ხშირად შეგვინიშნავს ღვთისმსახურებისას, ზოგიერთ დღეებში, როგორ იკითხება მწუხრის ლოცვაზე გარკვეული ადგილები ძველი აღთქმიდან. ახალაღთქმისეულ ეკლესიაში ძველი აღთქმის საღვთისმსახურო წიგნების გამოყენება (მაგ.: ფსალმუნის), კაცობრიობის ისტორიაში ორ სხვადასხვა ეპოქაში არსებული ერთი საყოველთაო და განყოფელი ეკლესიის არსებობის კიდევ ერთი დამადასტურებელია.
როგორც ვიცით, ცოდვით დაცემული კაცობრიობის სამოთხისმიღმიერი ისტორია ორ, ძველ და ახალაღთქმისეულ ნაწილად იყოფა. ორივე ეპოქაში ნიშანდობლივია, რომ ის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცოცხალი ურთიერთობა ჰქონოდა ღმერთთან, აუცილებლად ღვთისაგან დაფუძნებული ეკლესიის ერთობაში უნდა ყოფილიყო შესული და ის სადმე ცალკე, მოწყვეტილად არასოდეს მოიაზრებოდა. ასეა ეს მაცხოვრის მიერ კაცობრიობის ცოდვისაგან გამოსყიდვის შემდეგ და ასე იყო მაშინაც, სანამ ძე ღვთისა განხორციელდებოდა; ანუ იმ ეპოქაში, რომელიც ძველი აღთქმის სახელით არის ცნობილი და რომლის განმავლობაშიც საღვთო განგებულება ერთი ღვთივრჩეული ერის შემონახვითა და ამ ერში მესიის მოსვლის მოლოდინით გაცხადდა.
ებრაელი ერი ძველი აღთქმის ეპოქაში ღვთის რჩეულ ერად იწოდება. ამ ერმა უფლისაგან მიიღო გამოცხადება, რომლითაც არა მარტო ამაღლდა ეს ერი სხვა ერებს შორის, არამედ მას დიდი პასუხისმგებლობაც დაეკისრა. უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს ის, რომ ძველაღთქმისეული გამოცხადება არ ყოფილა სრული. ის მხოლოდ საღვთო განგებულების განხორციელების მოსამზადებელი დროის მომწესრიგებელ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა. ძველი აღთქმის პერიოდში ჭეშმარიტება ნელ-ნელა მიეწოდებოდა ადამიანს, მიეცემოდა იმდენად, რამდენადაც უახლოვდებოდა თავისი დანიშნულების მიზანს: მოემზადებინა მთელი კაცობრიობა უზენაესი და უსრულყოფილესი გამოცხადების - ქრისტიანობის მისაღებად. ღვთის შეწევნითა და უშუალოდ მისი წყალობით, სწორედ ამის მიღება და კაცობრიობისათვის გადაცემა შეძლეს მაცხოვრის მოწაფეებმა. წმინდა მოციქულებმა, ამ ახალაღთქმისეული ეკლესიის პირველმა მღვდელმთავრებმა, კაცობრიობას მათთვის უწყებული სრულყოფილი გამოცხადება გადასცეს და ძველი აღთქმის ეკლესიაში დაფარული და საბურველქვეშ არსებული, ღვთის შეწევნით, ახალი აღთქმის ეკლესიის ნათლით ახსნეს და ცხადი გახადეს. ეს არ იყო ორი ეკლესიის დაპირისპირება (რამეთუ ეკლესია ერთია არა მარტო ახალ აღთქმაში, არამედ ის თავის ერთადერთობას ინარჩუნებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაშიც), არამედ - ერთი ღვთის რჩეული კრებულისათვის ახალი ნათლის მოფენა, ახალი სისავსით წარმოდგენილი გამოცხადების უწყება. ეს არის ერთი ეკლესია, რომელიც ერთ შემოქმედსა და ყოვლადძლიერ, ყოვლისმცოდნე, ყველგან მყოფ, ყოვლადსახიერ ღმერთს ადიდებს. სწორედ ამიტომ არის, რომ ახალი აღთქმის ეკლესიამ მიიღო და მთელი სისავსით დაიტია ძველი აღთქმის ეკლესიაში არსებული საღვთისმსახურო წიგნები.
მაინც ისმის კითხვა: რას წარმოადგენს ძველი აღთქმის რელიგია, რომელსაც ასე სათუთად ინახავდა და ქადაგებდა ძველაღთქმისეული ეკლესია?
ძველაღთქმისეული რელიგია, უწინარეს ყოვლისა, სუფთა მონოთეიზმს ანუ ერთღმერთიანობას ქადაგებდა. ეს მომენტი მას ყველა სხვა რელიგიისაგან განასხვავებდა, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ყოველთვის გააჩნდათ პოლითეისტური, პანთეისტური და ათეისტური ელემენტებიც კი.
წმინდა წერილში ღმერთი წარმოდგენილია როგორც ერთი (II რჯულ. IV.39; XXXII.39), აბსოლუტურად თვითმყოფადი პიროვნული არსება (გამ. III.14-15). არსებობს ღვთაების განმარტების სხვადასხვა ფილოსოფიური თუ რელიგიური გააზრება, მაგრამ ვერცერთი ვერ შეედრება თავად უფლის მიერ მოცემულ თავის თავის განმარტებას: "მე ვარ, რომელიც ვარ" (გამ. III.14). ასე უნდა იცნობდეს მას ისრაელი, ხალხი, რომელიც სინას მთასთან სწორედ ღვთის წინაშე და არა სადმე "სხვაგან", ერად უნდა ჩამოყალიბდეს. უფალმა ყველაზე მოკლედ და აბსოლუტურად ამომწურავად გვითხრა ღმერთზე ის, რაც მრავალს უცდია ეთქვა და ბოლომდე გასაგებად ვერ გამოთქვა. ძველი აღთქმის რელიგიის ღმერთი არის ჭეშმარიტად არსებული ღმერთი, რომელსაც თავისი ყოფნისათვის არავითარი მიზეზი არ სჭირდება. ის თავად არის არსებული და სხვებს უმყოფელობიდან მყოფობაში უხმობს. სწორედ ღვთის ეს თავისთავში აბსოლუტური კმარობა იყო უცხო ძველი ეპოქის ყველა რელიგიისათვის. ძველი აღთქმის ეკლესიისათვის წმინდა წერილში მოცემული ამ გამოცხადებიდან ცხადი იყო, რომ ღმერთი არის მარადიული, ცოცხალი, პიროვნული არსება.
ბიბლიური მონოთეიზმი მკვეთრად განსხვავდება სხვა - აბსტრაქტული მონოთეიზმისაგან, სადაც ღმერთი სამყაროსაგან გაუვალი, გადაულახავი უფსკრულით არის დაშორებული და, შესაბამისად, ადამიანს მასთან სუფთა მექანიკური დამოკიდებულება გააჩნია. ბიბლიური მონოთეიზმი მაღალზნეობრიობით ხასიათდება. ერთადერთი ღმერთი დაუსრულებლად აღემატება მთელ სამყაროს, ის ყოვლადძლიერი, ყოვლისმცოდნე შემოქმედია და იმავდროულად ბიბლიური სწავლებით, ეს ღმერთი არის ყოვლადსახიერი და მართალი მსაჯული. მას მიეწერება არა მხოლოდ აბსტრაქტული მეტაფიზიკური ნიშან-თვისებები, რაც მარადიულ მყოფობას, ყოვლადსიძლიერეს, ყოვლისმცოდნეობას, ყოვლადსიბრძნეს, ყოვლადმყოფობასა და მის მსგავს მახასიათებლებს გულისხმობს, არამედ ყველა ის სრულყოფილებაც, რასაც ძველი აღთქმის წმინდა წერილი სიწმინდედ მიიჩნევს. სწორედ ამ სწავლების გამო ქარწყლდებოდა ძველი აღთქმის ეპოქის მორწმუნის აზროვნებაში ბოროტების შემქნელი ღმერთის იდეა, რამეთუ შეუძლებელი იყო შემოქმედში ზნეობრივი არასრულყოფილება არსებულიყო.
არცერთი ძველი წარმართული რელიგია ღმერთის სიწმინდის იდეამდე არ მისულა. პირიქთ, ამ რელიგიებში ყოველთვის იგრძნობოდა ამ სიწმინდის ნაკლებობა, როდესაც ღმერთის ნიშან-თვისებათა ჩამოთვლა წარმოებდა. ამ რელიგიებში არ არსებობდა ღვთაება, რომელიც აბსოლუტურად წმინდა იქნებოდა. თითოეულ ღვთაებრივ ელემენტს, გარკვეულ დონემდე, ურთიერთობა ჰქონდა ბოროტ საწყისთან. შესაბამისად, ეს რელიგიები სიწმინდის შესამის გაგებას მოკლებულნი იყვნენ, რამეთუ მათთვის უზენაესი თვითონ არ იყო აბსოლუტურად წმინდა. ძველი აღთქმის ეკლესიისათვის კი ღმერთი აბსოლუტურად წმინდა იყო და სწორედ ამ სიწმინდეს მოითხოვდა თავისი წევრებისაგანაც. იგივე გაიმეორა მაცხოვარმა, როდესაც ბრძანა: "იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს" (მათ. 5.48).
ისმის კითხვა: საიდან გაჩნდა ძველი აღთქმის რელიგიაში ღმერთზე ასეთი წმინდა, ღრმა და ამაღლებული სწავლება?
ძველი სამყაროს ფილოსოფიური მიმდინარეობები და რელიგიები ვერ წყდებოდნენ ნატურალიზმისა და პანთეიზმის ფესვებს. ისევე როგორც ტრიალ მინდორზე ამაღლებული ერთი მთა, ასევეა ძველი აღთქმის რელიგია თავისი ამაღლებული მონოთეიზმით სხვა რელიგიებსა და ფილოსოფიურ მიმდინარეობებს შორის გამორჩეული. როდესაც ის საუბრობს ერთ, წმინდა, პიროვნულ, ცოცხალ, ყოვლადსრულყოფილ და ყოვლადსახიერ ღმერთზე, ის აბსოლუტურად თავისუფალია მითოლოგიური ფანტაზიებისაგან. ძველაღთქმისეული მოძღვრება, თავის მხრივ, მართლაც სასწაულს წარმოადგენს, რომელიც ისტორიის გარიჟრაჟზე გამობრწყინდა, რითაც თავისი საღვთო წარმოშობა დაამტკიცა კიდეც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მართლაც ღვთივგანცხადებული რელიგიის მატარებელი გახლდათ ერთი მცირე და უმნიშვნელო ტომი, რომელიც ძველი სამყაროს უდიდეს ცივილიზაციათა გვერდით არც კი შეიმჩნეოდა. ეს ტომი ყველა მხრიდან წარმართული გარემოთი იყო შემოზღუდული. როგორც ისტორია გვიჩვენებს, თვით ამ ტომის შიგნითაც არსებობდა კეთილგანწყობა წარმართობისადმი. მიუხედავად ამისა, მან ღვთის უშუალო შეწევნითა და მისი განგებულებით, სწორედ ღვთისაგან მიცემული გამოცხდების შემონახვა და კაცობრიობისადმი მისი წარმოჩინება მოახერხა. ამ ფაქტის ახსნა ვერ მოხერხდა ვერცერთი რაციონალური მიდგომით, რამეთუ ამ ისტორიულ მოვლენაში აშკარად ჩანს საღვთო მზრუნველობისა და განგებულების კვალი.
არცერთ ძველ რელიგიაში სამყაროს შესახებ მოძღვრება დამაკმაყოფილებლად არ გადმოცემულა. ხან რაღაცა ბუნება იყო მარადიულად არსებულად მიღებული, ადამიანი კი ამ "ბუნების ყვავილს" წარმოადგენდა (ჩინეთის რელიგიაში), ხანაც მატერია იყო დასახული წინარეარსებული და ზოგჯერ ეს მატერია ბოროტებასაც კი უკავშირდებოდა. კლასიკური ანტიკური ხანის რელიგიური სწავლებით, სამყარო შექმნილი იყო ღმერთების მიერ, რომლებიც, გარდა რაღაც ხარისხობრივი სრულყოფილებისა, არაფრით განსხვავდებოდნენ ადამიანებისაგან.
ბიბლია აბსოლუტურად სხვაგვარ, აღნიშნულ უკიდურესობათაგან განსხვავებულ პასუხს იძლევა სამყაროს გაჩენასთან დაკავშირებულ კითხვებზე. ძველაღთქმისეულ რელიგიში სამყაროს ერთი ყოვლისშემძლე, ყოვლადსახიერი, ყოვლადწმინდა, პიროვნული და ყოვლისმცოდნე ღმერთი ქმნის. ადამიანი განსაზღვრებულია როგორც განსაკუთრებული ქმნილება, რომელიც თავისუფალ-ზნეობრივ ქმნილებას წარმოადგენს. ის ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი, რომელიც უკვდავია და რომელსაც შეუძლია თავისი ზნეობრივი ძალების განვითარებით მაქსიმალურად მიემსგავსოს ღმერთს. შესაბამისად, არსად ჩანს ის უფსკრული, რომელიც სხვა რელიგიებში ღმერთსა და ადამიანს შორის არის გაჩენილი. ძველი აღთქმის ეკლესიის წევრისათვის ღმერთი არ არის "უცხო არსება". მან იცის, რომ ის მისი შემოქმედის გაჩენილია, რომ ის მოწყალე და ყოვლადსამართლიანი მსაჯულია და სწორედ ამის კვალობაზე, ცოცხალი ურთიერთობა აქვს ღმერთთან. შესაბამისად, ძველი აღთქმის რელიგია ღმერთსა და ადამიანს შორის არსებულ ცოცხალ ურთიერთობაზე მეტყველებს, რაც ასეთი უცხო იყო სხვა რელიგიებისა თუ ფილოსოფიური მიმდინარეობებისათვის. ძველი აღთქმის ეკლესიას ჰქონდა მეტად სერიოზული მისია და ეს მისია იმდენადვე ძნელი იყო, რამდენადაც მნიშვნელოვანი. ძველი აღთქმის რელიგიას, უწინარეს ყოვლისა, უნდა შეენარჩუნებინა ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ერთგულებისა და მსახურების იდეა, ხოლო მეორე მხრივ, ამ ერთან, შესაბამისად ძველი ათქმის ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა ადამიანი სამყაროს მხსნელის მოლოდინით უნდა აღეჭურვა. ამდენად, ძველი აღთქმის რელიგია ამ ნიშნითაც ძლიერ გამოირჩეოდა თავისი ეპოქის ყველა სხვა რელიგიისაგან.
გიორგი გვასალია
თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი
გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", №32 (385), 2006
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Second Contract: Rileigh the Idle
After completing the first contract, return to the drawing-room and collect the second letter.
This contract sends you to Altus Plateau to assassinate Rileigh the Idle. His red summon sign is located north of the Bridge of Iniquity Site of Grace.
Invade his world, defeat him, and return to Tanith for another reward.
Third Contract: Juno Hoslow
The third and final contract involves killing Juno Hoslow, who can be found in Mountaintops…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.
This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes itself with its unique chain lightning effect, making it a…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into everything we know about this…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Progressing Through the Game
Path of Exile offers a wealth of content to explore, from the early levels to the end-game challenges. Here’s how to effectively progress through the game:
Complete Quests and Acts: Follow the main story quests and complete acts to Path of exile currency advance through the game’s narrative. Each act introduces new challenges and rewards, helping you build your character’s strength.
Level Up Efficiently: Focus on leveling up your character by…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია