ხანდახან არის მარტოობაშიაც რაღაც რომანტიული და ამოუხსნელი, მისტიური და ოაზისივით მაცოცხლებელი.. ღამეები იცრიცებიან დღეების მოლოდინში და გრძნობ რამდენად დიდი და მიუწვდომელია უფალი, რამდენად ბრძენი და კეთილისმყოფელია იგი..
განა სასწაული არ არის - გამთეენიისპირზედ, ახლადგამოღვიძებული, შეიგრძნობდე უშრეტ ძალას ბედნიერებისას და სიყვარულისას, მაარტოობისას რომელიც სრულებითაც არ არის მარტო, ეული...
განა სასწაული არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2018 წელი. 1:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ფერების ფესტივალი ანუ ფერების აფეთქება იაპონიაში ყოველწლიურად, ივლისსა და აგვისტოში იმართება. ტრადიცია მე-18 საუკინიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ფესტივალს სახელად "ჰანაბი ტაიკი" ეწოდება. ზემოდ ხსენებულ სანახაობას ათასობით ადამიანი ესწრება. არიან ადგილობრივები, ტურისტები და ასევე სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმრები. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ყოველ ღამე ათასობით ფერთა ცვენა, რომელიც ადამიანებზე ღიმილის, პოზიტივისა…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2017 წელი. 10:12pm —
არ არის კომენტარები
_______________
საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 2:30am —
არ არის კომენტარები
_______________
არის დღეები როდესაც ადამიანები ამინდებს ემსგავსებიან, ან პირიქით, ამინდები ემსგავსებიან ადამიანებს...
დღე ერთია და რამდენნაირად იცვლება ადამიანი, რამდენს ფიქრობს, იცინის, ტირის, სწყინს და უხარია.. მე მაინც ამინდებიდან ნისლს გამოვარჩევდი.. ნისლები ფიქრებს ჰგავს, რომელიც ძალუმად აწევს ადამიანს გონებაში და უმღვრევს იმ წყალს, რომელიც კამკამებდა. მოვა ნისლი, დაგაწვება და აღარ შემოგეცლება სანამ მზე არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2017 წელი. 10:00am —
2 კომენტარი
________________
ავანგარდის მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა - კონცეპტუალიზმი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება იდეაში. ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით აქ პირველ რიგში დგას არა იდეის გამოსახვა, არამედ თავად იდეა. ამ მიმდინარეობაში მთავარია კონტექსტი, მნიშვნელობები, ასოციაციები. ნახატის არა თვალით, არამედ გონებით აღქმა.
კონცეპტუალური ფოტოგრაფი ანა ანტი ყოველთვის…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2017 წელი. 1:42pm —
არ არის კომენტარები
_______________
ხელები უსიცოცხლოდ ჰკიდია სხეულს,როგორც ზამთარში ხეებს ტოტები... უძილობისაგან თვალები ჩაშავებული და ჩაცვენილია, იმ როიალივით რომელსაც საუკუნეა არავინ შეხხებია..
სიცოცხლის, მშვენიერების, აყვავების, აპრილობის, ყვავილთა ცვენის დრო იდგა. ცა მიმზიდველი მზერით უცქერდა ცოდვილთა საცხოვრისს და ანატრებინებდა თავს... უსიცოცხლო კი ამ ყოველივეს ვერ ხედავდა, განა თვალები არ ჰქონდა?! ჰქონდა! მაგრამ მისი გული სულაც არ მზიანობდა მზით, არც აპრილის…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2017 წელი. 12:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 31, 2016 წელი. 1:30pm —
1 კომენტარი
________________
დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.
გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2016 წელი. 12:00am —
2 კომენტარი
________________
გულში დაჭრილი თოლიასავით დაიწო გულის ტკივილი...ტკივილი სისხლს შეერია და სისხლმა ტკივილიაფრად დაიწყო ძარღვებში დინება..
მოდიოდა ტკივილი, მოჰყვებოდა სისხლს და სადაც გაივლიდა ყველგან ტკივილს ტოვებდა... ნელ-ნელა იღვრებოდა ტკივილი სხეულში და უფროდაუფრო ძნელი ხდებოდა ამ ტკივილის ატანა. გული დაჭრილი და დაღალული მაინც ფეთქავდა და იმედს არ კარგავდა,როგორც თეთრი თოლია, რომელსაც ფრენის ძალა აღარ შესწევდა და ზეციდან იწყებდა ვარდნას..…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 10, 2016 წელი. 1:27pm —
3 კომენტარი
________________
მიწა დიდი საიდუმლოს შემნახველი და გამზიარებელია. ამის ნათელი მაგალითია არქეოლოგიური გათხრები. გრაკლიანის გორაზე აღმოჩენი იქნა გრაკლიანის უნიკალური წარწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. იგი გახლავთ უძველესი და უნიკალური მონაპოვარი საქართველოსთვისა და მთელი მსოფლიოსათვის. შესაძლოა მეცნიერულმა კვლევამ მნიშვნელოვნად შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორიის გარკვეული ეტაპი.…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 25, 2016 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ საქმით არ ვამტკიცებთ მას.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს მზე, მაგრამ როცა ის ანათებს (თუმცა ახლა იშვიათად) ვეძიებთ ჩრდილს.
ჩვენ ვამბობთ, რომ გვიყვარს წვიმა, მაგრამ როცა წვიმს ვიხურავთ ქოლგას.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვართ კეთილები, მაგრამ როდესაც ერთმანეთს ვჭირდებით ვემალებით ერთმანეთს..
ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ მიმტევებლები, მაგრამ როდესაც ვინმე ჩვენს წინაშე…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 10, 2016 წელი. 1:00pm —
6 კომენტარი
________________
დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია მიცვალებულებს იხსენიებდა.. ტაძარი სავსე დამხვდა, შავებში ჩაცმული დიაცთა უმრავლესობით. ბევრს ძალიან კარგად ვიცნობდი და მათი სევდის მომსწრე ვიყავი, რომელიც შვილის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ვერ გავუძელი ამდენი ცრემლიანი თვალების ნახვას, რომელიც ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო. მეც დავატარებ დიდ სიცარიელეს და ტკივილს გულით, რომელიც ახლახანს კიდევ უფრო გამიღრმავდა და უფრო მეტად მძიმე სატარებელი გამიხდა. არ მიყვარს და არ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 6, 2016 წელი. 12:30am —
2 კომენტარი
________________
ზამთარი უკვე ხანში იყო შესული. სიო არსაიდან იძვროდა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა და დღის გასრულებას ლამობდა.. დალოცვილ მზეს დროებით ძალა შემატებოდა, სხივებს დედამიწას უგზავნიდა და ათბობდა. თეთრი ღრუბლები ცას სამკაულად ეკვროდნენ და იწელებოდნენ..
ლექციების დასრულებისთანავე ავტოსადგურისკენ გავემართე და ტრანსპორტში ადგილი მძღოლის გვერდით დავიკავე. ფიქრებში ჩაძირული გოგონების სიცილმა გამომაფხიზლა.…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2016 წელი. 8:00pm —
4 კომენტარი
________________
- მამა ადამიანები რატომ ტირიან დღეს, მაშინ როცა გუშინ იცინოდნენ?
რადგან სიხარული და სევდა გარდაუვალია შვილო, ის ჩვენშია, ერთმანეთისგან განუყოფელნი.
- მა რა არის წუთისოფელი?
ის ჩვენი დროებითი სამყოფელია.
- მამა საიდან მოვედით ან სად წავალთ?
მოვედით მარადისობიდან და მარადისობას მივეცემით.
- მა შენ ხომ არასოდეს მიმატოვებ?
მხოლოდ თვალი ტოვებს თვალს, გული გულს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 17, 2015 წელი. 12:30am —
არ არის კომენტარები
_______________
დღეები შენი მონატრებითაა გაჟღენთილი. ყოველ საღამოს ამოცურდები და სევდას და დიდ სიყვარულს მიტოვებ.. რატომ გწერ? რავიცი, ის ვიცი რომ ამას ვერ წაიკითხავ, მაგრამ დავიღალე. ყველაზე გულწრფელი მაშინ ვარ, როცა ვწერ.. მენატრები, მენატრები... უშენოდ რამდენმა წელმა და დღემ ჩაიარა, რამდენმა ცრემლმა და ღიმილმა გაირა სახეზე... ვინ მოსთვის?!
როცა ასე ძალიან მეფიქრები, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ის მამშვიდებს, რომ ვიცი, ცოცხალი ხარ! იქ,…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2015 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მქონია ყველაფერი და მქონია არაფერი..
ვყოფილვარ ბედნიერი და... თითქოს უბედურიც.
მაგრამ როცა არაფერი მქონია, შენ ჩემთან ყოფილხარ და ყველაფერი იყო ეს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მქონია..
ახლა კი...
ისე აკლიხარ ჩემობას, როგორც ცას ვარსკვლავები. როგორც ზამთრის მზეს ძალა გათბობისა...
ისე მინდა გიგრძნო, როგორც გაზაფხულზე ატმის სურნელს ვგრძნობდი ხოლმე...
ისე მინდა ჩაგჭიდო…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 11:00pm —
2 კომენტარი
________________
მათე ბიჭი მშობლებთან, პაპა-ბებოსთან ერთად, მაღალი მთის ძირას, ერთ მყუდრო, პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარა ეზო, რამდენიმე სული საქონელი, ქათამი, ცხვარი ჰყავდათ. მიწას ამუშავებდნენ და ასე გაჰქონდათ თავი.
მათე მოსუვენარი, ჯიუტი ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი შეკითხვების დასმა უყვარდა. ვერ იტანდა, როცა შეკითხვაზე პასუხს არ ან ვერ იღებდა. განსაკუთრებით პაპამისი, ანდრო უყვარდა. მხოლოდ მას უჯერებდა და სულ…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2015 წელი. 7:30pm —
2 კომენტარი
________________
მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.
როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm —
1 კომენტარი
________________
როცა ახალი დღე იწყება და ქვეყნიერება ძილს არის მიცემული, მაშინ ცა გაცისკრების, გათენებისფერია.. ზეცას ჩიტები იკლებენ და უხარიათ, ძალზედ უხარიათ... ჩიტების საამო გალობამ გამომაფხიზლა. როგორც დამფრთხალ ჩიტს, ისე ამითრთოლდა გული, როცა მათი საამო გალობა მესმა. სიხარული და რაღაც…
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2015 წელი. 6:00am —
არ არის კომენტარები
_______________
"არსებობს ღამეები, რომლებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება არსებობდნენ, როცა ახალგაზრდა ხარ. ეს არის ღამე, როდესაც ცა ისეა ვარსკვლავებით მოჭედილი, ისეთი ნათელია, რომ შეხედავ თუ არა, უნებურად საკუთარ თავს ეკითხები: ნუთუ ასეთი ცის ქვეშ გაბრაზებული და უხასიათო ადამიანებიც ცხოვრობენ?…
გაგრძელება
დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 4, 2015 წელი. 1:30pm —
11 კომენტარი
________________
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა alicesandra_მ.
თარიღი: მარტი 27, 2023.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Das Spiel wird auf Paramount+ gestreamt und wird auch im lokalen Fernsehen in Portland auf FOX 12 PLUS ausgestrahlt Fussball Trikots online kaufen . Nach ihrer Teilnahme an einem Vorbereitungsturnier, bei dem Cheftrainer Mike Norris die Möglichkeit hatte, in drei verschiedenen Spielen mehrere Spieler einzusetzen, ist das Portland-Team nun gut auf die kommende reguläre Saison vorbereitet. Die Siege des Teams gegen Louisville und die USWNT U-23 sowie ihre Niederlage gegen OL Reign haben…
გაგრძელება
გამოაქვეყნა dakunlee_მ.
თარიღი: მარტი 26, 2023.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When Rocket League is taking part with Formula 1 or James Bond, it makes sense because the focal point (as a minimum partly) is on Rocket League Items cars. However, whilst Psyonix pronounces a new partnership with the WWE, you surely have to take a more in-depth appearance.
Sure, with Knockout, we have at the least one mode in Rocket League in which you can grab your warring parties and knock them out of the arena. But I can not think about any more parallels to wrestling. Anyway,…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2023 George.
•