სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 34 პაციენტი. თამარ გაბუნია - კორონავირუსის „მიუ" შტამი ჯერჯერობით დაკვირვების საგნად რჩება, საგანგაშო შტამის კატეგორიაში შეყვანილი არ არის. ბოლო 24 საათში 7 ათასი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ საჭიროა ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირება. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს. იმისთვის, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა იყოს თავიდან აცილებული, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 80% უნდა აიცრას. თამარ გაბუნიას განცხადებით, ორსულებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ფაიზერი - კვლევის მიხედვით, ვაქცინა 5-11 წლამდე ბავშვებში უსაფრთხოა.

      კომენატრები ჩანაწერებზე, მოსმენებსა და გამოძიებაზე - ხატია დეკანოიძემ ფარული მიყურადების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. მამუკა გამყრელიძე - საზოგადოებაში დაკარგულია ნდობა ძალოვანი უწყებების მიმართ, გამოძიებაში პარლამენტის იმ დეპუტატების ჩართვა უნდა მოხდეს, ვისაც აქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებებთან. შალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვიმყოფებით რუსული პროპაგანდისტული ხრიკის ეპიცენტრში, როცა ყოველდღე რაღაც ტექსტებს გვთავაზობენ და ჩვენ ვერ ვხვდებით, რა არის სიმართლე და რა არა. პარტია „მოქალაქეებმა“, სავარაუდოდ, სუს-დან გაჟონილი ფარული მოსმენა-მიყურადების საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნას ხელი მოაწერა. ნიკა მელია - 2 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. ლევან იოსელიანი ნიკა მელიას განცხადებაზე - სახტად დავრჩი - მაშინ, რატომ არიან „ივანიშვილის თავყრილობაში“, რატომ შემოვიდნენ პარლამენტში? სერგო ჩიხლაძე - „ქართული ოცნება“ თვითონ უფრო უსმენს თავისივე ლიდერებს - ინფორმაციის გაჟონვა მეტყველებს, რომ შიდა ბრძოლები და შიდა კომპრომატები აქვთ. გიორგი ნონიაშვილი - ეს ბოროტების მანქანა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად საკუთარი, სახელისუფლებო გუნდის ტოტალურ კონტროლსაც აწარმოებს, მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. თენგიზ ფხალაძე - ავტორიტარული სახელმწიფო არის რუსეთის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა, ამიტომ ეს არ შეიცვლება, სანამ ხალხი იკვებება იმ პროპაგანდით, რომლითაც კრემლი კვებავს. სალომე სამადაშვილი - თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, აღიარებს, რომ ფარულ მოსმენასთან დაკავშირებული დანაშაულის მონაწილეა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ფოთში მხარდამჭერებს შეხვდნენ. გიორგი გახარია ფარულ ჩანაწერებზე - ხოჯევანიშვილამდე გამოძიება ვერ მოვა - გამოძიება მეგობრებო! ჭორაობა და ტლიკინი კი არა, გამოიძიება! თამარ კეკენაძე - არ მიკვირს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიას და მის წარმომადგენლებს უსმენს. მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვ, დაზარალებულად მცნონ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ - განცხადება, რომელიც მოვისმინეთ, თურმე დიპლომატებსაც უნდა უსმენდნენ და თურმე ასე იმართება ქვეყანა, ეს ქვის ხანაა. მამუკა ხაზარაძე - 40 ეპიზოდი ვნახეთ და მართლა დამძიმებული ვარ, ეს არის მასალები, სადაც ასახულია ჩემი ურთიერთობა 7 ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენებთან, კატასტროფაა. ელენე ხოშტარია - კატეგორიულად არ ვაპირებ პროკურატურაში მისვლას - სრული ფარსი და თავის მოტყუებაა, რომ ერთი ხელით გისმენენ და მეორეთი იძიებენ. კახა კალაძე - ჩვენი უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, თუ საჭიროა, დიპლომატებსაც. ირაკლი კობახიძე - საქართველოში დიპლომატების არანაირი მოსმენა არ ხორციელდება - ჯერჯერობით ვერც ერთი საინტერესო ინფორმაცია ვერ გამოაგდეს. სერგო ჩიხლაძე - ხალხო, ასე რამ დაგაბეჩავათ: მოსმენებსაც ვიტანთ, ტერორს, სიღარიბეს - გვიკვირს, ავღანელებმა „თალიბანი“ როგორ დაისვეს თავზე, ჩვენ როგორ დავისვით „კლოუნები“.

      საია-ს სარჩელი - საია ითხოვს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას. სალომე სამადაშვილი - „ქართული ოცნების" დღის წესრიგია შელახოს ყველა დამოუკიდებელი აქტორის რეპუტაცია. მიხეილ სარჯველაძე - არ არის კარგი ტენდენცია, როცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ინტერესი, როგორიცაა საია, ოპოზიციურ პარტიებთან იხლართება. ირაკლი კობახიძე - ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს - ძალიან ნათლად იკითხება პოლიტიკური ინტერესი საიას უკან.

      #არჩევნები2021 - გიორგი ტყემალაძე ბაგებისა და ნუცუბიძის მოსახლეობას შეხვდა. იოსებ ხახალეიშვილი - მნიშვნელოვანია, ქალაქი არ დატოვონ ქუთაისელებმა და ამისთვის უნდა შევქმნათ ყველა პირობა. ანა ბიბილაშვილი - სანამ ქვეყანა და ქალაქი ჩართულია პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქალაქი კარგავს დიღმის ტყე-პარკს. ლევან იოსელიანი - 2 ოქტომბრის არჩევნები, საბოლოო ჯამში, დასრულდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმად ვერ გადაიქცევა. „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით, ბათუმში მმართველ პარტიას 49.2%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაცმოძრაობას“ - 29.8%, პარტია „საქართველოსთვის“ - 4.1.%. ანზორ მელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის მოსახლეობას შეხვდა. პაატა მანჯგალაძე - ქალაქის ქუჩებში, „სისხლიანი ბანერების“ გამოკვრა მიუთითებს „ქართული ოცნების“ უსაქმურობასა და უღირსობაზე. მედეა მეტრეველი - „ქართულმა ოცნებამ“ ბანერები: „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ჩამოხსნა, რაც უწიგნური ხელისუფლების სამარცხვინო სახეს უსვამს ხაზს. კახა კალაძე „სისხლიან ბანერებზე“ - არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს, დედაქალაქის იერსახეს ვისთვის ამახინჯებს, ვისთვის არა - მე არ მომწონს. ირაკლი ზარქუა - ის ხალხი, ვინც არის ბანერებზე გამოკრული, ასოცირებულია სისხლიან რეჟიმთან - ბანერი კი არ არის სისხლიანი, ადამიანები არიან სისხლიანი, ვინც ამას სჩადიოდნენ. კახა კალაძე - არ მინდა დავიჯერო, რომ „ლელოში“ ეგეთი სულელები არიან - როდესაც ბილბორდს ყიდულობ, მას აქვს გარკვეული ვადა. გიორგი გახარია ნარკოტესტზე - ეს იყო დაგეგმილი სპეცღონისძიება, ჯერ ტესტთან დაკავშირებით აწყობდნენ პროვოკაციას, შემდეგ, ჩემი უახლოესი გარემოცვიდან ადამიანებს, ზეწოლით დაადასტურებინებდნენ ამ ცილისწამებას. ზურაბ აბაშიძე - ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ძველი თბილისის განახლება მისი იერსახის შენარჩუნებით. ცესკო-ში აცხადებენ, რომ „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. გიგა ბოკერია - სათქმელი არაფერი აქვთ კატასტროფის ფონზე, რაც ქვეყანას მოუტანეს, ერთადერთი ინსტრუმენტი „სისხლიანი ბანერებია“ - ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ არჩევნებზე. გიორგი გახარია „სისხლიან ბანერებზე“ - „არიფულად“ ფიქრობენ, რომ ამით თბილისს „დააბოლებენ“.

      ეკონომიკა არაბეთთან - საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდა. ნათია თურნავა - ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ. არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ.

      "საქსტატი" - იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობა 2 610.8 მლნ აშშ დოლარია, რაც 26.0%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 683.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია.

      ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. დავით ზალკალიანი - პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლაში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა.

      ქარდავა - ადვოკატი - მეგის ქარდავა მის მიმართ გამოტანილ ყველა განაჩენს გაასაჩივრებს - ის არც ერთ ბრალს არ აღიარებს. მეგის ქარდავა საქართველოში მის ექსტრადირებას პოლიტიკურ გარიგებას უკავშირებს. მეგის ქარდავა გიგი უგულავას „კორუმპირებულს“, მამუკა ხაზარაძეს კი „საბჭოთა ადამიანს“ უწოდებს. მეგის ქარდავა - არავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას არ ვაპირებ.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 229 მილიონს გადააჭარბა, დაღუპულია 4.7 მილიონზე მეტი ადამიანი. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება. სომხეთში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 12 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 19 744 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 778 ადამიანი. “ფაიზერი“ და „ბიონტექი“ აცხადებენ, რომ მათი ვაქცინა 5-11 წლის ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოა და ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადმომცა ნიკოლ ფაშინიანის თხოვნა, რომ მას ჩემთან შეხვედრა სურს. ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი - სომეხ და თურქ ოფიციალურ პირებს შორის ჯერჯერობით კონტაქტი არ ყოფილა, თუმცა სომხეთი მზადაა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 98

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters