კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი, პარლამენტში სამართალზე მოკამათე კანონმდებლები და მერიის „ნიუსფიდი“

      აპრილის საგაზაფხულო წვიმას ვერ დავარქმევდით იმას, რაც დღეს ხდებოდა თბილისში და როგორ გარსა და სიავდრეშიც გადაიზარდა ახლა. დღის ამბებიც ხმაურიანი იყო ამინდივით - მთელი დღე საპარლამენტო დაპირისპირებები იყო და განხილვის თემა მოსამართლეობის მომავალი გახლავთ. სხვა ამბავი თბილისის მერიის გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა და შრომის უსაფრთხოებას. კიდევ ერთი ხმაურიანი ნიუსი კვიპროსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გახლავთ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 17 აპრილი, 2019/

      სამართლის ბედი საქართველოში - ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის დასკვნაში რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია. „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატთა ასოციაცია - ვენეციის კომისიის დასკვნა სრულადაა თანხვედრაში იმ ძირითად თეზისებთან, რომელიც ადვოკატთა კორპუსმა რეზოლუციის სახით შეიმუშავა. ანა დოლიძე - ვენეციის კომისიისგან ეს რეკომენდაციები მოსალოდნელი იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები. ნაზი ჯანეზაშვილი - მივესალმები ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა სრულად არ დააკომპლექტოს - იმედია, ამას გაითვალისწინებენ. კარლ ჰარცელი - ვენეციის კომისიას ესმის, რომ რიგი მოსამართლეების შემდეგი მოწვევის პარლამენტის მიერ დანიშვნა პოლიტიკური რეკომენდაციაა და ეს არ მოხვედრილა ძირითად რეკომენდაციებში. პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების განხილვა მიმდინარეობს. ლევან მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე - საბოლოო ჯამში, მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით. ლევან მურუსიძე - ჩვენი ე.წ. კლანი არის გუნდი, რომელიც კეთილი საქმის კეთებას ცდილობს. ოთარ კახიძე - ლევან მურუსიძეს და იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან არ მოსწონთ - ზოგადად, ვენეციის კომისიაზე ძალიან ნაწყენები არიან. გედევან ფოფხაძე - მოსამართლეების შესახებ ჩვენი კანონპროექტი არის გამოსავალი - მოვუწოდებ ყველას, ნუ დავკარგავთ ამ გამოსავალს და ნუ გავხდებით პოლიტიკური სიჯიუტის მსხვერპლი. ზვიად კვაჭანტირაძე ვენეციის კომისიის დასკვნაზე - რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა, მთელმა საზოგადოებამ ნახა. შალვა შავგულიძე - ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, სრული კონტროლი განამტკიცოს სასამართლოს მთელ ვერტიკალზე. ნაზი ჯანეზაშვილი - თუ გვინდა, რომ ჩინჩალაძის ხალხი არ ხვდებოდეს უზენაეს სასამართლოში, კომპლექსური მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული. სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას საკუთარი ინტერესების მიხედვით გეგმავს. გიორგი მიქაუტაძე - არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის ამოღება მოხდება. ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას - პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას. ეკა ბესელია კობახიძეს - ხომ არ შეგეშინდა? - სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი! ხათუნა გოგორიშვილი კობახიძეს - თქვენი დამოკიდებულება პარლამენტისადმი ის არის, რომ ოღონდ ვინმემ პულტზე თითი მიაჭიროს და მწვანე და წითელი ღილაკები გაარჩიოს. გია ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ოპონენტების განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია - რაც გავითვალისწინეთ, იმას მიაქციეთ ყურადღება! ელენე ხოშტარია კობახიძეს - მანდ რომ დაბრძანდით, მართლა ხომ არ გგონიათ, რომ რასაც გინდათ იმას გააკეთებთ? პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს შემაღლებულზე ჯდომას. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ჩაბარების მოთხოვნის ამოღების რეკომენდაციით ხელისუფლებას ეუთოც მიმართავს. ირაკლი კობახიძე - მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია არ მოითხოვს გამოცდების გაუქმებას, მგონია, რომ უნდა ამოვიღოთ, რათა არ გახდეს სალაპარაკო. ეკა ბესელია კობახიძეზე - ცნობილი ქართული ფილმის არ იყოს, გინდ გაიტანეთ და გინდ შემოიტანეთ ეს თქვენი გაგორებული თავმჯდომარეო, იმ მდგომარეობაშია უკვე. საბოლოოდ, ყველაფერი ისე დამთავრდა, რომ მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

      თბილისის მერიის საინფორმაციოდ - კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება. კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ: უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს. მეტროში ძალოვანი კაბელების და სავენტილაციო სისტემის მოწესრიგებაზე 15 მლნ დოლარი დაიხარჯება. მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. კახა კალაძე - არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. სოფიო ხორგუანი კახა კალაძეს - განსაზღვრეთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა და უზრუნველყავით საჯარო მოხელეთა მმართველობის ეფექტურობა. მაია ბითაძე - სატრანსპორტო განვითარების გეგმა დედაქალაქს დაახლოებით 10 თვეში ექნება. საკრებულოს წევრი ლევან არველაძე მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას დადებითად აფასებს. დედაქალაქში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალი და ჯანსაღი ხე-მცენარეების დარგვა დაიწყო.

      შრომის უსაფრთხოება - თბილისში, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი მუშა ჩამოვარდა. ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი ურჩხულივითაა გადაფარებული ამ ქვეყანას, მის გამო ხალხი სახიჩრდება, შენობიდან ვარდება. ბექა ნაცვლიშვილი - შრომის ინსპექციის მანდატი მყისიერად უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის უფლებებზეც.

      საკონგრესო საქართველო - პრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა.

      კვიპროსი საქართველოში - სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი - დღეს ისტორიული დღეა, რადგან 27 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა კვიპროსის პრეზიდენტი. კვიპროსის პრეზიდენტი - კვიპროსში ქართული მართლმადიდებლური ტაძარი აშენდება. სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს. დავით ზალკალიანი - კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს. კვიპროსის პრეზიდენტი - დიდ პატივისცემას გამოვხატავთ საქართველოს სუვერენიტეტის და საზღვრების მიმართ, რაც საერთაშორისოდ არის აღიარებული. კვიპროსის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს კვიპროსის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. კვიპროსისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაინიშნოს. კვიპროსის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს - კვიპროსი იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირში. კვიპროსის პრეზიდენტის პატივსაცემად სალომე ზურაბიშვილის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს გიორგი მარგველაშვილიც დაესწრო.

      საპენსიო ჯარიმები - „საპენსიო სააგენტო“ - ჯარიმა იმ კომპანიებსაც დაეკისრებათ, რომლებმაც საკუთარი 2%-იანი საპენსიო შენატანის გადახდაც დასაქმებულებს დააკისრეს და ამ მიზნით ხელფასი შეუმცირეს.

      მდგრადი განვითარება გორში - გორში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი ჩატარდა.

      უცხოობაში ცხოვრება როგორც დანაშაული - საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნა და ორგანიზების გაწევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. სისხლის სამართლის კოდექსს” ახალი მუხლი დაემატა, რომლის გათვალისწინებით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზების გაწევა ან ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

საზღვარგარეთულები:

      აღსადგენი შემოწირულობა - პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად შემოწირულებამ უკვე 1 მილიარდ ევროს მიაღწია. ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა 5 წელშია შესაძლებელი.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 160

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.

Which is exactly where translations and localization are available. These are generally two ways we use that can help make communication a lot easier between different groups of individuals.…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps guiding players towards hidden treasures, formidable boss encounters, and the…

გაგრძელება

How Can I Get Paperwork Apostilled In the united kingdom

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 18, 2024.
საათი: 8:30am 0 კომენტარი





Company in today and age has State-of-the-art radically and extended throughout the world. As a consequence of its huge community and around the world existence, it has gotten more simple to arrive at objective customers anyplace throughout the world. Despite the fact that issues have absent simpler, working jointly all throughout the world presents numerous problems way too. As an example, it involves a further force to guarantee and confirm corporate archives. Mainly because…

გაგრძელება

Qwelly World

free counters