ხორავას ქუჩის მკვლელობა, დაჭრილის მკურნალობა, ბრაკონიერობა და უშეშობა, საპარლამენტო მდივანი და კორეული შეკრება

      თბილი იანვრის კიდევ ერთი საღამო მიიწურა. სეზონისთვის უჩვეულო ამინდია, თუმცა დილით იმასაც წინასწარმეტყველებდნენ, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მთაში თოვლი, ზღვაზე კი, 4-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელიო. დედაქალაქს დიდი გაუარესება არ დასტყობია, ცოტა წამოწვიმა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 9 იანვარი, 2018 /

      მაჩალიკაშვილის საქმე - მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ მე ახლა დავკარგე შვილი, მას მართმევს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა უწყებები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის “შარიტეს” კლინიკისგან თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გაგრძელებაზე უარი მიიღეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ მინდა, რომ საქართველოს, ჩემი დებისა და ძმების წინააღმდეგ წავიდე, თუმცა ნუ გამხდიან იძულებულს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - თუ თემირლანს ხელში ხელყუმბარა ეკავა, ისიც სისხლით უნდა ყოფილიყო გასვრილი, მაგრამ მას წვეთი სისხლიც არ ჰქონდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - რადგან ანგარიშზე ნახეს 23 600 ლარი, ამიტომ უნდა დაუკავშირონ ჩემი შვილი ტერორიზმს?! თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თურქეთში ”კოჩის” კლინიკასთან მოლაპარაკება ისევ ძალაშია. თემირლან მაჩალიკაშვილის დედა - თუ დაკავებულებს ჩატაევთან კავშირი აქვთ, მე და ჩემ შვილს რა დანაშაული მიგვიძღვის? ჩვენ მათ სხვა სახელებით ვიცნობდით. ექიმი - თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. კლინიკის დირექტორი - ჯანდაცვის სამინისტრო მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეული თურქეთის „კოჩის“ საავადმყოფოდან ოფიციალურ პასუხს ელოდება. პანკისის ხეობის სოფელ ომალოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. თემირლან მაჩალიკაშვილის ტრანსპორტირების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროში განიხილეს. მაია ნიკოლეიშვილი - შეეძლო თუ არა მაჩალიკაშვილს სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ტყვიის გაჩერების ბოლო წერტილის დადგენით არის შესაძლებელი. პანკისში დაკავებულის დის ინფორმაციით, ზურაბ იდოიძე თურქეთში კანადის საელჩოს მოთხოვნის საფუძველზე იმყოფებოდა და პროცედურული შემოწმება გაიარა.

      იუსტიცია - ანა დოლიძე - ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც დღეს ტელევიზორშია, სავარაუდოდ, პროკურატურის და სასამართლოს შენობებიდან დურბინდით გვიყურებდა, როდესაც ჩვენ მანიფესტაციებს ვაწყობდით.

      ახალგაზრდული გარჩევა და მკვლელობა - ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორი - დაცვის მხარის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარემ საქმე არაობიექტურად გამოიძია, სიცრუეა. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ვარაუდით, საქმეში იმაზე მეტი დანა ფიგურირებს, ვიდრე გამოძიებას აქვს წარმოდგენილი. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ. ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროკურორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ხორავას ქუჩაზე მომხდარ საქმეში ორ დანაზე მეტი ფიგურირებს.

      მოქალაქე პარლამენტში - მოქალაქეები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შეძლებენ.

      გარდაცვლილი მოღვაწეები - მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვირიკაშვილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ ნანეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

      ბრაკონიერობა და სიცივე - კახეთში შველზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. დეკემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 335 ფაქტი გამოვლინდა.

      პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი წარადგინა. გია ვოლსკი ანა ნაცვლიშვილზე - იმედს გამოვთქვამთ, რომ თანამშრომლობა იქნება კონსტრუქციული. პრეზიდენტი - აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას პარლამენტთან - ვუსურვებ, ანა ნაცვლიშვილს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტურ მუშაობას. ანა ნაცვლიშვილი - მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის დავრჩები ისეთივე ღია და ხელმისაწვდომი, როგორც აქამდე. გიორგი კახიანი - იმედი მაქვს, ანა ნაცვლიშვილი იმ გზას არ გაუყვება, რა გზასაც მისი წინამორბედი ადგა. ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია 15 იანვრისთვის გახდება ცნობილი. ლევან გოგიჩაიშვილი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უნდა გაიაზროს, რომ სხვა სტანდარტში გადადის: მორალურში, ეთიკურში, საქმიანში. ანა ნაცვლიშვილი - ჩემი ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და სახელმწიფო ინტერესების დაცვა. ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის მიერ პირის შეწყალების უფლება სამართლებრივ რევიზიას არ ექვემდებარება.

      ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერბთა რესპუბლიკაში „ოფიციალური ვიზიტით“ იმყოფება. ელჩი - ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარე არ იყო ინფორმირებული საოკუპაციო რეჟიმის ქვეყანაში ჩასვლასთან დაკავშირებით - მათ ხაზი გაუსვეს, რომ ოფიციალურ ვიზიტს ადგილი არ ჰქონდა.

      ღამის დისტრიბუცია - კახა კალაძის ინფორმაციით, კომპანიების წარმომადგენლებთან მიღწეული შეთანხმებით, სადისტრიბუციო მანქანები ქალაქში გარკვეულ საათებში იმოძრავებენ.

      გაიტანე კაზინო! - „ევროპაბეთიდან“ 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

      ორი დანაშაული! - მტკვრის ნაპირთან ნაპოვნი ახალგაზრდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი - ხუთი. შს მინისტრის მოადგილე 19 წლის ბიჭის მკვლელობაზე - მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს პირთა ფართო წრე შეესწრო, არც ერთმა მათგანმა არ შეატყობინა სამართალდამცველებს.

      ჩინეთთან ვაჭრობა ბრუნდება - დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ელჩთან ორმრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

      ბიტკოინ აქტიური საქართველო - თანაინვესტირების ფონდი - არც ფონდი და არც ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული კომპანიები გორისა და გლდანის დატა ცენტრებში წილს არ ფლობენ.

საზღვარგარეთულები:

      კორეული დიალოგი - სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიალოგის პირველი რაუნდი გაიმართა. მაიკ პენსი - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას განაგრძობს იქამდე, ვიდრე ფხენიანი ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის. ლეონიდ სლუცკი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში რუსეთის შუამავლობა აუცილებელია. სებასტიან კურცი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები დადებითი მაგალითია. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის მთავრობა ჩრდილოეთ კორეისთვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ფორმატით ახალი სანქციების შესამუშავებლად ჩინეთთან თანამშრომლობს.

      ამერიკული ხომალდები უკრაინაში - ფრანც კლინცევიჩი - აშშ-ს საზღვაო ძალების ხომალდის ოდესის პორტში შესვლა რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

      ტრამპის დაკითხვა - სპეციალურმა პროკურორმა, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში დონალდ ტრამპი დაკითხოს

      მაფია - იტალიასა და გერმანიაში მაფიოზურ ორგანიზაცია „ნდრანგეტასთან“ ბრძოლის ფარგლებში 170-მდე ადამიანი დააკავეს.

      ბოევიკების სირია - დიმიტრი პესკოვი - რუსეთის ფედერაციის მიერ სირიაში დატოვებული ძალები „ბოევიკების“ თავდასხმების მოსაგერიებლად საკმარისია.

      დაკავებული პროტესტანტები - ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 3700 ადამიანი დააკავეს. „მოსადის“ დირექტორი - ჩვენ ირანშიც გვაქვს თვალები და ყურები. აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-მ და დიდ ბრიტანეთმა ვერ შეძლეს ირანში აქციების დროს არეულობა გამოეწვიათ.

      რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვინც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, ახლა სხვა საშუალებებს ეძებს ამის გასაკეთებლად.

      ისრაელი - ტერორიზმის ამცილებელი - ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელმა თავისი წვლილი შეიტანა ევროპაში ათობით მასშტაბური ტერორისტული აქტის თავიდან აცილებაში.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 270

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: იანვარი 10, 2018||12:17am

მგონი გლდანის დატა ცენტრები მცხეთაზე დააერთეს და ეს უკანასკნელი კი ვეღარ უძლებს და ციცინათელობს! ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

6 Advantages Of Great deal CLEARING FOR A BUSINESS

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:57am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

MMOexp:Make great RPGs even better

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:23am 0 კომენტარი

I've had this thought – or a less metaphorical version of this thought – a lot this year. 2023 was an amazing year for playing games, and maybe an even better year for waiting to play games. The comeback-cementing release of Cyberpunk 2077: Phantom Liberty and its accompanying 2.0 update is probably the most extreme example of waiting for improvements. But even for games that were initially released this year, waiting even a month or two could lead to a dramatically improved first… გაგრძელება

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Qwelly World

free counters