ბოლო ხანებში ცხოვრება იმდენად დაემსგავსა არაადეკვატურ სიზმარს, რომ ერთხელაც, სავარძელში მოკალათებულს ღრმა ძილმა ისე მომპარა გონება, ვერც კი მივხვდი სიზმარში ვიყავი თუ ცხადში.
კომპიუტერთან ვიჯექი და გაკვირვებას ვერ ვმალავდი ქველზე გაცნობილები, დაახლოებულ-დამეგობრებულები ფეისბუკზე იმეგობრებდნენ ერთმანეთს, იქ მოიკითხავდნენ ურთიერთს, ეკონტაქტებოდნენ და აქეთ გამოხედვაც არ უნდოდათ.
მერე, სხვა გვერდებზეც თვალი მოვკარი - საკუთარ გვერდზე ქალმა დალილავებული საკუთარი თვლების ფოტო დადო, (ეტყობა ქმარმა დაამშვენა) - მეგობრები კი უკომენტარებდნენ - რა ლამაზი ხარო (ალბათ თვალის საცხი ეგონათ).
უცბად ახალი კადრი გაჩნდა ჩემს წინაშე - მურმან ჯინორია გარდაიცვალა, მეორეც იქვე "სოფო ნიჟარაძე გარცავლილი იპოვეს" - თურმე საიტის პიარისთვის მოგონილი ტყუილებია და როდესაც საკმარისი რაოდენობის მომხმარებელი შევა მათ საიტზე (top.ge-ს რეიტინგზე ჩამოკიდებულ ინტერნეტში ასე ხდება აზროვნება), მერე დაწერენ ეს "news" გვერდები, რომ მცდარი ინფორმაცია იყო და ბოდიშს ვიხდითო - ესეც საიტის დამატებით შემომსვლელს ნიშნავს.
ვნახე დაბლოკილი, გატეხილი, პორნოების გამავრცელები გვერდები, მაგრამ მაინც ჯიუტად იმავე სივრცეში ჩაკვეტებული ადამიანები.
მერე დავინახე როგორ ლანძღავდა ვიღაც ჩოხიანი კაცი ამერიკას და გეებს უწოდებდა ყველას, ქვემოთ კი მიწერილი ჰქონდა - მოიწონეთ ჩემი ფეისბუკ გვერდიო.
ამ დროს რა თქმა უნდა ღმერთი გაახსენდება ადამიანს და თურმე ისიც აქ ყოფილა - ვირტუალურ სამყაროში, რადგან რაც აქ დალოცვები და "დიდება უფალს", "ღმერთს დიდება", "უფალო შეგვიწყალენ" წერია, მაგდენი სვეტიცხოველში არ ისმის.
სწორედ ამაზე ფიქრით ვიტანჯავდი გონებას, რომ უცბად ფოტოების ციკლი გამოჩნდა, არ მახსოვს ზუსტად რამდენი ათეული ფოტო იყო, მაგრამ დაუმუშავებელი და ერთიანად გადაღებულს რომ ნაგავივით სადღაც მიყრი, აი ისეთი.
იმავე სიზმარში გავიგე, რომ შესაძლებელია კომპიტერიდან წაშალო ფოტოები, რადგან ისინი უკვე ფეისბუკზე გაქვს ატვირთული, მერე რა რომ ფეისბუკი 5000 კილობაიტიან ფოტოს 200 კილობაიტზე ჩამოიყვანს და ხარისხს გააუფუჭებს, მთავარია არ ჩამორჩე ტენედნციას და იქ გქონდეს. იქვე ვნახე, რომ თურმე არც ელ ფოსტის ცოდნაა საჭირო და არც სხვა საშუალებების, გადაუგზავნე ფოტო ფეისბუკით და სამუდამოდ დაადე მას ფეისბუკის კოდი, გაუფუჭე ხარისხი და იყავი ბედნიერი - შენ ეს მარტივად შეძელი.
თვალი მოვკარი კამათს - სხვისი გადაღებული ფოტოს აღება მოპარვა არ არის, ყველა ასე იქცევაო.
კიდევ ბევრი კადრი ვნახე იმ სიზმარში შემზარავი - კონდიტრები ქვეყნის ბედზე დარდობდნენ, ფეხბურთელები მინისტრებად გვევლინებოდნენ, მღვდლები PR კამპანიებს აწარმოებდნენ, პოეტები წირვას ატარებდნენ, კაზინოებს უკვირდათ - რა დანაშაული მიგვიძღვის ქვეყნის და ერის წინაშეო, ქართულ ანბანს ლათინური დამწერლობით ანაცვლებდნენ და თან I'm Patriot ეწერა ყველას გულზე. ამ ყველაფერმა წამის მეასედში ჩაიარა.
გამეღვიძა, კვლავ კომპიუტერთან ვიჯექი, დავატრიალე მაუსის გორგოლაჭი და გავიფიქრე - ისევ მძინავს?
მსგავსი პოსტები:
ვფიქრობდი აღარ უნდა ჩავრეულიყავი, მაგრამ ბოლო კომენტარი ალბათ მე შემეხო, რადგან არ მგონია სხვას "დაეძალებინოს" რამე.
მოდი მაშ ასე გეტყვი, რადგან ფიქრობ რომ ან შენ ან სხვას რამე დავაძალე და ამას დაძალებას ეძახი, როცა წმინდათა ცხოვრების კითხვა-მოწონებას ვთხოვ ადამიანებს :)
1. ზემოთ უკვე ვახსენე რომ სოციალურ ქსელში ვართ უკვე, ანუ უკვე ვირტუალურ გარემოში ვართ.
2. სადმე ნახე ვინმე, ვინც სვეტიცხოვლიდან გამოვიყვანე, მოვიყვანე ქველზე და დავაძალე რაიმეს კეთება? ან ბერი იყო და კაბა გავხადე და აქ პოსტვა ვაიძულე? ან ლოცვას მოვწყვიტე? ან, ქუჩაში იდგა, თავისთვის თამაშობდა, აბირჟავებდა და დავაძალე აქ ყოფნა? ან ლოცვაზე უნდოდა წასვლა და მე ხელი შევუშალე?
3. კვლავ - უკვე დავწერე ალტერნატიული გარემო - ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ხარ, ინტერნეტში ხარ, ვირტუალურ გარემოში ხარ და აირჩიე უმჯობესი. კი, ამას ნამდვილად "ვაძალებ" ხოლმე ადამიანებს და სამწუხაროდ სახვეწარი მაქვს, რომ იქ სადაც იდეა არის გაუკუღმართება, იმას შეეშვან და ამის ნაცვლად იდეა, სადაც არის უმჯობესის კეთება, იქ გადმოვიდნენ და მათ შორის წმინდათა ცხოვრების წერით დაკავდნენ. ამას დაეწუნება რამე?
ფოტო-ვიდეოს წაშლა/დასათაურებას ეს უკვე საიტის წესების საკითხია, ეს იდეისგან სრულიად შორს არის რაზეც აქამდე ვსაუბრობთი, მაგრამ თუ გაინტერესებს ამაზეც გეტყვი.
1. ფოტოები უნდა იყოს დასათაურებული რამდენიმე სიტყვით (რამდენიმე - მინიმუმ ორი), სათაურებში სმაილების გამოყენება არ შეიძლება.
2. ვინაიდან ქართული სოციალური ქსელია, სათაურები უნდა იყოს ქართულად. თუ ძალიან ჩამეძიები, აქვე გიპასუხებ - არის შემთხვევები, როდესაც ქართულში არ გვაქვს შესატყვისი სიტყვა, ამიტომ ინგლისური დასათაურებას ხორციელდება.
3. ვიდეოებს რაც შეეხება. ვიდეო მოძრავი კადრების ერთბლიობაა (ყველაზე მინიმალური განმარტებით) და არა მოძრავი ფოტოების :)) ასევე, კარგი იქნება თუ ვიდეს განთავსებამდე ადმინისტრაციასთან შეათანხმებ რადგან 1. შეიძლება უკვე დევს ის ვიდეო. 2. შესაძლოა copyright პრობლემას შეიცავდეს და ა.შ.
აი რატომაა მასე, უფალო ? კაცმა თქვა *ვოზდუხი* (გიმეორებ - არაა კაცის საქმე დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება), მაგრამ მაგალითს სთხოვენ - და უცბად ...უფალი გაახსენდა ? ათასობით დემაგოგს ვიცნობ, ვინც როცა სათქმელი გამოელევა *უფლის ზურგს უკან იმალება* იმის მაგივრად, რომ ქმნას (To do) სიკეთე - აღასრულოს უფლის ნება ??! გიყვარს მეგობარი, რომელიც ცდილობს არა *რაბინდრანატ ტაგორი* ფაცეზე აშეაროს, არამედ თავისი ხელით შექმნას რაღაც (ალბათ გსმენია, რომ ამაზე უფლის კურთხევა აქვს) - დაუდექი გვერდში ! თეორიული (ძაან რბილად ვწერ) სიყვარულის მაგივრად - გამოავლინე სიყვარულის პრაქთიკული მსახურება *ქმენ სიყვარული* ( make love) ! .. მერე კი ვნახოთ, რა დარჩება მოსაზრებისაგან : *ხალხნო, არაფერი არ აკეთოთ, გააუქმეთ ყველაფერი და მხოლოდ მე მისმინეთ... და ცოტა ფეისბუკიც იკითხეთ..* ((
რა გახდა ეს ფბ? რა გიგანტია ასეთი?)))
ქინქლაობას წამოვეგე, არადა თვითონ პოსტი ღირსია კომენტარის .. პოსტის ღირსიცაა, მაგრამ ალბათ ჩემი სიზმარი წინაა, ავტორის პათოსი კი მესმის, როგორც თანამედროვე ცხოვრებაში ცნებათა აღრევით უკმაყოფილება ! ფაცებუკის დომინირება ტანამედროვე ინტერნეტში კი უბრალოდ ამ აღრევის ერთ-ერთი გამოვლინებაა ! სიტუაცია კი ძია უილიამს 66 -სონეტში დიდი ხნის წინ აღცერილი აქვს :)
როჟაბუკზე ძებნა რომ არ დაიწყოთ, გთვაზობთ - http://www.qwelly.com/profiles/blogs/66
დიდი მადლობა ამ სონეტის გახსენებისთვის და პოსტის შეფასებისთვის. გულწრფელად გისურვებთ სასიამოვნო სიზმრებს და განსხვავებულს აქ მოთხრობილისგან. :))
მაღვალაკი სიზმრები)))
როცა სიზმარი, ცხადში აგიხდება - ასეთი სიმღერა იყო მგონი.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am
0 კომენტარი
0 მოწონება
MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material
With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.
Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…
გაგრძელება
გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.
Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია