სიყვარულზე რატომ არ სწერ, ბალღო, ჰა?! - მეკითხება თანდილა და დაკოჟრებულ ხელისგულს ისვამს ჭაღარა წვერზე.

- რასაც კი ვწერ, განა ყველაფერს სიყვარულზე არა ვწერ?!

- მე ქალისა და ვაჟის სიყვარულზე გეუბნები.

- რომ არავინ მიყვარს?

- რა?!

- ამქვეყნად ყველა და ყველაფერი მიყვარს, კონკრეტულად ჯერ არავინ მყვარებია გამორჩევით.

- ეეხ, შენ დროთაი რომ ვიყავ!

- გიყვარდა ვინმე, პაპა თანდილა?

- უმამიძმო ქალი იყო, ობლობით ამოიზარდა, მარიამი ერქვა. მაშინ ჩირდილის მთაში ისეთი ლამაზი გვირილები იზრდებოდა, რამდენჯერ მიფიქრია, მოვკრეფ და მარიამს მივართმევ-მეთქი, მაგრამ არასოდეს ერთი ძირიც კი არ მომიწყვეტია.

- რად არ მოსწყვიტე?

- საძრახისად ითვლებოდა მაშინ ქალისთვის ყვავილის მირთმევა.

- ეხლა აღარ იზრდება ის გვირილები?

- არა, დიდი ხანია ვეძებ, მაგრამ აღარ იზრდება.

- იმასაც უყვარდი, პაპა თანდილა?

- თავიდან არა.

- მერე?

- მერე ვინღა არ მივუგზავენ ხელის სათხოვნელად, ახლოს არ გამიკარა.

- სხვაზე გათხოვდა?

- სალაღოს საწველავი ფერმიდან მოვიტაცეთ მე და მახარამ ღამე, ქაჯენთ ზემოთ რო ეხია, იქ მივიყვანეთ.

- რატომ სახლში არ წამოიყვანე?

- ქალი უარზე იყო და მდევრისა შემეშინდა. თან ტანსაცმელიც არ ჰქონდა, პერანგიანი წამოვიყვანეთ და ისიც სულ გზაზე შემოეხია. მახარა სოფელში წამოვიდა, რომ ჩემი დისთვის შეეტყობინებინა და ტანსაცმელი წამოეღო. ის შიგნით ეხში იყო, მე შესასვლელში წამოვწექი, რომ არ გამომქცეოდა. ისე ანათებდა, იფიქრებდი, მთვარე ზის ეხში და ის ანათებსო. ვერაფრით გავბედე ახლოს მისვლა. თვალები დავხუჭე, რომ წარმომედგინა, როგორ მივახლოვებოდი. ოცნებამ შორს გამიტაცა და ჩამეძინა. მეორე დილით ჩემი დის ტირილმა გამომაღვიძა:

- გაიღვიძე, მოგიკვდეს და აგრიადარაა! - შემომტირა ეხში ჩემაა დამ. უცებ წამოვხტი, მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ ის იქ არ იყო, ისევ მივწექი და თვალები დავხუჭე. მინდოდა სიზმარი ყოფილიყო, მაგრამ ახლა გულს ჰკითხე, რა სიზმარი, რომელი ძილი, ერთი კვირა თვალი აღარ მომიხუჭავს, მერეც სულ ვკრთებოდი ძილში. ჰო, დამბაჩა მქონდა, პირველად რომ ჩამეძინა. ის დამბაჩა აეცალნა ჩემთვის. თუ გამეღვიძებოდა, რომ არ მესროლა მისთვის. გამოეტანა და იქვე ეხის ახლოს დაედო ქვაზე.

ერთი თვე ისე ვიყავი, საკუთარი თავი მეჯავრებოდა.

- მერე?

- ერთი თვის თავზე თვითონ მოვიდა და მითხრა.

- რა?

- მიყვარხარ, რომ გამოგექეცი, იმის მერე შემიყვარდიო.

მე კინაღამ გავგიჟდი, ირგვლივ რაც იყო, ყველაფერი ჩემი მეგონა. ჩემმა მშობლებმა დიდი ქორწილი გადაგვიხადეს, მაგრამ რა, ერთი თვეც არ ვიყავი მასთან.

- რატომ?

- ციხეში ჩამსვეს.

- ციხეში?

- ჰო, მაშინ ისეთი დრო იყო, მოვიდოდნენ და წაგიყვანდნენ. ეგრე წაყვანილი იშვიათად თუ ვინმეღა ბრუნდებოდა სახლში...

აქ ცოტა ხანს ჩუმად იჯდა თანდილა, მერე ისევ ჩამოისვა ჭაღარა წვერზე დაკოჟრილი ხელი და ნაღველი მოეძალა ხმაში:

- ციხეში გავიგე, რომ სხვაზე გათხოვდა. ვიღაც ბარელს გაჰყოლია ბარში. გულის მოსაოხებლად ეს ლექსი დავწერე მაშინ:

„ქარიშხალს აუბნევია

არწივის ბუდე მთაზედა,

არაგვზე ჩამოფრენილა,

სეტყვას დაუკრავს ფრთაზედა.

ყორნებს უნახავთ ნადავლი,

გაუტანიათ განზედა,

ის არ იციან ოხრებმა,

დრო დაუდგებათ ცდაზედა;

განიკურნება არწივი,

არ მოისვენებს ბარზედა,

ისევ მთისაკენ აიფრენს,

თავის ძველ ნაბინარზედა!“

- გაუგზავნე?

- არა, გულის გარდა არცა დამიწერია ეს ლექსი. ვიმეორებდი ხშირად და იმით ვიოხებდი გულს. კიდეც დაილოცა ჩემი სალოცავი, ორი წლის მერე გამომიშვეს ციხიდან.

- აღარ შეგხვედრია?

- შემხვდა, ერთხელ შემხვდა ბუსარჭილის ჭალაზე, ეტყობა, დედის სანახავად იყო და იქედან მოდიოდა. ხოსროკლდის ვიწროებში შევიყარენით. ზემოდან ის მოდის, ქვემოდან - მე. ბალღი ეჭირა ხელში და რომ დამინახა, შეშინებულმა გულზე მიიკრა. ნუ გეშინია, გამოიარე მეთქი, დავუძახე შორიდანვე და წამოვიდა. რომ გამისწორდა, ერთხელ კი შემომხედა და გამცდა.

- არაფერი გითქვამს?

- ვუთხარი, როგორ არ ვუთხარი!

- რა უთხარი?

- ღმერთმა გაგიზარდოს ბალღი-მეთქი.

- მეტი არაფერი?

- მეტი რაღა უნდა მეთქვა. დავდეგ და მიმავალს დავუწყე ყურება. წავიდა და წავიდა! როგორც ეხლა აი ეს არაგვი არ შემობრუნდება აღმა, ისე იმას აღარ შემოუბრუნებია პირი ჩემკენ. ეეხ! - ამოოხვრით დაამთავრა თანდილამ და მომაჩერდა:

- რა გემართება, ბალღო, რას გაშტერებულხარ! - მკითხა, მაგრამ მე არაფერი მითქვამს, ვიჯექი და მინდოდა, მთელი არსებით მყვარებოდა ვინმე. რატომღაც ცხადად წარმოვიდგინე, რომ დიდი ხნის მერე, სადაც ეხლა თანდილა ზის, იქ ვზივარ, ჭაღარა წვერზე დაკოჟრილ ხელს ვისვამ და მეზობლის ბალღს ვუყვები:

- წავიდა და წავიდა!.. როგორც ეხლა აი ეს არაგვი არ შემობრუნდება აღმა, ისე იმას აღარ შემოუბრუნებია პირი ჩემკენ.

სულგანაბული მისმენს მეზობლის ბალღი. მე მას თვალებში ჩავხედავ და ვეტყვი:

- დაწერე, სიყვარულზე დაწერე, ბალღო!

ნახვა: 359

ტეგები: qwelly, გოდერძი, გოდერძი_ჩოხელი, ჩოხელი

თათია: ოქტომბერი 31, 2012||2:10pm

 ♥ ♥ ♥ აღწევს მისი წერილები გულამდე და კიდე უფრო ღრმად !

მიყვარს გოდერძი ჩოხელი.. :)) ძალზედ ძალზედ მიყვარს , ნამდვილ სუყვარულს მართლაც,  რომ

მოფრთხილება სჭირდება .

"ამქვენყად ყველა და ყველაფერი მიყვარს,კონკრეტულად ჯერ არავინ მყვარებია გამორჩევით"-მეც ასე ვარ 

ცისია: ოქტომბერი 31, 2012||7:27pm

miiyvars miiyvars miiyvars!!!!!

შორენა კენჭოშვილი: ნოემბერი 7, 2012||12:14am

♥ ♥ ♥ყველაზეე მაგარიი გრძნობა ალბათ თან ამოუხსნელიი.......ყველასთვისს

მაიკო: ივლისი 3, 2013||10:26pm

სიყვარულით იწერება,იკითხება,ისწავლება...სიყვარული...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters