2015, SABA, SABAaward, literary_award, literature, qwelly, აბო_იაშაღაშვილი, დაჯილდოება, დიოგენე, დოკუმენტური_პროზა, ესეისტიკა, თარგმანი, ლიტერატურული_დებიუტი, ლიტერატურული_კრიტიკა, ლიტერატურული_პრემია, ლიტერატურული_პრემია_საბა, პრემია, პრემია_საბა, პროზაული_კრებული, როიალ_მერი, საბა2015, საუკეთესო_თარგმანი, საუკეთესო_პიესა, საუკეთესო_რომანი

      2003 წლიდან ყოველწლიური ლიტერატურული პრემია "საბა" გადაეცემა ქართველ მწერლებს, პროზაიკოსებს, პოეტებს, დრამატურგებს და ა.შ.

      ლიტერატურული პრემიის მიზანს წარმოადგნეს გასული წლის საუკეთესო წიგნების და ავტორების გამოვლენა, ლიტერატურუ პროცესების შეფასება.

      2015 წლის დაჯილდოება შემოდგომის გარიჟრაჯზე - 7 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართა ივანე მუხრანბატონის ისტორიულ სასახლეში.

      როგორც წესი, "საბას" პრიზები გაიცემა 10 სხვადასხვა ნომინაციაში და მათ შორის მთავარი პრიზი გადაეცემა "წლის საუკეთესო რომანის" ავტორს. წლევანდელ დაჯილდოებაზე წარდგენილი ნამუშევრები მოიცავდა 8 ნომინაციას, აქედან ერთ-ერთ ნომინაციაში პრიზი არ გაიცა.

      2015 წელს, მთავარი ტიტულის - "წლის საუკეთესო რომანის" მფლობელი გახდა აბო იაშაღაშვილის წიგნი "როიალ მერი" (გამომცემლობა "დიოგონე").

საუკეთესო რომანის ნომინაციაშივე წარდგენილნი:

  • აკა მორჩილაძე, ქემერა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • გელა ჩქვანავა, მკვდარი ქვიშის უდაბნო (ინტელექტი)
  • ზურაბ ქარუმიძე, ჯაზის ყვავილობა (აზრი)
  • ლაშა თაბუკაშვილი, ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ! (ინტელექტი)
  • ლუკა ბაქანიძე, მესამე ნაპირი (პალიტრა L)
  • მიხეილ ანთაძე, სიცილია გვალვაში (ჩვენი მწერლობა)

საუკეთესო პროზაული კრებული

გამარჯვებული: გოგი ჩაგელიშვილი, მხატვარი (ინტელექტი)

  • გელა ჩქვანავა, ფეისბუქზე (ინტელექტი)
  • ინა არჩუაშვილი, მას ერქვა ვატანაბე (ინტელექტი)
  • ლადო კილასონია, ბრონქსური ისტორია ოქროსუბნურად (ინტელექტი)

საუკეთესო პოეტური კრებული

გამარჯვებული: პაატა შამუგია, შიზოგადოება (ინტელექტი)

  • გიორგი კეკელიძე, პოეზია 2008-2013 (სიესტა)
  • ლელა სამნიაშვილი, ლოცვა აბსტრაქციად (ინტელექტი)
  • ნიკა ჯორჯანელი, მექსიკური ჩიხი (საუნჯე)
  • სოსო მეშველიანი, მიჟლაჰარ (ინტელექტი)

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

გამარჯვებული: გიორგი წიკლაური, პიტერ აკროიდის "ლონდონი", თარგმანი (აზრი)

  • აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში (დიოგენე)
  • ბექა ადამაშვილი, ბესტსელერი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ივა ფეზუაშვილი, ვცადე (ინტელექტი)
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, კანფეტი (სიესტა)
  • ცოტნე ცხვედიანი, ქალაქი და წმინდანები (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

გამარჯვებული: ირაკლი მახარაძე, დიადი მუნჯი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

  • აკა მორჩილაძე, ჩრდილი გზაზე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • გივი ალხაზიშვილი, ორი სინამდვილის ზღვარზე (საუნჯე)
  • გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები (სიესტა)
  • თემურ გაბუნია, ჯერომ სელინჯერი - ნამდვილი ბრძოლა (24 საათი)
  • ლევან ბრეგაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, ვკითხულობთ კლასიკას (ინტელექტი)
  • ნაირა გელაშვილი, ლიტერატურული წერილები, ესეები (კავკასიური სახლი)
  • ნუგზარ მუზაშვილი, ანალოგიები (დიოგენე)

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

გამარჯვებული: მალხაზ ხარბედია, ტექსტი და სიმართლე (აზრი)

  • ივანე ამირხანაშვილი, დაკარგული ავტორის ძიებაში (ინტელექტი)
  • ლევან ბრეგაძე, თარგმანი და ორიგინალი (არტანუჯი)

საუკეთესო პიესა

გამარჯვებული: ამ ნომანაციაში წელს პრემია არ გაიცა!

  • ბასა ჯანიკაშვილი, გაბრაზებული ჩიტი (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
  • ზაზა აბზიანიძე, ამბავი დე ლა მელასი (ელექტრონული წიგნების სახლი "საბა")
  • დავით ალელიშვილი, კოზმასა და დამიანესთან ახლოს (არადანი)
  • ცოტნე ჩიქოვანი, აგიხსნით სიყვარულს (სიესტა)

საუკეთესო თარგმანი

გამარჯვებულები: ლელა დუმბაძე - ვირჯინია ვულფის "გზა შუქურისკენ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და ხათუნა ცხადაძე - უმბერტო ეკოს "პრაღის სასაფლაო" (დიოგენე)

  • ანდრო ბუაჩიძე - "დიდი თანავარსკვლავედი" (ინტელექტი)
  • დავით აკრიანი - მაიკლ კანინგემის "საათები" (პალიტრა L)
  • ზაზა ჭილაძე - ჯულიან ბარნსის "დასასრულის განცდა" (დიოგენე)
  • ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე - კურტ ვონეგუტის "სარწეველა ფისოსათვის" (დიოგენე)
  • თამარ ჯაფარიძე - მარგარეტ ეტვუდის "ბრმა მკვლელი" (დიოგენე)
  • ლანა კალანდია - გაბრიელ გარსია მარკესის "იცხოვრო, რომ მოჰყვე" (ინტელექტი)
  • ნიკა სამუშია - სტივენ კინგის "ბნელი კოშკი" (დიოგენე)
ლაშა: სექტემბერი 8, 2015||6:00pm

ხარანაული სხვაგვარად დაჯილდოვდა - ზოგადად, ქართულ მწერლობაში შეტანილი წვლილისთვის. :) ნაროზოულისა რა გითხრა, ალბათ არაფერი დაუწერია. 

ლაშა: სექტემბერი 8, 2015||9:37pm

კი, წერს ხოლმე, უბრალოდ ჟიურიმდე არ მიდის. ისე, რა მაგის პასუხია და ეს არის წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა ხო? :D

გუშინ დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე მორჩა დაჯილდოების ცერემონიალი, შემდეგ ვიდრე ამოვწერე გამარჯვებულები, დავარედაქტირე, ისტორია ვიპოვე საბას შესახებ, დაახლოებით 1 საათი მოვუნდი ამ ყველაფერს და გამოვაქვეყნე, ვიფიქრე ხალხს დააინტერესებს, შემდეგ ნაწარმოებებზე იმსჯელებენ, იკამათებენ და ა.შ.

მაგრამ ფაქტია მეოთხე კომენტარი იწერება და აქედან 2 ჩემია. :D 

ჰოდა, მერე ვიფიქრე ეტყობა უცხო რესურსია, დარეგისტრირება დაეზარათ და თავიანთი მოძალებული პოზიციებიც აღარ გამოხატესთო (აბა იმას ხომ არ ვიფიქრებდი, იმდენად არ აინტერესებდათ არც კი დაგუგლესთქო) და შესაბამისად, არ მოხდა კამათითქო, ამიტომ დავგუგლე - მარტო ხომ არ ვიქნები, ვისაც საბას შესახებ დაპოსტვა აზრად მოუვიდათქო (თავს ვინუგეშებდი), ბოლო-ბოლო ნიუს გვერდები ხომ არსებობს. მართლაც რამდენიმეს მოაგონდა რომ საბა წლის მთავარი ლიტერატურული პრემიაა და განათავსეს დაჯილდოების შედეგები მათაც. კომენტარებს გადავხედე - ყველაზე მეტი 2 კომენტარი, აქედან ერთი რომელიღაცა ფეისბუკ ლაიქ-გვერდის რეკლამა იყო. ასე რომ კიდევ კარგად ვართ. 

შეკითხვა შეკითხვად რჩება - წლის მთავარი ლიტერატურული პრემია არა? ცისფერი მთებისა არ იყოს, მგონი არც გამომცემლობა იწუხებს თავს, თავისივე გამოცემული ნაწარმოებების კითხვით. :D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters