გადარჩენას, გადამრჩენელს, შემწეს სახელი ოსია (ბერძ.- Wshe;ებრ.- Hoschea ნიშნავს. წიგნის მიხედვით, წინასწარმეტყველის მამას ბეერი ერქვა. ოსია ისრაელის სამეფოს მკვიდრია და ამავე სამეფოში წინასწარმეტყველებდა. წმ. ეფრემ ასურის ცნობით, იგი ქ. ბელმოთიდან ყოფილა (დასახელებული ქალაქი ისაქარის შტოს ეკუთვნოდა)

ოსიას წიგნზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მან საკუთარი მოღვაწეობა იერობოამ II-ის მეფობისას დაიწყო (იერობოამ II ისრაელში მეფობდა 835-794წწ.) და მომდევნო პერიოდით გაგრძელდა.

ისრაელისთვის სწორედ იერობოამის შემდგომი დრო გამოდგა უმძიმესი, რადგან თუ ხსენებული მეფის მოღვაწეობისას ჩრდილოეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია, მისი გარდაცვალებისთანავე უდიდესი შიდაარეულობა დაიწყო და წინასწარმეტყველს ამ ურთულეს ეპოქაში მოუწია მოღვაწაება (იერობოამ II-ის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე ზაქარია გამეფდა, რომელიც 6 თვის თავზე სალუმის მიერ  იქნა მოკლული; ეს უკანასკვნელი ერთ თვეში მორიგ აჯანყებას შეეწირა. ტახტის ახალი მემკვიდრის შვილს – ფაკეას მცირე დროის შემდეგ სამეფო უფლებები ჩამოართვეს. მისი მონაცვლეც ტრაგიკულ აღსასრულს იზიარებს… ისრაელში სამეფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდების მიზნით სისხლისმღვრელი დაპირისპირებები თვით ამ სამეფოს გაუქმებამდე არ შემწყდარა).

თავი 1

მხ.1.  ‘უფლის სიტყვა, რომელიც იყო ოსიას მიმართ, ბეერის ძისა, იუდას მეფეების – ყუზიას, იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს და ისრაელის მეფის იერობოამ იოაშის ძის დროს”. წარმოდგენილ მუხლში ნახსენები იუდეის ოთხი მეფის წილ ისრაელის ერთი მეფე, იერობოამი II, სახელდება. საქმე ისაა, რომ იერობოამი ისრაელის სამეფოს მმართველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დღეგრძელი მეფეა (მან 41 წელი იმეფა).

მხ.2-3. ‘როცა იწყო უფალმა ქადაგება ოსიას პირით, უთხრა ოსიას: წადი, მოიყვანე გარყვნილი ქალი და გააჩინე გარყვნილების შვილები, რადგან გაირყვნა ქვეყანა და განუდგა უფალს წავიდა და მოიყვანა გომერი, დიბლაიმის ასული…”  ეკლესიის მამათა განმარტებით, აქ ოსია იუდეველთა ძვ. აღთქმის ღმერთს განასახიერებს, ხოლო გომერი – ზოგადად ისრაელის სამეფოს, გარყვნილების შვილები კი წინასწარმეტყველის თანამედროვე თანამემამულეები არიან.

ოსიას მიერ გარყვნილი ქალის ცოლად მოყვანა ეკლესიის მამათა მიერ არაერთგვაროვნად აღიქმება; ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველმა მოძღვრების გადმოსაცემად ალეგორიას მიმართა და აქ წარმოდგენილი უწყება რეალურ მოვლენებს არ ემყარება; სხვანი თვლიან, რომ ოსია ნამდვილად დაქორწინდა გომერზე. მათი თქმით, გომერი წინასწარმეტყველზე დაქორწინებისას ამგვარი ბრალდების ქვეშ არ იყო მოქცეული და ოსიას პირველივე მუხლებში გადმოცემული უარყოფითი შეფასება სინამდვილეში მოგვიანებით განვითარებული მოვლენების შედეგია, რაც წინასწარმეტყველმა წინსწრებით გააცხადა.

მხ. 3-4. ‘დაორსულდა ქალი და უშვა ვაჟი. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად იზრეელი, რადგან, ცოტაც და, უნდა მოვკითხო იზრეელის სისხლი იეჰუს სახლს და გავაუქმო ისრაელის მეფობა”.

ოსიამ პირველ შვილს სახელად იზრეელი დაარქვა. რა ვიცით ამ სახელის შესახებ? იზრეელი გარკვეული დროის მანძილზე ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო, რომელშიც თავის დროზე აქაბმა საკუთარი სამეფო სასახლე განათავსა.

იზრეელის სისხლის იეჰუს სახლისგან მოკითხვის მნიშვნელობის გასაცნობიერებლად მეფეთა წიგნებში დაცული ისტორია უნდა გავიხსენოთ. ელია წინასწარმეტყველის თანამედროვე ისრაელის მეფის აქაბის შვილი – იორამი იეჰუს მიერ იქნა მოკლული (იეჰუ იორამის ერთ-ერთი მხედართმთავარი იყო); ასევე მან ერთ დღეში ამოწყვიტა აქაბის მთელი ოჯახი (ცოლი იზებელი და აქაბის დანარჩენი 70 შვილი); მათთან ერთად ამ მოვლენას ისრაელის კერპთაყვანისმცემელი დიდებულები და ქურუმებიც ემსხვერპლნენ. მთელი ეს ქმედება საღვთო განგებულებით კერპთა აღმოფხვრისკენ იყო მიმართული და იეჰუმ, როგორც მეფეთა წიგნები გვამცნობენ, ამგვარი მოშურნეობის გამო მიიღო საღვთო უწყება, რომლის მიხედვითაც მისი შვილები ოთხი მოდგმის მანძილზე იმეფებდნენ ისრაელში. თუმცა იეჰუც არ აღმოჩნდა გამეფების შემდეგ მოწოდების სიმაღლეზე. მან ისრაელის წინარე მეფეების საქმიანობა განაგრძო და ოქროს ხბოებს სცემდა თაყვანს. ოსია სწორედ ამის შესახებ წინასწარმეტყველებს. იზრეელის სისხლში იგულისხმება აქაბის სახლობის დაღვრილი სისხლი: მიუხედავად იმისა, რომ იეჰუმ უკეთური სამეფო ოჯახის სისხლი დაღვარა, იგივე გზით განაგრძო სვლა და სწორედ ამის გამო მოეთხოვება პასაუხი (უნდა მოვკითხო იზრეელის სისხლი იეჰუს სახლს).

მხ.6. ‘კვლავ დაორსულდა ქალი და შვა ასული. უთხრა უფალმა: დაარქვი სახელად ლორუხამა (არშესაწყალისი), რადგან აღარ შევიწყალებ ისრაელას სახლს და არასოდეს შევუნდობ”. ოსიას მეორე შვილი, ასული, შეეძინა, რომელსაც ლორუხამი დაარქვა (ლორუხამი – არაშესაწყალისი). თუ აქამდე იზრეელის სახელით განცხადდა, რომ იეჰუსგან მოიკითხებოდა დაღვრილი სისხლი, ლორუხამის სახელით უფალი უფრო მკაცრ განაჩენს გამოთქვამს: ‘აღარ შევიწყალებ ისრაელის სახლს და არასოდეს შევუნდობ”. ოსიას მეორე შვილის სახელი სრაელის სამეფოს შეუწყალებლობაზე მიუთითებს.

მხ.7. ‘იუდას სახლს კი შევიწყალებ და ვიხსნი უფლის, მათი ღმერთის ხელით; არც მშვილდით, არც მახვილით, არც ბრძოლით, არც მხედრებით არ ვიხსნი მათ”. ოსია ამ მუხლში იუწყება იმის შესახებ, რომ ისრაელის სამეფოს დაცემის მუხედავად იუდეა განაგრძობს არსებობას.

მხ.9. ‘ისევ დაორსულდა და შვა ვაჟი. თქვა უფალმა: დაარქვი სახელად ლოყამი (არა ჩემი ერი). რადგან აღარ ხართ ჩემი ერი და მეც აღარ ვიქნები თქვენი”.

ოსიას მესამე შვილი შეეძინება და სახელად ლოყამს დაარქმევს. (ლოყამი – არა ჩემი ერი; Oუჯ-ლაო>ვ-მოუ). უფალი მესამე შვილის სახელით კიდევ ერთხელ აუწყებს იუდეველთ საკუთარ დამოკიდებულებას მათდამი. მათი შეხედულება ღვთისრჩეულობასთან დაკავშირებით მკაცრი მხილებებით უნდა აღმოფხვრილიყო.

თავი 2

მხ.1. ‘ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო”. ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი… მსგავსი გამოთქმები ბიბლიაში არა ერთგზის გვხვდება და ახალი აღთქმის ეკლესიის შვილების  სიმრავლის მომასწავებელიაა.

მხ.2. ‘შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე”.

როგორც მოსეს დროს ეგვიპტეში მცხოვრები გათითოკაცებული იუდეველები სწორედ ერთი ადამიანის – მოსეს მიერ ეგვიპტეში ჩატანილი ღვთაებრივი მოწოდების სურვილმა გააერთიანა (რაც მონობიდან თავის დახსნას და აღთქმული ქვეყნის პყრობას გულისხმობდა), ასევე ახალი, სულიერი ისრაელი და იუდა განკაცებული ძე ღმერთის მიერ ბოძებულ მოძღვრებას მიიღებეს და მათ შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშლება.

მხ.4-15. მეოთხე მუხლიდან წინასწარმეტყველი ერის მხილებაზე გადადის. ‘უჩივლით დედათქვენს უჩივლით, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი”.

წინასწარმეტყველი მოძღვრების გადმოსაცემად ცოლ-ქმრობის მაგალითს იშველიებს, რითიც უთითებს, თუ როგორი სიახლოვე უნდა ჰქონდეს ადამიანს უზენაესთან. ოსია შემდგომ მუხლებშიც აგრძელებს ამგვარ მსჯელობას; ისრაელის სამეოფოს მკვიდრთ ადარებს ქალს, რომელმაც ქმარი მიატოვა და უცხო მამაკაცს აედევნა.

თავი 3

მხ.1. ‘კვლავ მითხრა უფალმა: წადი, შეიყვარე ქმრის საყვარელი ცოლი, მაგრამ მემრუშე; როგორც უფალს უყვარს ისრაელიანები, ისინი კი უცხო ღმერთებისკენ იყურებიან და ყურძნის კვერები უყვართ”.

განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხსენებულ დედაკაცში ოსიას მეორე ცოლი მოიაზრება, რომელიც მან გომერის გარდაცვალების შემდეგ შეირთო. სხვანი ფიქრობენ, რომ ‘ქმრის საყვარელ ცოლში” სწორედ გომერი იგულისხმება და ოსია პირველ თავში გადმოცემულ მოვლენას კვლავ იმეორებს და განსხვავებული სახით წარმოგვიდგენს. ამ ვერსიის გასამყარებლად ხსენებული განმმარტებლები შემდეგ არგუმეტს იშველიებენ: მათი თქმით, უფალი ოსიას არ დაავალებდა სხვისი საყვარელი ცოლის შერთვას, ვინაიდან ოჯახური ერთობისა და სიწმინდის მაკურთხეველი ღმერთი ამ კურთხევათა საპირისპირო ქმედებისკენ არ შეიძლება ადამიანს აღძრავდეს.

მესამე თავი საკმაოდ მცირე ზომისაა, იგი 5 მუხლისგან შედგება.

თავი 4

მე-4 თავიდან ოსია იწყებს ისრაელის სამუფოს მოსახლეობის მხილებას უსამართლობათა და გარყვნილებათა გამო, რომლებსაც ეს უკანასკნელნი არაფრით ერიდებოდნენ.

ამ თავში წინასწარმეტყველი თანატომელთ ბრლდებას უყენებს მათ მიერ აღსრულებული წარმართული მასახურებების გამო. ოსია რიტუალური ქმედების რამდენიმე სახეობას ჩამოთვლის: ‘ჩემი ერი ხეზე მკითხაობს და მისი ტოტი უცხდებს მას… განუდგნენ თავიანთ ღმერთს. მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი” (ოსია; 4.12-13). ‘ხეზე მკითხაობაში” იგულისხმებიან თერაფიმები, ხისაგან გამოკვეთილი ადამიანის გამოსახულების მქონე ქანდაკებები. ზაქარია წინასწარმეტყველთან თერაფიმები მოლაპარაკე არსებებად არიან წარმოჩენილი. საქმე ისაა, რომ ხსენებულ თერაფიმებს თავიანთი მსახური ქურუმები ჰყავდათ; როდესაც ადამიანი ქანდაკთან მომავლის გარკვევის მიზნით მიდიოდა, ‘შუამავლის” ფუნქციას ქურუმი კისრულობდა. სწორედ მისი მეშვეობით ხდებოდა თერაფიმისადმი რაიმე კონკრეტული შეკითხვით მიმართვა და ამავე დროს  ‘პასუხიც” იგივი ქურუმის მიერ მიეწოდებოდა დაინტერესებულ პირს. აქვეა ნახსენები ‘მთათა მწვერვალები”, ‘გორაკები”. შემაღლებული ადგილები ქანაანში მცხოვრები წარმართი ტომების კერპმსახურებისთვის განკუთვნილ ადგილებს წარმოადგენდა. როგორც ჩანს, იუდეველებმაც ადგილობრივი მოსახლეობისგან გადმოიღეს ხსენებული წარმართული მსახურების ფორმები და სწორედ ამაზე ამახვილებს წინასწარმეტყველი ყურადღებას.

ოსია ხშირად ახსენებს ეფრემს და სწორედ მისკენ მიმართავს მამხილებელ სიტყვებს. ეფრემში მთელი ისრაელის სამეფო (ჩრდილოეთის სამეფო) მოიაზრება, ვინაიდან ათი ტომის გამაერთინებელ სახელმწიფოში ყველაზე მძლავრი და მრავალრიცხოვანი ეფრემის ტომი იყო.

თავი 5

მე-5 თავში წინასწარმეტყველი მეფისა და მღვდლების მხილებაზე გადადის. მღვდლებში წარმართული კერპების მსახური ქურუმები მოიაზრებიან. ისრაელზე საუბრისას წინასწარმეტყველი იქ მოღვაწე მღვდლებს მოიხსენიებს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სინამდვილეში ტერმინ ‘მღვდელში” ოსია კერპმსახურ ქურუმებს მოიაზრებს. მათი ასპარეზზე გამოჩენა იერობოამ II-ის მიერ გატარებულ რეფორმას უკავშირდება, ხსენებულმა მეფემ მუისურვა, რომ მისი სამეფოს მკვიდრებს იუდასთან ყოველგვარი კავშირი შეეწყვიტათ (იერობოამმა ყველაზე დიდ საფრთხედ იერუსალიმის ტაძარი მიიჩნია, რადგან თუ ჩრდილოეთ პალესტინის მკვიდრნი ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღების მიზნით იუდეის დედაქალაქში ივლიდნენ, შესაძლოა, გაყოფილი სამეფოების გაერთიანების სურვილი გასჩენოდად). სწორედ ამ მიზნით მეფემ დანსა და ბეთილში ორი ოქროს ხბოს კერპი განათავსა, რითიც პოლიტიკურ საზღვრებთან ერთად რელიგიური ზღუდე შემოავლო საკუთარ სახელმწიფოს.

ოსია ზემოთნახსენებ იერარქებთან ერთად ყველა ფენის წარმომადგენლებს მიმართავს. სწორედ ესაა წინასწარმეტყველის საღვთო მოწოდების ჭეშმარიტების მადასტურებელი ერთერთი ნიშანი: ის ყოველგვარი შიშისა და დაბრკოლების გარეშე ერთნაირად ამხელს როგორც რიგით, უბრალო მოქალაქეს, ასევე ამაქვეყნის ძლიერთ და ამას გარეშე თვალისთვის გასაოცარი მოშურნეობით აკეთებს, რადგან ამგვარი ქმედების საჭიროება ღვთისგან აქვს ნაუწყები (გავიხსენოთ თუნდაც იოანე ნათლისმცემელი და მისი დამოკიდებულება მეფე ჰეროდესადმი).

თავი 6

მხ.1-2. ‘წავიდეთ და მივიქცეთ უფლისკენ, რადგან მან დაგვგლიჯა და თავადვე განგვკურნავს; მან დაგვჭრა და თავადვე შეგვიხვევს ჭრილობას ის გაგვაცოცხლებს ორი დღის შემდეგ, მესამე დღეს აღგვადგენს და ვიცოცხლებთ მის წინაშე”.

ხაზგასმული წინადადება ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება. ნაწილი ორი დღის სიკვდილსა და მესამე დღეს აღდგომაში მოიაზრებს უწყებას იმის შესახებ, რომ ღმერთს ძალუძს დატყვევებული და სულიერად გარდაცვლილი იუდეველი ერის აღდგენა. ამავე დროს ოსია მიუთითებს ტყვეობის ვადის სიმცირეზეც (შესაძლოა, 70 წელი ერთი შეხედვით არცთუ მცირედ ჩანდეს, მაგრამ თუ პარალელს გავავლებთ ტიტესა და ადრიანე იმპერატორის დროს იუდეველების თავს დატეხილ უბედურებასთან, ნათელია, რომ ხსენებული პერიოდი მართლც ხანმოკლე გამოდგა).

ამ ადგილის მეორენაირი განმარტება წმ. პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მიწერილი ეპისტოლედან მომდინარეობს (რაც პირველთან შედარებით მეტად საყურადღებოა). მოციქული ერთგან შენიშნავს: ‘რამეთუ ქრისტე მოკუდა ცოდვათა ჩუენთათჳს, ვითარცა წერილ არს, და რამეთუ დაეფლა და რამეთუ აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს” (1კორ.15. 3-4). ვინაიდან ძველი აღთქმის წიგნთა შორის იესო ქრისტეს მესამე დღეს აღდგომის შესახებ ამაზე უფრო ნათელი უწყება არსადაა წარმოდგენილი, მიიჩნევა, რომ წმ. პავლე მოციქული ნახსენებ ‘წერილში” (აღსდგა მესამე დღეს ვითარცა წერილ-არს) სწორედ ოსიას წინასწარმეტყველიბის მითითებულ ადგილს გულისხმობდა.

შესაძლოა, ვინმემ თქვას რომ ძვ. აღთქმაში მაცხოვრის სამდღიანი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ მრავალი სხვა ცნობაცაა (მაგ.: იონას სამდღიანი მყოფობა თევზის მუცელში); მაგრამ პირდაპირი უწყება უშუალოდ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ მხოლოდ წინასწარმეტყველ ოსიასთანაა წარმოდგენილი.

წინასწარმეტყველი მართალია, ისრაელის აღდგომაზე საუბრობს მაგრამ თავად ამ ტერმინის (ისრაელი) გაგება არაერთგვაროვანია. წმინდა წერილი ხსენებულ ტერმინს რიგ შემთხვევაში იაკობ მამამთავრის გენეტიკურ მემკვიდრეებს განუკუთვნებს, ხოლო სხვაგან ამავე სახელში ქრისტეს ეკლესიის წევრები მოიაზრებიან. აქვე შევნიშნავთ, რომ ებრაელი ერის, ისრაელის, ცხოვრებაში მომხდარი ესა თუ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრებისას მომხდარი მოვლენების წინასახე იყო; ამიტომაც ოსიას მიერ ისრაელის მისამართით ნათქვამი სიტყვები, ეკლესიის მამათა განმარტებით, მაცხოვარს უკავშირდება.

თავი 7

წინასწარმეტყველი კვლავ აგრძელებს ისრაელის მხილებას. ოსია ეფრემს ბრიყვსა და უგუნურ ფრინველს ადარებს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად ხაფანგში ებმება. მთელი ძალისხმევა ისრაელმა ეგვიპტისა და ასურეთისკენ მიმართა. მათგან დახმარების მოლოდინი კი მალე ისრაელისთვის უდიდეს განსაცდელად იქცევა.

თავი 8.

ოსია მერვე თავში  ყურადღებას წარმართული მსახურებების უკეთურებაზე ამახვილებს. წინასწარმეტყველი სამარიის ხბოს ახსენებს, რომელსაც დანაკუწებას ჰპირდება, როგორც ოდესღაც მოსემ მოიმოქმედა ეს სინას მთასთან.

თავი 9; 10.

წინასწარმეტყველი კვლავ განაგრძობს ისრაელის მხილებას. ამ ორი თავის მოკლე შინაარსი შემდეგნაერად შეიძლება გადმოიცეს: რაც უფრო დიდი წყალობა მიიღო ღვთის რჩეიულმა ერმა უზენაესისგან, მით უფრო განუდგა იგი შედოქმედს.

თავი 11.

მხ.1. ‘როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე”. ოსია წინასწარმეტყველის ხაზგასმული ნაწილი ახალ აღთქმაში ციტირებულია მათე მახარებლის მიერ (‘და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს”. მთ.; 2.15). მახარებელმა ოსიას ეს წინასწარმეტყველება ქრისტეს ეგვიპტიდან დაბრუნების მაუწყებლად წარმოგვიდგინა. წინასწარმეტყველი, მართალია, ისრაელზე საუბრობს მაგრამ, როგორც ადრეც შევნიშნავდით, ისრაელი რიგ შემთხვევაში ქრისტეს წინასახეს წარმოადგენს: მამამთავარი იაკობი ჩადის ეგვიპტეში და მისგან წარმოიქმნება იუდეველი ერი. მათი საცხოვრისის შეცვლა იმით იყო განპირობებული, რომ ერად ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ხალხი ქანანიის დამღუპველი სულიერი გავლენით არ ყოფილიყო მოწყლული; ასევე ქრისტეს ყრმობის ასაკში მოუწია ეგვიპტეში განლტოლვა, რათა ჰეროდეს საშინელი რისხვისათვის თავი დაეღწია და საღვთო განგებულება აღესრულებინა; იუდეველები მანამ იმყოფებოდნენ ეგვიპტეში, სანამ აღთქმულ მიწაზე მცხოვრები, მათთვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი ამორეველები არ აღმოფხვრა უფალმა ქანაანიდან. სწორედ ამის მერე ჩადიან ისინი აღთქმულ მიწაზე; ასევე უფალი იესო ქრისტე ეგვიპტეში იმ ჟამამდე იმყოფებოდა, ვიდრე ჰეროდე დიდი არ გარდაიცვალა…

თავი 12.

ოსია ამ თავში იხსენებს, თუ როგორ მოიპოვა თავის დროზე პირმშოობის ღვთაებრივი კურთხევა მამამთავარმა იაკობმა; როგორ შეერკინა იგი ღამით უფლის ანგელოზს.  სწორედ ამგვარი შეუპოვრობის გამო განიკუთვნა მან საღვთო კურთხევა. ოსია ყოველივე ამას იმიტომ იგონებს, რომ მამამთავრის მიერ ესოდენ დიდი შრომის შედეგად მოპოვებული მადლი, რომელიც მთელი ერის კუთვნილებას წარმოადგენს (ნახსენები კურთხევები არა მარტი იაკობს, არამედ მის მოდგმას უკავშირდებოდა და მასზეც განივრცებოდა), შესაძლოა, უგულისყურობით მათთვის სრულიად უცხო აღმოჩენილიყო.  უფლის კურთხევა მარადიულია, ვისაც ის აკურთხებს, კურთხეული იქნება უკუნისამდე, რადგან ღმერთში არ არსებობს ცვალებადობა. მაგრამ შესაძლოა, თავად კურთხევის მიმღებმა, საკუთარი თავი ამ კურთხევის მიღმა დააყენოს; ხოლო უფლის მადლი, რომელიც მარადიულია, სხვაზე დაივანებს, იმაზე, ვინც მიმღები იქნება საღვთო კურთხევისა.

ოსია ყურადღებას ამახვილებს იაკობის ბრძოლისუნარიანობაზე, შეუპოვრობაზე. ძალიან საინტერესოა ხსენებული მამათმთავარი ამ კუთხითაც.  იაკობი საკუთარი ძმისაგან (ესავისაგან) სიმშვიდით, მყუდროებით გამოირჩეოდა. ერთი შეხედვით, მებრძოლი და შეუპოვარი ესავია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მხარეა. ჭეშმარიტად სულიერ ბრძოლისუნარიანობას, რაც ღვთისკენ სწრაფვაში გამოიხატება და რაც მხოლოდ ცოდვასთან დაპირისპირებაში მდგომარეობს, სწორედ რომ მამამთავარი იაკობი ფლობს.

თავი 13.

მხ.14. ‘ჴელისაგან ჯოჯოხეთისა ვიჴსნნე იგინი და სიკუდილისაგან ვიჴსნნე იგინი. სადა არს ძლევაჲ შენი, სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? ნუგეშინის-ცემაჲ დაფარულ არს თვალთაგან ჩემთა”.

მე-13 თავში გადმოცემულია ოსიას მიერ წინასწარმეტყველება სიკვდილის დათრგუნვის შესახებ. მითითებული წინადადება პავლე მოციქულმა გაიმეორა კორინთელთა მიმართ მიწერილი I ეპისტოლის მე-15 თავში (მხ.55.).

თავი 14.

წინასწარმეტყველის უკანასკვნელი შეგონება ისრაელს იმის თაობაზე, რომ თუ ისინი არ მოიქცევიან ღმერთისკენ, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ დაეხმარება მათ რადგან უზენაესია ყოვლის მეუფე.

‘ვინც ბრძენია, შეიგნოს ეს; ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი ადგანან მას, განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე”. ამ სიტყვებით ასრულებს წინასწარმეტყველი ოსია კაცობრიობის დამოძღვრას.

რუსულიდან თარგმნა ირაკლი ორჟონიამ

ნახვა: 725

ტეგები: Hosea, Qwelly, Qwellyland

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

აქტიური თავმჯდომარე, პირომანი მოზარდის საქმე და სხვ.

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 11:35pm 0 კომენტარი

ევროპულ მუნდიალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საგზურის მიღების შემდეგ, ქვეყანა ნელ-ნელა გამოერკვია სიხარულის ემოციიდან და როგორც იქნა ცხოვრება ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ჯერ კიდევ პენალტების, გოლების, ემოციების, ჟივილ-ხივლის პერიოდია, მაგრამ დღის ამბები, ასე თუ ისე მოგროვდა ნიუს-მწერლებში. აქტიური იყო შალვა პაპუაშვილის მრავალმხრივი კომენტარები და ინტერვიუები, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და სასამართლო…

გაგრძელება

Dive In to the Beat: An Introduction to Hearing Rap Audio

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 28, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი







Rap tunes, with its infectious beats, poetic lyrics, and charming storytelling, happens to be a dominant pressure within the audio business and a cultural phenomenon throughout the world. From its humble beginnings from the streets of New York City to its latest standing as a worldwide genre influencing vogue, language, and social actions, rap has progressed into a diverse and dynamic art type embraced by hundreds of thousands. For anyone who is new to rap or seeking to…

გაგრძელება

Study Recombinant Protein Creation

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 27, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







Proteins tend to be the workhorse molecules that generate nearly each Organic program. Using the escalating recognition of the purpose of proteins in numerous investigate and production things to do, basically isolating them from their natural host cells are unable to meet the escalating need of the market. Chemical synthesis can be not a practical option for this endeavor a result of the size and complexity of proteins. As a substitute, the developments manufactured…

გაგრძელება

Gradient Media in Biomedical Investigate

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 26, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი







In the realm of biomedical study, the quest for precise separation and isolation methods has led scientists to explore revolutionary solutions. Among these, Axis-Protect Density Gradient Media stands out to be a formidable Device, revolutionizing the best way we isolate cells, organelles, and particles in various applications starting from medical diagnostics to standard analysis.



Density gradient centrifugation has extended been a cornerstone system in Organic…

გაგრძელება

Qwelly World

free counters