მთავრობა პარლამენტში და პრემიერი პარლამენტარების წინაშე, ნარმანია სემეკში და ახალი წლის ღამე

      მთავრობა პარლამენტში მივიდა და რაც შემდეგ მოხდა... ალბათ, ასეთი სათაური ექნებოდა დღევანდელ სიახლეებს ინტერნეტის ყვითელ ეკრანებზე, მაგრამ ჩვენ ხომ ყვითელი პრესა არ ვართ. ისე კი, 20 დეკემბერი მთლიანად მთავრობის პარლამენტში მისვლას და მისთვის ნდობის გამოცხადებას დაეთმო. საუბრობდნენ მინისტრები და საუბრობდა პრეიერი, ოპოზიცია კი ტრადიციულად აკრიტიკებდა ან კრიტიკულ კითხვებს უსვამდა. ჰო მართლა, ნარმანია ამჯერად მოსახლეობის ბედნიერ ტარიფებზე იფიქრებს:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 დეკემბერი, 2017/

      პრემიერ მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი - 2017 წელი იყო წარმატებებით და გამოწვევებით აღსავსე. პრემიერი პარლამენტში - მოსული ვარ განწყობით, რომ კონსტრუქციულად განვიხილოთ თქვენი შენიშვნები და გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია. გიორგი კვირიკაშვილი - აზიური ფაროსანა არის გამოწვევა, რომლის მასშტაბებიც არის უპრეცედენტო, არნახული და ვნახოთ, როგორი იქნება გაზაფხული. გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ომს ვუცხადებთ საქართველოში ტყის ჩეხვას. გიორგი კვირიკაშვილი - მოზარდებში ძალადობაზე პასუხისმგებლობის ისრებს ვერ გადავიტანთ ვერავისზე, მთავარი პასუხისმგებელი აქ არის ხელისუფლება და ამ გამოწვევას ვიღებთ. გიორგი კვირიკაშვილი - სასჯელაღსრულების ახალი ტიპის დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილი - ოკუპაცია და რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებში, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობის მიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლზე - აქ საუბარი არის ზუსტად იმ საქმეების შესახებ, რაც ჩვენ რეალურად გავაკეთეთ. გიორგი კვირიკაშვილი – ხშირად ოპოზიციის მხრიდან ხდება სახელმწიფოებრივი ინტერესების შემცველი, მგრძნობიარე თემებით მანიპულირება და პოლიტიზაცია. კვირიკაშვილი - ჩემი გუნდის წევრები გაჩეჩილაძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია, ჩემს კომენტარს მოჰყვა პოლიტიკური ქარიშხალი - არიქა გადადგება, მინდა გავაწბილო ყველა, ვინც ამას ტირაჟირებს. ზურაბ ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს - როცა ამბობთ, რომ ფასები არ გაზრდილა, ჟურნალისტებთან იტყუებით თუ სტატისტიკის მონაცემები არ გაქვთ ნანახი? გიორგი კვირიკაშვილი უმცირესობას - ნუ მისცემთ დავალებას თქვენს ტელევიზიებს, რომ უკანასკნელი იმედი მოუკლან ადამიანებს. პრემიერი - დანამატების მანკიერი სისტემა მემკვიდრეობით მივიღეთ. გიორგი კვირიკაშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე - ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა. პარლამენტში მთავრობის წევრობის კანდიდატებისა და უმცირესობის შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა.

      მთავრობა - გედევან ფოფხაძე - მინისტრები არიან ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები და საჯარო კითხვების დასმის საჭიროება მათთან ნაკლებად გვაქვს.

      თბილისის მერია სიახლეებით - კახა კალაძე ნაძვის ხესთან განთავსებულ წარწერაზე - ეს არ არის პარტიული სააარჩევნო სლოგანი, ეს არის სიცოცხლით სავსე ქალაქისკენ სწრაფვა. კახა კალაძე - ”სითი პარკთან” მიმართებაში ჩვენ სამართლებრივი კუთხით მივდივართ. კახა კალაძე - სადისტრიბუციო კომპანიების მანქანები თბილისში კონკრეტულ საათებში იმოძრავებენ. კახა კალაძე - სამშენებლო კომპანიებზე ნებართვები არ გაიცემა, თუ მშენებლობაზე მომუშავე სატვირთო მანქანების ჩამოსარეცხი მოწყობილობა არ ექნებათ. კახა კალაძე - თუ არსებობს რაიმე ხარვეზი ოჯახებში გამათბობლების შემოწმებასთან დაკავშირებით, ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” მოვუწოდებთ, რომ გამოასწოროს. კახა კალაძე ზემო ფონიჭალაში მოსახლეობისთვის ფართების დაკანონების პროცესს დაესწრო.

      უცნობი მომღერლის ან მომღერალი უცნობსი საქმე - ნინო გოგუაძე - „უცნობი“ არ აკეთებს განცხადებას ისე, რომ ვინმე ზურგს არ უმაგრებდეს და წახალისებული არ იყოს. ლევან რაზმაძე - ”სიტროენ ჯორჯიას” მიერ დავების საბჭოს წევრების დაკითხვის მოთხოვნა ჰაერზე ნასროლი სიტყვებია.

      ინტერვიუ უსუფაშვილთან - დავით უსუფაშვილი - საბედისწერო შეცდომა გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ დაუშვა, როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სია შემოგვთავაზა. დავით უსუფაშვილი - სტრუქტურული ცვლილებების საჭიროებას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ არა ასეთ მოუმზადებელს, მექანიკურს და ეკლექტურს.

      დისკუსია პარლამენტში ანუ მთავრობა კანონმწერლებთან - გიორგი გახარია - ვფიქრობ, პარლამენტში დისკუსია იქნება მწვავე, მაგრამ ჩვენც ამისთვის მზად ვართ. ზურაბ ალავიძე - გვაქვს გამოწვევები, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით. დიმიტრი ქუმსიშვილი - სამინისტროების გაერთიანება არ განხორციელებულა მექანიკურად, მას უძღვოდა მსჯელობა და ანალიზი. ლევან იზორიას განცხადებით, პარლამენტში გამოსვლისა აქცენტი მიღწევებზე და სიახლეებზე გააკეთა. დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დავით სერგეენკო - ყველაზე მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ამბულატორიულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა. დავით სერგეენკო - ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში 57 ახალი კლინიკაა გახსნილი. მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო უწყებაში გადასვლა საკითხის პრიორიტეტულობას უსვამს ხაზს. გიორგი გახარია - შს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება. დიმიტრი ქუმსიშვილი - რეფორმების მთავარ მიზანს მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. მიხეილ ჩხენკელი - 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სახელფასო დანამატები. შს მინისტრი - საზღვრის დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები აშკარას ხდის, რომ ამ მიმართულებით დროის დაყოვნების საშუალება არ გვაქვს. მიხეილ ჩხენკელი - იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ძალადობა და ბულინგი, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ცოდნა. დიმიტრი ქუმსიშვილი - სსფ-ს შეფასებით, საქართველო 2017-2022 წლებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედით რეგიონში საუკეთესოა. ლევან იზორია - მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი გახარია - საპატრულო პოლიციის რეფორმირების შემდგომ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. მიხეილ ჩხენკელი - ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები ონლაინ გაკვეთილებს ჩაატარებენ, დისტანციურ სწავლებაზე წვდომა ექნება საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას. დიმიტრი ქუმსიშვილი - 2017 წელს ბრუნვისა და გამოშვების ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორში. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მცდელობა იყო, მთავრობის ოპტიმიზაცია ისე გაგებულიყო, რომ ადამიანები უნდა წავიდნენ სახლში და დაზოგილი ფული სადღაც შევინახოთ. გიგა ბოკერია მთავრობის შემადგენლობაზე - ეს არის გუნდი, რომელსაც არ აქვს ხედვა, არც სტრატეგია, არც საკუთარი თავის რწმენა. მიხეილ გიორგაძე - უპრეცედენტო იყო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაიხარჯა. კახა კახიშვილი - პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაო დღეების შესაბამისად, მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდება. ელენე ხოშტარია - შს მინისტრის მოხსენება იყო ერთადერთი, რომელიც ეხებოდა გამოწვევებს, არ იყო პოლიტიზირებული და იყო საქმიანი. ელენე ხოშტარია სოზარ სუბარს - როდესაც დაგიძახებთ პარლამენტში, კეთილი უნდა ინებოთ და მობრძანდეთ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუმსიშვილს - როგორც კი სავალუტო ჯიხურების ტაბლოს შეხედავ, საოცნებო საქართველო, რომელიც თქვენ დაგვიხატეთ, დაეცემა მიწაზე. დიმიტრი ქუმსიშვილი - მინდა ოპონენტებს ვკითხო, თუ მათ პერიოდში ყველაფერი ასე კარგად იყო, როგორ ხდებოდა, რომ სიღარიბის ზღვარი 2010 წელს ქვეყნის 36%-ს ეხებოდა. პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. გიგა ბოკერია - ივანიშვილი ამბობდა, რომ მეოთხე წელი იქნებოდა უკეთესი, ახლა მეხუთე წელია - ეს იყო შეგნებული სიცრუე, თუ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ? დავით ბაქრაძე - მთავრობა, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და არაფრის გამოსწორება საჭირო არ არის, ჩვენს მხარდაჭერას ვერ მიიღებს.

      ოკუპირებული საქართველო - ქეთევან ციხელაშვილი - გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა გათბობის ხარჯების დასაფარად 200-ლარიან ვაუჩერებს მიიღებს.

      ნარმანია სემეკში - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკის წევრის პოსტზე დავით ნარმანიას და გოჩა შონიას კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. დავით ნარმანია - სემეკის მთავარი როლი იქნება, ეკონომიკური რეგულატორები ისე დაადგინოს, რომ კმაყოფილი გვყავდეს მომხმარებელი. სემეკში წარდგენილი კანდიდატის გოჩა შონიას შეფასებით, ძირითადი გამოწვევა ის ახალი რეგულაციები და რეფორმებია, რომელიც ენერგეტიკის სექტორში იწყება.

      უფასო მეტრო ახალ წელს - ახალი წლის ღამეს მეტრო და ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. მეტრო და 160-მდე ავტობუსი უფასოდ 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 1-ელი იანვრის 04:00 საათამდე იმოძრავებს.

საზღვარგარეთულები:

      გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიღებულ რეზოლუციაში რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის ოკუპაცია დაგმო.

      სააკაშვილი უკრაინულად - მიხეილ სააკაშვილი - პეტრო პოროშენკომ უნამუსობის ახალი რეკორდი მოხსნა. ადვოკატი - სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართზე პროკურატურისგან და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან არანაირი უწყება არ მოსულა.

      სიახლეები ტეგით ამერიკა - ნიკი ჰეილი - ტრამპმა დამავალა იმ ქვეყნების სახელები ვაცნობო, რომელიც გაერო-ში კენჭისყრისას აშშ-ს წინააღმდეგ ხმას მისცემს

      მევლუთ ჩავუშოღლუ - აზერბაიჯანს, თურქეთს და ირანს არ შეუძლია იერუსალიმთან დაკავშირებით ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიღება.

      ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - არ მჯერა, რომ ამ ეტაპზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 179

ტეგები: qwellynews, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters