შემცირებული სამინისტროები, გაერთიანებული აპარატები, მეორე რაუნდი არჩევნებში, ამუშავებული კალაძე და წვრილ-მსხვილი ამბები

      უპირველესად მოგილოცავთ 100 000 მოწამის ხსენების დღეს! განსაკუთრებით საინტერესო, აქტიური და დაძაბული კვირა გველოდება წინ, რადგან დღევანდელი მეინსტრიმი მეტწილად განსაზღვრა უქმეების სენსაციურმა ნიუსმა - 4 სამინისტრო უქმდება/უერთდება სხვა სამინისტროებსო. მეორე ამბავიც ასევე უქმეებიდან გამოგვყვა - 12 ნოემბერს არჩეევნების განმეორებითი ტურები დაინიშნა. გადავიდეთ დეტალურ განხილვებზე:

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 13 ნოემბერი, 2017/

      „ათი ბევრი“ მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტრადიციულად პარაკლისი გადაიხადა. წმინდა 100 000 ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით მეტეხის ხიდზე სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

      სამინისტრო გადალაგების ბლოკი - პირველი უარი - გია გაჩეჩილაძე - გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება. თამარ ჩუგოშვილი - ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პრიორიტეტია. მთავრობაში დაგეგმილი საკადრო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე ვერ განხორციელდება. დიმიტრი ქუმსიშვილი, სავარაუდოდ, ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებულ სამინისტროებს, მიხეილ გიორგაძე კულტურისა და სპორტის შერწყმულ უწყებებს, გიორგი გახარია კი შს მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. კრიზისების მართვის საბჭო და საგანგებო სიტუაციების სააგენტო შესაძლოა, ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს და მას გიორგი მღებრიშვილმა უხელმძღვანელოს. მთავრობამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ. განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. ოთარ დანელია - რაც უფრო ადრე გაკეთდება ოპტიმიზაციები, მით უკეთესია, რადგან ჩვენ წინ უკვე გვაქვს მომდევნო რამდენიმე წლის თავისუფალი პოლიტიკური სივრცე. არჩილ თალაკვაძე - საკადრო ცვლილებები არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. რამაზ საყვარელიძე - თუ სამინისტროების შემცირების შედეგად ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება ხარვეზიანი იქნება. რევაზ არველაძე - ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება ნაადრევია - ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა ენერგეტიკაში. გია ხუხაშვილი - აღმასრულებელ ხელისუფლებაში სისტემური რეორგანიზაცია ცუდი არ იქნება. მამუკა მდინარაძე - ერთადერთი რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ცვლილებები იქნება საკანონმდებლო მიმართულებებითაც. გიორგი კვირიკაშვილი - დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას. ეკონომიკის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი ერთიანდება, გაერთიანებულ უწყებას კი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თანამდებობები დატოვეს. გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს უხელმძღვანელებს. პრემიერმა შს მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს. ინანსთა სამინისტროს მამუკა ბახტაძე ჩაიბარებს. პრემიერმა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი წარადგინა. კულტურის სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი, ხოლო განათლებას - ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება. მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს. გიორგი კვირიკაშვილი - თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის გზაზე დადგა ეტაპი, რომ ცვლილებები შეეხოს მმართველობით სტრუქტურებს. გიორგი კვირიკაშვილი - მინდა, პარლამენტს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ რეფორმებს, რათა ეს პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს. გიორგი კვირიკაშვილი - გუნდის თითოეულ წევრს, რომელსაც ცვლილებები შეეხო, დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისათვის. შალვა თადუმაძე - საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ, უწყებების შერწყმა-გაერთიანება მოხდება. მინისტრთა კაბინეტს 6 მინისტრი ტოვებს. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18-დან 14 სამინისტრო დარჩება. არჩილ თალაკვაძე - პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა, დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციულ დანახარჯებს ამცირებს. სერგი კაპანაძე - უნდა გავიგოთ, რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც სამინისტროების შემცირებით გამოთავისუფლდება. მერსედეს ვერა მარტინი - ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. გოგი ცუცქირიძე - რაც უფრო ცოტა სამინისტროა და რაც უფრო გაზრდილია მათი ფუნქციები, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მთავრობა. მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროში მასშტაბურ საკადრო გადაადგილებებს არ გეგმავს. გიგი უგულავა - რა რაოდენობის ფულს დაზოგავს მოსახლეობა, ეს იქნება მთავარი ინდიკატორი სამთავრობო ცვლილებების შესახებ საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ირაკლი კობახიძე - ცვლილებებს მოყვება ხარჯების შემცირება, რაციონალიზაცია, ოპტიმიზაცია, რაც მოიტანს დადებით შედეგებს. ფინანსთა ახალი მინისტრი - მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. განათლების ახალი მინისტრი - თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მასზე ზრუნავს. ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია და მამუკა ბახტაძე შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც ორივე უწყების ხელმძღვანელი უნდა პასუხობდეს. განათლების ახალი მინისტრი არ აკონკრეტებს, გაგრძელდება თუ არა სკოლებში ე.წ. ვაშლების დარიგების პროგრამა. მამუკა ბახტაძე - ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. გიგი უგულავას შეფასებით, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებები მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ პასუხობს. ხათუნა ლაგაზიძე - ოპტიმიზაციიდან გამომდინარე, ნამდვილად გამართლებული ნაბიჯია 4 სამინისტროს გაუქმება. განათლების ახალი მინისტრი კონკრეტულ სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში წარადგენს. მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზის“ ყველაზე წარმატებული საქმიანობა ფინანსურად 2014-2015 წელი იყო. გიორგი კვირიკაშვილი - მნიშვნელოვანია ოპტიმიზაციის პროცესი პროფესიონალურად ჩავატაროთ, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მისი მთავარი ორიენტირი არის ადამიანი. პრემიერი - საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების, ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში. მამუკა ბახტაძე - ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მიხეილ ჩხენკელი - განათლების, მეცნიერების ხარისხის ამაღლება ჩვენი სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია. გიგა ბოკერია - არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება სამინისტროების მექანიკურ გაერთიანებას თუ არ მოხდება ხარჯების მასიურად შემცირება. მამუკა მდინარაძე - საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. გია გაჩეჩილაძე - ჩვენ მოვახერხეთ გარემოს დაცვის სამინისტროს შენარჩუნება - გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. სოსო ცისკარიშვილი - განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით პროფესიონალიზმი არის მიჭირხვნილი. რომან გოცირიძე - მთავარია გაუქმდეს სამინისტროების სათავო ოფისები და მის დაქვემდებარებაში შემავალი უსარგებლო უწყებები. გიორგი აბაშიშვილი - ჩვენ დადებითად ვაფასებთ მინისტრების პოსტზე წარდგენილ კანდიდატურებს. პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკადრო ცვლილებების ბრძანებებს ხელი მოაწერა. დავით რაქვიაშვილი - სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებაზე არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. მიხეილ გიორგაძე - დარწმუნებული ვარ, რომ სპორტის სამინისტროს გუნდის კულტურის სამინისტროსთან შერწყმის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. თამარ კეკენაძე - როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს უსაფრთხოების სექტორის ანა-ბანა არ ესმის.

      მეორე რაუნდი არჩევნებში, ანუ განმეორებით ტური - ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ინციდენტი მოხდა. "ქართული ოცნება" ნასაკირალის #59-ე საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს. „სამართლიანი არჩევნები“ - ნასაკირალის უბანზე ადგილი ჰქონდა შედეგების გაბათილების მცდელობას, რადგან დამოუკიდებელი კანდიტატი იმარჯვებდა. მარტვილის მერი ალექსანდე გრიგალავა გახდა. ირმა ინაშვილი - არსებული სისტემით ”ქართული ოცნება” საქართველოს პატრიარქსაც კი წააგებინებდა არჩევნებს. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, ძირითადად, კანონით დადგენილი წესების დაცვით ჩატარდა. ალექსანდრე გრიგალავა - განსაკუთრებული მადლობა მარტვილის მოსახლეობას, აუცილებლად გავამართლებთ ხალხის იმედებს. გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მოსახლეობას - ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველა თქვენგანის მერი. ცესკო - არჩევნების მეორე ტურში ექვსივე ოლქში 35 საჩივარი დაიწერა. მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა ქუთაისში იყო, ყველაზე მაღალი ოზურგეთში - სულ, საქართველოში საშუალოდ 33,32%. ცესკოს სპიკერი - ოზურგეთის 59-ე საარჩევნო უბანთან წუხელ ხმაური იყო, რაც მერობის კანდიდატებს შორის ინციდენტმა გამოიწვია. საია - თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა. გოგი წულაია - გიორგი ჭიღვარია „ქართული ოცნების“ ნების აღმასრულებელი მერი გახდება. „ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრის განცხადებით, მეორე ტურის შედეგებით, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი დგება დღის წესრიგში.

      კანონპროექტები - გია ვოლსკი - არც ერთ დარგს არაფერი დააკლდება, თუ არ ემატება ხედვის და ორგანიზების დონეზე.

      კალაძე მერობას შეუდგა - კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. დავით ნარმანია - ახალ მერს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა განახორციელოს. კახა კალაძემ მოადგილეები დაასახელა, რომელთა შორისაც ერთი დავით ნარმანიას მოადგილეა. თბილისის მერის მოადგილე - როგორც სამარშრუტო ტაქსებზე, ისე ნებისმიერ სხვა პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ხელშეკრულებების გადახედვა. აია ბითაძე - ქალაქი უნდა იყოს კომფორტული თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც ცხოვრების, ასევე გადაადგილების და დასვენების თვალსაზრისით. მაია ბითაძე - ჩვენ გვექნება არა სტატიკური გენგეგმა, არამედ ისეთი გენგეგმა, რომლითაც სწორი მიმართულებით განვითარებას შევძლებთ. ირაკლი ხმალაძე - ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს მისახედი.

      პარლმენტის თავმჯდომარე რუმინეთში გაფრინდა - მამუკა მდინარაძე - რუმინეთში მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, ეს ვიზიტი ორი ქვეყნის პარლამენტების ურთიერთობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

      საქართველოს ზეწოლა - ნაურუს პრეზიდენტი - აფხაზეთის აღიარების შემდეგ, ნაურუზე აშშ-ისა და საქართველოსგან ზეწოლა განხორციელდა.

      ზუროსის გუნდი - ილიას ზუროსმა მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

      ოკუპანტის და ოკუპირებულის შეხვედრა - 14 ნოემბერს ანატოლი ბიბილოვი ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

საზღვარგარეთულები:

      კატალონიის დამშვიდების გზა - არჩევნები - მარიანო რახოი - დარწმუნებული ვარ, კატალონიაში არჩევნების შემდეგ სიმშვიდე დაბრუნდება. კარლეს პუჩდემონმა ევროკავშირს მოუწოდა, ესპანეთის მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს.

      მიწიძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე - მიწისძვრის შედეგად, ერაყში 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ირანში - 330-ზე მეტი

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ნოემბერი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The second part about the DL shedding boils down

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2020.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The second part about the DL shedding boils down to each snap basically being a coin flip between OL and DL and we notice those awful pitches more because they technically shouldn't be occurring but they sadly do. It wraps around to Madden 20 coins the bad coding and how OL/DL interactions have not been updated in a couple of years. Even the folks working on Madden nfl have confessed that they do not understand how they work because it's code in addition to legacy code and it is sadly…

გაგრძელება

ფეხბურთელის იდუმალი გარდაცვალება და პრემიერის ვრცელი გამოსვლა პარლამენტში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 26, 2020.
საათი: 11:05pm 9 კომენტარი

      პრემიერის პარლამენტში მისვლა, ყოველთვის დღის მეისნტრიმული ამბავია და დღესაც ასე იყო - მთელი დღე, ყველა მედიასაშუალება სწორედ პრემიერის გამოსვლის გარშემო საუბრობდა, წერდა და გადმოსცემდა. ამასთანავე, ბოლო დღეების ყველაზე გაურკვეველი და მძიმე საქმე - ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 ივნისი, 2020

      კოვიდჯორჯია - მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ 19-ით…

გაგრძელება

ნამდვილი მეთევზე

გამოაქვეყნა ბექა ხოჯავა_მ.
თარიღი: ივნისი 25, 2020.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

      თევზაობა არ არის ჰობი, ეს ავადმყოფობაა. ნამდვილი მეთევზე იმით იცნობა, როგორ ჰყვება. თუ ექვსგირვანქიანი წვერას აღწერისას ფეხზე წამოდგა, ხელები გაშალა და ოთახის მთელ სიგრძეზე გადახტა, არ ყოფილა ნამდვილი მეთევზე, მაგრამ თუ მღელვარებისგან ხმა უწყდება, ცრემლი სდის და მთელ ტანში ჟრუანტელი უვლის - ჩვენიანია. ნამდვილი მეთევზეები მარტონი არიან თავიანთ ავადმყოფობასთან, როგორც ჩინელები - ოპიუმის ჩიბუხთან. მზისა და ქაშაყის ქერცლიდან არეკლილი სინათლის…

გაგრძელება

არეული ამინდი, არეული ოპოზიცია, არეული ახალგაზრდები და გადარეული კორონა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      პრემიერის მადლობით დაიწყო დღე - ამჯერად, მადლობა ლუგარის ლაბორატორიას და მის მკვლევარებს გადაუხადა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ესაა და მასთან ერთად, ცხადია კორონა ვირუსიც. გახმაურებულია ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების იდუმალი საქმე, სადაც შესაძლო დანაშაულებებზე მიუთითებენ მოწმეები, ასევე ოპოზიციაში მაჟორიტარების გაყოფის თემა და ლიდერად მოვლენილი რურუა და მის გარშემო ეპისტოლარული ჟანრი. ცხადია, გაბუნიას საქმეც არ მიჩქმალულა. ამინდს რაც…

გაგრძელება

Qwelly World

free counters