ამქვეყნად მაინც ყველაზე ძნელი კაცად ყოფნაა,

ფიქრი იმაზე, რომ ყოფნის არსი ვალის მოხდაა.

მრავალი წელი შეიძლება თელო ქვეყანა

ნაკვალევი კი არსად ჩანდეს - დარდიც ესაა.

მთისკენ ბილიკზე თუ დაგემგზავრა ეშმაკი ფლიდი,

ყური მიუგდე რარიგად გლიქნის:

- „შენ ამდენს წვალობ, ვიღაცას კი უშრომლად ულხინს,

იქნებ შეეშვა ამ აღმართს და გავუყვეთ სიგრძივ?!.“

ჯერ მოუსმინე, მერე რა თუ ჩანაფიქრს მიხვდი,

არც ის იფიქრო ვაჯობეო, მას უნდა ისიც,

ამპარტავნება გისახსოვროს საგზურად თვისი

და თითქოს გტოვებს მოწყენილი,

ზურგსუკან კი ღიმილით იტყვის:

-„აი, შეხედე მამა ღმერთო, და კიდევ იტყვი,

რომ შენი ქმნილი, შენი ხატი არ არის ბრიყვი?..“

სჯობს, გაუღიმო, მოეფერო და უთხრა პირში:

- „ვიცი ეშმაკო, ჩემო ძმაო, განა არ ვიცი,

ბრიყვი რა არის, უარესიც ვარ, მშვენივრად ვიცი,

მაგრამ სურვილი - ეს დავძლიო

ამისთვის ვიბრძვი,

მთაზე ასვლა რომ ძნელი არის, ესეც კი ვიცი,

მაგრამ რადგანაც შვილი მქვია, ხატი ვარ მისი,

მას მივემსგავსო

ამისთვის ვიბრძვი.

შენც მოინდომე ყოფილიყავ მასავით დიდი.

წარმოიდგინე მახსოვს და ვიცი,

რაც დამემართა, ყური რომ გიგდე მე სამოთხეში

იმ ვაშლის ძირში.

ახლა კი გმადლობ, განმერიდე,

უფალმა იცის, რაოდენ ვევნე, ვიფორხილე

და დღესაც ვიბრძვი,

რომ ჩემმა ცრემლმა ჩამორეცხოს ის მძიმე ტვირთი.

კაცად ყოფნა და განღმრთობაა რისკენაც ვილტვი,

ამისთვის ვიბრძვი.

...

მოდი, იქნება შენც გეცადა?

რა იცი?.. მიდი!..“

ნახვა: 137

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გორდელიანი, ლექსი, მიტევება, პოეზია, სინანული

vako: თებერვალი 10, 2018||10:24pm

ძაან მაგარი ლექსი დაგიწერია ელიი

ლაშა: თებერვალი 12, 2018||11:41pm

გავაგრძელებ ვაკოს კომენტარს ... და წერა არ უნდა შეწყვიტო! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 0 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters