ოპოზიციის ერთობა შალვას ოფისში, დატოვებული რურუა და ეპიდემიის შეზღუდვების მოხსნა

      სამი მთავარი ამბავი, რომელიც დღეს საქართველოს აინტერესებდა კორონას პარალელურად. ერთი ცხადია შეზღუდვების მოხსნისა თუ დატოვების ამბები და სამთავრობო გადაწყვეტილებები ამის შესახებ, მეორე პრაიმნიუსია - უცნაურად გამოშვებული უგულავა და ოქრუაშვილი, რომლებიც ძველ ოპოზიციონერებთან ერთობასა და გამარჯვებას აანონსებს და მესამე ამბავი, რურუკას კვლავ პატიმრობაა. მთავარი სამედიცინო სტატისტიკა ასეთია - საქართველოში: 701 შემთხვევა, გამოჯანმრთელებული - 432, გარდაცვლილი - 12. მსოფლიოში: დადასტურებული შემთხვევა - 4 758 937, გამოჯანმრთელებული - 1 754 891, გარდაცვლილი - 316 277.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 18 მაისი, 2020

      ეპიდემიისგან ქართული თავდაღწევა - მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი დაემატა, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდში არასრულწლოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ფოთის “ცხელების კლინიკაში“ მოთავსებულ ხუთ პაციენტს, რომელთა შორის 3 ბავშვია, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. პაატა იმნაძე - ხატისოფელი და მუშევანი ორივე პატარა სოფელია, მაგრამ კორონავირუსით დაზიანების მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ, ლამის იტალიაა. შემოდგომის ბოლოდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს. მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევიდან 3 უკავშირდება ბოლნისის კლასტერს, 3 კი ზუგდიდში დადასტურებულის პირის კონტაქტებია. სოფელ გეტაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდგინდა. ლევან რატიანი - ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი გვყავს, 28 კოვიდინფიცირებული - სავარაუდოდ, მალე ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმში გადავა. დიმიტრი ხუნდაძე - კორონამ ჯანდაცვის სისტემა გატესტა - ჩვენ ხარვეზებიც ვნახეთ. რუსთავში კორონავირუსისგან მეცხრე ადამიანი განიკურნა. ლევან გოფოძე - ჯერჯერობით სოციალური დისტანცირება, მასიური შეკრებებისაგან თავის არიდება ძალაში უნდა დარჩეს. ალექსანდრე მოწერელია - თუ კორონავირუსის გავრცელება ფართო მასშტაბის იქნება, ზუგდიდის ჩაკეტვის საკითხი დადგება დღის წესრიგში.

      მსუბუქი თამბაქო - ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ცვლილება, რომელიც თამბაქოს ნაწარმის მიწოდების 15-გრამიან შეფუთვებში დაშვებას გულისხმობს, არასრულწლოვნებისთვის თამბაქოს მეტად ხელმისაწვდომს გახდის.

      კორონას შეზღუდვებისგან გათავისუფლებული მოსახლეობა - პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საქართველოში დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები გაიხსნა. მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები დღეიდან აღდგა. დღეიდან 3 ადამიანის შეკრებაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა კვლავ რჩება აკრძალვა, რომელიც ავტომობილით გადაადგილებას ეხება. შსს-ს მომსახურების სააგენტომ სერვისების ეტაპობრივი განახლება დაიწყო. ქვემო ქართლის გუბერნატორი იმედოვნებს, რომ მარნეულის მსგავსად, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ მარნეულში არსებული სამივე საკონტროლო გამშვები პუნქტის დემონტაჟი განახორციელა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 19 მაისიდან იხსნება. გუდაური-კობის მონაკვეთზე გაუჩერებლად გავლის რეჟიმი მოიხსნა. 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების შეგზავნა განახლდება. მთავრობამ შესაძლოა, ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლოს. თბილისში წელს საზაფხულო ბაღები არ იფუნქციონირებს.

      კვლავ პატიმარი რურუა და დემოკრატია მის მსჯავრზე - პროკურორი - გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის ახალი გარემოება არ არსებობს- მოწმეების დიდი რაოდენობა დასაკითხია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. გიგი უგულავა - მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი, პოლიტიკურად მოტივირებული და ის უნდა გათავისუფლდეს. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ - საჭირო არ არის გაჯიქება. სალომე სამადაშვილი - სასამართლომ ხელისუფლების ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო - საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, ვიდრე გიორგი რურუა ციხეში რჩება. გიგი უგულავა - ვიდრე პარლამენტში სამივე მოსმენა არ იქნება, მანამდე ვერ ვილაპარაკებთ, რა საარჩევნო სისტემა იქნება - ეს იმის გამო, რომ ამ ხალხის სიტყვის ფასი ნულია. ელენე ხოშტარია - ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუაც 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო - ხელისუფლებამ ეს პროცესი უნდა დაასრულოს. გიორგი კახიანი გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებაზე - სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებაში არის დამოუკიდებელი. გიორგი კახიანი - ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ის, რომ სასამართლომ რურუასთვის აღკვეთი ღონისძიება არ შეცვალა. გიგი უგულავა - პრობლემა ჯერ არ არის ამოწურული და სანამ გიორგი რურუა საპატიმროში იქნება, პრობლემა დარჩება. ერთი მისხალის დათმობაც არ შეიძლება - გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გიორგი ვაშაძე - დღეს იქნება თუ ხვალ, რურუას გამოუშვებენ - ძალიან კარგად ვიცით ის წამალი, რომელიც კარგად მოქმედებს „ოცნებაზე“. ნიკა მელია - გიორგი რურუას გასათავისუფლებლად ივანიშვილს დასჭირდება მორჩილი ბატონი შოთაძე - პროკურატურა უბრალოდ გამოიჩენს „კეთილ ნებას“. შალვა შავგულიძე - ივანიშვილს არ უღირს, გიორგი რურუას მიმართ ამ უკანონობის გამო, 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა დაიტოვოს. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს - ვიმედოვნებთ, გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს, შემდეგ კი პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს. ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელი და ცინიკურია ვინმე რურუასა და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის დასვა ტოლობის ნიშანი. „მთავარი არხის“ დამფუძნებლის გიორგი რურუას მეუღლე, სოფო სიხარულიძე - დღევანდელ პროცესზე პატრულმა აღიარა რომ გიორგი რურუას დაკავებისას მას სამხრე კამერის გამორთვა უბრძანეს.

      ძველი და ახალი ოპოზიცია ერთად შალვას პარტიაში - ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრას გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დაესწრნენ. ზურაბ ჯაფარიძე - არარეალური მგონია, რომ ყველა ამ პარტიიდან, რომლებიც ვიკრიბებით, კოალიცია გაკეთდეს - მე რისიც მჯერა არის ის, რომ მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს. გიორგი ვაშაძე - ვითანამშრომლოთ მაჟორიტარულ ოლქებში და გვქონდეს მრავალფეროვნება პროპორციული მასშტაბით - ძალა ერთობაშია და არა დაცალკევებაში. ირაკლი ოქრუაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს - კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი - ძალიან ცუდი არჩევანი არის იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. გიგი უგულავას განცხადებით, მაჟორიტარების საკითხში კოორდინაციას და ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებას ალტერნატივა არა აქვს. ნინო ბურჯანაძე - ნუ ვიმარჩიელებთ, მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. გიორგი ვაშაძე - თუ „ქართული ოცნება“ კვლავ მოინდომებს ჩვენს მოტყუებას, ამ ტყუილს ექნება შესაბამისი პასუხი - შეიძლება აქციებიც იყოს და ყველაფერი. ირაკლი ოქრუაშვილი - ერთობა იქნება და თუ ვინმე ამ ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის. გიგი უგულავა - რომ არა ხალხის ზეწოლა ჩვენზე, ჩვენ ერთად არ დავდგებოდით - რომ არა ჩვენი ერთად ყოფნა და ჩვენი ზეწოლა ხელისუფლებაზე, არც უცხოელები არაფერს არ იზამდნენ. ირაკლი ოქრუაშვილი - წინ გველოდება ბევრი მძიმე დღე, რათა ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ. ნინო ბურჯანაძე - მაჟორიტარ კანდიდატებად ისეთი ადამიანები იყვნენ დასახელებულნი, რომელთა მიმართ საზოგადოებას აბსოლუტური მხარდაჭერა თუ არა, სერიოზული პრეტენზიები მაინც არ აქვს. დავით ბერძენიშვილი - „რესპუბლიკური პარტია“ დაინტერესებულია, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის კოორდინაცია მოხდეს. თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ფორმატი რჩება იგივე, ერთიანი საკუთარ პოზიციებში. გიგი უგულავა - აქამდე საქართველო იყო ერთი პარტიის დომინაციის დემოკრატია - ჩვენ ახალ პოლიტიკურ ერას ვიწყებთ, აღარ იქნება კოლექტიური „მათიკაშვილობანა“. ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. გიორგი ვაშაძე - 1-2 კვირაში ყველა პარტია ჩამოყალიბდება, მონაწილეობს თუ არა მაჟორიტარების შეთანხმებაში, პირადად მე ვმონაწილეობ და სავარაუდოდ, თბილისში მაჟორიტარობასაც ვაპირებ. გიგი უგულავა - 20 ივნისს აქცია ლოგიკური და სწორია - 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების და ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე. ლოგიკურია, რომ მე ვიყო მაჟორიტარი, მაგრამ სად და როგორ ვიქნები, ვერ ვიტყვი. გია ვოლსკი - „ოპოზიციური კლასტერი“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა, კიდევ არაერთ მიზეზს დაასახელებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდეს. ირაკლი ოქრუაშვილი - მერაბიშვილის ადგილი პოლიტიკაში არაა. რუსთავი ორს დავიბრუნებ და გავაჩუქებ.

      პარლამენტის საქმეები - ლევან კობერიძე - პარლამენტმა თავისი თავი არდადეგებზე წასულად გამოაცხადა - პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ დასვენება უფრო მეტი გვჭირდებოდა, ვიდრე - მუშაობა. როგორც ვხედავ, ჯანდაცვის მინისტრი არ აპირებს მოსვლას პარლამენტში - კომიტეტმა ვენეციურ კარნავალს გავუკეთოთ ორგანიზება, თან ნიღაბს გაიკეთებს და იქნებ იქ მაინც მოვიდეს. არამხოლოდ მე, საზოგადოებასაც აინტერესებს, ჰოსპიტალური სექტორი რამდენად მზად არის გახსნისთვის, რა პარამეტრებით არის მზად, რა არის გაუმჯობესებული.

      ძველი სტატისტიკა ახლის ასაწყობად - საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2018 წელთან შედარებით, 1.1 %-ით შემცირდა და 11.6 % შეადგინა. უმუშევრობის დონე, ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში.

      სისაძაგლე - ე.წ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები სახალხო დამცველსა და ბავშვთა უფლებების დამცველებს საქმის მონიტორინგისა და პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

      კორონას ფული - გაერო COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს. პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ფაქტი გამოავლინა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.

      მეოცნებე ბოკერია - დავით ჭიჭინაძე - „ოცნებას“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა ის სააკაშვილს.

      საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში, სახელმწიფოს დახმარებით, 200-ზე მეტი მეზღვაური დაბრუნდა.

      წრეზე სიარული ანუ მოწყვლადი ეკონომიკა - პრემიერ-მინისტრმა ქართველ ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCovid19: BBC - მალე ბრაზილიის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის საკმარისი ადგილები აღარ იქნება. ბორის ჯონსონი - გულახდილად უნდა ვთქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა შეიძლება საერთოდ ვერ შეიქმნას. ვიეტნამში თვეზე მეტია კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯანმო-ს საქართველოს წარმომადგენლობა - მოვუწოდებთ პარლამენტს, წინ აღუდგნენ თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებული ყოვლისმომცველი პოლიტიკის და კანონმდებლობის შესუსტების მცდელობას. რომის პაპმა მარტის შემდეგ ვატიკანში პირველი მესა აღავლინა. საფრანგეთში სკოლების გახსნის შემდეგ, 70 მოსწავლე კორონავირუსით დაინფიცირდა. ანტონიო გუტიერესი - მცირე ერთობისთვის მსოფლიო მძიმე ფასს იხდის - კორონავირუსი სამხრეთისკენ მიიწევს, სადაც მისი ზემოქმედება ბევრად გამანადგურებელი იქნება. ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ დოლარს გამოყოფენ. ანგელა მერკელი - რაც მეტად ვითანამშრომლებთ, მსოფლიო უფრო მალე დაძლევს პანდემიას. მსოფლიო ადამიანთა ერთობისთვის საყოველთაო ლოცვას აღავლენს. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 91 ადამიანი დაიღუპა, 8 926 კი დაინფიცირდა. იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 99 ადამიანი დაიღუპა. საფრანგეთი და გერმანია კორონავირუსისგან დაზარალებული ევროკავშირის წევრების დასახმარებლად 500 მილიარდი ევროს ფონდის შექმნის ინიციტივით გამოვიდნენ. ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, 100 მილიონზე მეტი ადამიანი კარანტინის რეჟიმში იმყოფება.

      პარიზში ახალგაზრდებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

      ავღანეთში ტერორისტული აქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

      ინდოეთსა და ბანგლადეშს ტაიფუნი უახლოვდება, ორივე ქვეყანაში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 110

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters