ვეტერანების ზეიმის დღე, პრეზიდენტის კანდიდატობა და პრეზიდენტობის იდეა, ნარკოტიკების მაღაზიები ინტერნეტში და ირანის ბირთვული საფრთხე

      ზეიმიც არ შეგვიძლია წყნარად და დაპირისპირების გარეშე? მართალია ძალიან წვიმიანი დღე გამოდგა, მაგრამ 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მაინც იზეიმეს ჩვენმა ვეტერანებმა და უფრო მეტად მილოცვებით თავმომწონე პოლიტიკოსებმა თუ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, ანდა პოლიტიკურად აღტკინებულმა ადამიანებმა. მაგრამ დაპირისპირება იქაც იყო - ვიღაცას სსრკ-ს დროშა არ მოეწონა, ვიღაცას ოკუპანტი გენერლების ფოტოები და ა.შ. დღეს ასევე საუბრობდნენ პრეზიდენტობის კანდიდატებზე, ინტერნეტით რეალიზებულ ნარკოტიკებზე, ვეშაპებსა და მსოფლიოს ახალ საფრთხეზე - შესაძლო ომზე ახლოაღმოსავლეთში - ირანში მშვიდობა აირია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 მაისი, 2018 /

      ფაშიზმზე გამარჯვების დღე. კახა კალაძე - საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვებაში და 9 მაისი იქცა ფაშიზმზე გამარჯვების დღედ. გიორგი მარგველაშვილი - ჩვენმა წინაპრებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეძლეს და დაამარცხეს ფაშიზმი, ადამიანზე ძალადობის და ანტიადამიანური რეჟიმი. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან „თავისუფალი ზონის“ წევრი და „კომუნისტური პარტიის“ წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პარლამენტის სახელით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ. დავით ბაქრაძე - დღეს მთელი მსოფლიო ზეიმობს მსოფლიო ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებას, მაგრამ ამ დღესასწაულში მთავარი ის ადამიანები არიან, ვინც იბრძოლეს. ბათუმში 9 მაისთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ირაკლი კობახიძე - რუსული პროპაგანდა არის შემაშფოთებელი, აქტიური მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი - ბათუმში, აქციაზე იმ გენერლების ფოტოები აქვთ მოტანილი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ოკუპაციას ახორციელებდნენ. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი მზადაა, განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში. გიორგი კვირიკაშვილი - დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ვეტერანებს, ჩვენი ვალია, რომ მათი გმირობა დავაფასოთ. ნინო ბურჯანაძე - სიმბოლიკასთან ბრძოლას თავი დავანებოთ და ვებრძოლოთ იმ ცუდს, რაც დღევანდელ საქართველოში ნათლად იმეორებს იმას, რაც საბჭოთა ეპოქაში არ მოგვწონდა. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ვაკის პარკთან დაპირისპირების შედეგად სამოქალაქო მოძრაობის მხარდამჭერი ნიკა შაყულაშვილი და ვალერი კვარაცხელია დააკავეს. საკრებულოს წევრებმა ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცეს. გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საზეიმო სადილზე უმასპინძლა.

      შსს-ს წარმომადგენელი - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მოზარდების თვითმკვლელობის არც ერთ კონკრეტულ შემთხევევაში საქმე “ლურჯ ვეშაპთან“ არ გვქონია.

      საზღვრის გადაკვეთის ცვლილებები - არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებები, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის შეზღუდვებს არ გულისხმობს.

      ნარკოტიკები ინტერნეტით - ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევებზე რეაგირების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში უწყების ხელმძღვანელთა და ექსპერტების შეხვედრა გაიმართა. კახა კალაძე - ყველა დამნაშავე დაისჯება, ვინც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. ირაკლი კობახიძე - თუ მკაცრი პოლიტიკით შესაძლებელია ნარკომოხმარების შემცირება, აქეთ წავალთ, თუ უფრო ლიბერალური პოლიტიკა შეუწყობს ამას ხელს, წავალთ მეორე მხარეს. დავით სერგეენკო - კლუბურ, რეკრეაციულ და დანარჩენ ნარკოტიკს შორის განსხვავება არ არსებობს, ყველა მათგანს შეუძლია ფატალური საფრთხის მოტანა. არსებული ინფორმაციით, ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების რეალიზაციის საქმეზე დაკავებული ნინო გეგელაშვილი დანაშაულს აღიარებს, ხოლო გიორგი გოგებაშვილი არ აღიარებს. ლევან კობერიძე - თუ ნარკომომხმარებელი დათანხმდება მკურნალობას, ის ციხეში არ მოხვდება. არჩილ თალაკვაძე - ველოდები, რომ საგაზაფხულო სესიაზევე დავიწყებთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვას. ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.

      უფლებადარღვეული მერაბიშვილი - გიორგი მარგველაშვილი - მერაბიშვილის პატიმრობის დროს მისი უფლებები დაირღვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტპატიმარია.

      საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელოვნობა და პრეზიდენტის ინსტიტუცია - ირაკლი კობახიძე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმა. გიორგი მარგველაშვილი - არავისთან მქონია კონსულტაცია, მაგრამ სააკაშვილის მოკავშირე ვერ ვიქნები. ირაკლი კობახიძე - ეს არ იყო იმ მასშტაბის დაპირისპირება, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროებოდა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. ირაკლი კობახიძე - პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ არანაირი რისკ-ფაქტორი არ არის. გიორგი მარგველაშვილი - ჩემთან მიმართებით ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არაფორმალურ მმართველობას ვერ დავადასტურებ. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს. ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას. დავით ბაქრაძე არ ადასტურებს, რომ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება. დავით სერგეენკო - მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ სხვა ვინმეს. ლევან კობერიძე - „ქართული ოცნებისგან“ ამომრჩეველი უნდა ელოდოს იმ ღირებულებების ერთგულებას, რომლითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. არჩილ თალაკვაძე - პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში.

      შემწყნარებლობა პოლიტიკურად - ირაკლი კობახიძე - შეწყალებასთან დაკავშირებით როდესაც ცივილიზებულ ქვეყნებთან შედარებით სახეზე გვაქვს ასმაგი სხვაობა, ეს უნდა ნიშნავდეს უპასუხისმგებლობას, კორუფციას ან სამართალდამცავი სისტემის მიზანმიმართულ ნგრევას. გიორგი მარგველაშვილი - იქნებ ერთად გაგვასამართლონ მე, როგორც კორუმპირებული პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც ბრალი დამდო კორუფციაში და არ მიჩივის. გიორგი მარგველაშვილი - სამართალდამცველები, რომელებიც დანაშაულის სტატისტიკას ქმნიან და პრეზიდენტს არ აწვდიან, ეს მათ პოლიტიზებაზე მეტყველებს. არჩილ თალაკვაძე - პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებში ირაკლი კობახიძეს მთელი გუნდის მხარდაჭერა აქვს. არჩილ თალაკვაძე - პატიმართა შეწყალების პრაქტიკა საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საჭიროებებთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში.

      კიდევ ერთი სენი ჩვენს ქვეყანაში - შსს-ს წარმომადგენელი - ბავშვთა პორნოგრაფიის საკითხი საქართველოში დგას - არსებობენ ე.წ. მომხმარებლები, რომლებიც ამ პროდუქციით დაინტერესებული არიან.

      ჰესების შენება განახლდა - შსს-ს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სვანეთში მშენებარე ჰესების “მესტია ჭალა-1“-ისა და „მესტია ჭალა-2“-ის მშენებლობის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

      აყალმაყალი ძიუდოს ფედერაციის ირგვლივ - მეორე ტური - შოთა ხაბარელი - არსებული სიმწვავეებიდან გამომდინარე, ძიუდოს ფედერაციაში ბევრი საკითხი შესაცვლელია.

      მოზარდების შეხლა-შემოხლის ფატალური შედეგის გამოძიება - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი - თვითმხილველების ჩვენებით არ დგინდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა დანაშაული, რომელსაც ბრალდება ედავება. ზაზა სარალიძე - დანაშაულის დაფარვაზე, წესით, მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

      საინტერესოა, ყველას მოუგო? - ნონა გაფრინდაშვილი N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა.

      ჯერ შეფარებას ითხოვენ, მერე დანაშაულს სჩადიან - გერმანიის შსს - იმ პირებს შორის, ვინც 2017 წელს გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა, შემდეგ კი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს მოქალაქეების წილმა 2,1%-ს შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      ბირთვული მსოფლიო - ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გადაწყვეტილებას. ჰასან რუჰანი - ირანი ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებდა, ხოლო აშშ ამას არასოდეს აკეთებდა. ავიგდორ ლიბერმანი - აშშ-ის გაბედული ნაბიჯი ირანის რეჟიმის დაცემას გამოიწვევს. ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი ირანს მოუწოდებენ, ბირთვული შეთანხმების შესრულება გააგრძელოს. ბარაქ ობამა – აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილება გამოვიდეს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და დაიწყოს სანქციების აღდგენის პროცესი, მცდარია. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ს გადაწყვეტილება ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ გააკრიტიკა. ირანის პარლამენტის სხდომაზე ამერიკის ქაღალდის დროშა დაწვეს. ბელგიის პრემიერი – ირანთან შეთანხმებაზე უარის თქმა ნიშნავს არასტაბილურობას ან ომს ახლო აღმოსავლეთში. აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ხალხის სახელით ვაცხადებ: ბატონო ტრამპ, არაფერი გამოგივათ! ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საუბრები ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების შესახებ უხერხული და აბსურდულია. იუკია ამანო - ირანი დღესდღეობით ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ მოვალეობებს ასრულებს.

      ომის განახლსება - ისრაელმა დამასკოს სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

      სომხური ცვლილებები - სომხეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

      ჩინეთის გავლენა - ჟურნალმა Forbes -მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად, გამოკითხვის რეიტინგში პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ლიდერობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 226

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters