საპარლამენტო დღე - ჩხუბები და გერმანელი მინისტრი მაღალი რანგით

      მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 24 მარტი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მარტი

      ჯანდაცვა - თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო საექთნო საქმის პროფესიული სტანდარტების დანერგვაზე მუშაობს.

      პრეზიდენტნიუსი - პრეზიდენტი - ხელისუფლების გაუგებარი გადაწყვეტილებების და რიტორიკის მიუხედავად, საქართველოსთვის უარის თქმა მეორედ არ შეიძლება - არ შეიძლება რუსეთს მისცე განცდა, რომ ქვეყანა ისე მჭიდროდ აღარაა დაკავშირებული ევროპასთან და აშშ-სთან. პრეზიდენტი ივანიშვილზე - ოლიგარქია იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არავინ ამზადებს მეორე ფრონტს - რა მეორე ფრონტი? როდის იყო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ - ყველა ოცნებობს, რომ შავი ზღვა, კავკასია დაწყნარებული იყოს. პატივს სცემს ნიკა გვარამიას პოზიციას, რომ ის შეწყალებას არ ითხოვს.

      გერმანიის საგარეო მინისტრი - Spiegel - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისში მხოლოდ მეორე მცდელობისას დაჯდა, რადგან ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი სხვა თვითმფრინავს ეკავა. „საქაერონავიგაცია“- უარვყოფთ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა - ბილიკი იყო თავისუფალი, მეორე წრეზე წასვლა კი იყო პილოტის გადაწყვეტილება. საგარეო უწყებაში, საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობდა. ეკა გიგაური - გერმანელი მინისტრი პირველ რიგში არასამთავრობოებს შეხვდა, რაც სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა იყო - ანალენა ბერბოკმა მადლობა გადაგვიხადა ბრძოლისთვის, რომ 12 რეკომენდაცია შესრულდეს. სალომე სამადაშვილი - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ როგორ აფასებს გერმანია საქართველოში შექმნილ ვითარებას. გერმანიის საელჩო -ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე! გიგი წერეთელი - ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენეს - ის დრო წავიდა, ხაჭაპურით, საცივით, ღვინით და ბრტყელი სადღეგრძელოებით რომ გაანეიტრალებდი ამ ყველაფერს, ეს ევროპაა, ეს გერმანიაა. ანალენა ბერბოკი - „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების გაწვევის შემდეგ, ახლა ამოცანა პოლარიზაციის დაძლევაა - აუცილებელია, დრო აღარ დაიკარგოს, ეს ისტორიული მომენტია და უკან არ უნდა დავიხიოთ. ილია დარჩიაშვილი - 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა შესრულებულია, დარჩენილ რამდენიმე პუნქტს კი პარლამენტში აქტიურად განიხილავენ - გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესს სამართლიანად შეაფასებენ. ილია დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს - ევროკავშირის დროშა არა მხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია. ანალენა ბერბოკი - ის, რომ თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ღირებულებებს, რასაც საქართველო ეფუძნება და იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის, გვყავს აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულები, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა უნდა - აუცილებელია რეფორმების განხორციელება. საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია, ამიტომ ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით: ჩვენ გვინდა ვნახოთ საქართველო ევროკავშირში - ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. ანალენა ბერბოკი ნიკა გვარამიაზე - მედიის თავისუფლება ევროკავშირის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია - მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია სასამართლო წარმოება, დაუშვებელია ამაში ჩარევა, ზეწოლა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სისუსტე კი არა სიძლიერეა, როცა კრიტიკას მიიღებ და შენიშვნებს შეასრულებ - უცხოური აგენტების კანონპროექტზე იყო კრიტიკა და კარგია, რომ გაწვევა მოხდა, ეს არის ერთადერთი მართებული გზა. ილია დარჩიაშვილი - „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი ეხება ქვეყნის დაახლოებას ევროკავშირთან და კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ კონკრეტული ადამიანების მისამართით კანონის მიღების დაკავშირებისგან. ილია დარჩიაშვილი - საქართველო -რუსეთის ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით, რომელსაც ჩვენ ვეძახით „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“. პრეზიდენტი ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს. ანალენა ბერბოკი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პეტრე ცისკარიშვილი ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე - მთავარი საკითხი იყო მიშა სააკაშვილის საკითხი, ასევე ნიკა გვარამიაზე ვისაუბრეთ - ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ და კონკრეტულად, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

      პატარა დაპირისპირებები - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხატია დეკანოიძესა და მმართველი პარტიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნიკოლოზ სამხარაძე ხატია დეკანოიძეს - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ყოველთვის აკადემიური დისკუსია იყო ყველა საკითხზე - თქვენ შემოხვედით და შემოიტანეთ ბაზარი.

      პარლამენტში გამოსვლა-პასუხი-ჩხუბები - პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. ირაკლი ღარიბაშვილი - რეალური საფრთხე არის ის შეთქმულება, ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა. დიახ, სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო ნიადაგის მომზადება საქართველოში ომის დასაწყებად - ეს გეგმა ჩაუვარდა, ჩვენმა შიდა და გარე მტრებმა წააგეს. ჩვენი სამყარო მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე იმყოფება და ასეთ ვითარებაში ჩვენი მთავარი საზრუნავი არის საქართველოს გადარჩენა. საფრთხე იმისა, რომ ქვეყნის შიგნითა და ქვეყნის გარეთ მყოფმა მტრულმა ძალებმა ქვეყანაში გადმოიტანონ ომი, შეეცადონ დესტაბილიზაციას, არსად წასულა და ეს საფრთხე რჩება საფრთხედ! რომელი პატრიოტი ძალა შეეცდება ხელისუფლების დამხობას მაშინ, როცა რეგიონში ურთულესი კრიზისია? - ეს გეგმა ჩაუვარდათ, ჩვენმა მტრებმა წააგეს. 7-8 მარტს ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში პირდაპირ იყო ჩართული ე.წ. მეხუთე კოლონა და მათ მიერ მართული ექსტრემისტული, ანარქისტული ძალები. სალომე სამადაშვილი პრემიერს - სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ – დამნაშავე ხართ ბატონო პრემიერო, ქართველი ახალგაზრდების და უკრაინის წინაშე! პრემიერი - ოპოზიცია ანტიევროპული და ანტიეროვნული ძალაა - ხელისუფლებას, რომელიც ადამიანებს აწამებდა, კლავდა, აუპატიურებდა, მორალური უფლება არ აქვს ხალხს ევროპულ ინტეგრაციაზე ესაუბროს, ეს დაცინვაა. თამარ კორძაია პრემიერს - დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდებით, რომელსაც კრიმინალების მფარველს ეძახით - როგორ აპირებთ კრიმინალების მფარველ მინისტრთან საუბარს? ირაკლი ღარიბაშვილი - გვიკიჟინებენ, უკრაინის ომის გამო რუსეთს ეკონომიკური სანქციები დავუწესოთ, დავანგრიოთ ეკონომიკა, ვაზარალოთ მოსახლეობა, ეს არის უბედურება და ტრაგედია. ევროპარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო, მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილს და ჩვენ ქვეყანას. კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის შეურაცხყოფა. ევროპარლამენტარები კეზერაშვილზე გვეუბნებიან, რომ არ აინტერესებთ, რომ ეს კაცი იყო მძარცველი, ატერორებდა ბიზნესს, ახლა ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს, იგი არის კრიმინალი, მაგრამ მათი კრიმინალია. სწორედ ჩვენი დამსახურება არის ის, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ ელიტა გადაადგილდება ევროპის მიმართულებით მარტივად, ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ბექა ლილუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს - 40 წუთის განმავლობაში რუსეთი ერთხელაც არ გიხსენებიათ აგრესორი ქვეყნის კონტექსტში - მტერი, ბატონო ირაკლი, მტერია რუსეთის ფედერაცია! არმაზ ახვლედიანი - მმართველი ძალა ბოდიშს უნდა იხდიდეს, რადგან უკრაინელების სისხლისა და ქართველი ხალხის ბრძოლის ფასად, გერმანიამაც კი გაიაზრა, რომ საქართველო ევროკავშირში ყოფნას იმსახურებს. თეონა აქუბარდია პრემიერს - თქვენ ახალი ტერმინი შემოგვთავაზეთ - „უკრაინიზაცია“, რას ნიშნავს უკრაინიზაცია და ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ - რუსეთი თუ დასავლეთი? პრემიერი თეონა აქუბარდიას - არც თქვენ და არც თქვენს მფარველ „ნაცმოძრაობას“ არაფერი გაგიკეთებიათ ევროპეიზაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ახლა ველოდებით. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „მეხუთე კოლონამ“ ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიოს - თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ არ დაგანგრევინებთ! ანა ნაცვლიშვილი პრემიერს - ვინ უნდა დააჯეროთ,რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი ხართ, როცა თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან! დავით უსუფაშვილი - კოზირი თუ ჯოკერი: „მიშა მოდის“, რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ გაუჭრელი იყო, გაიჭრა - ძალიან მალე, არჩევნებით უნდა დასრულდეს ის ორი ეპოქა, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ზარალი მოუტანა. მიხეილ დაუშვილი პრემიერს - კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე და მოკავშირეებისგან ქვეყნის დაშორებაზე თქვენ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გეკისრებათ. ირაკლი ღარიბაშვილი - ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში - მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საპოლიციო ძალებს, ყველას, ხელისუფლებამ გამოაჩინა დიდი სიმტკიცე, სიძლიერე და გონიერება. რაც „ფრანკლინის კლუბში“ ხდება, არის სპეცსამსახურების მიერ შედგენილი გეგმა, ეს არის ანარქისტული მოძრაობა - „სატანისტი“ რამდენიმე ახალგაზრდას ვუწოდე, შეგნებულად არ მინდა 4-5 ახალგაზრდის სახელის იდენტიფიცირება მოვახდინო. პაატა მანჯგალაძე პრემიერს - რაც უფრო ახლოს მივალთ ნიანგთან და თავს ჩავუყოფთ ხახაში, უფრო გადავრჩებით? ამას გვეუბნებით? პრემიერი - ნაცვლად თანამშრომლობისა, რადიკალური ოპოზიცია აწყობს საბოტაჟს, ბოიკოტს, აქტიურად იყენებენ თავიანთ მფარველ ლობისტებს ბრიუსელში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გუბაზ სანიკიძე - ახალგაზრდებზე რომ ლაპარაკობთ, გაითვალისწინეთ, მათ თქვენთვის განაჩენი გამოტანილი აქვთ - „გუშინ“-ს „ხვალისთვის“ არასოდეს მოუგია. ხათუნა სამნიძე პრემიერს - უნდა ჩამოყალიბდეთ ვინ ვართ, თურქეთის აგენტი, თუ „მეხუთე კოლონა“?! - სამწუხაროა, როდესაც პირად შეურაცხყოფაზე გადადიხართ და არ გვესაუბრებით იმ საკითხებზე, რაზეც კითხვა დაგისვით. თინა ბოკუჩავა პრემიერს - ან ხართ რუსეთისკენ ან დასავლეთისკენ, ან ხართ უკრაინისკენ ან ხართ პუტინისკენ - თქვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთეთ. ხატია დეკანოიძე პრემიერს - წაგიკითხავთ მაია სანდუს სიტყვებს: „მე მინდა დავარწმუნო მოლდოვის მოსახლეობა, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენ გვიცავს უკრაინა და ვიდრე უკრაინა იბრძვის, არ არსებობს მოლდოვაში ომის საფრთხე“. პრემიერი - ჩვენი ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა, ბოლო 2 წელი ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშპ გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით, ერთ სულ მოსახლეზე ეს გამოდის 8 000 დოლარი. ეკა ხერხეულიძე - ისტორიული შანსი, რომელიც დღეს ქვეყანას აქვს, თქვენი მეოხებით, მწვანეზე და მერე წითელზე მიჭერით, ისე თახსირდება, რომ პოლიტიკა ხდება ამორალური და ამის ყურება უბრალოდ არის გაუსაძლისი. მამუკა მდინარაძე - ჩვენ სამწუხაროდ, ბეწვის ხიდზე დავდივართ - ამ გამოწვევის პარალელურად ხდება ამ ბეწვის ხიდზე, აქედან და იქიდან, ხელის კვრა, რომ რაღაცნაირად უფსკრულში აღმოვჩნდეთ და სხვა ინტერესები დავაკმაყოფილოთ. ირაკლი ზარქუა - კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები, არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები - ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები. ირაკლი კობახიძე - პრემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მიხეილ სააკაშვილი კონტეინერში ჩასვეს და სიტუაციის ასარევად გამოგვიგზავნეს იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მომხდარიყო. რადიკალური ოპოზიცია უპირისპირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, უსაფრთხოებას - დაასვენეთ ეს ქვეყანა, უბრალოდ დაასვენეთ! ძლივს ამოისუნთქა საქართველომ. ბაკურიანში შეკრებილებიდან ყველა უცხოური გავლენის აგენტი იყო - რატომ უნდოდათ ამ ჯაშუშებს ხელისუფლების აყირავება ომის დაწყებიდან ერთ თვეში, ამაზე საზოგადოებამ იმსჯელოს. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს, იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის - სანიკიძეში გადაიხადეს 100 000 დოლარი, სხვა წევრები, ვისაც „ნაცმოძრაობაში“ ამდენს ვერ უხდიან, პარტიიდან გარბიან. ირაკლი ღარიბაშვილი - გვინდა, ანაკლიის პორტის მშენებლობა ოქტომბერში დავიწყოთ. კომპანია PSP-მ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასმატება გააკეთა - ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება. ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას. საწვავის ფასები არის შემცირებული - ეს კომუნიკაცია, დიალოგი გრძელდება საწვავის იმპორტიორებთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო შევამციროთ საწვავის ფასი, მათ შორის, დიზელის ფასიც. ჩვენი მთავრობა დგას ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს. თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ეს მოხსნის სპეკულაციებს და დაასრულებს ოპოზიციის დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს. გუბაზ სანიკიძე მიეყიდა სააკაშვილს - 100 ათას დოლარად არის გაყიდული. პრემიერის ამ სიტყვებს გუბაზ სანიკიძემ დაახვედრა - მტყუნის დდ... ამის შემდეგ ატყდა ჩხუბი, დარბაზს გარეთ, დერეფანში რამდენიმე დეპუტატი ურტყამდა გუბაზ სანიკიძეს. საბოლოოდ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაპირისპირებით დასრულდა - დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი და უწმაწური რეპლიკებით მიმართეს.

      მინისტრის საათი - პრემიერის შემდეგ, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოსმენა მიმდინარეობდა. ნათია მეზვრიშვილი - „ქართული ოცნება“ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ დახვდა ისე, როგორც ხვდებიან ევროპელი ქვეყნების ლიდერებს, საქართველოს მეგობრებს. თეონა აქუბარდია ილია დარჩიაშვილს - მგონი, ერთადერთ მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია, ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას. არმაზ ახვლედიანი ილია დარჩიაშვილს - ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა, საქმე იქამდეც მივიდეს, რომ თქვენი სამთავრობო თვითმფრინავისთვის შესაძლებელი აღარ იყოს სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში დაშვება. ილია დარჩიაშვილი - 2023 წლის შემოდგომაზე, პირველად მოხდება საქართველოს პროგრესის შეფასება გაფართოების ერთიანი პაკეტის ფარგლებში - თავად სახელწოდება მიუთითებს, თუ რა პროცესში გადაინაცვლა საქართველომ. ვმუშაობთ, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების პოპულარიზაციას. ნიკოლოზ სამხარაძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო პოლიტიკურ კურსს პრაგმატულად წარმართავს. ილია დარჩიაშვილი - ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. 12 პრიორიტეტის განსაზღვრის დღიდან მთლიანად საჯარო სამსახური დგამს ნაბიჯებს რეკომენდაციების სრულად შესრულების მიმართულებით.

      მანდატებდატოვებულები და პარტიადატოვებული - ირაკლი ქადაგიშვილი უმრავლესობის წევრების მანდატების დატოვებაზე - კონკრეტულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა რადიკალური მიუღებლობას არ ნიშნავს, საკითხის დრამატიზებას ნუ შეეცდებით. ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიიდან წასვლის თაობაზე ხატია დეკანოიძის განცხადება არ გამკვირვებია - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაღარიბება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. თამარ კორძაია უმრავლესობის წევრების მანდატების დატოვებაზე - ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ იძულებით, ძალადობრივად მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დეპუტატები დაისაჯნენ იმის გამო, რომ რუსულ კანონს ხმა არ მისცეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხუთ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას - როცა დაასახელებთ იმ ხალხს, რომელიც თქვენზე ახდენდა ზეწოლას, რომ მხარი არ დაგეჭირათ ომბუდსმენისთვის, მერე ილაპარაკეთ თავისუფალ მანდატზე. ხატია დეკანოიძე - „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება - მთავარი მიზეზია ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი. გიორგი კახიანი - პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის პოზიცია საკმაოდ მაღალი თანამდებობაა - სიიდან ვინ გადაწყვეტს გასულების ადგილმონაცვლეობას, ვერ გეტყვით, შეიძლება ვინმეს არც ჰქონდეს სურვილი.

      პრომო - ლევან ხაბეიშვილი - „რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ხალხის, აქციების და პროტესტის ეშინია. ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ლიდერებთან ერთად, სოფელ თამაკონის მოსახლეობას 9 აპრილის აქციაზე მოსაწვევი ფლაერები დაურიგა. ბაჩუკი ქარდავამ, შესაძლოა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ დატოვოს.

      „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საქართველოში ყოველი მეორე თანამდებობის პირი დეკლარაციას დარღვევებით ავსებს.

      უჩას სარჩელი - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი - უზენაესმა სასამართლომ უჩა მამაცაშვილის სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

      ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვი „აფხაზეთის უმაღლესი ორდენით“ დააჯილდოვა.

საზღვარგარეთულები:

      უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა მტრის 79-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს, მოწინააღმდეგის კუთვნილი X-59 ტიპის მართვადი რაკეტა და 4 დრონი გაანადგურეს. რუსებმა კონსტანტინოვკა დაბომბეს, დაიღუპა 3 ადამიანი. უკრაინამ რუსეთს მძიმედ დაჭრილი ყველა ტყვე გადასცა.

      ესტონეთი ქვეყნიდან რუს დიპლომატს აძევებს.

      თურქეთში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

      დიმიტრი პესკოვი - იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდებიან, კოლექტიური დასავლეთი დაუფარავ ზეწოლას ახორციელებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 47

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters