ოცდამეერთე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოპეაა და გამომდინარე აქედან, მე, ჩემს ირგვლივ ყველას და საერთოდაც მთელ კაცობრიობას ყოველდღე გვიწევს შეხება ამ ტექნოლოგიებთან. მათი დახმარებით ვაგვარებთ როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ,- პირად საკითხებს: იქნება ეს პირადი წერილი, ოფიციალური შეტყობინება, საბუთების მიღება და გაგზავნა... ა.შ.

      სულ ახლახან დავამთავრე ეუნივერსიტეტი. ბევრ პროექტში ვიყავი ჩართული, ამიტომ ზოგი სერთიფიკატი დღემდე არ მიმიღია და მათ მოლოდინში ვარ. რაც დედაქალაქიდან ჩამოვედი, უკვე მეორედ მომიწია ჩასვლა იქ, ფარატინა ფურცლის გამო. და ასე ხდება მუდმივად... ახლაც ჩემს სახელზე გამოგზავნეს კონვერტი უნივერსიტეტში, რომელიც რომელიღაც პროგრამაში ჩართვის საშულაება მაძლევს და ველოდები ასევე ერთ-ერთ სერთიფიკატს. რეალური დილემის წინაშე დავდექი: რა ვქნა, ჩავიდე თბილისში გვიან და პროექტში მოხვედრის შანსის შემცირების მიუხედავად ერთად წამოვიღო ორივე მოწმობა, თუ დავხარჯო დრო და თანხა იმისთვის, რომ ჩემთვის კუთვნილი მზა მოწმობა წამოვიღო.

      ციფრული ტექნოლოგიები იმიტომ ვახსენე, რომ ხაზი გამესვა, რამდენად განვითარებულია მსოფლიო და რა სამარცხვინოა, როცა პირადად გიწევს კონკრეტულ დაწესებულებაში მისვლა და გზავნილის მიღება 6 საათის სავალზე, მაშინ, როცა დრო რეალურად ფულია და ადგილზე უმარავი საქმე გელოდება. მგონი კომპიუტერის გამოგონებამდე არსებობდა ფოსტა, რომელიც საქართველოში აშკარად სიმბოლურ სახეს ატარებს, ფასი კი არანორმალურად დიდი აქვს ისეთი პატარა მასშტაბების მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. თუ ფასიანი ფოსტის გამოყენება ეძვირება განათლების სამინისტროს ან სხვა საჯარო დაწესეუბულებებს, არსებობს ელექტორნული ფოსტა, პრინტერი, სკანერი, ფაქსი და სხვა მრავალი საშუალება, რათა მანძილის მიუხედავად დროის მოკლე ინტერვალში მიეწოდოს ადამიანს ინფორმაცია და ფარატინა ქაღალდი.

      ალბათ, რიგი ადმაიანები იფიქრებენ, რომ ჩემი ესოდენ კრიტიკული ტონი იმით არის გამოწვეული, რომ სადმე წასვლა მეზარება. თუმცა მე სხვა არუგმენტებიც მაქვს. დღეს ბვერი ქართველი ახალგაზრდა ცდილობს უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ისინი ელექტრონულად აგზავნიან საბუთებს უცხოეთის უნივერსიტეტებში და მათ ამაზე არანაირი პრობლემა არ ექმნებათ. ასევე მიღების შესახებ ინფორმაციასაც ელექტრონულად, სკანირებული დოკუმეტით იღებენ, ან ფოსტით. ალბათ ის ქვეყნებიც რომ საქართველოს მოდელით მუშაობდნენ, ცოდნის გამდიდრების მსურველთ, აქედან წასვლა ნაკლებად მოუნდებოდათ, რადგან დამადასტურებელი საბუთისათვის ევროების გადახდა მოუწევდათ (პლუს წაიმოგზაურებდნენ). და კიდევ ერთიც, თუ ასე უჭირს ჩვენს ქვეყანას და მათ შორის მთელ რიგ ინსტიტუტებს, გამოდის არც მე მაქვს ზედმეტი 50 ლარი (ეს მინიმუმუა თუ საქართველოს რკინიგზის მეშვეობით ცოტა "კომფორტულად" გსურთ მგზავრობა და თან იაფად) რომ 6 საათის სავალზე წავიდე ფარატინა ქაღალდისთვის დედაქალაქში, როცა იქ სადაც ვიმყოფები თავზე საყრელად მაქვს საქმე.

ელისო (ელისაბედ) დუაძე

ნახვა: 83

ტეგები: Qwellyland, blog, ბლოგი, ინტერნეტი, ქველი

ლიკა: სექტემბერი 14, 2014||11:44pm

სათაური ისეთი იყო რაღაც პოზიტიურის წასაკითხად განვეწყვე და... :/ :D :D

elisabed: სექტემბერი 15, 2014||12:07pm
:დ :დ ჰაჰა :დ აი რო შეიცვლება სიტუაცია პოზიტიურ რამეებს დავწერ :დ
ლაშა: ოქტომბერი 2, 2014||7:26pm

elisabed რა შეიცვლება? იუორი მოგძალვია აშკარად. :) 

რაც შეეხება ფარატინა ფურცლებს - იქ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი რომ უნდა მოაწერო არ იცი შეენ? :D 

elisabed: ოქტომბერი 3, 2014||3:42pm

რას ნიშნავს რა შეიცვლება?  ვერ გავგე  რას მეკითხები :) არაფერზე არ მაწერინებენ ხოლმე ხელს ისე მივდივარ და მოვდივარ :) არ ვიცი შენ თუ გსიამოვნებს ბოდიალი, თუმცა შენ მცხეთაში ცხოვრობ  :)

ლაშა: ოქტომბერი 3, 2014||4:00pm

წინა კომენტარში ხო დაწერე "რო შეიცვლება სიტუაციაო" :D ჰოდა, მაგაზე გკითხე რა შეიცვლებამეთქი? :D 

რაც შეეხება ბორიალს - გააჩნია სად დავბორიალობ :D

elisabed: ოქტომბერი 5, 2014||8:12pm

ბოდიალი ერთი ფურცლის გამო ლაშა :დ :დ  ხო და შეცვლაში ვიგულისხმე რამე პოზიტიური რო მოხდება იმაზე დავწერ, სადმე  :დ 

ლაშა: ოქტომბერი 5, 2014||8:14pm

elisabed მაგას თუ ელოდე, გადაეჩვევი შენ წერას :D 

elisabed: ოქტომბერი 5, 2014||8:16pm

აჰაჰა ეგ კარგი იყო :დ დ ;დ  არასწორად გაიგე :დ  ჯერ ცუდ რამეებზე დავწერ და კაი რო მოხდება იმ კარგზეც დავწერ :დ :დ 

ლაშა: ივლისი 30, 2016||12:44pm

ამ პოსტისთვის ზედგამოჭრილი ფოტოა: http://www.qwelly.com/photo/hogvortsi

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters