მოწყალებით, თამვდაბლობითა და სარმუნოების კანონად გამორჩეული წმინდანის ხსენების დღეს - ნიკოლოზობას გილოცავთ! უდიდესი წმინდანის ხსენების დღის (იხ. თვენი) მიუხედავად, დღის პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული ცხოვრება არ შენელებულა და მეტიც, მრავალი კარგი და ავი ამბავი მოხდა. მაგ: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე ისევ აქტუალურია, პარლამენტი ფრაქციებად ეწყობა, მთავრობაში კიდევ გადალაგებებს აანონსებენ, სემეკი ტარიფებს ადგენს, კალაძე მერიას მეთვალყურეობს, პარალელურად კი ეკონომიკურ სტატისტიკას აწარმოებენ. თბილისში ახალგაზრდები ისევ დანებით ჩხუბობენ. უკრაინაში კი საპროტესტო სააკაშვილმა შესვენება გამოაცხადა.
საზოგადობრივი - ვასილ მაღლაფერიძე - პრეზიდენტთან ვეტოზე საუბარი არ ყოფილა. ფიქრია ჩიხრაძე - ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას. ანა დოლიძე - თანხა, რომლითაც შეიძლება მე ჩემს შვილს ვუყიდო შოკოლადი, უნდა მოხმარდეს არხს, რომელიც პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან იქნება თავისუფალი. რომან კაკულია - არგუმენტი, რომ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ჩემთვის მისაღები არ არის. ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ. IDFI - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ნეგატიურად ვაფასებთ, რისკი, რომ კერძო მედიაბაზარს საფრთხე შეექმნას, რეალურია. რომან კაკულია - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის სამართლიანი სხვა, განსაკუთრებით პატარა ტელევიზიების მიმართ. წამყვანმა საპარლამენტო კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა. დავით ჭიჭინაძე - იმედია, ჩვენი პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. გიგა ბოკერია პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეცვალოს სახელი და სახელმწიფო ტელევიზია დაერქვას.
პარლამენტი და მთავრობა, ფრაქციები და ცვლილებები - პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვას 20 დეკემბრიდან დაიწყებს. მამუკა მდინარაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი პრემიერ-მინისტრი იყო. არჩილ თალაკვაძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა არანაირ დამატებით დანახარჯებს არ უკავშირდება. ირაკლი კობახიძე - დამატებითი ფრაქციების შექმნა მართვის ოპტიმიზაციას ხელს შეუწყობს. გიორგი კახიანი - უმრავლესობის რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. „პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი“ საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკომიტეტო მოსმენები ხვალ დასრულდება. ეკა ბესელია მმართველ გუნდში ყველანაირ დაპირისპირებას გამორიცხავს. ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, ჩვენ მთავრობას ზეგ ნდობას გამოვუცხადებთ. დავით უსუფაშვილი - ფრაქციების ჩამოყალიბების საკითხი ადრეც იხილებოდა დაბალი რანგის პრაგმატული, თანამდებობრივი, ფინანსური კონტექსტებით.
უცნობის საქმე - „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე გამოძიებაზე ზეწოლაზე საუბრობს. „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს.
სემეკი - სემეკ-ის წევრად დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვა იწყება. სემეკ-ში ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოსადგურების ტარიფების დადგენის საკითხზე მსჯელობენ. სემეკი სამომხმარებლო ტარიფზე 26 დეკემბერს იმსჯელებს. ლევან მებონია - სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფი ობიექტურია და ამ ცვლილებას ველოდით.
ქართული ამერიკა - აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოზეც არის საუბარი. აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე - ”ჯაველინები” რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება. ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერას.
ეკონომიკური სტატისტიკა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს 54 მოსამართლეზე 11 თვეში გაცემული თანამდებობრივი სარგო და დანამატი 3 425 180 ლარს შეადგენს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 110 მოსამართლეზე 11 თვეში 6 189 931 ლარის თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაიცა. „საქსტატი“ - იანვარ-ნოემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9563.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.9%-ით მეტია. საქსტატი - 2017 წლის III კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდა 4,4%-ის დონეზე დაფიქსირდა. 35 944 გადამხდელს 1 684 801 553.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა.
კალაძისეული მერია - კახა კალაძე - თბილისში გარევაჭრობა მხოლოდ საახალწლო პერიოდში დაიშვება და მხოლოდ მერიისგან გამოყოფილ ადგილებზე. კახა კალაძე - თბილისის გენერალური გეგმის შესწავლა უახლოეს პერიოდში დასრულდება. კახა კალაძემ მის კიდევ ერთ მოადგილედ ილია ელოშვილი წარადგინა. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - hr სტრატეგიის თანახმად, თითოეულ თანამშრომელს ეცოდინება რა იგეგმება მათ სახელფასო ფონდთან მიმართებაში. აზია საქართველოში - თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის “აზიის განვითარების ბანკი” 12 მილიონ ევროს გამოყოფს. თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის თბილისის მეტროს გაუმჯობესების პროექტის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. კახა კალაძე - მეტროთი ბევრი მგზავრი დადის და გვინდა, ვაგონების განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა.
მკვლელობა და აღიარება და სხვა ახალი შემთხვევა - არსებული ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა. ადვოკატის ინფორმაციით, მოსწავლის მკვლელობისთვის ბრალდებული მოზარდი, რომელიც გამოძიებას თავად ჩაბარდა, გამომძიებლებს ჯერ არ გამოუკითხავთ. პროკურატურა - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ყველა მტკიცებულება კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული.
მკვლელობა საკმარისი არ აღმოჩნდა - კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაჭრეს. თვითმხილველების ვარაუდით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არასრულწლოვნის დაჭრას წინ მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ინგოროყვას კლინიკის ქირურგი - დაჭრილმა მოზარდმა თითქმის 1 ლიტრი სისხლი დაკარგა, აღენიშნება დანით მიყენებული ჭრილობები გულ-მკერდისა და მუცლის არეში. სკოლის დირექტორი დაჭრილ მოზარდზე - ძალიან მოწესრიგებული ბავშვია, მომხდარი ჩვენთვის არის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილ მოზარდს შოკის საწინააღმდეგო თერაპია ჩაუტარდა. დაჭრილი მოზარდის მეგობრები გამორიცხავენ, რომ ინციდენტში მათი სკოლელები მონაწილეობდნენ.
ვირსა და ცხენს გვაჭმევენ?! - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვებისა და სარეალიზაციო ობიექტებში ცხენის და ვირის ხორცის უკანონო რეალიზაციის შემთხვევები გამოავლინა
საზღვარგარეთულები:
სააკაშვილი უკრაინულად - ივან ლოზოვოი - მიხეილ სააკაშვილმა მიტინგებისა და მარშების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოსადმი წერილის შინაარსი მსგავსია იმ წერილისა, რომელიც ედუარდ შევარდნაძეს გადადგომამდე მივწერე. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე უკრაინის გენპროკურატურის საჩივარი 22 დეკემბერს განიხილება. მიხეილ სააკაშვილი - იანუკოვიჩი იყო არაყი ან ვისკი, პოროშენკო არის ლუდი, რომლისგანაც უკრაინას ძლიერი ნაბახუსევი ექნება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას აპირებს. მიხეილ სააკაშვილი - საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ, საპროტესტო აქციები დღესასწაულების შემდეგ განახლდება. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში სასამართლო არ არსებობს და მოსამართლეც, პროკურორიც და სახელმწიფო უსაფრთხოებაც პეტრო პოროშენკოა. პაველ პეტრენკო - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის განხილვის პროცესი გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო.
ამერიკა და გაერო ან პირიქით - აშშ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში ის რეზოლუცია დაბლოკა, რომელიც იერუსალიმის სტატუსის შეცვლას არ ცნობს. ნიკი ჰეილი - რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ვიხილეთ, შეურაცხყოფაა, ამას არ დავივიწყებთ. ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეა ე.წ. WannaCry-ს კიბერ შეტევაში საჯაროდ დაადანაშაულა. აშშ-ში ჩინეთის საელჩო - ჩინეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა სასარგებლო შედეგამდე მიგვიყვანს, მაშინ როცა კონფრონტაცია ორივესთვის წამგებიანია. ნიკი ჰეილი - ვერც ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს აშშ-ს თუ სად განათავსოს თავისი საელჩო. ჯეიმს მეტისი - ამერიკელი დიპლომატები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძლიერებაზე დაყრდნობით, ყოველთვის ძალის პოზიციიდან ისაუბრებენ. აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, მოსკოვი დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას იყენებს.
რუსეთი და პუტინი - ვლადიმერ პუტინი - დსთ-ს ქვეყნებისთვის ძირითადი საფრთხე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომდინარეობს. ალექსანდრე ბორტნიკოვი - ავღანეთი ტერორისტების მიზიდულობის ცენტრი ხდება, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები შედარებით ძლიერია. ალექსანდრე ბორტნიკოვი - სირიასა და ერაყში დამარცხების შემდეგ, ტერორისტები გადაჯგუფდნენ და ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მიემართებიან. დიმიტრი პესკოვი – აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს. ვლადიმერ პუტინი - ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები მეცნიერებაში, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, თუმცა, ამასთანავე დავიცვათ ჩვენი ტრადიციები.
თურქული ამბები - თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი - აშშ-ს ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ შეცდომას.
ისრაელი და იერუსალიმი - ისრაელის პრემიერი ნიკი ჰეილის - თქვენ ჭეშმარიტების სანთელი აანთეთ, თქვენ გაფანტეთ სიბნელე. პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველი - ჩვენ გვსურს, რომ აშშ-მ პროცესში მონოპოლია დაკარგოს, რუსეთმა კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.
ირანის პრეზიდენტი - ბირთვული შეთანხმება არ გაუქმდება - ისინი, ვინც იმედოვნებენ, რომ ტრამპი ამას შეძლებს, ცდებიან.
ფრანგული გამოცდილება - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მღრღნელებთან საბრძოლველად ორი კატა „დაიქირავა“.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2025.
საათი: 6:20am
0 კომენტარი
0 მოწონება
"What we would like to prevent, completely, was in Diablo 4 Gold at which there were these Legendaries - mostly leftover from vanilla - that didn't have any additional Legendary affixes. It can be something that's more useful to builds such as Stone of Jordan across all classes, or even something specific. "That's an example that changes an extremely particular agility, and we can see it getting a build-specific piece for the Barbarian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 18, 2025.
საათი: 5:33am
0 კომენტარი
0 მოწონება
One of the most significant issues that plagues MMORPGs as well as Live-service games is the equipment becomes less valuable as time passes when you quit playing. It's not hard to understand why game developers have such systems, as games are designed to OSRS gold get you to continuing to play every expansion in order to prevent you from feeling like you're missing out. However, it could result in burnout. RuneScape guarantees that you will not…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: იანვარი 17, 2025.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Going to a different residence or Business office may be an remarkable new chapter, though the logistics of packing, transporting, and unpacking can truly feel too much to handle. That’s in which Calgary movers come in. With Qualified movers by your side, it is possible to deal with settling into your new space although they cope with the heavy lifting. Right here’s a information to help you choose the greatest Calgary movers for your sleek and problem-cost-free…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: იანვარი 11, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
It's obvious at a glance the difference between a veteran and newbie Wizard player in-game, as one will maintain trying to land the best Fireball and nothing else at the same time as the alternative sneaks up with Invisibility, receives a sneaky hit with Chain Lightning, creates distance with Haste, and then makes use of Magic Missile to save you each person from getting close.
A lot of people are calling the Ranger the strongest class in the sport, and whilst this is a…
© 2025 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია