წინათ, "ხალხი ბნელი რომ იყო", ასე მგონია მათი უმრავლესობა ამ სიბნელიდან სინათლისკენ გასასვლელს ეძებდა. ყოველშემთხვევაში ჩვენი ახლანდელი "განათებულობა" [ლ არ გამომრჩენია, განათებულობა უნდა იყოს] ამაზე მიუთითებს. მაგრამ როგორც ხშირად ხდება, ეს ძიება და შემდეგ ნაყოფი უკუღმართული გამოდგა. ახლა როცა ხალხი განათდა, ყველა ერთიანად სიბნელს ეტანება. არ მინდა დავწერო, მაგრამ თითები და გონება არ მემორჩილება და ეს ცხოვრებაც ისეთია, ან აქაური უნდა იყო და ამ მორევში იტრიალო, ან კიდევ განდეგილობას დაადგე და მამლის ყივილზე გაიღვიძო და მზის ჩასვლისას დაიძინო, ძროხა და ცხვარი მწყემსო და ბალახი და კენკრა ჭამო. რას სჯობს ასეთ ცხოვრებას, დიდი სიამოვნებით ავიკრავდი გუდა-ნაბადს და სადმე, წყლისა და ტყის სიახლოვეს დავიბანაკებდი, მაგრამ ერთი რომ ეგ აქაურებს არ უშველის და მეორე, ყველა რომ იქით გამოეხეკოს, იქაურობაც აირევა. ჰოდა ამიტომ, აქ ვარ, მორევში სატრიალოდ დარჩენილი და ხომ შეიძლება ეს მორევი ცოტა ფერადი მაინც იყოს, რა დაგვემართა თქვე კაი ხალხო. ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდისო - ეს ანდაზა რაზეა კარგად ვერ ვხვდები, მაგრამ ახლა მომაგონდა.

      პატიოსნად ვიყავი დაბლოკლი ამ ლურჯფონა-თეთრდამწერლობიან ლოგოიანი სამყაროდან, მაგრამ ბედისუკუღმართობით და ვალდებულებებით ისევ დავბრუნდი. ვიფიქრე, კარგი ახლა, რა მოხდა ასეთი, თავიანთ ფოტოებს დებენ და მათი ნახვა მოგიწევს, "ჩექინდებიან" და ამის ნახვაც მოგიწევს, ვირუსდებიან და ესეც აიტანე. თითქმის ერთი კვირა გავძელი. ძალიან მარაზმია მეგობრებო, განსაკუთრებით მონიშვნის (Check In) ფუნქცია, კარგით რა.

      აქვე ერთი დაკვირვებაც და ამ დაუსრულებელ სარკისმიტანას დღეს დავასრულებ. იცოდით რომ თქვენს, ანუ "მოჩათავეთა" ყოველდღიურობაში ყველაზე საშინელი შეკითხვაა "ახალი რა არის"? რა უნდა იყოს ახალი, როდესაც მე ვიცი სად ჭამეთ, სად დალიეთ, ვისთან ერთად იყავით, რას უყურეთ, რა გეცვათ, რამდენი გადაიხადეთ, რა ნაშრომზე მუშაობთ, როგორ არის თქვენი ოთახი მოწყობილი და ა.შ. ისეთი უინტერესონი ხდებით დღითიდღე, მეტი რომ არ შეიძლება. ამასთანავე ნუთუ ვერ ამჩნევთ სალაპარაკო რომ გელევათ და რა საყვარელი ხარ, ჩემი ლამაზი, ჩემი კუწმაწუნა, ჩემი ტრუნდუჩმუწუკუნები და რაღაც სისულელეებს რომ აკომენტარებთ? არა, ასე გაგრძელება არ შეიძლება. 

      უნდა დავასრულო თორემ, ვხვდები წყობილებიდან გამოვდივარ.

ნახვა: 385

ტეგები: Qwelly, ინტერნეტი, სელფომანია, სოც.ქსელი, ფეისბუკი

khatuna zitanishvili: დეკემბერი 31, 2015||12:27am

ეს მინდოდა ახლა ზუსტად))))

ლაშა: იანვარი 2, 2016||11:05pm

მშვიდი კი არა, სასოწარკვეთილია :D 

თამარი: იანვარი 9, 2016||3:42pm

"ტრუნდუჩმუწუკუნები" ამას წავიღებ გამომადგება :D :D :D

ლაშა: იანვარი 9, 2016||7:47pm

შორს არ წაიღო, უცხო ჰაერს ვერ იტანს :D 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Bloxbuyx-How to Get Secret Supreme Combo in Steal a Brainrot Halloween Update

გამოაქვეყნა Humboy_მ.
თარიღი: ოქტომბერი 26, 2026.
საათი: 11:19am 0 კომენტარი

Halloween 2026 is bringing exciting discoveries to Steal a Brainrot, and one of the most intriguing rumors involves a hidden Supreme Combo Brainrot. According to current leaks, players may need to collect four special puzzle pieces to unlock this…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters