ჯგუფი ქართველ-პოლონელი ემიგრანტებისთვის და პოლონეთით მოხიბლულთათვის!
საიტი: http://www.qwelly.com
ადგილი: საემიგრანტო
წევრები: 19
უკანასკნელი აქტიურობა: ოქტომბერი 8, 2016
ავტორი salome, ოქტომბერი 8, 2016. 0 გამოხმაურება 2 მოწონება
პოლონელებს რომ ჰკითხოთ ალბათ თვითონაც გეტყვიან, რომ მათი სამზარეულო განსაკუთრებული ორიგინალურობითა და ეგზოტიკურობით არ გამოირჩევა. ამის მიუხედავად, როგორც ყველა სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, პოლონელებსაც აქვთ რაღაც, რითიც ძალიან ამაყობენ. ეს არის Polskie Serniki - ე.წ. ჩიზქეიქი. პოლონეთში რომ მოხვდებით აუცილებლად უნდა გასინჯოთ! ისმის კითხვა: არის კი ნამდვილად პოლონური? ეს არის ყველაზე რთული კითხვა პოლონურ სამზრეულოში, რადგან "სერნიკების" და ყველა სხვა კერძის წარმომავლობა ბუნდოვანია(ასე ხსნიან ამ ფაქტს თვითონ პოლონელები). კიდევ ერთი ფაქტი, რაც აუცილებლად მოგხვდებათ თვალში, ეს არის მენიუში ნაციონალური კერძების სახელწოდებები: Pierogi Russkie(რუსული პელმენი), Barszcz Ukraiński(უკრაინული ბორში)... დავუბრუნდეთ ისევ "სერნიკებს". მათი წარმოშობა ბერძნების სახელს უფრო უკავშირდება ვიდრე პოლონელებისას, თუმცა ფაქტია, რომ პოლონელებს ძალიან კარგად გამოსდით. ერთი სიტყვით, არც ისე მდიდარი პოლონური სამზარეულოდან ერთ-ერთი რაც შეილება გირჩიოთ, არის ბოლომდე არაპოლონური, თუმცა პოლონელებისთვის მაინც…გაგრძელება
ტეგები: poland, Qwelly, ქველი, პოლონეთი, სამზარეულო
ავტორი salome. ბოლოს გამოეხმაურა: თათია, აპრილი 12, 2016. 7 გამოხმაურება 5 მოწონება
დასველების ორშაბათი - Śmingus dyngus პოლონეთის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა, გუშინ, 5 აპრილს ოჯახურ, მყუდრო გარემოში აღდგომა იზეიმა. დღეს აღდგომის მეორე დღეა, ე.წ. śmingus dyngus-ის დღე, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ პოლონეთში იმყოფებით და ქუჩაში გასვლას გადაწყვეტთ, დღეს განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, თუმცა უმჯობესია ალბათ თუ არ გახვალთ საერთოდ. თუ მაინც გასვლას გადაწყვეტთ, სახლში დიდი ალბათობით ცივი შხაპმიღებული დაბრუნდებით. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, śmingus dyngus არის დღე, როცა არა მარტო ბავშვებს, არამედ დიდებსაც ეძლევათ გართობის საშუალება და საბაბი. ეს უკანასკნელი ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მაგის გარეშე დიდები ხომ ისეთი სერიოზულები და მოწესრიგებულები არიან, რომ ბავშვურ სიცელქესა და ანცობას ასე ადვილად არ მიეცემიან. ამიტომ წყლით დასველების ტრადიციაში ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი არიან ჩართულები. როგორც უკვე გაიგეთ, śmingus dyngus ეს არის წყლით დასველების ტრადიცია პოლონეთში, რომელიც აღდგომის მეორე დღეს აღინიშნება. ეს დღე, აგრეთვე სიმბოლურად…გაგრძელება
ავტორი salome. ბოლოს გამოეხმაურა: თათია, აპრილი 12, 2016. 6 გამოხმაურება 6 მოწონება
ფოტოკოლაჟი პოლონეთის ერთი პატარა და ულამაზესი ქალაქიდან - ვროცლავი.Hala stuleciaიაპონური ბაღი ვროცლავშიოქროს თევზებმა სურვილები ჩაუთქვითოასე გამოიყურება ვროცლავი ოდრის (მდინარე ვროცლავში) შუაგულიდანვროცლაველები ზრუნავენ ქალაქის სილამაზეზეაქაც იციან ქორწილებივროცლავის ეროვნული მუზეუმიკერძო სახლები ვროცლავში - ლამაზი პატარა ეზოებით, ყვავილებით და სიმწვანით დამშვენებულისააკაშვილს რომ დასცინოდნენ ფერად სახლებზე, თურმე მართლა პოლონური მოდელი ყოფილაღამის ვროცლავი - Wyspa Slodowa (ტკბილი კუნძული)ღამის ვროცლავი - Wyspa Slodowa (ტკბილი კუნძული)ყველაზე კეთიმლმოწყობილი საცხოვრებლები ვროცლავში "KREDKA" (ცარცი) და "OŁÓWEK" (ფანქარი)მზით დამშვენებული დილა და საღამოთქვენ გგონიათ ხაჭაპური არ არის ვროცლავში?! ჰმ...ზანდუკელსაც ვაგემოვნებთ!ესეც პოლონელი M&M'Sებიაქვე იხილეთ:•…გაგრძელება
ტეგები: QWELLY
ავტორი salome. ბოლოს გამოეხმაურა: თათია, აპრილი 12, 2016. 4 გამოხმაურება 17 მოწონება
ველიჩკის მარილის მაღარო მარილის მაღარო, რომელიც ქალაქ ველიჩკში მდებარეობს, დაახლოებით ერთი საათის სავალზეა ალბათ ყველასთვის კარგად ცნობილი ქალაქ კაროვიდან. მაღაროს დერეფნებსა და გალერეების მთელ წყებაში ჩვენს თვალწინ ცოცხლდება მარილის დამუშავების მეთოდები და ტექნოლოგიები (XIII -XX საუკუნეებში), ეს ყველაფერი განთავსებულია შვიდ დონეზე მიწისქვეშეთში, რომლის სიღრმე 57-198 მ, საერთო სიგრძე 200 კმ. მაღარო პოლონელების ერთ-ერთი სიამაყეა და შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, დატკბით ფოტოებით!გაგრძელება
ავტორი salome. ბოლოს გამოეხმაურა: salome, აპრილი 1, 2015. 13 გამოხმაურება 13 მოწონება
ვროცლავის ჯუჯები - Krasnale Wrocławskie თითოეული ქალაქს აქვს ალბათ რაღაც ისეთი, რაც სხვა ქალაქებისაგან განასხვავებს და ამით განსაკუთრებულს ხდის მას. ქალაქი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, არის ვროცლავი, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი კი არის ბრინჯაოს ჯუჯები, რომლებიც მთელს ქალაქში არიან მიმოფანტულნი. მათი რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 300-ს აღწევს, ალბათ სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური რუკები და ბროშურები მათ აღმოსაჩენად. ეს ის ქალაქია, სადაც ზევით ყურების ნაცვლად დაბლა უნდა იყუროთ, რათა შემთხვევით რომელიმე პატარა ჯუჯას ფეხი არ წამოკრათ, თუმცა მას ნამდვილად არაფერი დაუშავდება, არ იდარდოთ, მთავარია თქვენ დარჩეთ მთელი და უვნებელი! ვროცლავის ხსენებაზე შეიძლება ბევრ ტურისტს სწორედ ჯუჯები ახსენდება, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობამ ალბათ არც იცის ჯუჯების წინარე ისტორია და ის თუ რატომ არის სწორედ ვროცლავი ჯუჯების ქალაქი. პოლონეთის ერთ-ერთი ძლიერი მოძრაობა სოციალიზმის წინააღმდეგ იყო…გაგრძელება
კომენტარი
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Polska_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!