ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ, შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?! აქ ყველაფერი დამწიფდა, თხილიც შემოვიდა, ცვივა და ცვივა. ორი ზოლიანი პარკი გაგივსეთ, მზეზე გავახმობ და ზამთრისთვის შეგინახავთ. მაგრამ ქართულ გულაბს რა ვუყო, ბორბალა მსხალს რა ვუყო, ან ამოდენა ჭანჭურები სად წავიღო, ან ყვითელი ატამი! ბაზარ-ბაზარ მე ვეღარ ვივლი, შვილო! გავჩირო? ლასტებიც აღარა მაქვს, რაც ძველები იყო, ისიც სულ დაიშალა. თან შარშანდელი ჩირიც არ გაგითავებიათ. დამამზადებელს ჩავაბარებდი, მაგრამ ზედ დამკრეფი არავინა მყავს, ძირნაყარ მწიფეს კიდევ არ იბარებენ. მთელ ჩვენს უბანში სულ ბებრებიღა ვართ შინა. ფეფელა, ნიკა ძია, აირუმი მკუპრავი, ძულიაანთ ქალი, ნატაშა, კოჭლი ალექსანდრე, იმისი ცოლი _ საცოდავი ფშავლის ქალი, ამას წინათ წნევამ დაარტყა და ძლივს მოვაბრუნეთ, _ ნინა ძალო, დარეჯანი და მე. ჩვენც ერთმანეთის დანახვა აღარ გვინდა. შევხვდებით და ავზუზუნდებით ფუტკრებივით: „არავინ ჩამოგივიდა, დარეჯან?“ „შენა, შენებისა ხომ არაფერი გაიგე, ელისაბედო?“ ვიკავებთ თავს, მაგრამ როდემდის, ბებო გენაცვალოთ თქვენ, ვიკავებთ თავს და მერე გავაპარებთ მოსახვევის ყურს თვალებისაკენ. გუშინღამ დიდი წვიმა იყო, მოვარდა ერთი ცოფიანი ქარიც, იჭექა, ირუხრუხა, ცოტა ხორხოშელაც წამოურია, მაგრამ არაფერი გაუფუჭებია. დილით, ბაღში რომ გავედი, გავშტერდი, ისეთი რამე ვნახე: მთელი ქართული გულაბი სულ ძირს იყო ჩამოსული, ეყარა ნაწვიმარ მწვანე ბალახში ყვითლად, სასიამოვნოდ, კალოსავით მრგვლად. ავიღე ერთი, სუფთა, უხალო, მერე მეორე, მერე მესამე და მეოთხე. მერე გავიფიქრე, ვისთვის ვაგროვებ-მეთქი. მე ხომ ერთი გულაბი მთელ დღეს მეყოფა ჭირადაც და ლხინადაც. მეზობლებს მივაწოდო? იმათ ჩემზე მეტი აქვთ.

      დავყარე ისევ ის გულაბები, ჩავჯექი ბალახებში და ამომიჯდა გული. რისთვის ჩაიკლა თავი ამ ბაღში და მამულში პაპათქვენმა? რისთვის მოვიძულეთ მიჯნებზე ჩხუბით მეზობლები? მოსულიყო მურა და ამომდგომოდა გვერდზე, წკმუტუნებდა, თავს მხარზე მადებდა. ესღა მყავს ხმის გამცემად, ეს საცოდავი. ესეც დაბერდა, შავი ცხვირი სულ გაუჭაღარავდა. ამას წინათ თუშების ძაღლებმაც ჩათეთქვეს.

      ღნავალას თავისი საქმე აქვს, იმ თავმკვდარს ოთხი კნუტი დაუგდია გაბრო პაპას სათივეში, სანამ კარგად არ წამოზარდა, დაბლა არ ჩამოუყვანია. როცა ჩამოიყვანა, უკვე დაპეწილი, დამუსლუკებული კნუტები იყვნენ, სულ წითურები, თვალჭრელები, ვიღა გადაუყრიდა! დადიან ახლა ფარად: ღნავალა, ბაზო, ხატო და ეს ოთხი კნუტი. სახელებიც არა აქვთ, ჩამოდით და თქვენ დაარქვით. დილას ღნავალას ერთი დიდი თაგვი ეჭირა, მიდიოდა ის და მისდევდნენ თამაშ- თამაშით სხვები, შინ არც კი შემოდიან, ბაზოსა და ხატოს მეტი.

      თქვენმა ჟრუნა ციცარმა ფეხი მოიტეხა მესერზე, _ გაჩეხილ ფიცარში ჩაეჭედა და ჩამოეკიდა. შევუხვიე, დავუარტახე და მოურჩა. ცოტათი კი კოჭლობს. თაფლი ამოვაღებინე, ერთი სკა სუსტი იყო, მეორიდან თორმეტი კილო ამოვიდა. თავკვერიც დამწიფდა. ღამღამობით ჭოტი მოდის ხოლმე კაკალზე, ზის და იძახის მთელ ღამეს: _ ჭყუუტ! ჭყუუტ! ჭყუუტ! _ გამიკრთება ძილი და ვუგდებ იმის ხმას ყურს. ხანდახან მეშინია, ვაითუ ამ მარტოობაში მეც ჭოტად ვიქცე და ვიარო ხიდან ხეზე, ნანგრევიდან _ ნანგრევებზე. ბოლოს, როდის-როდის იყივლებენ მამლები, აჟღურტულდებიან მერცხლები.

      ჩამოდით, ჩამომხედეთ, შვილებო, გამახარეთ. ჩემს გახარებას არა ვჩივი, თქვენ გაიხარეთ. როგორ დავიჯერო, ჩვენი ხევის სიო არა სჯობდეს მაგ გადახრიოკებულ მწყნეთის ჰაერს. ჩაქრეს ეგეცა და მაგის ჰაერიც! მანდაური ხომ არაფერი იჭმება, რამდენი ვინმეს ხელში უნდა გაიაროს, სანამ თქვენამდე მოვიდოდეს. მერე მწყნეთელები!.. აი, რატომ ღმერთი არ გაიცინებს, რომ ეგენიც ქვეყნის მარაქაში გავიდნენ!

      ჩამოდით, შვილებო, მამასა და დედას თუ არა სცალიათ, თქვენ ჩამოდით. ჩიტის რძეს არ მოგაკლებთ, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სულ ახალ-ახალ კარაქს გაჭმევთ, ნინა ძალოს მეორე ძროხამაც მოუგო, კვერცხსაც მიდებენ ქათმები. წიწილებიც დაიზარდნენ. ჩამოდით, შვილებო, სხვა არა იყოს რა, ყმაწვილის ფეხი სჭირდება ჩვენს ეზოსაც, თორემ საცაა, ბალბა და ჭინჭარიგადაუვლის მთლიანად.

ნახვა: 989

ტეგები: qwellygraphy, qwellyland, ბებო, ბლოგი, მარტოობა

ლაშა: ნოემბერი 1, 2012||1:43am

წავიკითხე და . . .

არ ვიცი რა დავწერო . . .

ასეთი საოცრება დიდი ხანია არ წამიკითხავს . . .

ეს მართლაც სოფლიდან მოგწერეს თუ შენ დაწერე??? საოცარია . . .

არადა ყოველთვის მარტოობა მინდა ხოლმე და ამის მერე გული მწყება . . .

ჩემი თხოვნა- ჩადით რა ბებიასთან... :( ;(

David Jafaridze: ნოემბერი 1, 2012||2:00am

ემოციურია )) ბებოსთან მინდააა

ლაშა: ნოემბერი 1, 2012||2:02am

გეთანხმები ჯაფო... ძაააააალიან ემოციურია...

თათია: ნოემბერი 1, 2012||1:48pm

იქ არის ჩვენი ფესვები ...

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 1, 2012||8:52pm

ჩემიი დაწერილი ნამდვილად არა არისსს........სამწუხაროთ..ბოლოს ყველა ვბერდებითთ და ყურადგება უნდა ამ ადამიანებსაცც:(:(

ლაშა: ნოემბერი 1, 2012||9:04pm

გუშინაც კი შენს ნააზრევზე ვსაუბრობდი ჩემს ერთ მეგობართან... :)

ერთი სიტყვით, ძალიან მომერგო ეს ტექსტი...

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 1, 2012||9:11pm

ძაან გამიხარდა ..თუ ვინმეს სიამოვნებს ამ ყველაფრის კითხვაა...

ნათი მორბედაძე: ნოემბერი 3, 2012||6:50pm

ar vici ar vici iseti sitbo, siyvaruli da mzrunvelobaa, rom guli amichuya, guli ki ara tvalebmac ver shedzles emociebis daparva, cremlebma mainc tavis qnes... gulshi chamwvdomi da didi siyvarulit gajgentiliiiaa, mtavari mainc moqmedebaa da ara aq wakitxulis shepaseba. me piradad vpiqrob rom es mec mexebaa  da imasac vagiareb rom asetad yopnamde bevri makliaaa:((

George: ნოემბერი 3, 2012||6:51pm

da mainc vinaa avtori ? :)

ნათი მორბედაძე: ნოემბერი 3, 2012||8:37pm

es motxroba revaz inanishvilis aris :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters