activity, bloc, facebook, internet activity, matrix, networking, qwelly, qwellyblog, qwellypost, social activity, social network, გალობა, ინტერნეტ აქტივობა, ინტერნეტ სივრცე, კონკურსი, კულინარია, ლაშა ჩილინდრიშვილის ბლოგი, მატრიცა, მცხეთა, სოციალური აქტივობა, სოციალური ქსელები, ქველი, ქველიბლოგი, ქველინარია, ციფრული აქტივობა

სტილი არაორიგინალური, რადგან სხვისია.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ილიაუნი, მაგრამ როდესაც ილიაუნისთვის დაპოსტვას გთხოვთ, თქვენ გარბიხართ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ კულინარია, მაგრამ საკუთარ რეცეპტებს არასდროს უზიარებთ სხვას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა, მაგრამ თუ შანსი გექნებათ თბილისში იცხოვრებთ, იმუშავებთ, ბიზნესს დაიწყებთ და მხოლოდ მცხეთის ფოტოებს გააზიარებთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მცხეთა და მცხეთელები, მაგრამ... უბრალოდ სამსახურში ასე ითხოვენ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ქალაქი, თქვენი კუთხე, მაგრამ არ უყვებით სხვებს მათ შესახებ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ თქვენი ტაძრის მრევლი, მაგრამ მათ ჩვენ არ ვიცნობთ.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ გალობა - მაგრამ საკუთარ გუნდზე არ წერთ რამდენიმე წინადადებას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ სოციოლოგია, მაგრამ სოციოლოგიისგან მხოლოდ გამორჩენას ელით.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მეცნიერება, მაგრამ არასოდეს უზიარებთ სხვას თქვენს სამეცნიერო ცოდნას / შრომას.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ საქართველო, სამშობლო და ქართული სული, მაგრამ Facebook მაინც უკონკურენტოა.

• თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ადამიანები, მაგრამ სამყარო "კონკურსია."

• თქვენ ამბობთ, რომ სასარგებლო რამე-რუმეების კითხვა გიყვართ, მაგრამ ახლა ჩემს ბლოგპოსტს კითხულობთ.

• და ბოლოს (თორემ სია იმაზე ვრცელია ვიდრე წარმოგიდგენიათ), მე მეშინია გკითხოთ:

გიყვარვართ?!

ნახვა: 596

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ვირტუალი, ინტერნეტი, ქველი, ღირებულებები

ნათია რაზმაძე: აპრილი 19, 2015||9:14am

უკმაყოფილო რომ ხარ ფაქტია, მაგრამ ამ უკმაყოფილების მიზეზი ცოტა ადამიანის სიყვარულია თუ ის რაც ზევით წერია? არა და ცდები, მგონი ყველას უყვარხარ

ლაშა: აპრილი 19, 2015||4:37pm

ალბათ უფრო ის რაც ზემოთ წერია, სიყვარულამდე :))

Kakha: აპრილი 26, 2015||3:10pm

კონკურსი კარგია ეგ პუნქი ამოსაღებია, არ გვინდა ასე დაწვრილმანებაც  :D

ლაშა: აპრილი 26, 2015||4:35pm

რას აბობ, მთელი ეს პოსტი მაგ "კონკრუსისა" და "კონკურენციისთვის" დავწერე და ეგ ამოვიღო? :D

Kakha: აპრილი 26, 2015||4:38pm

რას იზავ ხანდახან გვიწევს უარი ვთქვათ ძირითად მიმართულებებზე :DD

მარიამ ბექაური: ივნისი 11, 2016||12:12am

არა!  :D

ლაშა: ივნისი 11, 2016||12:14am

აკი არ ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ვიღაც ასე პირდაპირ მაჯახებდა პასუხს კითხვაზე, რომელსაც ტყუილად არ მივაწერე - მეშინია გკითხოთთქო! :( 

მარიამ ბექაური: ივნისი 11, 2016||12:18am

თუ ტყუილები გირჩევნიააა.... სამწუხაროდ ვერაფრით გაგახარებ  :D :P

ლაშა: ივნისი 11, 2016||1:15am

ტყუილი არ შეგიძლია თუ ტყუილშიც არ შეგიძლია თქვა "კი" :D 

მარიამ ბექაური: ივნისი 11, 2016||7:25pm

არც ტყუილი შემიძლია და არც ტყუილად შემილია გითხრა ,,კი"  :D :D :P

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ცესკომ მანდატები დაარიგა, ოპოზიცია მტკიცე უარზეა, მინისტრები აქტიურობენ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 3, 2020.
საათი: 10:44pm 0 კომენტარი

      ნატოში სულ კარგ რამეებს ამბობენ - უნდა დავახლოვდეთო, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო მაგრამ ჯერ ვერ მიგიღებთო. ცესკომ, საბოლოოდ დაადგინა შედეგები და გამარჯვებულ-დამარცხებულებიც ოფიციალურად წარადგინა. საქმე ისაა, რომ ოპოზიცია კვლავაც მტკიცეს დგას თავის უარზე, ხოლო კორონავირუსი ყველა პრობლემის სათავეს წარმოადგენს. სვანები არ გეგონოთ - კოვიდიანები - 147636 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 124568, გარდაცვლილი - 1387, კარანტინში -…

გაგრძელება

ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდება!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ზამთრის სუსხში გაზის ფასი გაეზრდა იურიდიულ პირებს, გარდა პურის მწარმოებლებისა. სავალალო ანონსია. პური არ გაძვირდება აპრილამდე და მერე ვნახოთო. ოპოზიციამ, ვადამდელი არჩევნებია ჩვენი ერთადერთი სასაუბრო თემაო და მეორე მხრივ, პოლიტიკოსების სასამართლო საქმეებს აპროტესტებენ. ვაქცინას ველოდებით ორ-სამ კვირაში, იქამდე კი ვითვლით კოვიდიანებს - 143376 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 121621, გარდაცვლილი - 1342, კარანტინში - 1980. რაც შეეხება…

გაგრძელება

სასესხო დოკუმენტები - შესაძლებლობები და პრობლემები

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 2, 2020.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

When Notary Signing Agents go to the signing table, they bring countless pages of documents, and borrowers often have questions about them. But there is fine line between what an NSA can and cannot say, and Servicenummer often gets phone calls asking relating to this.

Whilst you may explain loan documents, you are never permitted to make clear how loan documents will affect borrowers. Yet how can you define "explain, " and how do you know when you have crossed the line?

Why…

გაგრძელება

ახალ ოცწლედში შესვლის ბიუჯეტი და კარტოგრაფია სასამართლოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      დეკემბერი დადგაო და არაფერიც არ შეიცვალა - ოპოზიცია ისევ ინარჩინებს პრინციპულობას შეუსვლელობაზე, მეათე მოწვევის პარლამენტი კი პირველი სხდომისთვის ემზადება და სავარაუდოდ, 11 დეკემბერს გამართავს. დღის მთავარი ამბავი 2021 წლის ბიუჯეტის განყოფა იყო და კარტოგრაფიაც კვლავ აქტუალურია. კოვიდ-პოპულაცია - 139343 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 117560, გარდაცვლილი - 1303, კარანტინში - 1978. რაც შეეხება დოლარს, მისი ფასი 3.3185…

გაგრძელება

Qwelly World

free counters