სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს გადაწყვეტილებით წმინდა მამა გაბრიელის აღმსარებელისა და სალოსის, წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის დღესასწაულამდე - 20 აპრილამდე დარჩება. ანალოგიური გადაწყვეტილებაა მიღებული ბეთანიელი წმინდა მამების შესახებაც. ღირსი მამა იოანე (გიორგი) მხეიძისა და ღირსი იოანე მაისურაძის წმინდა ნაწილები ბეთანიის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღდგომამდე იქნება დასვენებული.

       ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დიდმარხვის ბოლოს, პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას, სად იქნება წმინდა მამა გაბრიელის და ბეთანიელი მამების საბოლოო განსასვენებელი. შესაძლოა, ისინი აკლდამებში ჩაასვენონ.

       შეგახსენებთ, რომ წმინდა მამის ნეშთი 24 თებერვალს გადაასვენეს სამების საკათედრო ლავრაში.

ინფორმაციისთვის მადლობაა გვანცა-ნუცა ს

ნახვა: 218

ტეგები: Qwelly, blog, qwellyblog, ბერი_გაბრიელი, ბლოგი, მამა გაბრიელი, მამა_გაბრიელი, საინფორმაციო, ქველი

ლაშა: მარტი 30, 2014||5:20pm

ყურადღება! ცვლილებაა!!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა, რომ 1 აპრილს, 17:00 საათზე ღირსი მამა გაბრიელის ნეშტი იქნება გადასვენებული სამთავროს დედათა მონასტერში

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters