Qwelly, blog, dey, ilura, winter, ბლოგი, დღე, ზამთარი, ილურა, ილურას ბლოგი, სითბო

      ზამთარი უკვე ხანში იყო შესული. სიო არსაიდან იძვროდა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა და დღის გასრულებას ლამობდა.. დალოცვილ მზეს დროებით ძალა შემატებოდა, სხივებს დედამიწას უგზავნიდა და ათბობდა. თეთრი ღრუბლები ცას სამკაულად ეკვროდნენ და იწელებოდნენ..

      ლექციების დასრულებისთანავე ავტოსადგურისკენ გავემართე და ტრანსპორტში ადგილი მძღოლის გვერდით დავიკავე. ფიქრებში ჩაძირული გოგონების სიცილმა გამომაფხიზლა. ორი გოგონა, სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე, ტრანსპორტის წინ, მდგარ სკამზე ისხდა და ფუნთუშებს შეექცეოდა. უცაბედად წამოცვივდნენ და საპირისპირო მხრიდან მომავალ მოხუცს დაუწყეს საუბარი. მოხუცს ხელში ჩანთები ეკავა, წელში მოხრილიყო. ცხოვრება ხომ ყველას ხრის რაცარუნდა მაღალი იყო... გოგონებმა მოხუცს ჩანთები გამოართვეს და დანიშნულების ადგილას მიატანინეს...

      მე საოცარი სიამოვნება ვიგრძენი, გულში სიხარული ჩამეღვარა.

      ყოველი ადამიანი სეზონია და გულით ატარებს, ზოგი სიცივეს, ზოგი სითბოს.. ეს გოგონები სიცოცხლისა და სითბოს მატარებელნი იყვნენ ზამთარში. თითქოს ვიღაცისთვის არაფერი, ყველაფერი იყი იმ მოხუცისათვის.

      "ადამიანი ადამიანისათვის დღეა!"

ნახვა: 318

ტეგები: Qwelly, ilura, ბლოგი, დღე, ზამთარი, ილურა, ილურას_ბლოგი, სითბო

ლაშა: თებერვალი 24, 2016||4:18am
ცხოვრება რომ ყველას ხრის ეგ განსაკუთრებულად მომეწონა. კაი, მაღლებს ხრის და დაბლებს რას უშვრება? )))
თათია: თებერვალი 24, 2016||9:54am

ყველაze მოქმედებს ლაშ.. განურჩევლად ასაკისა, სიმაღლისა და სქესისა :D 

ისა, ჩემი ბრდღვიალა მზე არ მოგეწონა? :D :D :*

ლაშა: თებერვალი 24, 2016||11:10am

ჰოო, თუ ასეა საქმე, მაშ ძალიან მაინტერესებს რამდენიმე ადამიანის შემთხვევა როცა ისინი მოიხრებიან როგორ იქნება მათი საქმე :D 

კი, კარგად ბრდღვიალებს თვალებციმციმა ♥

თათია: სექტემბერი 24, 2017||10:34pm

ლაშიკო წარმოდგენაც არ მინდა (:) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters