activity, bloc, facebook, internet activity, matrix, networking, qwelly, qwellyblog, qwellypost, social activity, social network, გალობა, ინტერნეტ აქტივობა, ინტერნეტ სივრცე, კონკურსი, კულინარია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მატრიცა, მცხეთა, სოციალური აქტივობა, სოციალური ქსელები, ქველი, ქველიბლოგი, ქველინარია, ციფრული აქტივობა

სტილი არაორიგინალური, რადგან სხვისია.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ილიაუნი, მაგრამ როდესაც ილიაუნისთვის დაპოსტვას გთხოვთ, თქვენ გარბიხართ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ კულინარია, მაგრამ საკუთარ რეცეპტებს არასდროს უზიარებთ სხვას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა, მაგრამ თუ შანსი გექნებათ თბილისში იცხოვრებთ, იმუშავებთ, ბიზნესს დაიწყებთ და მხოლოდ მცხეთის ფოტოებს გააზიარებთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა და მცხეთელები, მაგრამ... უბრალოდ სამსახურში ასე ითხოვენ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ქალაქი, თქვენი კუთხე, მაგრამ არ უყვებით სხვებს მათ შესახებ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ტაძრის მრევლი, მაგრამ მათ ჩვენ არ ვიცნობთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ გალობა - მაგრამ საკუთარ გუნდზე არ წერთ რამდენიმე წინადადებას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ სოციოლოგია, მაგრამ სოციოლოგიისგან მხოლოდ გამორჩენას ელით.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მეცნიერება, მაგრამ არასოდეს უზიარებთ სხვას თქვენს სამეცნიერო ცოდნას / შრომას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ საქართველო, სამშობლო და ქართული სული, მაგრამ Facebook მაინც უკონკურენტოა.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ადამიანები, მაგრამ სამყარო "კონკურსია."

• თქვენ ამბობთ, რომ სასარგებლო რამე-რუმეების კითხვა გიყვართ, მაგრამ ახლა ჩემს ბლოგპოსტს კითხულობთ.

• და ბოლოს (თორემ სია იმაზე ვრცელია ვიდრე წარმოგიდგენიათ), მე მეშინია გკითხოთ:

გიყვარვართ?!

ნახვა: 832

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვირტუალი, ინტერნეტი, ქველი, ღირებულებები

ლაშა: აპრილი 17, 2015||11:54am

ბინარულია კახა, ბინარული. :D

ნათია რაზმაძე: აპრილი 17, 2015||8:16pm

ბოლო შეკითხვა რიტორიკულია თუ გულის სიღრმესი ელოდები პასუხს? ისე მაინც და მაინც არა მგონია ბევრი დაგეთანხმოს. დიდი გულისტკივილია ჩადებული

ლაშა: აპრილი 17, 2015||8:34pm

კახა ვითომ ორობითობა წყვეტს მოგვარების ამბებს? ღმერთმა გისმინოსთქო დავწერდი მაგრამ თავს შევიკავებ :D

ლაშა: აპრილი 17, 2015||8:35pm

რიტორიკულია, მაგრამ გულის სიღრმეში ველოდები პასუხს. რაზე არ უნდა დამეთანხმონ ნათია?

khatuna zitanishvili: აპრილი 17, 2015||10:04pm

უკაცრავად, სიყვარულთან და Qwelly-სთან რა შუაშია ე.წ. უკონკურენტო Facebook? 

ლაშა: აპრილი 17, 2015||10:09pm

khatuna, ცოოტა გამარკვიე კითხვაში თორემ ვერ მივხვდი. )))

ნათია რაზმაძე: აპრილი 18, 2015||2:57pm

უმოქმედობაზე.. და ბოლო კითხვის პასუხი მგონი მაგ კითხვის ზევით წერია

ლაშა: აპრილი 18, 2015||8:46pm

ანუ ჩემ ბლოგ პოსტს კითხულობენ ამიტომ და ეს მოწმობს სიყვარულზე? რა ცოტა ადამიანს ვყვარებივარ (((

უმოქმედობაზე არ ვიცი, რა გიპასუხო?! 

ნათია რაზმაძე: აპრილი 19, 2015||9:14am

უკმაყოფილო რომ ხარ ფაქტია, მაგრამ ამ უკმაყოფილების მიზეზი ცოტა ადამიანის სიყვარულია თუ ის რაც ზევით წერია? არა და ცდები, მგონი ყველას უყვარხარ

ლაშა: აპრილი 19, 2015||4:37pm

ალბათ უფრო ის რაც ზემოთ წერია, სიყვარულამდე :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters