რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

ნაწილი III

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      დაბოლოს, ვიდრე შევუდგებოდეთ იმ შენობის გადაკეთებას, რომელშიც ვცხოვრობთ, საკმარისი არ გახლავთ მისი დანგრევა, მასალის მომარაგება და მშენებელთა დაქირავება, არც ის კმარა, რომ თავად შევისწავლოთ მშენებლობა და ხუროთმოძღვრება, ვიქონიოთ საგულდაგულოდ შედგენილი გეგმა, მთავარია შევიგულოთ რაიმე სხვა შენობა, სადაც შეგვეძლება მოხერხებულად დაბინავება დანგრეული სახლის მშენებლობის დროს. მეც მსგავსად მოვიქეცი: იმისათვის, რომ გაუბედავად არ მემოქმედა _ თუმცა გონება მაიძულებდა გაუბედავი ვყოფილიყავი განსჯისას _ და ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ბედნიერად მეცხოვრა, წინასწარ შევიმუშავე ერთგვარი მორალი, რომელიც განისაზღვრებოდა სამი თუ ოთხი მაქსიმით. მათ სიამოვნებით გაგაცნობთ.

      პირველის თანახმად, დავმორჩილებოდი ჩემი ქვეყნის კანონებსა და ზნე-ჩვეულებებს, გამუდმებით დამეცვა ის სარწმუნოება, რომლითაც, ღვთის წყალობით, ბავშვობიდანვე აღვიზარდე. დანარჩენ შემთხვევაში მეხელმძღვანელა ყველაზე ზომიერი და უკიდურესობას ყველაზე მეტად მოკლებული აზრებით, რომლებიც, რეალურად, საყოველთაოდ აღიარებული გახლდათ ყველაზე ამაღლებული გონების ადამიანთაგან, რომლებთანაც მომიწევდა ურთიერთობა. აქედან მოყოლებული საკუთარ აზრებს აღარაფრად მივიჩნევდი, მსურდა ყველა მათგანი შემემოწმებინა, რადგან დარწმუნებული გახლდით შემდეგში: უმჯობესი იყო მივყოლოდი ყველაზე მაღალ გონიერთა აზრებს. მართალია, ასეთი მოაზროვნენი, შესაძლოა, სპარსელთა და ჩინელთა შორისაც ისევე ყოფილიყვნენ, როგორც ჩვენ შორის, მაინც უფრო სასარგებლოდ მიმაჩნდა მივყოლოდი იმ სწავლულთა შეხედულებებს, რომელთა შორისაც უნდა მეცხოვრა. იმისათვის, რომ მათი ჭეშმარიტი აზრები გამეგო, ყურადღება უნდა გამემახვილებინა არა მათ ნათქვამზე, არამედ მოქმედებაზე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ზნეხრწნილობის გამო ცოტაა ისეთი, იმის თქმა რომ სურდეს, რასაც ფიქრობს, არამედ იმიტომაც, რომ ბევრმა ეს თავადაც არ იცის; აზრის ქმედება_ როგორც ფიქრი საგანზე, განსხვავდება აზრის იმ ქმედებისაგან, რომლის მეშვეობითაც ვაცნობიერებთ, რომ მასზე (ამ საგანზე) ვფიქრობთ; ამიტომ, ხშირად, ეს ორი ქმედება ერთიმეორისაგან დამოუკიდებელია; ერთნაირად მიღებულ აზრთაგან მე მუდამ ყველაზე ზომიერთ ვირჩევდი, როგორც პრაქტიკულად მოხერხებულთ და, ჩანს, საუკეთესოთაც, რადგან ნებისმიერი უკიდურესობა უარსაყოფია, რათა შეცდომის შემთხვევაში ნაკლებად ავცდეთ სწორ გზას; თუ ავირჩევდი ერთ უკიდურესობას, უნდა გავყოლოდი მეორე უკიდურესობასაც. საგანგებოდ ვაღიარე უკიდურესობებად თავისუფლების რაიმენაირად შემზღუდავი ყველა პირობა და არა იმიტომ, რომ არ მომწონდა ის კანონები, მერყეობისაგან დასაცავად სუსტი ნების ადამიანებს უფლებას რომ აძლევენ რაიმე კეთილი ზრახვით, თუნდაც კომერციაში საიმედოობისათვის, ან სხვა, რაიმე უმნიშვნელო მიზნით დადონ ფიცი ან გააფორმონ ხელშეკრულებები, რომლებიც გვავალდებულებს კანონთა გამუდმებით დაცვას, არამედ იმიტომ, რომ ქვეყნად ვერაფერს ვხედავდი მარად უცვლელს. რაკი პირადად მე მივილტვოდი საკუთარ მსჯელობათა მეტი სრულყოფისა, და არა გაუარესებისაკენ, მიმაჩნდა, რომ დიდად შევცოდავდი საღი აზრის წინაშე, თუ ვალდებულად ჩავთვლიდი თავს მოწონებული რამ მოსაწონად მიმეჩნია მაშინაც, როდესაც იგი აღარ იქნებოდა ასეთი, ანდა, როცა მე თვითონ აღარ ვაღიარებდი ასეთად.

      ჩემი მეორე მაქსიმის თანახმად, შეძლებისდაგვარად უნდა გამომეჩინა უდიდესი სიმტკიცე თუ შეუპოვრობა საკუთარ ქმედებებში და ერთგულებით მივყოლოდი თუნდაც ძალზე საეჭვო აზრებს, რაკიღა მათ ერთხელავე ძალზე სარწმუნოდ მივიჩნევდი. ამ შემთხვევაში ვბაძავდი ტყეში გზააბნეულ იმ მგზავრებს, რომელთაგანაც ზოგნი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს რომ აწყდებიან, ზოგნი კი ერთ ადგილზე შეშდებიან; არადა საჭიროა პირდაპირ, ერთი მიმართულებით იარონ, მცირედი დაბრკოლების გამო მიმართულება არ უნდა შეიცვალონ, თუნდაც ამ გეზის არჩევანი მხოლოდ გუმანზე იყოს დამყარებული; ამნაირად საბოლოო მიზნამდე თუ ვერ მიაღწიეს, ბოლოს სადღაც ხომ გავლენ, რითაც თავს დააღწევენ შუაგულ ტყეს. რაკი ხშირად ცხოვრებისეული საქმეებიც ვერ იტანს დახანებას, ცხადზე უცხადესია: როცა არ შეგვიძლია ჭეშმარიტი აზრების გამოკვეთა, ყველაზე უფრო საალბათოთ უნდა მივყვეთ. იმ შემთხვევებშიც კი, როცა რამდენიმე აზრს შორის ვერ ვამჩნევთ სხვაობას _ რამდენად საალბათოა ერთი მეორესთან შედარებით, არჩევანი უნდა შევაჩეროთ ზოგიერთებზე. ამის შემდეგ ისინი უნდა განვიხილოთ პრაქტიკასთან მიმართებით არა როგორც საეჭვონი, არამედ როგორც სრულიად ჭეშმარიტნი, რადგან თავად მოსაზრება, რამაც ისინი ამარჩევინა, გახლდათ ჭეშმარიტი. აი, ეს შეიქნა საკმარისი, რათა განვთავისუფლებულიყავი ყოველგვარი სინანულისა და ქენჯნისაგან, ჩვეულებრივ, სუსტი და მერყევი გონების ადამიანებს რომ აწუხებთ ხოლმე. ასეთები ხშირად არათანმიმდევრულად იქცევიან, მოიმოქმედებენ რაიმეს ძალზე მისაღებსა და კარგს, და, შემდეგ, თავიანთ ქმედებას თავადვე უგუნურებად აღიარებენ.

      ჩემი მესამე მაქსიმის თანახმად, ყოველთვის უნდა მეცადა უმალ საკუთარი თავის, და არა ბედისწერით მოკუთვნებული ხვედრის დაძლევა, საკუთარი სურვილების შეცვლა, და არა სამყაროს წყობისა; საერთოდაც, უნდა მივჩვეოდი რწმენას, რომ ჩვენ ხელისუფალნი ვართ მხოლოდ ჩვენივე აზრებისა და ეს მას შემდეგ, რაც ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კი შეგვეძლო ჩვენ მიღმა არსებული საგნების მიმართ. ის, რაც ვერ მოვახერხეთ, უნდა ჩავთვალოთ აბსოლუტურად შეუძლებელ რადმე. ეს აზრი საკმარისად მეჩვენებოდა, რათა მომავალში აღარ მომეწადინებინა არაფერი იმაზე მეტი, რასაც მივაღწიე და ასე ვზიარებოდი კმაყოფილებას. რაკი ჩვენი ბუნება თავისი ნებით მხოლოდ იმ საგნებისაკენ ისწრაფვის, რასაც ჩვენი გონება ასე თუ ისე მისაწვდომად წარმოუჩენს, ცხადია, ყველა ჩვენ მიღმა არსებული სიკეთე ჩვენი შესაძლებლობებისათვის მიუწვდომელად და შორეულად თუ მივიჩნიეთ, აღარც სინანულის გრძნობა შეგვიპყრობს _ რატომ ვერ ვისაკუთრებთ იმ სიკეთეს, რაც, თითქოს, დაბადებიდანვე ჩვენ გვეკუთვნის. აქ ერთი გამონაკლისია, ცხადია, მათ უქონლობაში ხშირად თავად ჩვენვე როდი ვართ დამნაშავენი. ნათქვამის ნათელსაყოფად შემდეგი მაგალითიც კმარა: ჩვენ ხომ არ ვნანობთ იმას, რომ არ ვფლობთ ჩინეთს, ან მექსიკას. როგორც ამბობენ, გაჭირვებას სათნოებად თუ გავიხდით, სნეულნი აღარ ვისურვებთ გამოჯანმრთელებას, ანდა საპყრობილეს ბინადარნი _ თავისუფლებას, ისევე, როგორც ახლა არ გვსურს ჩვენი სხეულიც ალმასივით უხრწნადი ნივთიერებისა იყოს, ანდა ფრთები გვქონდეს ფრინველებივით საფრენად. გამოგიტყდებით, რომ საჭიროა ხანგრძლივი წვრთნა და ხშირი, განმეორებითი მედიტაცია, რათა მიეჩვიოთ საგანთა ჭვრეტას ამ კუთხით. ვფიქრობ, არსებითად ეს გახლავთ იმ ფილოსოფოსთა საიდუმლო, ოდესღაც რომ შეძლეს თავის დაყენება ბედისწერის ნებაზე მაღლა და, ტანჯვისა და უპოვრობის მიუხედავად, შეძლეს ნეტარებაში გასჯიბრებოდნენ თავიანთ ღმერთებს. ბუნების მიერ მათთვის მონიჭებულ ზღვართა გამუდმებული ძიების საფუძველზე, სავსებით ირწმუნეს, რომ მათ ხელეწიფებოდათ მხოლოდ თავიანთი საკუთარი აზრების გამგებლობა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა არავითარი მისწრაფება აღარ ჰქონოდათ სხვა რაიმეს მიმართ. აზრებზე კი იმდენი ძალაუფლება ჰქონდათ, რომ სრული უფლებით შეეძლოთ თავი მიეჩნიათ იმ ადამიანებზე მდიდრებად, ძალმოსილებად, თავისუფლებად და ბედნიერებად, ამგვარ ფილოსოფიას რომ ვერ ეზიარნენ და რომელთა სურვილების საწყაული არასოდეს აღივსებოდა, რადგან ისინი ბო ლომ დე ვერ მიიღებდნენ იმას, რისი ფლობაც ეწადათ, თუმც, თითქოს, განგებისა და ბედის წყალობა უხვად აბერტყავდა მათ კალთას.

      დაბოლოს, ამ მორალის დასაგვირგვინებლად განვიზრახე განმეხილა ადამიანთა სხვადასხვა საქმიანობა ამქვეყნად, რათა ამერჩია მათ შორის საუკეთესო. სხვების საქმიანობაზე რამის თქმის სურვილიც არ მქონია; გადავწყვიტე, რომ იმაზე უკეთესი არაფერი იქნებოდა, თუ გავაგრძელებდი ჩემს ჩვეულ საქმიანობას, ე. ი. მთელი ცხოვრება მომენდომებინა საკუთარი გონების სრულყოფისათვის და ჩემ მიერ შემუშავებული მეთოდის მეშვეობით, შეძლებისდაგვარად ავმაღლებულიყავი ჭეშმარიტების შემეცნებისას. მას შემდეგ, რაც დავიწყე ამ მეთოდით სარგებლობა, მრავალჯერ ვეზიარე ისეთ უკიდეგანო ნეტარებას, რომელზე უფრო სასიამოვნო და ნათელი კმაყოფილების განცდაც, ალბათ, შეუძლებელია მოკვდავთათვის. ჩემი მეთოდით ყოველდღიურად ვაგნებდი, ჩემი აზრით, საკმაოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებებს, ჩვეულებრივ, უცნობთ სხვებისათვის და ისეთი კმაყოფილება ავსებდა ჩემს სულს, რომ სხვა ყოველივე ჩემთვის თითქოს არც არსებობდა. გარდა ამისა, ჩამოთვლილი სამი მაქსიმის მიზანი მხოლოდ საკუთარი განათლების სრულყოფა გახლდათ. ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს ჭეშმარიტის მცდარისაგან გარჩევის გარკვეული უნარი უბოძა. მეც არ დავივალდებულებდი თავს სხვის აზრებს გავყოლოდი, იმის იმედი რომ არ მქონოდა, განსჯის საკუთარ უნარსაც დროულად გამოვიყენებდი მათ შესამოწმებლად. სხვისი აზრების აღიარებით ვერ გავთავისუფდებოდი ეჭვებისაგან, იმედი რომ არ მქონოდა, რომ შემრჩებოდა შესაძლებლობა უკეთესი აზრების აღმოსაჩენად, თუკი ასეთები არსებობდა. დაბოლოს, ვერც საკუთარ სურვილებს ამოვდებდი ლაგამს და ვერც კმაყოფილებას მოვიპოვებდი, იმ გზით რომ არ მევლო, რომელიც, დარწმუნებული ვიყავი, არა მხოლოდ დამეხმარებოდა ჩემი უნარის შესაფერისი ცოდნის შეძენაში, არამედ გამიძღვებოდა ჩემთვის მისაწვდომ ჭეშმარიტ სიკეთეთა მოპოვებისაკენ. მით უფრო, რომ ჩვენი ნება იმის კვალობაზე მიელტვის, ან გაურბის რაიმე მიზანს, თუ როგორ ესახება იგი ჩვენს გონებას _ კარგად თუ ცუდად. საკმარისია სწორად განსაჯოთ, რათა სწორად მოიქცეთ და საკმარისია შეძლებისდაგვარად სწორი განსჯა, რათა შეძლებისდაგვარად უკეთ მოიქცეთ, ე. ი. შეიძინოთ ყველა სიქველე, რათა ერთობლივად ფლობდეთ ყველა სხვა სიკეთეს, რისი მოპოვებაც კი შესაძლებელია; რწმენამ რომ ეს ასეა, შეუძლებელია, კმაყოფილება არ მოგგვაროთ.

      მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი ამ მაქსიმებში და ცალკე გამოვყავი სარწმუნოების ჭეშმარიტებებთან ერთად, რომლებიც ყოველთვის უპირველესი გახლდათ ჩემთვის, შევიგნე, რომ სრულიად თავისუფლად შემეძლო უარმეყო ყველა სხვა საკუთარი შეხედულება. ამასთან, იმ იმედით, რომ უკეთ მივაღწევდი მიზანს ადამიანებთან ყოფნით, ვიდრე შინ, კერიასთან, სადაც დამებადა ეს აზრები, აღარ დაველოდე ზამთრის გასვლას და კვლავ სამოგზაუროდ გავეშურე. მთელი შემდგომი ცხრა წელი ამ დუნიაზე ხეტიალის მეტი არა მიკეთებია რა; ვცდილობდი, უმალ მაყურებელი და არა მოქმედი პირი ვყოფილიყავი ყველა იმ კომედიისა, რაც ქვეყნად თამაშდებოდა. ყოველ საგანსა /ლა მატი è რე/ და მოვლენას ვაკვირდებოდი, ვსწავლობდი, განსაკუთრებულად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა ხდიდა მათ საეჭვოს, და რაც ჩვენი შეცდომის მიზეზი ხდება. ჩემი გონებიდან მაშინვე ამოვძირკვავდი ხოლმე ყველა ცდომილებას, რომელთაც ოდესღაც შეძლეს მასში შეღწევა. მაგრამ იმ სკეპტიკოსებს კი არ ვბაძავდი, რომლებიც დაეჭვებას იხდიან თვითმიზნად _ ეჭვობენ რათა იეჭვიანონ და თავი ყოყმანით მოაქვთ. პირიქით, ჩემი მიზანი ის გახლდათ, რომ მიმეღწია მტკიცე გულდაჯერებისათვის და ნაყარი მიწისა და ქვიშის ქვეშ კლდე ან მყარი ნიადაგი მეპოვა. ჩანს, ეს საკმაოდ კარგად გამომდიოდა. როდესაც ვცდილობდი განსახილველი დებულებების მცდარობა ან საეჭვოობა აღმომეჩინა არა უმწეო ვარაუდებით, არამედ ნათელი და უტყუარი მსჯელობებით, არ წავწყდომივარ არც ერთ ისეთ საეჭვო დებულებასაც კი, რომლიდანაც შესაძლებელი არ ყოფილიყო რაიმე საკმაოდ სწორი დასკვნის გამოტანა, თუნდაც ასეთისა _ ამ დებულებაში არაფერი უეჭველი არ არის. როგორც დანგრეული შენობის ძველ საშენ მასალას ინახავენ ახლის ასაგებად, მეც ვანგრევდი ყველა ჩემს მოსაზრებას, რომელიც ცუდად დასაბუთებულად მიმაჩნდა, მრავალმხრივ ვაკვირდებოდი და ვიძენდი დიდ გამოცდილებას, რაც შემდგომ დამეხმარა ახალ, უფრო საიმედო აზრთა ასაგებად. იმავდროულად ჩემგან შექმნილი მეთოდით მუშაობაში წვრთნასაც ვაგრძელებდი და ვცდილობდი, ზოგადად, საკუთარი აზრების მისი წესების მიხედვით წარმართვას; დროდადრო, რამდენიმე საათს საგანგებოდ ვუთმობდი ვარჯიშს ამ მეთოდის გამოყენებაზე მათემატიკის რთული პრობლემების, ან სხვა მეცნიერებების მიმართ, რომელთაც, ერთგვარად, მათემატიკურ საკითხებთან ვაიგივებდი, ან ვაცალკევებდი სხვა მეცნიერებების პრინციპებისაგან, რადგან ისინი არასაკმარისად მყარად მიმაჩნდა. ამის მაგალითებს მრავლად შეხვდებით ამ ტომში მოცემულ თხზულებებში[1]. ამგვარად, გარეგნულად ჩემი ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა იმათაგან, ვისი ერთადერთი საქმიანობაც მშვიდი და აუმღვრეველი არსებობა გახლავთ, რომლებიც ცდილობენ სიამოვნებები არ აქციონ ბიწიერებად და თავისუფალ დროს მოწყენილობისაგან თავის დასაღწევად, წესიერ გასართობებს მიმართავენ. გადიოდა დრო, არ ვღალატობდი ჩემს მიზანს და, ეტყობა, უფრო მეტ წარმატებას ვაღწევდი ჭეშმარიტების შემეცნებაში, ვიდრე ამას შევძლებდი მხოლოდ წიგნების კითხვით ან საზოგადოებაში ყოფნით.

      თუმცა ეს ცხრა წელი ისე გავიდა, რომ არავითარი გადაწყვეტილება არ მიმიღია იმ სირთულეთა თაობაზე, ჩვეულებრივ, მეცნიერთა შორის საკამათო რომ გახლავთ, და არც რაიმე ახალი, ვულგარულ ფილოსოფიასთან შედარებით უფრო ჭეშმარიტი ფილოსოფიის საფუძვლებზე დამიწყია ფიქრი. ბრწყინვალე გონების მრავალი ადამიანის _ ჩემამდე რომ განიზრახეს ასეთი რამ, მაგრამ, ჩემი აზრით, წარუმატებლად _ მაგალითმა მაიძულა სიფრთხილით მოვკიდებოდი ამდენ სირთულეს და კიდევ დიდხანს ვერ გამებედა ამ საქმის დაწყება, ერთი გარემოება რომ არა: ჩემამდე მოაღწია ხმებმა, თითქოს მე ეს საქმე უკვე დამესრულებინოს. ვერ გეტყვით, რას ეფუძნებოდა ეს ხმები; იქნებ ჩემი გამონათქვამებით მცირედით მაინც შევუწყვე ამას ხელი, ან იმით, რომ უფრო გულახდილად ვაღიარებდი საკუთარ უვიცობას, ვიდრე, ჩვეულებრივ, ამას სჩადიან ის ადამიანები, რაღაც რომ უსწავლიათ; შესაძლოა, იმის გამოც გაჩნდა ასეთი აზრი, რომ ვუთითებდი ჩემი ეჭვების საფუძვლებს მრავალი რამის მიმართ, რაც სხვებს უეჭველად მიაჩნდათ. ეს იყო და ეს, არავითარი მოძღვრების შექმნით თავს არ ვიქებდი. იმდენი სინდისი კი მაქვს, რომ უარი ვთქვა იმად მიმიღონ, რაც არ ვარ სინამდვილეში, ამიტომ გადავწყვიტე, ყველა ღონე მეხმარა და გამემართლებინა ის შეხედულებანი, ჩემს ღირსეულ რეპუტაციას რომ აღიარებდნენ. ზუსტად რვა წლის წინ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა, გავრიდებოდი ყველა იმ ადგილს, სადაც კი ნაცნობი მეგულებოდა. ასე განვმარტოვდი აქ, ამ ქვეყანაში[2], სადაც გაჭიანურებულმა ომმა ისეთი წესები დაამკვიდრა, გეგონებოდათ, აქაური ჯარების მიზანი მხოლოდ საიმედო უსაფრთხოება და მშვიდობის შედეგით ტკბობა გახლდათ. აქ, ძალზე აქტიურ ბრბოში, სადაც ხალხი საკუთარ საქმეებზე ზრუნავს და სხვათა მიმართ მხოლოდ ცნობისმოყვარეობას იჩენს, დიდი ქალაქის ყველა სიკეთის პირობებში, შემეძლო ისევე განცალკევებით და მარტოსულად მეცხოვრა, როგორც ყველაზე შორეულ უდაბნოში.

მეოთხე ნაწილი »

« მეორე ნაწილი

----------------------------------

შენიშვნები:

[1] იგულისხმება დეკარტის თხზულებები: „დიოპტრიკა“ , „მეტეორები“ და „გეომეტრია“ , რომლებიც, დეკარტის ჩანაფიქრით, იყო კონკრეტული მეცნიერული ილუსტრაცია მის მიერ შემუშავებული მეთოდისა. აღნიშნული თხზულებები და „მსჯელობა მეთოდის შესახებ“ გამოქვეყნდა ერთ ტომად.

[2] ლაპარაკია ჰოლანდიაზე.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 647

გამოხმაურებები!

ცოტა დრო მქონდეს რას ვეძგერებოდიი

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Cómo Designar la mejor película DTF

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 7:46am 0 კომენტარი







La película DTF PET está especialmente diseñada para la impresión DTF y actúa como medio para la transferencia DTF con el beneficio de colores más vivos, transpirables y de pequeño costo. La película DTF de pelado en caliente y la película DTF de pelado en frío son los tipos más conocidos; de hecho, la película DTF PET se puede clasificar en diferentes tipos desde diferentes aspectos: proceso de recubrimiento, proceso de permiso y pertenencias visuales.



Elegir la…

გაგრძელება

Will the collaboration with Amazon

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 6, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

Environmental Manipulation: Power in the Player's Hands:

Beyond reacting to a changing environment, Throne and Liberty empowers players to manipulate certain aspects of the world itself. Under specific conditions, players can trigger events like solar eclipses or downpours, altering the battlefield and strategically influencing encounters. This ability to interact with the environment adds another layer of tactical complexity …

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters