და სხვები.
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: მეცნიერება
წევრები: 557
უკანასკნელი აქტიურობა: აგვ. 17, 2022
ავტორი magnita. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივნ. 20, 2021. 2 გამოხმაურება 22 მოწონება
შესავალი ფსიქოლოგიაში არსებობს კომუნიკაციის 3 სახე: ვერბალური, არავერბალური და პარავერბალური. პროცენტულად ეფექტური კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორები შემდეგნაირად ნაწილდება: 7%-რა სიტყვებს ვიყენებთ, 30%- როგორ ვიყენებთ და 63% მოდის არავერბალურ ნაწილზე, რადგან 70%-ს ადამიანი თვალით აღიქვამს. ეს მონაცემები მიუთითებს არავერბალური ურთიერთობის, ჟესტის, მიმიკის დიდ მნიშვნელობაზე. მისი თავისებურება ისაა, რომ იგი ეყრდნობა არაცნობიერ იმპულსებს და მეტად სანდოა, ვიდრე ურთიერთობის ვერბალური არხები. სხეულის ენის სირთულეს ისიც წარმოადგენს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში და კულტურაში ჟესტები სხვადასხვაგვარად აღიქმება. ამიტომ, როდესაც ბიზნესით, ან სხვა ისეთი საქმიანობით ხართ დაკავებული, რაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მოითხოვს, უნდა იცოდეთ რამდენიმე ძირითადი ჩვეულება. მაგალითად:• თვალით კონტაქტი იაპონიაში უხეშობად ითვლება.ისინი უმეტესად დაბლა- ფეხსაცმელზე ან ჰაერში იყურებიან,…გაგრძელება
ტეგები: qwelly, blog, psychology, მეცნიერება, ფსიქოლოგიური მიმდინარეობა
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, მაისი 15, 2021. 4 გამოხმაურება 3 მოწონება
რა არის სოციალური ფსიქოლოგია?წიგნიდან: სოციალური ცხოველი რამდენადაც ვიცით, არისტოტელე იყო პირველი სერიოზული მოაზროვნე, ვინც სოციალური ზეგავლენისა და დარწმუნების რამდენიმე ძირეული პრინციპი ჩამოაყალიბა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ მან თქვა, ადამიანი სოციალური ცხოველიაო, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მანამდე ეს არავის შეემჩნია. მეტიც, იმის შანსიცაა, რომ ის არ იყო პირველი ადამინი, ვისაც ამ განაცხადის ჭეშმარიტება გააოცებდა და ამავე დროს, მისი ტრივიალობა და დაუსაბუთებლობა საგონებელში ჩააგდებდა. მართალია, ადამიანები უდავოდ სოციალური ცხოველები არიან, მაგრამ იგივე ითქმის სხვა არსებებზე, ჭიანჭველებითა და ფუტკრებით დაწყებული, მაიმუნებითა და ადამიანის მსგავსი მაიმუნებით დამთავრებული. მაშ, რას ნიშნავს, როცა ვამბობთ, რომ ადამიანები "სოციალური ცხოველები" არიან? მოდით, რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე შევჩერდეთ: კოლეჯის სტუდენტი, სახელად სემი, თავის ოთხ ამხანაგთან ერთად, ტელევიზორში პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უსმენს. სემი მოხიბლული ჩანს. ეს კანდიდატი ოპოზიციურ კანდიდატებზე მეტად მისი…გაგრძელება
ტეგები: სოციალური, ქველი, ფსიქოლოგია, ელიოტ_არონსონი, Qwelly
ავტორი ani gelashvili. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, თებერვალი 6, 2021. 10 გამოხმაურება 3 მოწონება
"ქალები უცნაური არსებები არიან – კაპრიზული, ცვალებადი ხასიათით, თვითონ არ იციან რა უნდათ, მათი საქციელი ყველანაირ ლოგიკასაა მოკლებული" – ეს აზრი საკმაოდ გავრცელებულია კაცობრიობის ძლიერ ნახევარს შორის. აზრი ნაწილობრივ მცდარია. ხანდახან ქალს ბოლომდე არ ესმის რა უნდა, რადგანაც ხელმძღვანელობს უფრო ინტუიციით, მაგრამ მის საქციელსი თავისი შინაგანი ლოგიკა და საკუთარი მოტივაცია აქვს. ქალის ყველაზე დიდი ღირსება – ემოციურობაა. მამაკაცები, რომლებიც შიგადაშიგ იბღვირებიან ქალის ემოციების ამოფრქვევისას, მაინც აფასებენ მშვენიერ სქესს ზუსტად ემოციურობის გამო – ის, რაც მათ აკლიათ. ქალებისთვის დამახასიათებელია ხასიათის ცვალებადობა ( (მამაკაცებისთვის კი აქტივობისა და პასიურობის ცვალებადობა პასირობისკენ გადაწონვით) . ქალის ტემპერამენტი უფრო ხშირად სანგვინიკურია (ქალები ოპტიმისტები, მხიარული, საქმიანი და ცხოვრებისმოყვარული არიან) ან მელანქოლიური (მოწყენილი, პასიური, მოშვებული) . მთლიანობაში ქალებისთვის დამახასიათებელია გრძნობების მძაფრი გამოხატვა, ცოცხალი და მოუსვენარი ხასიათი, ხასიათის ხშირი შეცვლა. სუსტი…გაგრძელება
ავტორი ani gelashvili. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, დეკემბერი 11, 2020. 1 გამოხმაურება 4 მოწონება
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი-პიროვნება, მისი ქცევის გაგება. ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ან/და "თვითს" (Self) ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს. პირველ ფსიქოლოგიურ ნაშრომად აღიარებულია არისტოტელეს ”სულის შესახებ”, რომელშიც შეძლებისდაგვარადაა განხილული ადამიანის სულიერი სამყაროს კანონზომიერებანი. ფსიქოლოგიური კვლევა თავისთავშივე გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მოთხოვნებს როგორიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და წინასწარმეტყველება. შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ? თუ გარკვეულ მეცნიერებათა პრეროგატივის მიღმა ხვდებოდა კითხვა "რატომ?" ეს ფსიქოლოგიისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ადამიანური ქცევის გამოვლინებათა მიღმა იმალება გარკვეული მოტივები-განზრახვები, რომელთა წვდომაც ამ შეკითხვის…გაგრძელება
ტეგები: ფსიქოლოგია, Qwelly, Psychology
ავტორი ლაშა. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, სექტემბერი 7, 2020. 1 გამოხმაურება 1 Like
სტრესის დონის კვლევა, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებანი ექსტრემალურ სიტუაციაშიქეთევან ასკილაშვილისაქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიანოტაცია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესი გარდაუვალი მოვლენაა. ჩვენ მუდმივად გვიწევს უამრავ სტრესულ სიტუაციასთან შეხვედრა, გამკლავება და ადაპტაცია. თითოეული ადამიანის მთავარ მიზანს წარმოადგენს ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ სტრესთან ეფექტურად გამკლავება, რათა თავიდან ავიცილოთ ის გართულებები, რაც ახლავს სტრესული მოვლენის ხანგრძლივი დროით მოქმედებას. თითოეული პიროვნება ინდივიდუალურია და, შესაბამისად, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავს სტრესთან გამკლავებისთვის. ნაშრომი ეხება სტრესის დონის კვლევას, სტრესის დონისა და სტრესის გამკლავების სტრატეგიების თავისებურებებს ექსტრემალურ სიტუაციაში. ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენს სტრესის დონის დადგენა ისეთ კრიზისულ სიტუაციაში, როგორიცაა მასობრივი ჯანმრთელობის პრობლემა, კერძოდ, „COVID-19“-ის პანდემია, რომელმაც მსოფლიო მოიცვა და მილიონობით…გაგრძელება
ტეგები: ფსიქოლოგია, Qwelly, საბაკალავრო, სეუ, ნაშრომები
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: Kakha, ივლ. 28, 2019. 1 გამოხმაურება 2 მოწონება
ჯონ პ. კოტერი - რას აკეთებენ ლიდერები სინამდვილეშილიდერობა განსხვავდება მენეჯმენტისგან, მაგრამ იმიტომ არა, ადამიანთა უმრავლესობა რომ ფიქრობს. ლიდერობაში არაფერია მისტიკური. მას არაფერი აქვს საერთო “ქარიზმასთან” ან სხვა ეგზოტიკურ პიროვნულ ნიშნებთან. ეს არ არის რჩეული ადამიანების ხვედრი, ლიდერობა არც სჯობს მენეჯმენტს და არც ანაცვლებს მას.მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ლიდერობა და მენეჯმენტი მოქმედების ორ სხვადასხვა და ურთიერთშემავსებელ სისტემას წარმოადგენს. ორივეს თავისი ფუნქცია და დამახასიათებელი აქტივობათა სისტემა აქვს და რთულს და ცვალებად ბიზნესგარემოში წარმატების მისაღწევად ორივე აუცილებელია.ამერიკული კორპორაციების უმრავლესობას უფრო მართავენ ვიდრე უძღვებიან. მათ თავისივე რესურსის განვითარება სჭირდებათ ლიდერობის გასავარჯიშებლად. წარმატებული კორპორაციები არ ელოდებიან, რომ ლიდერები თვითონ მიაკითხავენ მათ. ისინი აქტიურად ეძებენ პოტენციურ ლიდერში და გამოცდილებას სთავაზობენ, რომელიც მათი პოტენციალის განვითარებას დაეხმარება. მართლაც, გულდასმით შერჩევის, გამოზრდისა და წახალისების…გაგრძელება
ტეგები: მენეჯმენტი, Qwelly, მართვა, თეორია, ლიდერები
ავტორი ლაშა, აპრილი 4, 2019. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
საკითხი განწყობის და ფსიქოანალიზის თეორიათა ურთიერთმიმართების შესახებ პრინციპულია პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ორივე არაცნობიერის კონცეფციას წარმოადგენს, ფსიქოლოგია კი სულაც არ არის განებივრებული არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად…გაგრძელება
ტეგები: ფსიქოანალიზი, განწყობა, ანალიზი, Qwelly, ფსიქოლოგია
ავტორი ლაშა, მარტი 30, 2019. 0 გამოხმაურება 1 Like
განვითარების პრინციპი და არაცნობიერის პრობლემა ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინის, დ. უზნაძისა და ზ. ფროიდის ნაშრომებში ცნობიერების გაშლილი თეორია გულისხმობს შეხედულებათა სისტემას არაცნობიერ ფსიქიკურზე. ამ თვალსაზრისით ლ. ვიგოტსკის, ს. რუბინშტეინისა და დ. უზნაძის თეორიები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ის, რაც მათ მართლაც აერთიანებს, არის რწმენა ასეთი რეალობის არსებობის შესახებ. მაგრამ როგორია ამ რეალობის ბუნება, როგორია მისი სტრუქტურული და ფუნქციური მახასიათებლები – აი, რა უნდა აჩვენოს არაცნობიერის კონცეფციამ. ვიგოტსკის თეორია, ჩვენი აზრით, არ შეიცავს რეფლექსირებულ შეხედულებათა სისტემას არაცნობიერი ფსიქურის შესახებ. იგი შეიცავს რამდენიმე ზოგადი ხასიათის დებულებას, რომლებზეც უეჭველად მოაწერდნენ ხელს უზნაძე და რუბინშტეინიც. მაგალითად: «სანამ დავიწყებთ ქვეცნობიერი ფსიქიკური მოვლენების აღწერას და კლასიფიკაციას ... საჭიროა ვიცოდეთ, რითი ვოპერირებთ ამ დროს – რაიმე ფიზიოლოგიურით თუ ფსიქიკურით, აუცილებელია დავამტკიცოთ, რომ არაცნობიერი საზოგადოდ ფსიქიკურ რეალობას მიეკუთვნება.…გაგრძელება
ტეგები: რუბინშტეინი, განვითარება, ვიგოტსკი, ფროიდი, ფსიქოლოგია
მობეზრების ბრალია კახა, მთელს ქვეყანაში პროფესიული გადაწვა სუფევს.
უდროოდ რომ არ გამოგვცდლოდა ხელიდან, დღეს, ზიგმუნდ ფროიდს 159-ე იუბილეს მიულოცავდით!
გამარჯობატ , სეგიძლიათ დამეხმაროთ? ფროიდი საუბრობს სამ ინსტანციაზე რომელიც ადამიანს გააჩნია და შეგიძლიათ ამ სამი ინსტანციის მოკლე მიმოხილვა დამიწეროთ?
გამარჯობათ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვაბარებ ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრატურაზე. იქნებ რომელიმეს გქონდეთ შიდა გამოცდის კონსპექტი.
#სოფო წელს აბარებ?
კი წელს ვაპირებ ჩაბარებას და საიტზე დადებული საკითხების კონსპექები თუ გექნებათ ძალიან დამეხმარებოდით)))
წელს არ იხსნება ეგ მიმართულება საერთოდ, მხოლოდ 4 მიმართულება იხსნება სოციალური, შრომის და ორგანიზაციის, ნეიროფსიქოლოგია და განათლების ფსიქოლოგია.
ვაიმეე არადა ჩამონათვალშ რო ვნახე ვიფიქრე იქნება თქო ((( სად ჩავაბარო ვეღარ ვხვდები არსად არ არის ბავშვთა ფსიქოლოგიის მიმდინარეობაა. მადლობა რო მითხარით ვემზადებოდი უკვე მაგისთვის ))))
ხო მეც მინდოდა, მაგრამ არ არის, 2 წელიწადში ერთხელ იხსნება
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ ფსიქოლოგია_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!