სულ ბედნიერი, მხიარული, ლაღი და გახარებული ♥ მრავალჟამიერ, მრავალსა წელსა. იუბილეს გილოცავ, ელის ♥ ♥ ♥
გამოქვეყნების თარიღი: ნოემბერი 15, 2015 წელი 2 კომენტარი 10 მოწონება
ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული "ბათინკებით". უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო…
გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 12, 2015 წელი 0 კომენტარი 5 მოწონება
ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი…
გამოქვეყნების თარიღი: სექტემბერი 12, 2015 წელი 0 კომენტარი 4 მოწონება
მომნატრებია არიფანობა,
ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.
სუფრა მწირი და გული უხვი,
ფინჯანში ყავა და მკითხაობა.
სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,
ჩვენი ოცნება და მონატრება,
ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,
იმ დროის ნახული თავისუფლება.
ისლით შეკრული გამოდგა ტივი,
კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,
და სასწაულად გადავრჩით მაშინ
თუმცა გავრიყეთ ერთურთი…
გამოქვეყნების თარიღი: აგვისტო 30, 2015 წელი 0 კომენტარი 6 მოწონება
- "დიადია", ყოფილი ოსტროვსკის ქუჩაზე 3 ლარად მიგვიყვან? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა ტაქსის მძღოლს, რომელსაც ისეთივე გადაღლა და მოთენთილობა ეხატა სახეზე, როგორც ამ ორ ახალგზარდას, ეხლახან კაზინოდან რომ გადმოჭრეს ქუჩა. მძღოლმა გაისიგრძეგანა უიღბლო ღამე და უხასიათოდ თავი დაუქნია.
იგი ნელა მართავდა მანქანას. წვიმდა, მინა კი ნელა, უღიმღამოდ იწმინდებოდა. აქ, ზღვის მხარეს, ქუჩები უფრო წესრიგში იყო. მსუბუქი…
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 24, 2021.
საათი: 11:09pm
0 კომენტარი
1 Like
ქვეყანა ამოსუნთქვას იწყებს. რეგულაციები ნელ-ნელა მსუბუქდება - რესტორნები ბრუნდება, ტრანსპორტი ამუშავდება, სპორტ დარბაზებიც კი იფუნქციონირებენ და ა.შ. მედიაში მელიას ამბავი ჯერ კიდევ მეინსტრიმია. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 269438, ბოლო დღე-ღამეში - 443; გამოჯანმრთელებული - 263257, ბოლო დღე-ღამეში - 461; გარდაცვლილი - 3463, ბოლო დღე-ღამეში - 6; კარანტინის რეჟიმში - 307. დოლარის ფასი ლარში - 3.3198.…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 23, 2021.
საათი: 11:00pm
3 კომენტარი
3 მოწონება
დღევანდელი ნიუსები საკმაოდ ვრცელი გამოდგა რადგან დილაადრიანად აჭრელდა მედია - გამთენიისას ნიკა მელია საკუთარ ოფისში დააკავეს. სპეცრაზმმა ის ჩაკეტილი კაბინეტში აიყვანა. ოპოზიცია ჭიდაობდა, მაგრამ დამარცხდა. დაანონსდა აქციები, იყო მსოფლიო შეშფოთებები და ჭკუის დარიგებები და მრავალი სხვა. მოკლედ, უკვე მერამდენე დღეა დღის მთავარი ამბავი მელიას გარშემო ტრიალებს. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268995, ბოლო დღე-ღამეში -…
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: თებერვალი 22, 2021.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
4 მოწონება
დღის მთავარი ამბავი ალბათ სხვა ვერც იქნებოდა - დღეს, პარლამენტმა კიდევ ერთი ახალი მთავრობა დაამტკიცა. აწ უკვე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მთავარობა წარადგინა და პარლამენტისგან თანხმობა მიიღო. ასევე, დღეს ოპოზიციის აქციები გაიმართა. თებერვლის მომდევნო დღეები ისევ ნალექიანი იქნებაო. კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 268502, ბოლო დღე-ღამეში - 147; გამოჯანმრთელებული - 262244, ბოლო დღე-ღამეში - 607;…
გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: თებერვალი 21, 2021.
საათი: 11:07pm
1 კომენტარი
4 მოწონება
მთელი მსოფლიოს სკულპტუროლოგია ამაყოფს მრავალფეროვანი და მრავალმხირივი შედევრებით, მაგრამ როგორც წესი ძეგლებს უდგამენ საზოგადო მოღვაწეებს, მეფეებს, პრეზიდენტებს, გმირებს, სახელოვნებო დარგის წარმომადგენლებს - პოეტებ, მწერლებს, მომღერლებს, მხატვრებს, თავად სკულპტორებს. მხედართმთავრების და ჯარისმთავრების ძეგლებიც არაა იშვიათობა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი ბლოგი და მისი სტუმარი ცოტა განსხვავებულად ხედავს სამყაროს. წარმოიდგინეთ მსოფლიოს ერთ-ერთი…
© 2021 George.
•