მის დასაფლავებაზე ხალხიც არ მოვიდა

წყარო

     ვნების კვირა თავისი ლიტურგიკული დატვირთვით ძალიან განსხვავებული და თავისებურია. ხუთშაბათს საიდუმლო სერობის გახსენება აღინიშნება, იმავე ხუთშაბათ საღამოს მაცხოვრის გაცემა და 12 ვნების სახარება იკითხება ტაძრებში. შემდეგ არის პარასკევი - მთელი ღამის ნაგვემი მაცხოვარი ჯვარზე უნდა გააკრან. ჯვარზე გამკრალმა მაცხოვარმა, უფალს შეჰღაღადა, გადადო თავი და განუტევა სული - სიკვდილი მიიახლა მაცხოვარმა თავის სხეულზე. ავაზაკებთან ერთად ჯვარცმულმა ყველაზე ადრე განუტევა სული. პარასკევს გარდამოხსნის ლიტურღია შესრულდა, იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა პილატესგან გამოითხოვეს და ჯვრისგან გვამი გარდამოხსნეს, არმენაკითა და სურნელებითა შემურვილი ტილოში წარგრაგნეს და ახალსა საფლავსა დასდვეს.

     დღეს დილით, შაბათს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელი მოდის შვილის დასატირად. ამ დროს საღმრთო ლიტურღია იმდაგვარია, როგორც მიცვალებულთა წესის აგებაზე - სამღვდლო დასი მეჩვიდმეტე კანონს კითხულობს, კვერექსებს აღავლენს და აკმევს მაცხოვრის ცხედარს, შუა ტაძარში დასვენებულს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სიცოცხლის მომნიჭებელი მაცხოვარის წესის აგება სრულდება. შემდეგ ლიტანიობა - მაცხოვრის ცხედარი უნდა შემოატარონ ტაძარს სამგზის და დაჰმარხონ დაბეჭდულ საფლავსა შინა.

ფოტოს მოწოდებისთვის მადლობა თემურ ზურაბიშვილს

     როცა რომელიმე მცხეთელი გარდაიცვლება, მის გასვენებაში გაცილები მეტი ადამიანია, ვიდრე დღეს სვეტიცხოველში, სამყაროს შემოქმედის, მაცხოვრის წესის აგებას, გასვენებას და საფლავად დადებას დაესწრო.

"წმინდა ქალაქის" მოქალაქეობა მოვალეობასაც გვაკისრებს მცხეთელებო, მოვალეობას!

ნახვა: 640

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდამოხსნა, დატირება, მცხეთელები, ქველი, ქრისტიანობა

khatuna zitanishvili: აპრილი 11, 2015||2:21pm

ჩვენთანაც იგივე მდგომარეობა იყო(((

ლაშა: აპრილი 11, 2015||2:46pm

ორი წლის წინ კიდევ უფრო მეტი ხალხი იყო სვეტიცხოველში. იმ დილის კადრები - http://www.qwelly.com/video/wmindao

David Jafaridze: აპრილი 12, 2015||12:53pm

ამ.. არ ვიცი ამ პოსტის ავტორი.. 
კი კარგია რაც შედარებით წვრილი ფონტით წერია 
მაგრამ ის რომ ხალხი არ მოვიდა და არ ესწრება ცოტა ცუდი წასაკითხია ჩემნაირი მკითხველისთვის, ვინც ფოტოზეა აღბეჭდილი ის ვინარის აბა?  რა მნიშვნელობა აქვს რაოდენობას? ამას ვუყურებთ? ეს არის სალაპარაკო მარტო? 
ჩემი აზრით ეს ან თვითონ იმ მოძღვრების ბრალია რომელი ხალხიც ამ ფოტოზე არ ჩანს... რატომ არ წერია იმაზე რომ აღდგომის ღამეს ქალაქ მცხეთაში ტევა არ იყო?   

მიზეზი იმისა თუ რატომ არ იყო ამ დროს ხალხი ძალიან სადაო და სამწუხარო პასუხამდე მიგვიყვანს და იმ 1587 მიზეზს რაც ხდება ეკლესიის გარშემო ამ "უარყოფით განცხადებასაც მოვარიდებდი" 
რა საშინელი განცხადებაა :X

რამე არასწორად თუ დავწერე შემინდეთ მაპატიეთ
ქრისტე აღსდგა!

ეწამა, ევნო, ჯვარზე გაეკრა და მის დასაფლავებაზე ხალხიც არ მოვიდა 

ლაშა: აპრილი 12, 2015||1:35pm

ჭეშმარტიად აღსდგა! 

ჯაფო, პოსტის ავტორი მე ვარ. 

წვრილი შრფიტით მხოლოდ ფოტოს გამომგზავნის ვინაობა წერია. :)) 

მეორე შეკკითხვას რაც შეეხება - ეს ის ხალხია ვინც მოვიდა. რაოდენობას აქვს თუ არა მნიშვნელობა? რა თქმა უნდა აქვს, გააჩნია რა შემთხვევაში, მაგრამ აქვს :) როგორც ჩანს შევხედე და მარტო ეს არაა სალაპარაკო ნამდვილად, მაგრამ არც მარტო ამაზე ვლაპარაკობ ხოლმე. :)) 

მოძღვრების ბრალი? ეს ცოტა საკამათოა. თუ მოძღვარი ყავს ადამიანს, შესაბამისად, მინიმუმ უკვე ქრისტიანია და ის რომ ქრისტეს გარდამოხსნას, წესის აგებას და დასაფლავებას უნდა დაესწროს, ამას არც მოძღვრის კურთხევა სჭირდება და არც რეკომენდაცია დავით. მგონი ამითივე გიპასუხე "უარყოფითი განცხადების მორიდებასთან" დაკავშირებით.

პოსტი იქამდე გამოქვეყნდა, ვიდრე აღდგომას ღამისთევაზე ტაძარი გაივსებოდა ხალხით, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც კი ვიცი აღდგომის ღამისთევის, სადღესასწაულოს მსახურების, რომელსაც პატრიარქი ატარებდა და იქ მოსული ხალხის რაოდენობა, რამდენად კარგი არგუმენტია იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე მაცხოვრის დასაფლავებაზე ხალხის სიმცირის საპირწონედ.

David Jafaridze: აპრილი 12, 2015||2:05pm

სხვაწვრილი ფონტი ვიგულისხმე 2 სტროფი პირველი

მოძღვირის ბრალი ის შეიძლება იყოს რომ მან სათანადოდ არ მიაწოდა ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით აუცილებლობასთან, რეკომენდაციაც უნდა გაუწიოს მოძღვარმა და კურთხევაც უნდა მისცეს, რადგან მოძღვარი ყავს და ქრისტიანია ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ის ამ ყველაფერს ისე აღიქვამს როგორც სასულიერო პირი... რისთვის გვყავს აბა მოძღვარი... მათ უნდა მიგვიყვანონ იქამდე :)  

თუ სხვა თემებსაც ეხები მაშინ დღევანდელ სულიერ და მატერიალურ ცხოვრებაზეც გექნება პოსტი თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, ოჯახებში და რამდენი სამწუხარო მიზეზი შეიძლება არსებობდეს პარასკევ დღეს შუადღეს რომ ამ რიტუალზე დასწრების სურვილს ვერ იკმაყოფილებს მრევლი... შემიძლია ეს მიზეზებიც ჩამოვთვალო მაგრამ სისულელეა რათქმაუნდა... მსმენია რამოდენიმე სასულიერი პირისგან რომ "ყველა საქმე უნდა გადადოს ადამიანმა და მაინც უნდა დაესწროს (ნებისმიერ დღესასწაულს) კი რათქმაუნდა უნდა დაესწროს და აქვს სურვილი მაგრამ, ხომ შეიძლება ვინმე მრევლის მხრიდანაც აწვდიდეს ინფორმაციას თუნდაც იმ მვდელს რომელიც 24 საათი ეკლესიაშია, ლოცულობს და წარმოდგენა არ აქვს თუ რამდენს შრომობს მრევლი რომ იარსებოს.. არ ვამბობ რომ ყველა ესეთია 

არ უნდა აიძულო ადამიანს და არ უნდა დაავალდებულო. პირიქით... 

მე პირადად არ დავსწრებივარ... მოვისმინე და მითხრეს თუ რა აუცილებელი იყო დასწრება მაგრამ არ გვაქვს ისე ლამაზად მოწყობილი ბევრი სიტუაცია რომ დღეს მიტოვებული საქმე ხვალ გამოსწორებადი იყოს... 

მესმის ასევე იმ ადამიანების რომლებიც დადიან ეკლესიაში ყოველ შაბათ კვირას, სტიქაროსნები არიან, გალობენ, მედავითნეობენ.. მათ უფრო სხვანაირად ესმით ამ ყველაფროთ ჰარმონიაში არიან აწუხებთ მსგავსი საკითხები, მეტი მსხვერპლის გაღება შეუძლიათ რომ მივიდნენ ეკლესიაში ყოველთვის.. მაგრამ როდესაც არ არსებობს ზოგიერთისთვის არც შაბათი არც კვირა მაგრამ გულში ლოცულობს და სტკივა რომ მისი "შეუგნებლობის" მსხვერპლის ვერ გაღების გამო ვერ მიდის ეკლესიაში და ვერ ლოცულობს 1 პირჯვრის გადაწერაც შვებაა და არა სახლში მოსულს დახვედრილი პოსტი "სად იყავით ხალხო რატომ არ მოხვედით ეკლესიაში ის ხომ თქვენთვის ეწამა ჯვარს ეცვა და თავის უარესად დადანაშაულება... და კიდევ რა იცი? ვისგან?

იცი ლაშა როგორ დიდ პატივს გცემ და ეს ვისგან არ გეწყინოს მაპატიე 



ლაშა: აპრილი 12, 2015||10:52pm

რამდენიმე უზუსტობაა დავით შენს კომენტარში და ჩემი პოსტის იდეის გადასხვაფერებაც. 

ა. პოსტში პარასკევის შუადღეზე არა, საუბარი მაქვს შაბათ, დილის 6 საათზე, გამთენიისას აღსრულებულ მსახურებაზე. 

ბ. პოსტი ხელაღებულ კრიტიკას არ წარმოადგენს არცერთი ადამიანის, თორემ პირადად ვიცნობ ისეთებს, ვინც ვერ დაესწრო ამ მსახურებას და არ მივიჩნევ მათ ურწმუნოებად, არაეკლესიურებად ან სულაც არაქრისტიანებად :) მეტიც, არსად ვსაუბრობ "აუცილებლობაზე" როგორც ეს შენ აღნიშნე - თითქოს აუცილებელია ვისამე დასწრება და ამას მოძღვარი უნდა ეუბნებოდეს სულიერ შვილებს.

გ. იძულება და ვალდებულება - ეს საკითხი ალბათ ბოლო ფრაზიდან მომდინარეობდა, როცა მოველეობასაც გვაკისრებსთქო დავწერე. არც მეგონა ამის განმარტება თუ დამჭირდებოდა, აქ რამე კანონიკური და ქრისტიანული ვალდებულება არ იგულისხმება, დაახლოებით სამშობლოსადმი სიყვარულის და ვალდებულების მსგავსი ვიგულისხმე დავით.

და ბოლოს, რადგან მთავარ იდეას გარშემო ვუვლით დავაკონკრეტებ. ფოტოზე ჩანს 30 მგალობელი (ვალდებული დასწრებოდა მსახურებას), 7 მღვდელი (ასევე ვალდებული) 10_მდე სტიქაროსანი (კვლავ მოვალენი) და 50 ადამიანი მრევლის სახით, რომლის დიდ ნაწილს (შესაძლოა უმრავლესობაც) შეადგენს თბილისიდან ჩამოსული ადამიანები. 

თუ მეტყვი რომ მარტო მცხეთის, ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 10 000 მცხოვრებიდან, 300 ადამინიც ვერ მოიძებნა სვეტიცხოვლისთვის, ვისაც არც მაინცდამაინც გადაუდებელი საქმე არ ჰქონდა, ცუდად არ იყო ან სხვა ტაძარში დაეწრო, მაშინ პოსტისთვის საჯაროდ ბოდიშს მოვიხდი ვისამე "შეურაცხყოფისთვის". 

პატივისცემისთვის დიდი მადლობა, მაგრამ რა გიპასუხო შეკითხვაზე "თან ვისგან" - არ ვიცი. ალბათ არ მეკუთვნოდა? :))

P.S.

რეკომენდაციები მოძღვირსთვის - ამაზეც დავწერ ოდესმე იმედია ;) 

David Jafaridze: აპრილი 13, 2015||1:49am

"თან ვისგან" შენზე არ მაქვს ლაპარაკი ვინც არ უნდა ყოფილიყო არაქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში შენ გამოდიხარ მარა სწორად გამიგე "ბოროტად არ ვიგულისხმე... 

კარგი კარგიი 

როგორც ჩანს სხვა და სხვა შეხედულებები გვაქვს 
მე უბრალოდ სათაური არ მომეწონა ამ ყველაფრის და ამას მოვაყოლე ამდენი 
თუ რამე არასწორად დავწერე მაპატიოს ვინმეს თუარ ესიამოვნა

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mass-Generated World

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი







In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…

გაგრძელება

The first phase Arrive

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…

გაგრძელება

Batteries: Trustworthy Power

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი







In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…

გაგრძელება

Alternative Methods to Get Currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…

გაგრძელება

Qwelly World

free counters