დამნაშავეთა დასჯიდან ხელისუფლების გადაყენებამდე, ხელფასების მომატების სურვილი და პარალიზება, აღიარება და ტურიზმი

      მნიშვნელოვანი ამბების გამოტოვება მოგვიწია და მათი მნიშვნელოვნობა გამოიხატებოდა საპროტესტო აქციების სიმკვეთრეში, ზღვარსგადასულობასა და გაურკვევლობაში. ვინ სად რას და რატომ მართავდა აქციას, ბოლოს უკვე ძნელი გასარკვევი აღმოჩნდა. რაც შეეხება ამ კვირის პირველ ქველინიუსს, დილა დაიწყო ქალაქისთვის შემაშფოთებლად - გაიფიცნენ მემანქანეები, რომლებიც ითხოვენ ხელფასის მომატებას. ამას გარდა, დღეს საუბრობდნენ კვლავ - შვილმკვდარ ოჯახებზე და ახალ კანონპროექტებზე და აღიარების პოლიტიკაზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 04 ივნისი, 2018 /

      მემანქანეების გაფიცვა - მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. რატი კაპანაძე - ვერც ერთი მემანქანე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. კახა კალაძე - მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. „ერთობა 2013“ - დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია - "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო. კახა კალაძე - ის, რომ დღეს მეტროსადგურები არ მუშაობს და არ ემსახურება მგზავრთა გადაყვანას, შეიძლება შეფასდეს, როგორც შანტაჟი საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. კახა კალაძე - გაფიცვის პერიოდში, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება. კახა კალაძე - მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებზე. კახა კალაძე - კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა 45%-იანი ხელფასების ზრდა განახორციელოს. თბილისის მეტროპოლიტენის გაფიცული მემანქანეები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მეტროს მემანქანეებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულება გამოაქვეყნა - ხელშეკრულების პირობების მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია:

  1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშროებებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;
  2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი - 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;
  3. თანრიგებისათვის;
  4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);
  5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გატარებული პერიოდისათვის - ფულადი დანამატი - 10 ლ; (2014წლის მაისიდან);
  6. აქვთ უფასო დაზღვევა;
  7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;
  8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება;
  9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;
  10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;
  11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;
  12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off);
  13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);
  14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი - დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან);
  15. მეცამეტე ხელფასი - 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან);

      რაც შეეხება მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით: მემანქანე ინსტრუქტორებს 2013 წელს - 1,824 ლარი ჰქონდათ; 2014 წელს -1,962 ლარი; 2015 წელს - 1,968 ლარი; 2016 წელს -2,046 ლარი; 2017 წელს კი - 2,158 ლარი. რაც შეეხება ხაზის მემანქანეებს - 2013 წელს -1,605 ლარს იღებდნენ; 2014 წელს - 1,700 ლარს; 2015 წელს - 1,730 ლარს; 2016 წელს - 1,794 ლარს; ხოლო 2017 წელს - 1,827 ლარს. გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანია 2013-დან 2017 წლის ჩათვლით მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით: პირველი კლასი - 100 ლარი; მე-2 კლასი - 70 ლარი; მე-3 კლასი - 50 ლარი;“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე;

      საბოლოოდ, მეტროს მემანქანეებს დაკავებაც შეიძლება დაემუქროთ - ირაკლი ხმალაძე - შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ორგანიზაციის "ერთობა 2013" თავმჯდომარე - აქციაზე მემანქანეების გარდა მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც იმყოფებიან. თამარ ჩუგოშვილი - ადამიანური ტრაგედიის მიმართ ყველანი სოლიდარულები ვართ, რა ფორმებიც მიიღო ქალაქში საპროტესტო აქციებმა, მე მგონი, არავის მოგვწონს. მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა. მეტროპოლიტენის თანამშრომელთა იურისტი - ჩვენ თვითონ ვაპირებთ საჩივრის შეტანას - გაფიცვისთვის უკანონო ხელის შეშლა ისეთივე სისხლის სამართლებრივი დანაშაულია, რაზეც ირაკლი ხმალაძე საუბრობს. სულხან სალაძე მეტროს მემანქანეებზე - მზად ვართ, ამ სიტუაციაში სამართლებრივად ჩავერთოთ და დავიცვათ მათი უფლებები. რევაზ სოხაძე - თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას გადაადგილებაში რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა შეექმნას. ლევან ჟორჟოლიანი - მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა ამ ეტაპზე შეუძლებელია. ბექა ნაცვლიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ბექა ნაცვლიშვილი - მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები მზად არიან სატრანსპორტო კომპანიასთან ხელფასების გაზრდის თაობაზე მოსალაპარაკებლად. ომბუდსმენის წარმომადგენელი - მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა დასვენების დროს მოახდინეს, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები კანონის ფარგლებში ჯდება. კახა კოჟორიძე - მეტროს მემანქანეები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ და სახელფასო პოლიტიკა რომ სამართლიანი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

      შვილმკვდარი მამის აქცია - გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. გიორგი კვირიკაშვილი - რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ. გიორგი კვირიკაშვილი - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა პარლამენტის უახლოეს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდება. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა შერჩეული იყოს საზოგადოების მაქსიმალური ლეგიტიმაციით. ზაზა სარალიძე - მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვ სისტემის დამარცხებას. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლა დღეიდან სახალხო დამცველის თანამშრომლებმა დაიწყეს. ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს ფორმატში მთავარი პროკურორის კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე მსჯელობა მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანდიდატურა პარლამენტში შემოვა. ირაკლი კობახიძე - დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება. არჩილ თალაკვაძე - ნურავის ექნება მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგით მოხდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. გიორგი ვაშაძე - ჩვენ პრემიერთან შეხვედრას მოვითხოვთ და ვნახოთ, მიგვიღებს თუ არა. მალხაზ მაჩალიკაშვილი რამაზანის დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ეკა გიგაური - ახალი მთავარი პროკურორი არ უნდა დანიშნოს თეა წულუკიანმა, რომელიც შოთაძეს მადლობებს უხდიდა მრავალი გამოუძიებელი საქმის ფონზე. პრემიერი მზად არის ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს პოლიტიკოსების გარეშე შეხვდეს. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვნების გამოკითხვა დღესაც გრძელდებოდა. რომან გოცირიძე - საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. გიორგი ვაშაძე - ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარტიების წარმომადგენლები ვაპირებთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას. სერგი კაპანაძე - ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა საპარლამენტო უმცირესობას – „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდეს. ეკა ბესელია - მაჭუტაძის, ქარდავას და სხვების მოთხოვნით უნდა მოხდეს მთავრობის გადადგომა? ზაზა ალთუნაშვილი - ხორავას ქუჩის საქმის გამოძიება და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა ამ ეტაპზეც შესაძლებელია. ზურაბ ჭიაბერაშვილი - საგამოძიებო კომისია შეიძლება იყოს ქმედითი იარაღი, თუ რეალური ოპოზიცია იქნება მის უმრავლესობაში. ეკა ბესელია - მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი დაიწყო და პირველ ეტაპზე ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი უძღვება. დავით ჭიჭინაძე - პროკურატურა დაშორდა ხალხს და ამ უწყებაში ძირეული ცვლილებები არის ჩასატარებელი. ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით იქმნება, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ნინო ლომჯარია, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძის ადვოკატი მივიდნენ. ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. ზაზა სარალიძე - მარტო მე პრემიერს არ შევხვდები - 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? მარიამ კუბლაშვილი - ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არ ყოფილიყო პრემიერთან შეხვედრაზე. ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ნინო ლომჯარია და ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან თათბირობდნენ. შალვა თადუმაძის განცხადებით, პრემიერი შეხვდება ყველა შვილმოკლულ მშობელს, ვინც მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფება, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს. ნინო ლომჯარია - მიმდინარეობდა ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის მსჯელობა ვის უნდა შეხვდნენ და ვისთან ერთად. ზაზა სარალიძე - პრემიერთან შეხვედრაზე უნდა შემოვიდეს ყველა. არსებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე დროებით საპარლამენტო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ პრობლემა არ უნდა იყოს, თუკი პრემიერი ზაზა სარალიძეს არასამთავრობოების წარმომადგენლებთან და იურისტებთან ერთად შეხვდება. შალვა თადუმაძე - პრემიერი შეხვდება ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ ადვოკატებს და ამ შეხვედრას დაესწრებიან შს მინისტრი და ომბუდსმენი. გიორგი ვაშაძე - ჩვენ არ ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა დავესწროთ პრემიერთან შეხვედრას, როგორც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაწყვეტენ, ისე იქნება. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერთან შესახვედრად მთავრობის ადმინისტრაციაში შევიდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც პრემიერ-მინისტრი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ხვდება, ზვიად კუპრავა არ შეუშვეს. მარიამ კუბლაშვილი - კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე, არ გვაქვს, თუმცა პრემიერისგან გვაქვს პირობა, რომ ჩვენს მოთხოვნებზე რეაგირება აუცილებლად იქნება. თამთა მიქელაძე - პრემიერი დაგვპირდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს. ზაზა სარალიძე - მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, აქციები გაგრძელდება. ზაზა სარალიძე - ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. პრემიერი და შს მინისტრი ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ. სარალიძეების ოჯახის ადვოკატი - ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით შედეგს - დაკავებული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც საქმეში მონაწილეობდა. სახელოვნებო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციები ნაწილი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. დავით დადუნაშვილი - იკვეთება ახალი გარემოებები, პრემიერი დაგვპირდა, რომ ბევრი რამე იქნება შესწავლილი და გამოსწორებული. ნინო ლომჯარია - შვილმკვდარი ოჯახებისა და პრემიერის შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა. პრემიერი ზაზა სარალიძის ოჯახს - ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს. პრემიერი ლევან დადუნაშვილის მამას - სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სრულყოფილად იყოს გამოძიებული. კვირიკაშვილი მაჩალიკაშვილს - არ მინდა, გქონდეთ შეგრძნება, რომ თქვენ სახელმწიფომ გაგრიყათ და უარს ამბობს კომუნიკაციაზე. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დატოვების შემდეგ ზაზა სარალიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე არ მისულა

      ფიგურანტი სუბელიანი - მირზა სუბელიანი - ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა არ მომხდარა, შესაბამისად, რამე ტიპის კადრებზე საუბარი ზედმეტია. მირზა სუბელიანი - თუ მტკიცებულებების გაყალბებაზე არის შეკითხვები, ამ მიმართულებით გამოძიებას ამომწურავ პასუხს გავცემ.

      წულუკიანის მართლმსაჯულების პრობლემა?! - ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ მართლმსაჯულება ჩამოიშალა. სულხან სალაძე - თუ ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, პერსონალურად, ეს ვრცელდება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზე.

      თუ არ დაემორჩილებით ორდერებს, დაგაკავებენ და სხვა საკანონმდებლო ამბებიც - შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის პირველივე ფაქტზე, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები განხორციელდება. გენდერული და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

      შეურაცხყოფისთვის დაკავებულები - სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით ორი პირია დაკავებული.

      ტურიზმი - დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის ზრდა და სახელმწიფო ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს.

      აღიარება და საგარეო საქმე - სერგი კაპანაძე - საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის აღიარებასთან დაკავშირებით დეპუტატების შეკითხვებს არ პასუხობს. დავით დონდუა - სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარების“ შემდეგ ე.წ. დომინოს ეფექტს ნამდვილად არ ველოდებით. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არაბული ლიგის სახელმწიფოები სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „აღიარებას“ „ადრე თუ გვიან დაგმობენ“.

საზღვარგარეთულები:

      აყვავებული ევროკავშირი - ვლადიმერ პუტინი - ჩვენი მიზანი არაა ვინმეს ერთმანეთზე გადაკიდება, ჩვენ აყვავებული ევროკავშირით ვართ დაინტერესებული.

      პირობა გადადგომით - უკრაინის პრემიერი - თუ სამართლიანი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო არ შეიქმნება, თანამდებობიდან გადავდგები.

      კანადის გმობა - კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობის აღიარებას“ გმობს.

      კიმი რუსეთში - კიმ ჩენ ინმა რუსეთში ვიზიტით ჩასვლის მოწვევა მიიღო.

      დონალდ ტრამპი - ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პრეზიდენტმა პრეზიდენტობის პირველი 500 დღის განმავლობაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამართლის ქართული სამსჯავრო

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 23, 2019.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      ახალი დღე მოსამართლის კანდიდატს მიეძღვნა. ძირისძირობამდე გამოიკითხა, დაიკითხა, განიკითხა და ისე დატოვა პარლამენტი. ამას გარდა პრეზიდენტის მოწყალების ამბავიც არ ტოვებს…

გაგრძელება

აუტანელი ადამი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2019.
საათი: 2:30pm 1 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ადამი სულ მთლად აუტანელი გახდა. არ შეუძლია, მშვიდად და აუჩქარებლად ისეირნოს სამოთხის ბაღში. გამუდმებით…

გაგრძელება

შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2019.
საათი: 9:30pm 0 კომენტარი

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების…

გაგრძელება

დასკვნები ცუდ განვითარებაზე და მოწყალება შეწყალების გარეშე

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2019.
საათი: 11:04pm 0 კომენტარი

      ისევ აცივდა, ისევ გაწვიმდა და ვინ იცის როდემდე გაგრძელდება. როგორც იტყობინებიან, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. დღეს კი, ვიდრე წვიმა შეგვაწუხებდა, დღის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters