რენე დეკარტი - მსჯელობა მეთოდის შესახებ

ნაწილი IV

რენე დეკარტი, დეკარტე, მსჯელობა, მეთოდი, ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფია, Qwelly

      არც კი ვიცი, მმართებს თუ არა საუბარი იმ პირველ მედიტაციებზე, იქ განმარტოებისას რომ მივმართავდი. ისინი იმდენად მეტაფიზიკურნი და უჩვეულონი გახლავთ, შესაძლოა, ყველას არც მოეწონოს[1] მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემ მიერ შემუშავებული საფუძვლების სიმყარეზე რომ შესაძლებელი იყოს მსჯელობა, ერთგვარად, იძულებულიც ვარ, მათ შესახებაც ვისაუბრო. დიდი ხნის წინათვე შევნიშნე, რომ როცა საქმე ზნე-ჩვეულებებს ეხება, ხანდახან საჭიროა, თვალნათლივ საეჭვო აზრებსაც ისევე ენდოთ, როგორც ძალზე უდავოთ. ამის შესახებ უკვე ითქვა ზემოთ. რადგან იმხანად ჩემი სურვილი გახლდათ მხოლოდ ჭეშმარიტების ძიება, ამდენად, სრულიად საპირისპიროდ უნდა მოვქცეულიყავი ე. ი. უნდა უკუმეგდო არა მარტო ყოველივე აბსოლუტურად მცდარი, არამედ უნდა უარმეყო ისიც, რაშიც თუნდაც მცირედ დავეჭვდებოდი, რათა გამერკვია - რა დამრჩა რწმენაში / ლა ცრ é ანცე/ სავსებით უდავო. ზოგჯერ გრძნობებს შეცდომაში შევყავართ, ამიტომ დავუშვი, რომ არც ერთი საგანი არ არის იმგვარი, როგორადაც გრძნობები წარმოგვიდგენენ მათ; რაკი არსებობენ ისეთი ადამიანები, გეომეტრიის უმარტივეს საკითხებზე მსჯელობის დროსაც რომ ცდებიან და პარალოგიზმებს[2] უშვებენ, მეც სხვებივით შეიძლებოდა შევმცდარიყავი. ამიტომ უარვყავი, როგორც მცდარი, ყველა მოსაზრება, რომლებიც ადრე ნაღდ დასაბუთებებად მიმაჩნდა. დაბოლოს, ნებისმიერი ფიქრი, იდეა, ღვიძილის დროს რომ გვიჩნდება, შესაძლოა, ძილშიც აღგვეძრას და არც ერთი მათგანი ჭეშმარიტი არ იყოს. ამის მიხედვით წარმოვიდგინე, რომ ყველაფერი, რაც კი ოდესმე აზრად მომსვლია, ჩემ სიზმრისეულ ხილვებზე უფრო ჭეშმარიტი არ გახლდათ. მაგრამ მყისვე თავში გამიელვა აზრმა - ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაფრის მოჩვენობითობად, მცდარად მიჩნევის სურვილი აღმეძვროდა, აუცილებელი ხდებოდა, რომ თავად მე - ვინც ასე ვფიქრობდი, წარმოვადგენდე რაღაცას; დავინახე რომ ეს ჭეშმარიტება - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ - იმდენად მყარი და შეუქცევადი გახლდათ, ახირებულ სკეპტიკოსთა ყველაზე თვალშისაცემი ვარაუდებიც კი ვერ შეარყევდა. მივიღე დასკვნა: ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შემეძლო იგი მიმეღო პირველ საწყისად იმ ფილო სოფიისა, მე რომ ვეძიებდი.

      ყურადღებით შევისწავლე საკუთარი თავიც და დავრწმუნდი შემდეგში: შემეძლო წარმომედგინა, რომ სხეული არ გამაჩნია, რომ არ არსებობს არავითარი სამყარო და ადგილი, სადაც ჩემი ყოფნა შეიძლებოდა; მაგრამ ყოველივე ამის შემდეგაც ვერაფრით წარმომედგინა, რომ მე არ ვარ, პირიქით, ის, რომ მეეჭვებოდა სხვა საგნების ჭეშმარიტება, ძალზე ნათლად და უტყუარად მოწმობდა ჩემს არსებობას. ხოლო თუ მე შევწყვეტდი აზროვნებას, ყოველივე დანარჩენი რომც ყოფილიყო ჭეშმარიტი, მაინც არავითარი საფუძველი არ მექნებოდა, რათა მერწმუნა, რომ მე ვარსებობ. აქედან დავასკვენი, რომ მე ვარ ისეთი სუბსტანცია, რომლის მთელი არსება ანუ ბუნება მხოლოდ აზროვნებაა და მისი მყოფობისათვის არავითარი ადგილი და არავითარ მატერიალურ საგანზე დამოკიდებულება არ არის საჭირო. ამრიგად, ჩემი „მე“, ე. ი. სული, რითაც მე ვარ ის, რაც ვარ, აბსოლუტურად განსხვავებულია სხეულისაგან და უფრო იოლად შესამეცნებელია, ვიდრე სხეული, რომელიც, საერთოდ, რომც არ ყოფილიყო, სული მაინც არ შეწყვეტდა იმად ყოფნას, რაც არის.

      ამის შემდეგ ყურადღება მივაპყარი იმას, რაც საჭიროა რაიმე დებულების ჭეშმარიტებისა და უტყუარობის დასამტკიცებლად. რადგან მივაკვლიე ერთ ამგვარ დებულებას, ისიც უნდა მცოდნოდა, თუ რაში მდგომარეობს ეს უტყუარობა. შევნიშნე, რომ დებულების - ვაზროვნებ, მაშასადამე ვარ /ჯე პენსე, დონც ჯე სუის/ - ჭეშმარიტებაში მე მარწმუნებდა მხოლოდ ის, რომ ძალზე ნათლად ვხედავდი: რათა იაზროვნო, უნდა იყო. გადავწყვიტე, ზოგად წესად მიმეღო შემდეგი: ყველაფერი, რასაც ძალზე ნათლად და გარკვევით აღვიქვამთ, ჭეშმარიტია. თუმცა ერთგვარი სირთულე ახლავს ამ წესს - სწორად მივაგნოთ, სახელდობრ, რისი აღქმა შეგვიძლია გარკვევით.

      შემდეგ, რადგან ჩემი რეფლექსია ეჭვზე იყო დამყარებული, მაშასადამე, ჩემი „მე“ -ობა არ იყო მთლად სრულყოფილი, ვინაიდან ცხადად ვხედავდი, რომ ცოდნა უფრო დიდი სრულყოფილებაა, ვიდრე ეჭვობა. დავიწყე იმის ძიება, თუ როგორ ვახერხებდი ფიქრს უფრო სრულყოფილზე, ვიდრე თავად მე ვარ, და აშკარად მივხვდი, რომ ამის პირველმიზეზი უნდა ყოფილიყო მართლაც უფრო მეტად სრულყოფილი რაღაც არსება. რაც შეეხება აზრებს ჩემ გარეთ არსებული მრავალი ისეთი საგნის შესახებ, როგორებიცაა: ცა, დედამიწა, სინათლე, სითბო და მრავალი სხვა, ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა იმის გაგება, თუ საიდან იღებენ სათავეს ისინი. რაკი ამ აზრთა შესახებ ვერაფერი შევნიშნე ისეთი, რაც მათ ჩემზე მაღლა დააყენებდა, შემეძლო მევარაუდა, რომ მათი ჭეშმარიტება დამოკიდებული იყო ჩემ ბუნებაზე, როგორც გარკვეული სრულყოფილების მქონეზე; თუ ეს აზრები მცდარი აღმოჩნდებოდა, მაშინ უნდა მიმეჩნია, რომ ისინი ჩემში აღმოცენებული იყო არარასაგან, ე. ი. რომ მათ ჩემში ჩემმა ნაკლოვანებამ მისცა სამკვიდრო. ეს ვერ გავრცელდება ჩემზე უფრო სრულყოფილი არსების იდეაზე, ვინაიდან ამ არსების გამოყვანა არარასაგან აშკარად შეუძლებელი რამ არის. რადგან დაუშვებელია იმის ვარაუდი, რომ უფრო სრულყოფილი ნაკლებ სრულყოფილის შედეგია, ისევე, როგორც იმის ვარაუდი, რომ არარასაგან რაიმე წარმოიშობა, თავად მე არ შემეძლო ამ იდეის შექმნა. ისღა დამრჩენოდა, დამეშვა, რომ აზრი ჩემში ჩადო ისეთმა ძალამ, რომელიც ნამდვილად ჩემზე სრულყოფილი იყო და რომელიც თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ სრულყოფილებას, რის შესახებაც კი რაიმე იდეა შეიძლებოდა მქონოდა. ერთი სიტყვით, ეს სრულყოფილება იყო ღმერთი. რაკი ჩემთვის ცნობილი იყო, რომ არსებობს სრულყოფილება, რაც თავად მე საერთოდ არ გამაჩნდა, ამდენად არ გახლდით ერთადერთი არსება, რომელსაც არსებობა აქვს [თუ ნებას დამრთავთ, აქ თავისუფლად ვისარგებლებ სქოლასტიკოსთა ტერმინებით] და რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ვინმე სხვა, ჩემზე ბევრად სრულქმნილი, რომელზეც ვარ მე დამოკიდებული და რომლისაგანაც ვიღებ ყველაფერს, რაც მაბადია. მე რომ დამოკიდებული არ ვიყო ვინმეზე და საკუთრად მქონდეს ის მცირედი, რასაც მიზიარებს სრულყოფილი არსება, მაშინ, იმავე საფუძვლით, უნდა შევძლო საკუთარი თავისაგან მივიღო ყოველივე ის დანარჩენიც, რაც მაკლია. ასე რომ, თავად გავხდებოდი უსაზღვრო, მარადიული, უცვლელი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ბოლოს, მებოძებოდა ყველა ის სრულქმნილება, რაც კი შემიძლია ღმერთში განვჭვრიტო. ბოლოს ხსენებულ მოსაზრებათა თანახმად, ისღა მრჩებოდა ღმერთის ბუნების შესამეცნებლად, რამდენადაც ეს ძალუძს ჩემს ბუნებას, განმეხილა ჩემს წარმოდგენაში არსებული ყოველივე ამ თვალსაზრისით - არის თუ არა მათი ფლობა სრულყოფილება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი, რასაც არასრულყოფილების ნიშანი აძევს, ღვთის არ არის, ხოლო ყოველივე სრულყოფილი - ღმერთის კუთვნილებაა. შეუძლებელია ღმერთს ახასიათებდეს ეჭვი, მერყეობა, სევდა და სხვა მისთანანი, რომელთა უქონლობა, თავად მეც გამახარებდა. ამას გარდა, მე მქონდა იდეები მრავალ გრძნობად და სხეულებრივ საგანზე, რადგან კიდეც რომ დამეშვა ყოველივე ეს სიზმრად ხდებაო და ყოველი ხილული, ან ჩემ მიერ წარმოდგენილი მოჩვენებააო /მცდარიაო/, მაინც არ შემეძლო ჩემს გონებაში ამ იდეების ნამდვილი არსებობის უარყოფა. მაგრამ როდესაც ცხადად შევიცანი, რომ ჩემში გონებისეული ბუნება განსხვავდება სხეულებრივისაგან და იმასაც მივხვდი, რომ ყოველი რთული /ლა ცომპოსიტიონ/ მოწმობს დაქვემდებარებას ე. ი. არასრულყოფილებას, აქედან გამომდინარე დავასკვენი: ღმერთის სრულყოფილებისათვის მიუღებელია ამ ორი - გონებისეული და სხეულებრივი - ბუნების ფლობა და იგი არც არის ორი ბუნების მქონე; თუ სამყაროში არსებობს რაიმე სხეულები, ან რაიმე გონებანი, ან სხვა არსებანი, მაშინ მათი არსებობა უნდა დაექვემდებაროს ღმერთის ძალმოსილებას, ისე რომ, უღმერთოდ მათი ყოფნა ერთ წამსაც კი შეუძლებელია.

      ამის შემდეგ გადავწყვიტე სხვა ჭეშმარიტებები მეძია. შევჩერდი გეომეტრიულ საგანზე, რომელიც წარმომედგინა უწყვეტ სხეულად, ანუ სიგრძეში, სიგანეში, სიმაღლესა და სიღრმეში უსასრულოდ განფენილ სივრცედ, რომელიც იყოფა სხვადასხვა ნაწილად, მათ კი შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და სიდიდე, შეეძლოთ მოძრაობა და გადაადგილება ნებისმიერი სახით. გეომეტრიის მცოდნენი ვარაუდობენ, რომ მათ საგანს გააჩნია ყველა ეს თვისება. გადავხედე ზოგიერთ უმარტივეს გეომეტრიულ დასაბუთებას, რომელთა უეჭველობა, ჩემ მიერ თავის დროზე მითითებული წესის თანახმად, ეფუძნება მხოლოდ სიცხადეს; ისიც შევნიშნე, რომ თავად ამ დასაბუთებებში საერთოდ არაფერი იყო ისეთი, რაც თავად მათი საგნის არსებობაში დამარწმუნებდა. მაგალითად, თუ მოცემულია სამკუთხედი, აუცილებლად უნდა დავასკვნათ, რომ მისი სამი კუთხის ჯამი უდრის ორ მართ კუთხეს, მაგრამ ამაში ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავდი ქვეყნად თუნდაც ერთი სამკუთხედის არსებობაში რომ დამარწმუნებდა. როდესაც ვუბრუნდებოდი სრულყოფილი არსების შესახებ იდეის განხილვას, ვხედავდი, რომ ეს არსებობა /ლ ’ ეხისტენცე/ იგულისხმებოდა ისევე, როგორც სამკუთხედის წარმოდგენაში - მისი სამი კუთხის ტოლობა ორ მართთან, ან სფეროს მოაზრებაში, რომ მისი ყველა ნაწილი ცენტრიდან დაშორებულია თანაბრად, ანდა კიდევ უფრო ცხადად. აქედან გამომდინარე, ის რომ ღმერთი - ესოდენ სრულყოფილი არსება - არის ანუ არსებობს, ისევე უტყუარია, როგორც უტყუარია რომელიმე გეომეტრიული დასაბუთება.

      მრავალი დარწმუნებულია, რომ ძნელია, შეუძლებელიც კია, ღმერთის შეცნობა და სულის გაგება. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი თავიანთი გონებით არასოდეს მაღლდებიან გრძნობად საგნებზე და მიჩვეულნი არიან ყველაფრის განხილვას მხოლოდ წარმოდგენით, რომელიც არის მატერიალური საგნების შესახებ აზროვნების მხოლოდ ერთი, კერძო სახე. ყველაფერი, რასაც ვერ წვდება წარმოდგენა, მათ გაუგებრად ეჩვენებათ. თვით ფილოსოფოსებიც კი თავიანთ სკოლებში მიჰყვებიან მაქსიმას, რომ შეუძლებელია გონებაში იყოს რაიმე, რაც მანამდე არ ყოფილა შეგრძნებებში. ცხადია, მათში ღმერთისა და სულის იდეები არასოდეს ყოფილა! ვფიქრობ, რომ ისინი, ვისაც ამ იდეათა გაგება წარმოდგენით სურთ, ისევე იქცევიან, ბგერათა მოსმენა, ანდა სუნის შეგრძნება მხედველობით რომ მოიწადინონ. საგანთა ჭეშმარიტების დასადგენად მხედველობის გრძნობა კი, სმენასა და ყნოსვაზე არანაკლებ სარწმუნოა; ვერც წარმოდგენა, ვერც გრძნობები ვერასოდეს შეძლებენ დაგვარწმუნონ რაიმეში ჩვენი გონების /ლ ’ ენტენდემენტ/ ჩარევის გარეშე.

      დაბოლოს, თუ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ჩემ მიერ მოტანილი საფუძვლებიც ვერ დაარწმუნებს ღმერთისა და საკუთარი სულის არსებობაში, დაე, მათ გაიგონ, რომ ყოველივე დანარჩენი, რაც იქნებ მათ უფრო მეტად სწამთ - მაგალითად, რომ მათ აქვთ სხეული, რომ არსებობს ვარსკვლავები, დედამიწა და სხვა მისთანანი - ნაკლებად უტყუარია; რადგან, თუმცა არსებობს ამ საგანთა ჭეშმარიტების მორალური რწმენა, რის გამოც შეუძლებელია მათში დაეჭვება უგუნურებად არ ჩაგითვალონ, როცა საქმე ეხება მეტაფიზიკურ უეჭველობას, მაშინ შეუძლებელია გონიერებისაგან გადახრის გარეშე თქვათ: არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა არ იყოთ სავსებით დარწმუნებული მათში, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძილშიც ასევე შესაძლებელია წარმოიდგინოთ, თქვენ სხვა სხეული გაქვთ, ხედავთ სხვა ვარსკვლავებს, სხვა მიწას... ისეთს, როგორც ეს სინამდვილეში არ არის. საიდან ვიცით, რომ სიზმრისეული აზრები - არანაკლებ ხალასი და ექსპრესიული - მცდარია, შედარებით ცხადში შექმნილ აზრებთან? მაღალგონიერებმა იმდენი იკვლიონ ეს, რამდენიც ენებებათ. თუ ისინი არ დაუშვებენ ღმერთის არსებობას, არა მგონია, შეძლონ რაიმეს მიგნება, რაც საკმარისი იქნება ამ ეჭვის გასაფანტად. თავად ჩემ მიერ შემუშავებული წესი, კერძოდ: ის, რომ საგნები, რომელთაც ჩვენ მოვიაზრებთ სრულიად ნათლად და გარკვევით, ყველა ჭეშმარიტია, დასტურდება იმით, რომ ღმერთი არის ანუ არსებობს /ესტ ოუ ეხისტე/, იგი არის სრულყოფილი და სათავეა ყოველივესი, რაც ჩვენშია. აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენი იდეები ანუ წარმოდგენები - როგორც რეალურნი და ღმერთიდან მომდინარენი - შეუძლებელია არ იყონ ყველაფერ ამაში ჭეშმარიტნი, რადგან ნათელი და გარკვეულნი არიან. ასე რომ, ხშირად ჩვენი წარმოდგენები მცდარობის შემცველია, ბუნდოვანი და გაურკვეველი იმის გამო, რომ ისინი არარას /ლე ნ é ანტ/ არიან ნაზიარევნი, ე. ი. მხოლოდ იმის გამო არიან ასე მცდარი და ბუნდოვანი, რომ თავად ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი. ცხადია, ორივე დაუშვებელია: მცდარობა, ან არასრულყოფილება მომდინარეობდეს ღმერთისაგან და ჭეშმარიტება, ანდა სრულყოფილება - არარასაგან. ჩვენ რომ საერთოდ არ გვცოდნოდა ყოველივე ის, რაც ჩვენში ნამდვილი და ჭეშმარიტია, მომდინარეობს სრულყოფილი და უსასრულო ღვთაებისაგან, მაშინ, რაოდენ ნათელი და გარკვეულიც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი იდეები, ვერ ვირწმუნებდით მათს ჭეშმარიტ სრულყოფილებას.

      მას შემდეგ, რაც ღმერთისა და სულის შემეცნებამ დაადასტურა ხსენებული წესი, იოლი გასაგებია, რომ სიზმრებმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვაეჭვოს იმ აზრთა ჭეშმარიტებაში, რომლებიც ცხადში გვაქვს. დავუშვათ, ძილში მოგვივიდა რაიმე ძალზე ნათელი აზრი, მაგალითად, მე გეომეტრიის სპეციალისტი ვარ და აღმოვაჩინე რაიმე ახალი დასაბუთება, ძილი ხომ ვერ შეუშლიდა ხელს ამ აღმოჩენის ჭეშმარიტება მეღიარებინა. ჩვენ სიზმრებში ხშირად უბრალო შეცდომებია, რადგან სხვადასხვა საგანს ძილშიც ზუსტად ისევე წარმოვიდგენთ, როგორც მათ ცხადში აღვიქვამთ ჩვენი გარეგანი გრძნობებით. ეს მცდარობა სიზმრისეული იდეების ჭეშმარიტებაში დაეჭვების საფუძველს არ იძლევა, რადგან ჩვენს გრძნობებს ასევე საკმაოდ ხშირად შეუძლიათ ძილის გარეშეც შეგვიყვანონ შეცდომაში; მაგალითად, სიყვითლით დაავადებულნი ყველაფერს ყვითლად ხედავენ, ვარსკვლავები და სხვა შორეული საგნები ბევრად უფრო მცირე გვეჩვენება, ვიდრე ისინი არიან სინამდვილეში. დასასრულ, გვძინავს თუ ვფხიზლობთ, უნდა ვენდოთ მხოლოდ ჩვენი გონების სიცხადეს, ვიმეორებ - ჩვენს გონებას, და არა წარმოდგენას, ანდა გრძნობებს. თუმცა მზეს ძალზე ნათლად ვხედავთ, მაინც ვერ დავასკვნით, რომ იგი იმ სიდიდისაა, როგორსაც ჩვენ ვხედავთ; შესაძლოა, ასევე გარკვევით წარმოვიდგინოთ ლომის თავი თხის ტანზე, მაგრამ, ცხადია, აქედან ვერ დავიჩემებთ, რომ ქვეყნად არსებობს ქიმერა. გონება სრულებით არ მოითხოვს, რომ ყოველივე ამგვარად ხილული, ან წარმოდგენილი ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ ამასთან მკაფიოდ გვითითებს შემდეგს: ყველა ჩვენს იდეას, ან წარმოდგენას უნდა ჰქონდეს ჭეშმარიტების რაღაც საფუძველი, რადგან შესაძლებელია, რომ ღმერთმა - ყოვლადსრულმა და ზემართალმა - ისინი ამის გარეშე ჩადო ჩვენში. რაკი ჩვენი მსჯელობები ძილის დროს არასოდეს გახლავთ ისეთი მკაფიო და სრული როგორც ცხადში, თუმცა ჩვენი წარმოდგენები ზოგჯერ სიზმარშიც ისეთივე შთამბეჭდავი და ექსპრესიულია, გონება გვკარნახობს: ჩვენი აზრები, რომელთაც ჩვენი არასრულყოფილების გამო არ ძალუძთ სრული ჭეშმარიტების შემცველნი იყონ, ცხადში მაინც, უდავოდ, უფრო მეტი ჭეშმარიტებით აღვჭურვოთ, ვიდრე ძილის დროს.

მეხუთე ნაწილი »

« მესამე ნაწილი

----------------------------------

შენიშვნები:

[1] დეკარტს ნაგულისხმევი აქვს „მეტაფიზიკური მედიტაციების“ პირველი მონახაზები.

[2] პარალოგიზმი /ბერძ. პარალოგისმოს _ ტერმინის გაორმაგება სილოგიზმში, არასწორი ბჭობა/ ლოგიკის კანონებისა და წესების წინასწარგანუსაზღვრელი დარღვევა, რაც ბჭობას უკარგავს დასაბუთების ძალას და მივყავართ მცდარ დასკვნამდე.

ტეგები: Qwelly, დეკარტი, მოდერნი, მსჯელობა, ტრაქტატი, ფილოსოფია

ნახვა: 1824

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A highlight of the Affliction expansion

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 8, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

In conclusion, the introduction of the dodge roll mechanic in Path of Exile 2 marked a significant milestone in the evolution of the ARPG genre. It not only revolutionized combat mechanics but also redefined player engagement and immersion. For me, it was a revelation—a moment that transformed skepticism into belief POE currency trade and paved the way for an unforgettable gaming experience in the world of…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters