Elisabed'ს ბლოგი (13)

99 ფრანკი

      ქუჩაში გამოვედი წითელი შარვლით და უეცრად შეყვარებულ-ამოჩემებული "ბათინკებით". უკვე შემოდგომაა. მიყვარს შემოდგომა. აღფრთოვანებული ვარ ფოთლების თოვლით. ერთხელ ქუჩის კუთხეში მდგომი ხის ქვეშ დავდექი, რომ ფოთლები თავზე დამცვენოდა. ჩუმად. ვითომ შემთხვევით. მოკლედ შემოდგომაა. მზიანი დღე იდგა. ციოდა და დიდ მანძილს ფეხით ვერ გავივლიდი. ამიტომ სამარშუტო ტაქსიში მოვთავსდი, სპეციალურად ფანჯარასთან და მიხაროდა,- სითბოდან ვადევნებ ამ სილამაზეებს თვალს თქო…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 15, 2015 წელი. 1:30pm — 1 კომენტარი
________________

ჩამავალი მზე

      ძველავეჯიან ოთახში საწოლზე ხანიერი ქალი იწვა: სულით და ხორცით ერთნაირად გატანჯული. იწვა გარინდებული, თითქოს ტკივილებს ყურს უგდებსო. ის იყო, ზოგჯერ გვერდს თუ იცვლიდა ნელა, სეჭირვებით, უძლურად და ჩუმი გმინვით ამხნევებდა ტკივილს. დაგნებდი, არაფერს გავნებ, შენთან ვარო. სახე არაფერს ხატავდა; გაშტერებოდა ყველა მიმიკა და ფერიც არაფრისმთამელი დასდებოდა. მხოლოდ თვალები იყო რაღაცნაირი გამომეტყველების, აი ისეთი, თუ გინახავთ დასაკლავად შებოჭილი საქონელი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 10:00am — არ არის კომენტარები
_______________

არიფანობა ჩვენებურად

მომნატრებია არიფანობა,

ჩვენი ლაღობა და ერთად ყოფნა.

სუფრა მწირი და გული უხვი,

ფინჯანში ყავა და მკითხაობა.

სჯა-მასლაათი ყოფნა-არყოფნის,

ჩვენი ოცნება და მონატრება,

ეჰ, იყოს ჩვენი არიფანობა,

იმ დროის ნახული თავისუფლება.

 ისლით შეკრული გამოდგა ტივი,

კიდეც დაშალა ცხოვრების ღელვამ,

და სასწაულად გადავრჩით მაშინ

თუმცა გავრიყეთ ერთურთი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 12, 2015 წელი. 9:00am — არ არის კომენტარები
_______________

ღამის ღამე (ფსიქოლოგიური მოთხრობა)

ღამის ღამე, ფსიქოლოგიური მოთხრობა

      - "დიადია", ყოფილი ოსტროვსკის ქუჩაზე 3 ლარად მიგვიყვან? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა ტაქსის მძღოლს, რომელსაც ისეთივე გადაღლა და მოთენთილობა ეხატა სახეზე, როგორც ამ ორ ახალგზარდას, ეხლახან კაზინოდან რომ გადმოჭრეს ქუჩა. მძღოლმა გაისიგრძეგანა უიღბლო ღამე და უხასიათოდ თავი დაუქნია.

      იგი ნელა მართავდა მანქანას. წვიმდა, მინა კი ნელა, უღიმღამოდ იწმინდებოდა. აქ, ზღვის მხარეს, ქუჩები უფრო წესრიგში იყო. მსუბუქი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 30, 2015 წელი. 10:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ასე ხდებიან ჩემპიონები

ასე ხდებიან ჩემპიონები

     აქა ამბავი ქართველი სპორცმენისა, რომელმაც გადაიარა მთა და ბარი, გადალახა ბევრი მდინარე და ზღვა იმისთვის, რომ მიზანში მოეხვედრებინა ისარი.

     შემდეგ ისევ გადის იგივე მანძილს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას: სკოლა, ვარჯიში, სამეცადინო, მეგობრები, სკოლის მასწავლებელი, რომელიც "სასარგებლო" რჩევებს იძლევა ("მშვილდოსნობა რა სპორტია, თავი დაანებეო, "ურჩია"…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2015 წელი. 1:00pm — 2 კომენტარი
________________

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

blog, dream, georiga, homeland, immigrants, nationality, paradox, profession, progress, qwelly, ბლოგი, ბრძოლა, გაგება, განვითარება, გაუგებრობა, გახარება, დღიური, ემიგრანტი, მისწრაფება, მიწა-წყალი, მიწაჩაყრილი, ოცნება, პარადოქსი, პროგრესული, პროფესია, სამშობლო, საქართველო, ფესვები, ფეხსაცმელი, ქართული საზოგადოება, ქველი, ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, ძალა ერთობაშია, წარმომავლობა

ფეხსაცმელებში მიწაჩაყრილი სიარული ადვილია?

     ზაფხულის ერთ თბილ საღამოს ჩემი მეგობრის უცხოელ მეგობართან ერთად ვსეირნობდი ქუჩაში. ლაპარაკი ჩამოვარდა საქართველოში გადმოსახლებაზე, იმაზე, რომ თავიანთ ქვეყანაში არ აქვთ შესაბამისი პირობები, არეულობაა... მოკლედ ურჩევნია აქ იცხოვროს და საერთოდაც, ადამიანმა…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 19, 2015 წელი. 11:30pm — 6 კომენტარი
________________

ლონდონში ვსწავლობდი

...დღეს მომხდარი ფაქტით დავიწყებ. დამღლელი და სრულიად მჯდომარე 2 კვირის შემდეგ (მანქანა-ოფისი, მანქანა-სახლი) უმოძრაობით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ ბათუმის ქუჩებისთვის ფეხით შეგვეტია ( მე და დედა ). აქ არც ისე განებივრებულები ვართ გემოვნებიანი ტანისამოსის არჩევანით, ამიტომ, მაღაზიებში სიარული თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს; ჩვენც მეტი რა საქმე გვქონდა და ამ შრომატევად საქმიანობას მივყეთ ხელი. ერთი, ორი, სამი და.. ერთ ერთ მაღაზიაში, რომლის…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 9, 2014 წელი. 7:00pm — 7 კომენტარი
________________

ჰოგვარტსი და მტრედის ფოსტა

      ოცდამეერთე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოპეაა და გამომდინარე აქედან, მე, ჩემს ირგვლივ ყველას და საერთოდაც მთელ კაცობრიობას ყოველდღე გვიწევს შეხება ამ ტექნოლოგიებთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ,- პირად საკითხებს: იქნება ეს პირადი წერილი, ოფიციალური შეტყობინება, საბუთების მიღება და გაგზავნა... ა.შ.

      სულ ახლახან დავამთავრე ეუნივერსიტეტი. ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული, ამიტომ ზოგი სერთიფიკატი დღემდე…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 14, 2014 წელი. 9:30pm — 9 კომენტარი
________________

სოციალური ასოციალურობისთვის

       ინტერნეტსივრცეში გამოჩენისა და მისი ,,გადატრიალების“ დღიდან ,,ფეისბუქის“ შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა და  დასკვნა დაიდო. ,,ფეისბუქმა“ მან მოიცვა მსოფლიოს ყველა წერტილი. მილიარდობით ადამიანს, ჯერ დაუბადებელ ბავშვებს, კატებს, ძაღლებს და ყველას, ვინც ამქვეყნად რამედ ღირს, მოუყარა თავი. მავანნი დღემდე საუბრობენ მისი ავ-კარგიანობის შესახებ. რომ მას ბევრი დრო მიაქვს, რომ მისი საშუალებით უამრავ ინფორმაციას ვიღებთ და  მათ შორის გავცემთ კიდეც. ,,შპიონაჟშიც“ კი…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 8, 2014 წელი. 1:30pm — 5 კომენტარი
________________

შინ დაბრუნების დროა

       მომენტი, როცა ყველაფერი იცვლება ერთგვარი გაურკვევლობის, მოლოდინებისა და იმედების ნაკრებია. ზოგადად ყველანი ყოველდღიურად განვიცდით ცვილებებს, თუმცა ამას ვერ ვამჩნევთ, ისევე, როგორც დედა ვერ ამჩნევს, როგორ იზრდება შვილი თვალსა და ხელს შუა. გადის დრო და ის უკვე ზრდარულია... თუმცა არის დროება, როცა ცვლილებების ქარს გუმანით გრძნობ. მაშინ ცვლილებებს ან ახორციელებ, ან იძუელბული ხარ განახორციელო...

      ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 9, 2014 წელი. 4:00pm — 1 კომენტარი
________________

არის თუ არა ,,პადზემკის“ ბოლოს სინათლე

       რა მნიშვნელობა აქვს ბაკალავრის ბოლო წელს ითვლი, ხვალ სამახურში ხარ წაასვლელი, რაღაც სულელური საქმე გაქვს დასამთავრებელი თავისუფალ დღეს, თუ უბრალოდ ერთი ადამიანი ხარ, ვინც ახალგაღვიძებული ფიქრობს... ფიქრობ დღეს რას გააკეთებ, რა განიცდი, ზოგადად დღესაც ხომ განცდებს აფუძნებ და ისე წარმართავ მას. ფიქრობ მომავალზე. ეს უკანაკნელი ჩვენს რეალობაში (მხოლოდ საქართველოს არ ვიგულისხმებ) ბუნდოვნად ჟღერს და არც ისე იმედიანად გვესახება. თუმცა…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2014 წელი. 10:30pm — 3 კომენტარი
________________

თავისუფლების კუნძული

       ,,ყველას თავისი ცხოვრება უნდა ჰქონდეს, თავისი სამყარო, სწორი და კარგი ეს იქნებოდა.  მხოლოდ ასე შეიძლება სხვისი ცხოვრების გაგება და დადგება დრო, როცა გაგება გახდება მთავარი და არა პრაქტიკული ზრუნვა და დახმარება...  იცი რა? ადამიანი ხომ იშვიათად მოქმედებს უანგაროდ. ხშირად ზრუნვასა და სიყვარულში ისეთი ძალადობაა გახვეული, ვერც წარმოიდგენ... და ეს ძალადობა ყველაფერზე საშინელია. ვინც გარჩენს და გემსახურება, თავისუფლებას გართმევს ხშირად,…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2014 წელი. 10:30pm — 4 კომენტარი
________________

განათლების რეალიზება საქართველოში

       შევძლებ თუ არა ჩემი განათლებით ვიშოვო კარგი სამსახური? - ეს კითხვა მაწუხებდა მაშინ, როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში და დღემდე ვფიქრობ ამაზე; ჩემი აზრით, სტუდენტების 50%-ზე მეტს აფიქრებს თავისი ბედი.

       ცოტა ხნის წინ მატარებლით ვმგზავრობდი და შემთხვევით ჩემ გვერდით მსხდომი გოგონების საუბარი მოვისმინე. როგორც საუბრიდან გავიგე, თსუ-ს სტუდენტები იყვნენ. ერთ-ერთი უკვე…

გაგრძელება

დაამატა elisabed_მ!
თარიღი/დრო: მარტი 26, 2014 წელი. 10:00pm — 5 კომენტარი
________________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters