება,  როგორც ღვთისაგან მოტოვებული (იეგოვას უარყოფა), მაგრამ თუ იგი მომდინარეობს ზმნისაგან რამა,  რაც დაფუძნებას, აღებას, აზიდვას ნიშნავს, წინასწარმეტყველის სახელი შეიძლება გავიგოთ, როგორც ღმერთი აფუძნებს (იეგოვაა დამფუძნებელი). სახელი იერემია იუდეველთა შორის საკმაოდ…

გაგრძელება

კომენტარების დაფა

  • კომენტარები ჯერჯერობით არ არის!

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ის წევრი, რათა შეძლოთ დაკომენტარება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

 
 
 

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დამოუკიდებლობიდან 102-ე წელი!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 10:53pm 1 კომენტარი

      წვიმები წვიმებს მისდევენ მიდიან, მაგრამ ამ სიმღერის გაგრძელება არ გამოვა, რადგან დღეიდან, დაპირებისამებრ გამოიდარა. ახლა მთავარი ამბავი - კორონა უკან დაიხიე! საქართველო დამოუკიდებელია! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! თვის ბოლომდე კოვიდ სტატისტიკა - საქართველოში: 732 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 537, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 5 643 071, გამოჯანმრთელებული - 2 408 433, გარდაცვლილი - 349 940, სამკურნალო - 2 990…

გაგრძელება

ჩალის ლუდი

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: მაისი 26, 2020.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Animal Crossing New Horizons has been loved by players since its initial release. Players can cultivate and maintain ideal villages on desert islands. In the game, players no longer need to be disturbed by epidemics and can also obtain a considerable number of Animal Crossing Bells in new ways. Players can make handicrafts by shopping. In addition, players can also plant fruit trees to obtain fruit outside the island at a very low price of 500 ACNH Bells. Like the real world, players also…

გაგრძელება

რწმენის ფერადი ადგილები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 24, 2020.
საათი: 9:19pm 1 კომენტარი

      მეჩეთების ფერადოვნებასა და სიჭრელეზე სტატიები არ აკლია ინტერნეტს, მაგრამ ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო. ვიდრე პირდაპირ ნახვას შეძლებთ, იქამდე სჯობს კარგი ფოტოგრაფის კარგი ფოტოხელოვნება იპოვოთ - ფატემ ჰოსეინ აღაი (Fatemeh Hosein Aghaei) მეჩეთების სილამაზესა და მრავალფეროვნებას ირანში დაჰყვება. ისპაჰანი ამ მხრივ გამორჩეული ქალაქია ამიტომ ფოტოების უმრავლესობა სწორედ ამ ქალაქიდანაა. სპარსული კულტურა და აღმოსავლური ფერები დღევანდელი…

გაგრძელება

ბოლო კორონასებური წყნარი საღამო და ტყეების საპატრიარქოს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 22, 2020.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დღის ყველა ამბავი საღამოს სიგრილემ გადაფარა და თორმეტი საათის მოლოდინმა, რომლის შემდეგ კვლავ გაიგონებთ ქუჩებში ავტომობილების ხმას. იქამდე კი ისიამოვნეთ. დღის მთავარია ამბები სწორედ ამ შეზღუდვების მოხსნა-დატოვებას ეხებოდა და პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას, რეზიდენტისგან ხელმოწრას და საბოლოოდ გაკანონებას. ხმაურიანი გამოდგა საპატრიარქოს ბალანსზე ეკლესიების გადაფორმების გამარტივებული წესებიც და პრემიერსაც, თავის მხრივ, აქტიური დღე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters