ნარკოპოლიტიკა პატრიარქის ეპისტოლეში, პრეზიდენტების მხარდაჭერა, თიანეთის ხმა, მართლმსაჯულების აღმასვლა და ისტორიკოსის გარდაცვალება

      გუშინ საქართველოში შობა იზეიმეს და დედაქალაქში საშობაო ალილო გაიმართა. დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი - შობის დღესასწაულზე ფიქრი ხშირად გვმართებს, რომ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება. გიორგი მარგველაშვილი ალილოზე - ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი. გიორგი მარგველაშვილი - უნდა გავაძლიეროთ სკოლები, უნივერსიტეტები, საბავშვო ბაღები და ის სოციალური სერვისები, რაც ოჯახს შეუწყობს ხელს, იყოს უფრო წელში გამართული.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 8 იანვარი, 2018 /

      პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (იხილეთ ეპისტოლე სრულად), ბევრ სხვა თემასთან ერთად, შეეხო ნარკოპოლიტიკასაც. ეპისტოლეს შემდეგ, პოლიტიკოსებმა კომენტარებიც გააკეთეს ამ საკითხზე - პრეზიდენტი ნარკოპოლიტიკაზე - იქნებ სჯობს, სხვანაირად მოვუაროთ ამ პრობლემას და ვიფიქროთ, როგორ გავხადოთ ადამიანური ნარკოპოლიტიკა. ირაკლი კობახიძე - პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს, ეპისტოლეში გაჟღერებული გზავნილები საყურადღებოა და გავითვალისწინებთ. მამუკა მდინარაძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს იმდენად დაბალანსებული, რომ ამან დადებითი ასახვა ჰპოვოს ჩვენს მომავალ თაობებზე. შს მინისტრის მოადგილე - ნარკოპოლიტიკა არ არის უბრალოდ დაჭერა-არდაჭერის საკითხი, - ჩვენ, მივესალმებით ეფექტიან ნარკოპოლიტიკას.

      თიანეთის ხმა ისევ გაისმა - თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე - თიანეთის მერიის ძველ სპეციალისტებს წამებასთან გათანაბრებულ შრომით პირობებში ამყოფებენ. თამაზ მეჭიაური - თავის გაფუჭებულ საქმეზე მე მთხოვენ პასუხს. თიანეთში საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. გიორგი წოწკოლაური - თამაზ მეჭიაური მერიის თანამშრომლებს პოლიტიკური შეხედულების გამო ავიწროებს.

      სააკაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, მარგველაშვილის კომენტარს ეხმიანება პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - ჩანს, პრეზიდენტი წუხს, რომ ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები. შეგახსენებთ, მარგველაშვილის განცხადებას - ეს დღეებია, ვეძებთ და ვერ მოვიძიეთ პრეცედენტი, სადაც პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებაზე - შეიწყალოს ადამიანი, სადმე, რომელიმე იურისპრუდენციაში მომხდარა კონკრეტულად ამ უფლებიდან გამომდინარე დევნა. შესაბამისად, საერთაშორისო თვალსაზრისით არა საქმე ზოგადად, არამედ, ამ მუხლზე წარმოებული დევნა, დასვამს სერიოზულ კითხვის ნიშნებს. მე არ ვაფასებ კონკრეტულად ამ დავებს, მე ვაფასებ იმას, რანაირადაც მოხდა ამ საქმის წარმოება, როდესაც აღებულია კონსტიტუციური მუხლი, რომელსაც არანაირი შეზღუდვა არ გააჩნია და ამ მუხლით მოხდა დევნა. ვინც იცნობს კონსტიტუციას, ნახავს, რომ ეს მუხლი არის აბსოლუტურად პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება, ამ მუხლის საფუძველზე დევნის განხორციელება და არა რაიმე სხვა მუხლის საფუძველზე, თავისთავად იწვევს კითხვის ნიშნებს ქვეყანაში კონსტიტუციური ბალანსის, ხელსუფლების შტოთა მიერ ერთმანეთის გაწონასწორების, სისტემის წინააღმდეგ ხომ არ არის გადადგმული ეს ნაბიჯი. მთავარი პროკურორის მოადგილე სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენზე პოლიტიკურ შეფასებებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს. გიორგი გოგაძე - ახლა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტია, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება. გიორგი გოგაძე პრეზიდენტის განცხადებაზე - არც ერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, რომ მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. დავით უსუფაშვილი - პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო სააკაშვილის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლო მიუთითებდა. ლევან სამუშია - პროკურატურა აშკარად შეტევაზე გადავიდა და არ ერიდება ღია მუქარებს პრეზიდენტის მიმართ. ირაკლი კობახიძე - შეწყალების დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და ამ გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი. დავით უსუფაშვილი - სააკაშვილს ბრალი წარედგინა იმ მუხლით, რომელიც ყველაზე მეტად სასურველი შეიძლება ყოფილიყო მისთვის.

      იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნები - დიმიტრი გვრიტიშვილი - იმედი გვაქვს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი საბჭოს პოლიტიკურ ელფერს არ შესძენს. გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. დიმიტრი გვრიტიშვილი - ვახტანგ მჭედლიშვილის განცხადებები ხშირად ცილისმწამებლური იყო - შესაძლებელია ის გარკვეული ძალების დაკვეთასაც ასრულებდა. ვახტანგ მჭედლიშვილი - იუსტიციის საბჭოს წევრები ის მოსამართლეები არიან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მოსამართლეებად, მათ საქმიანობას პოზიტიურად არც მე ვაფასებდი. ნაზი ჯანეზაშვილი - ანა დოლიძე მოტივირებული ადამიანია, რომელიც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით. გიორგი მარგველაშვილი - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება ”აქილევსის ქუსლად”. ანა დოლიძემ ის სამი პრიორიტეტი დაასახელა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისას იხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძე - სამწუხარო მოვლენაა, რომ პრეზიდენტი დამოუკიდებელ თანამდებობაზე რეგულარულად წარადგენს თავის თანამშრომლებს. ფიქრია ჩიხრაძე - არ გავჩერდებით, სანამ მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საქმეში რეალურ შედეგს არ მივიღებთ. დავით უსუფაშვილი - ანა დოლიძე ვისაც არ უნდა დაენიშნა ამ თანამდებობაზე, მე ერთნაირად ვიტყოდი, რომ ძალიან სერიოზული შენაძენია ამ ორგანოსთვის.

      ისტორიკოსის გარდაცვალება - 95 წლის ასაკში მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. გიორგი კვირიკაშვილი - მარიკა ლორთქიფანიძის სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი. ირაკლი კობახიძე - ქალბატონმა მარიკამ ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა. განათლების მინისტრი მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი მარგველაშვილი - განსაკუთრებულია ის ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში. ნოდარ ხადური მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძე - მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკარგია თბილისისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ქართული მეცნიერებისთვის.

      19 წლის პანკისელის ჯანმრთელობა - ადვოკატი - ეჭვი მაქვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე მოლაპარაკებებს არა ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ უშიშროება აწარმოებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია, თითქოს ბერლინის კლინიკამ უარი თქვა პაციენტის მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის მიერ შერჩეულ გერმანულ კლინიკასთან მოლაპარაკება დაიწყოს. მალხაზ მაჩალიკაშვილი - არ უნდათ ჩემი შვილის გადაყვანა გერმანიაში, ან თანხების გამო იკავებენ თავს, რადგან 200 000 ევრო ჯდება მკურნალობა.

      ნაპოვნი ბავშვი, ექიმი - საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. ჩვილი რუსთავში იპოვეს.

      სტატისტიკა სასამართლოდან - 11 თვეში საქართველოს საერთო სასამართლოებმა 14 767 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. 2017 წლის 11 თვეში სასამართლოების მიერ აღკვეთის ღონისძიება 8 533 პირს შეეფარდა.

      რეფორმა - გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სისტემური რეფორმა დაიწყო. გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად ალექსანდრე ხვადაგიანი წარადგინა.

      გადასახადები - გორის მერი და საკრებულის თავმჯდომარე ბუნებრივი აირის გადასახადით უკმაყოფილო მოსახლეობას შეხვდნენ. სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო.

      ფული არ უნდა ატარო თუ რაშია საქმე? - უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნაღდი ფული გადაჰქონდა.

      რუსთავში ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია გაიხსნა.

საზღვარგარეთულები:

      ყოფილ პრეზიდენტს არც ირანში წყალობენ - ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს. ადვოკატი ირანის ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას არ ადასტურებს. ირანში არეულობის ამბავიც არ განელებულა - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - ვფიქრობ, ირანში საპროტესტო აქციები დასრულებული არ არის.

      ტვიტერელი ტრამპი - ნიკი ჰეილი - მსოფლიო ლიდერები Twitter-ში თვალს ვერ წყვეტენ ტრამპის ჩანაწერებს, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის არაპროგნოზირებადია. ნიუ-იორკში, Trump Tower-ის შენობაში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

      ურთიერთობების კრიზისი მსოფლიოს - ემანუელ მაკრონი - მსოფლიოს მრავალმხრივი ურთიერთობები ახლა კრიზისს განიცდის, ჩვენ მას ახალი დინამიკა უნდა მივცეთ და კრიზისს დიალოგით ვუპასუხოთ.

      რუსეთი ამერიკულ არჩევნებში - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - რუსეთი აშშ-ში 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას ცდილობს. მარია ზახაროვა - აშშ-მა მხოლოდ მას შემდეგ დაინახა საარჩევნო კამპანიაში „კრემლის ხელი“, რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. რამზან კადიროვი – ვაშინგტონს რუსეთში ცხელი წერტილები სჭირდება, რათა ყველაფერი ცეცხლის ალში იყოს გახვეული.

      რუსეთი მექსიკურ არჩევნებში - ჰერბერტ მაკმასტერი - არსებობს იმის ნიშნები, რომ მექსიკის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერევა.

      უსაქმური პარლამენტარები, ოღონდ ლონდონიდან - პრესის ასოციაციის ანგარიშის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეში პორნოსაიტებზე შესვლის 160 მცდელობა ფიქსირდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 167

ტეგები: qwellynews, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მოდა კორონას ხანაში

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 24, 2020.
საათი: 10:59pm 1 კომენტარი

      იტალიური დიზაინი ანტიკური ხანიდან ცნობილი, პოპულარული და დაფასებულია. თანამედროვე სამყაროშიც ბევრი არაფერი შეცვლილა - იტალიური დეფილეები, მოდის კვირეულები, დიზაინერები და მოდელები მსოფლიოს მოდის სტანდარტს ქმნიან. ცნობილი ბრენდები მათ გარშემო ტრიალებს, მაგრამ კორონამ აქაც შეიტანა თავისი კვალი. დეფილე ძალიან განსახვავებულად და დისტანციის სრული დაცვით ჩატარდა - საუბარია მოსკინოს (Moschino) კოვიდ-დეფილეზე. წარმოიდგინეთ ამდენი ახალი…

გაგრძელება

ტერაქტიც საარჩევნოა, კოვიდიც, ავტობუსებიც და ყველაფერი არჩევნებს უტრიალებს

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 23, 2020.
საათი: 11:28pm 0 კომენტარი

      საარჩევნოდ ტერორისტული ამბავი თუ ასეთ გამოხმაურებებს გამოიწვევდა და ამდენი დღე დარჩებოდა მეინსტრიმში, ბევრი ვერ წარმოიდგენდა ალბათ, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. კორონა უკვე 1700 კაცს ითვლის ყოველდღიურად, უფრო ჩაშლილი კოვიდ ამბავი ასეთია - დღეის მდგომარეობით დადასტურებული შემთხვევა - 24562, გამოჯანმრთელებული - 9751, გარდაცვლილი - 183, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2202 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 23…

გაგრძელება

ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2020.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი

      - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა...

      ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

      - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები…

გაგრძელება

Qwelly World

free counters