გახმაურებულ საქმეში ჩართული მამაო, უმეტროობის მეორე დღე, აღიარების გმობა-მეტყველება, ეკონომიკის მინისტრი მიღწევებით და პუტინის სიმტკიცე

      დილის გამონათება ისევ წვიმამ შეცვალა. ივნისის წვიმები ცუდად გვახსოვს და სიყვარულიც გაქრა მის მიმართ. აღარც უმღერიან და მგონი აღარც ლექსებს უწერენ წვიმას. აქვე, სინოპტიკოსების გრძლვადიან პროგნოზსაც მოგახსენებთ - ექსპერტების დასკვნით, ზაფხულში, საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1- 2 გრადუსით მაღალი, ხოლო ნალექი ნორმაზე ნაკლები იქნება. იქამდე კი, სულ რამდენიმე წუთის წინ, თბილისში ძლიერ მიწისძვრა დაფიქსირდა - ეპიცენტრი აზერბაიჯანში იყო, ხოლო ქართული ეპიცენტრი დედოფლისწყაროში - 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში დაფიქსირდა. ერთია, ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. დღის სხვა ამბებს რაც შეეხება - კვლავ შვილმკვდარი ოჯახების საქმე, კვლავ გაფიცვები, ასევე ახალი პრკურორის და იუსტიციის მინისტრის პრობლემები და ახალი გატაცება საოკუპაციო ხაზთან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 05 ივნისი, 2018 /

      აქციებით გამოძიებული მკვლელობების საქმე - დავით დადუნაშვილი - მთავრობა არ უარყოფს, რომ უყურადღებობა არის დაშვებული. ზაზა გაბუნია - საგამოძიებო კომისიის შექმნა არის ყველაზე ხმამაღალი განაცხადი, რაც შეიძლებოდა გაეკეთებინა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. დეკანოზი შიო მენაბდე - ჩემთვის მიუღებელია საუბარი, რომ თითქოს ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას ვითხოვ და ამ საქმეში ეკლესიის გავლენას ვიყენებ. ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობის შემადგენლობა ცნობილია. ოთარ კახიძე - მირზა სუბელიანი და ირაკლი შოთაძე ნამდვილად იქნება იმ პირთა შორის, ვინც საგამოძიებო კომისიის კითხვებს პასუხს გასცემს. მურთაზ ზოდელავა - ხელშეუხებლობა მირზა სუბელიანის ნიშნავს ხელშეუხებლობას სუბარის, ფარცხალაძის, ღარიბაშვილის და ივანიშვილის. სერგი კაპანაძე - ჩვენ დავიბარებთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე შემხებლობა აქვს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან. სახალხო დამცველმა ხორავას ქუჩის გამოძიების შესწავლის პროცესში, შესაძლოა, ექსპერტები ჩართოს. ვახუშტი მენაბდე - რეგლამენტის პროექტი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ უმრავლესობამ, სურვილის შემთხვევაში, საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება დაბლოკოს.

      გაფიცვის მეორე დღე - მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები კვლავ დაკეტილია. დიმიტრი ქუმსიშვილი - დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე აკეთებს მაქსიმუმს, თუმცა მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს არის ძირითადი ტრანსპორტი. გაფიცული მემანქანეები იმედოვნებენ, რომ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება კვლავ გაიმართება. ევროპარლამენტარი - მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით ხელისუფლება უფრო ღია უნდა იყოს და უნდა მოძებნოს გადაწყვეტილება. ნინო ლომჯარია - მეტროპოლიტენის თანამშრომლებს განვუცხადე, რომ მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. „ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის მერიას მეტროს მემანქანეებთან მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ირაკლი ხმალაძე - მიმდინარე წელს მეტროს მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება მერიას არ გააჩნია. თბილისის ვიცე-მერი მეტროს მემანქანეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება. მემანქანე ზაზა ბარბაქაძე - თუ დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან გაგვეზრდება ხელფასები, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ. ირაკლი ხმალაძე - დღიური ზარალი არის 40-45 ათასი ლარი, რადგან გაჩერებულია მეტრო და თუ ერთი მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორე მხრივ, არ იხარჯება თანხები მისი ოპერირებისთვის.

      ნიუსები ეკლესიიდან - მამა მიქაელი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის ილია მეორესთან შეხვედრის საკითხი უკრაინის ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფა იყო.

      აღიარების გმობა და აღიარების გაგრძელება - პორტუგალიის მთავრობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში სირიის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს. რაულ ხაჯიმბამ ბაშარ ასადი სოხუმში მიიწვია.

      ნარკოპოლიტიკის ამოუწურავი პრობლემა - აკაკი ზოიძე - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით რჩება საკითხები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ.

      მტკვრის დაწევა - მდინარე მტკვრის დონე თბილისსა და მცხეთაში 3 დღით ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

      გარემოსდაცა - გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე არაგვზე წყლის სინჯები აიღეს. სპეციალისტებმა „წითელ ბაღში“ ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრო-მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი განახორციელეს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. „პირველი რესპუბლიკის მოედანზე“ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება – „გაამწვანე შენი ავტომობილი“ გაიმართა.

      ეკონომიკის მინისტრი მიღწევებზე - დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ ქვეყანას ინტერნეტის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს მთავრობა მტკიცედ ზრუნავს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. დიმიტრი ქუმსიშვილმა მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარია გაბრიელი - აუცილებელია ინტერნეტი იყოს საიმედო, უსაფრთხო, მდგრადი და ინკლუზიური. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს მთავრობის ხედვაა, ქვეყანა საინფორმაციო ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქციოს. ევროპარლამენტარი - საჭიროა კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა, ასევე უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ჩავრთოთ საქართველო ამ პროცესში.

      ახალი პროკურორის შერჩევა და დაწუნება იუსტიციის მინისტრს - სულხან სალაძე - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობა იუსტიციის მოქმედი მინისტრის პირობებში ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. მიხეილ ბენიძე - თეა წულუკიანს აღარ აქვს მორალური უფლება, რომ კიდევ ერთი მთავარი პროკურორი შეარჩიოს. გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის გადაყენების თაობაზე, არაკორექტულს და არაეთიკურს უწოდებს. დავით უსუფაშვილი - გამიკვირდა, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროკურორმა აიღო და არა იუსტიციის მინისტრმა. ომბუდსმენის შეფასებით, თუ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არასამთავრობო სექტორმა მონაწილეობა არ მიიღო, ამ პროცესს სანდოობა არ ექნება. გიორგი კვირიკაშვილი - მიუღებელია, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხზე არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება. „რესპუბლიკური პარტია“ თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას უერთდება. დავით უსუფაშვილი - გამოვდივართ წინადადებით, რომ მოქმედ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდეს.

      წამებით მოკლული - „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი - ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე 100-ზე მეტი დაზიანება აღენიშნებოდა. ომბუდსმენი - როდესაც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დასრულდება, საქართველომ ყველანაირი საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს. ქეთევან ციხელაშვილი - ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

      ოკუპაცია - საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი და კიდევ ერთი პირი დააკავეს. მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოში საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვრის დაკავების ფაქტის მოკვლევა მიმდინარეობს. ნინო ლომჯარია - სამწუხარო რეალობაა, რომ საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ ადამიანებს და უხეში ფორმებით ირღვევა მათი უფლებები. ქეთევან ციხელაშვილი - უკვე ყველა ბერკეტი ამოქმედებულია იმისათვის, რომ ერთი მხრივ, გატაცებული პირები რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ და მეორე მხრივ, ეს პრაქტიკა დასრულდეს. გიორგი ტატუნაშვილი - ცხინვალის მხრიდან პირადი კონტაქტებით შევიტყვე, რომ ჩემი შვილი საკონტროლო გასროლით არის მოკლული.

      ამ ახალ ამბავში, აღმასკომმა მიიქცია ყურადღება - ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი უახლოეს სხდომაზე შოთა ხაბარელის გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს. შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის წევრებს „კოლექტიურ ქევხიშვილებს“ უწოდებს.

საზღვარგარეთულები:

      ვულკანის საფრთხე - გვატემალაში ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა

      რაინდი სპორტში - ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

      მასშტაბური გაქცევა - ნიგერიაში 200-მდე პატიმარი ციხიდან გაიქცა.

      სააკაშვილის შეტენა და დაუბრუნებელი ყირიმი - ვლადიმერ პუტინი - არ გვსურს კიდევ ერთი სააკაშვილი „შემოგვტენონ“ - რუსულ პოლიტიკას ასეთი ჯამბაზები არ სჭირდება. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინას ყირიმს არც ერთ შემთხვევაში არ დაუბრუნებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 250

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

vako: ივნისი 6, 2018||3:13pm
ნუ საგამოძიებო კომისიაში რო არჩილ თალაკვაძეს შეიყვან ეს უკვე უდიდედ პროფესიონალიზმზე მეტყველებს :DD :DD

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters