blog, bus, mtskheta, passenger, qwelly, qwellyblog, qwellypost, tbilisi, ბლოგი, განრიგი, დღიური, თბილისი, ინტერვალი, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მოლოდინი, მუნიციპალური ტრანსპორტი, მცხეთა, მცხეთა-თბილისი, მცხეთა-თბილისის მიკროავტობუსი, მცხეთის მარშრუტკები, რჩევები, უკეთესობა, ქველიბლოგი, ცხოვრება, ჭყლეტვა

მცხეთა-თბილისის მიკროავტობუსების პრობლემა

     ამბობენ, ევროპის ერთი ნიშა ის გახლავთ, რომ ევროპელები ცდილობენ რაც შეიძლება ხშირად იგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არა პირადი ავტომობილებითო.

     მცხეთა-თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის გადამკიდეს კი, ერთი სული გაქვს, როდის გექნება საშუალება შენი მანქანა იყიდო რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული. ანუ შანსი ევროპელობისა ამ მხრივადაც მინიმუმამდეა დასული, სხვა რამეებზე რომ აღარ ვისაუბრო.

     უკვე წლებია მოუგვარებელ, დაურეგულერებელ პრობლემად იქცა მცხეთიდან-თბილისისკენ მგზავრობა და პირიქით. იმედგადაწურულმა მოსახლეობამ, ვინც ადრე ამავე მარშრუტკებით მგზავრობდა და მიხვდა რომ გამოსწორების შანსი არ იყო, ავტომობილები შეიძინა და დღეს პრობლემა ნახევარი მცხეთისთვის "ამ ჩემ ჭირას" პრინციპზე გადავიდა.

     გუშინ, 17:10 იქნებოდა სახლიდან რომ გავედი, 18:00-ზე ლექციას მივუსწრებთქო. დაღმართზე ჩავდიოდი როდესაც მარშრუტკამ ჩაიშხუილა. შორიდანაც მოკრავდით თვალს კარზე აკრულ მგზავრებს, როგორც ადრე - ბედნიერი და ხალისიანი დილა რომ გამითენდა. მეორე მარშრუტკა მოვიდა 17:27-ზე. შორიდან ცოტა ეჭვისთვალით ვუყურებდი, მაგრამ ავედი თუ არა, ამოვისუნთქე - 20 ადგილიდან 16 თავისუფალი იყო. 5 მგზავრი მცხეთიდან თბილისამდე - ეს მარშრუტკისთვის გაკოტრების ტოლფასია.

     21:25 - დიდუბის მეტროდან გამოვდივარ და კისრისტეხით გავრბივარ მარშრუტკების გაჩერებისკენ. როდესაც დიდ მოედანზე შემოვუხვიე, სადაც მეგულება პატივცემული მიკროავტობუსები, ვხედავ რომ მხოლოდ ერთი დგას. საათს დავხედე - ჩემმა ტელეფონა - 21:31 მიჩვენა.

- გამარჯობა, ეს 10 საათიანი მარშრუტკაა? - თან ბილეთის ფული გავუწოდე და საუბარი გავუბი.

- დიახ.

- ამის წინა დიდი ხნის წინ გავიდა?

- არა, ათის ნახევარზე. რამდენი ბილეთი?

- ერთი. მადლობა

     ავდივარ მარშრუტკაში და 5-6 ადამიანი უკვე ზის.

     არალოგიკურია, თუ 10-ის ნახევარზე გავიდა, 2 წუთში ამდენი ადამიანი აქ ვერ მოხვდებოდა - გაყვებოდა წინა მარშრუტკას, რადგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლე ან სტუდენტის ასაკისანი არიან. არის მეორე ვარიანტი - წინა მარშრუტკა ისეთი სავსე გავიდა, რომ ესენი ფიზიკურად ვერ დაეტივნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში, რატომ დგას აქ მხოლოდ ერთი მარშრუტკა? განა ნახევარ საათში 15 ადაიანზე მეტი არ მოვა?

     ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჩემი ბოლო განაფიქრი ახდა. 21:57 წუთი. დიდუბიდან მცხეთის მარშრუტკა დაიძრა, 20 ადამიანი სკამებთან მოკალათდა, 14 ადამიანი კი სკამებს შორის დგას გაუნძრევლად, ჩაპრესილები. და ქვემოთ 7 ადამიანი გვიყურებს შურის თვალებით - მათი ადგილი მარშრუტკაში აღარ იყო და ახლა 23:00-ს უნდა დალოდებოდნენ. ბოლო ხანებში, მცხეთის მერიამ მოიფიქრა და დაადგინა, რომ მცხეთაც შესაძლოა ქალაქი გახდეს და თბილისიდან ბოლო მარშრუტკა რომ ათ საათზე გამოდის, მოსახლეობისთვის საშინლად არაკომფორტულია. რადგან ბევრი გვიანობამდე მუშაობს და ეგეც არ იყოს, უბრალოდ თბილისში შემოღამება მრავალთათვის ფრიად სასიამოვნოა. ამიტომ 22:00 და 23:00 არის დიდუბიდან მცხეთისკენ მიმავალი ბოლო ორი მიკროავტობუსის გასვლის დრო.

     როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

რთული გზა:

• დავაყენოთ მცხეთაში გაჩერებებზე კამერები, რომელიც დაკავშირებული იქნება მიკროავტობუსების გაჩერებასთან, როცა მძღოლი დაინახავს რომ გაჩერებებზე ხალხი მომრავლდა, გამოვა სადგომიდან.

• ჩატარდეს საფუძვლიანი მოკვლევა და ანალიზი (რაც ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა), რომ დადგინდეს მიკროავტობუსებმა როგორი განრიგით უნდა იარონ მცხეთიდან თბილისიკენ. იგულისხმება - დილის საათებში რა ინტერვალით, შუადღის საათებში რა ინტერვალი და საღამოს საათებში რა ინტერვალით. სეზონების მიხედვით. ასევე სადღესასწაულო დღეებსა თუ კვირებში. უფრო კონკრეტულად - დაკვირვება და მოსახლეობის გამოკითხვა.

• დაინიშნოს ვაგონი "ვაგზალის მოედანი - დიდუბე - მცხეთა - არმაზი - ძეგვი" - ეს ზედმეტად რთული გზაა.

მარტივი გზები:

1. დაურიგდეს მძღოლებს კორპორაციული ნომრები.

2. ამოქმედდეს კანონი, რომელიც კრძალავს ფეხზე დგომას მარშრუტკაში.

3. ყველა მარშრუტკაში იყოს გამოკრული განცხადება, წითელი სათაურით - ყურადღება!!! და შავით თეთრზე დაწერილი, მსხვილი შრიფტით: "მიკროავტობუსში დასაჯდომი ადგილების შევსებისთანავე, მგზავრები ვალდებულნი არიან მძღოლს შეახსენონ, დარეკოს დისპეჩერთან, რათა მომდევნო მარშრუტკა დაუყონებლივ გამოვიდეს სადგომიდან"!

მეორე პუნქტის, მესამეს გარეშე ამოქმედება დაუშვებელია!

     კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგრამ ეს ის ელემენტარული რჩევებია, რომლებიც ვფიქრობ, აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს.

     და ბოლოს, კიდევ ერთი რჩევა.

     ინტერნეტი სავსეა ღამის მცხეთის ფოტოებით, შესანიშნავი დასათვალიერებელია ეს ქალაქი ღამით და სასეირნოდაც ფრიად საამო, მაგრამ რად გინდა, როდესაც ჯგუფელები გაიგებენ რომ მცხეთიდან ბოლო მარშრუტკა 9-ის ნახევარზე გამოდის, ზაფხულში კი ამ დროს ჯერ კიდევ დღეა, ქალაქის მონახულების სურვილი კლებულობს. ამიტომ, იქნებ თბილისელებსაც სურთ მცხეთაში დიდხანს ყოფნა ან ტურისტებს ან სხვებს და სხვებს, იქნება კიდევ ერთი მარშრუტკა დაემატოს მცხეთიდან თბილისისკენ წამსვლელი, ათისნახევრიანი?

მადლობა ყურადღებისთვის.

ნახვა: 1125

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მგზავრობა, მცხეთა-თბილისი, რჩევები, ტრანსპორტი, ქველი

elisabed: აპრილი 1, 2015||3:17pm

რო ვკითხულობდი თან შენი საუბარის მანერა ჩმახსენდებოა, ზე საყვარელი რო ხარ :დ <3  კარგი იყო

ლაშა: აპრილი 1, 2015||3:38pm

მადლობა ჩემო სულის კოკობო

წერის და საუბრის ჩემი მანერა მგონი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან :D პრობლემაც ესაა, ხშირად. 

ლაშა: აპრილი 1, 2015||3:55pm

Kakha, მე იმედებს შენს ფილოსოფიურ ძილ-ღვიძილზე ვამყარებდი და არ მეგონა ასე კრახით თუ დასრულდებოდა :D რაც შეეხება კოკობს (კოკობები ან კოკბები ან კოკობნი ვერ იარსებებ, ის ერთია და განუმეორებელი), ვფიქრობ ამ მხრივ მართლა შეიძლება მუშაობის გაგრძელება. :D 

ლაშა: აპრილი 1, 2015||4:45pm

კვლავ უზუსტობაა! სულის კოკობი ერთია და დანარჩენები შეიძლება იყვნენ ხოხბები, ან ხოხობები, ან ხოხობნი :D

BrOliKa: აპრილი 4, 2015||11:07am
მიბაძონ რუსთავის მარშუტკებს :-D
ლაშა: აპრილი 4, 2015||12:10pm

ზოგჯერ არც ვიცი, უნდა გამიხარდეს თუ უნდა მეწყინოს ანტიკურობა :(( 

ამ შემთხვევაში სათქმელი მართლა არ მაქვს. რუსთავის მარშრუტკები გვჯონბიან! :((( 

BrOliKa: აპრილი 4, 2015||12:30pm
დიახ დიახ შენი სტრატეგიიდან ყველაფერი აქვთ მგონი :-D ხალხიც აყენია ქუჩაში იმის გადასაცემათ რომელ მარშუტკაში რამდენი მგზავრია და რამდენი ხნის წინ გავიფდა განრიგი ხომ თავისთავად აქვთ :-D ნუ ჩვენც გვყავს უკეთესი და უარესი ხაზები მაგრამ 1 ველამდეც არის რეისები :-D

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters