blog, chanter, dead, lovely, post, qwelly, qwellyblog, qwellypost, svetitskhoveli, ბლოგი, გამოსამშვიდობებელი, გარდაცვალება, გუჯა ოსეფაშვილი, დღიური, მგალობელი, მოგონება, პოსტი, სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლის მგალობელი, შალვა ოსეფაშვილი, შენ ხარ ვენახის მგალობელი, ჩანაწერი, ძია გუჯა

     ჰო, 45 წელი განგვასხვავებდა მე და ძია გუჯას, მაგრამ მაინც ჩემი ძმაკაცი იყო ვიდრე კარგი, ჭკვიანი, დამჯერი და ეკლესიით თვალებანთებული, სუფთა გულის ბავშვი ვიყავი...

     დიდი ხანია ძია გუჯა ავადმყოფობდა... წელს მცხეთობასაც ვერ დაესწრო სვეტიცხოველში... დღეს უწმინდესი იყო, საღმრთო ლიტურღია აღასრულა სხვა ეპისკოპოსებთან ერთად... ილია (ძია გუჯას შვილი) წირვაზე არ მოვიდა... სამაგიეროდ ბიჭებმა მოიტანეს ცუდი ამბავი - ილიას მამა გარდაეცვალაო...

     არ ვიცოდით ილიასთან ავსულიყავით და გვერდში დავდგომოდით თუ წირვაზე გვეგალობა, ბოლოს ილომ ჩადით წირვაზეო... ძია გუჯას სული შევავედრეთ უფალს... მაგრამ მთელი წირვა მაინც მის გახსენებაში გავატარე... ჩემი ძმაკაცი - ჰო, ასე დაგვარქვა ჯერ ილიამ და მერე გუნდის ყველა წევრმა... ჩვენთან ასეა, რამდენიმე თაობის მგალობელბი ვართ, ძია გუჯა ყველაზე უხუცესი იყო, ყველაზე უმრწემესი თაობისა კი მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი გახლდით, რომელთაგან ძია გუჯასთან ძმაკაცობა მე მხვდა წილად...

     ბევრ რამეს დავწერ და მოვყვები მასზე, საუბარი იცოდა წყაროს წყალივით და არც სიტყვაძუნწობას უჩიოდა... პირველად კი მაინც თავისებური სიჯიუტით დაგვამახსოვრა თავი... ასეა, ბავშვები დანაშაულს არ ივიწყებენო ჰოდა მეც მოვყვები...

     ჯერ კიდევ საკვირაო სკოლაში ვიყავით, როდესაც ბავშვებმა სამწვადე ვიყიდეთ და არაგვის პირას, ჭალაში, ძია გუჯას ნაკვეთში გადავწყვიტეთ ქეიფობანა... ბატონი შალვა (ასე ერქვა ნათლობის სახელი ძია გუჯას) გულითადად გვიმასპინძლდებოდა, მაგრამ ამ გულითადობაში იმდენი ქნა რომ სულ მლაშე მწვადი გვაჭამა... იხტიბარს არ იტეხდა - საერთოდ არ აქვს მარილიო...

     ჭალაზე ერთი ღამე განსაკუთრებით მახსენდება... მაშინ უკვე დიდი გუნდის წევრი ვიყავი... მაშინაც ამ კურთხეულ ჭალაში მოვულხინეთ მგალობლებმა, ცხვრის ჩაქაფულს მივირთმევდით, ვსვამდით და ვღიღინებდით გულიანად... უკვე კარგად ჩამობნელებულიყო, ახალზაფხულგაცილებულზე ჯერ კიდევ აგვისტოს თბილი ღამეები გამოგვყოლოდა, მაგრამ არაგვისპირის სუსხმა თავისი გაიტანა და შეგვცივდა... მე და ძია გუჯა ადრე წამოვედით... ირგვილ მხოლოდ ბაყაყების ყიყინი, წყალში ტყლაპატყლუპი და მოუსვენარი ჭრიჭინების ხმა ისმოდა... მოვდივართ და მიამბობს ეს ენაწყლიანი კაცი ისტორიებს - როგორ ნადირობდა მწყერზე, როგორ დაჰყავდა მამას ვენახში სამუშაოდ, რას ასწავლიდა, როგორი იყო მცხეთა, რა არის ეს ცხოვრება... მოვსეირნობდით და მეც მიხაროდა როცა ამ ადამიანს ვუსმენდი და ხანდახან თითოოროლა სიტყვას შევაწევდი... როდესაც გამოვცდით ჭალებს და სვეტიცხოვლისკენ ასახვევს მივუახლოვდით, უცბად ძია გუჯა შეჩერდა, სვეტიცხოვლისკენ მიბრუნდა და გაშეშდა, გაირინდა... მის სახეზე საოცარი სითბო და ნეტარება იგრძნობოდა... სიტყვები არ იყო საჭირო... ისედაც დაინახავდით რას გრძნობდა ამ დროს... რა სითბო იღვრებოდა მის გულში... ბოლოს ხელები ზეცად აღაპყრო, მადლობა ღმერთოო ერთი შეჰღაღადა და პირჯვარი გადაიწერა... მერე მომიბრუნდა - ნახე რა მშვენიერია ჩემი სვეტიცხოველიო... რა დიდებულია და როგორი საკმარისია იმისთვის რომ ადამიანმა სიყვარულით ცხოვრება შეძლოო... მაშინ, მეც განსაკუთრებულად შემიყვარდა სვეტიცხოველი... მართლაც თვალწარმტაცი სანახავი იყო ბნელ ჭალაში მდგარი დიდებული, მხარბეჭიანი ვაჟკაცი, ძია გუჯას სვეტიცხოველი... მერე, კიდევ ვისაუბრეთ, მომიყვა როგორ ნადირობდა მთებში... როგორ უნახავს ირემი... როგორ ამოუყვანია მამას ცხენი... ძალიან უყვარდა ძია გუჯას თავისი მშობლები...

     ერთი დიდი ბედნიერება იყო გესმინა მისთვის როცა გიყვებოდა ვაზს როგორ უნდა მოფრთხილებოდი და როგორ უნდა მოგევლო მისთვის... სხვა ნეტარება გელოდათ თუ თავისი ახალგაზრდობის ამბებს მოიგონებდა, სტუდენტობას, ჟურნალისტობას და მრავალ სხვას...

     მოსაყოლის მეტი რა არის, ჩვენს გუნდში ძია გუჯას ჩემზე ახლოს ბევრიც იცნობდა და საერთო ისტორიებიც უფრო ბევრი აქვთ, მაგრამ მე დღეს ჩემსას ვიხსენებდი და გული მწყდებოდა რომ ბოლო დროს მე და ჩემი ძმაკაცი აღარ ვიყავით ისე ახლოს როგორც უწინ... უწინ როცა ახალი მგალობელი მერქვა... როცა ძია გუჯას ჩაძახებულს ამოვძახებდი ხოლმე...

     ნასვამი ძია გუჯა? აი ეს ის მომენტი იყო როცა ნახავდით მოსიარულე სიყვარულს... ადამიანს რომელიც ნასვამი იყო და მხოლოდ მაშინ შეეძლო ბოლომდე გამოეხატა ის დიდი სიყვარული რაც მის გულში დაბუდებულიყო და ვეღარ ეტეოდა...

     დღეეს??? დღეს ვნახე ძია გუჯა რომელსაც არ დავიმახსოვრებ!!! დღეს ვნახე ავადმყოფობისგან დასუსტებული, უფერული, გამომშრალი და უღონო ძია გუჯა! არა ის ასეთი არ იქნება ჩვენს გონებაში... აი, მე გამოვართმევ ილიას ფოტოს და დავდებ და ნახავთ როგორი სიცოცხლით სავსე ძია გუჯა უნდა გვახსოვდეს ყველას!

blog, chanter, dead, lovely, post, qwelly, qwellyblog, qwellypost, svetitskhoveli, ბლოგი, გამოსამშვიდობებელი, გარდაცვალება, გუჯა ოსეფაშვილი, დღიური, მგალობელი, მოგონება, პოსტი, სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლის მგალობელი, შალვა ოსეფაშვილი, შენ ხარ ვენახის მგალობელი, ჩანაწერი, ძია გუჯა

მადლობა მას ყველა ლამაზი მოგონებისთვის!

     აქამდე სვეტიცხოველში უგალობდა უფალს, ახლა სასუფეველში შეასხამს ხოტბას სამებას, ერთარსებას და განუყოფელს!

     ღმერთმა წმინდათა თანა განუსვენოს!!!

ნახვა: 983

ტეგები: Qwelly, ბლოგი, გარდაცვალება, მგალობელი, მოგონება, სვეტიცხოვლის_მგალობელი

თა _ მო: ოქტომბერი 29, 2013||2:30am

:( :(

levan: ოქტომბერი 29, 2013||2:50am
Didebuli kaci gamogvaklda dzmobas lash.
ino: ოქტომბერი 29, 2013||11:46am

დიიდი ხნის წინ... წირვის მერე სვეტიცხოვლთან გავიცანი ძია გუჯა ☺

უცნაურად საუბრობდა... უფროსწორედ მერე მივხვდი რომ რასაც ამბობდა საყურადღებო იყო ჩემთვის...

ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარა ☺

 

2010 წლის 22 მარტი, ორშაბათი, 10:02-ზე

ძია_გუჯა width=

ლაშა: ოქტომბერი 29, 2013||4:39pm

ino მადლობა ფოტოებისთვის! :) ჰო ლევან... ასეა... 

თათია: ოქტომბერი 29, 2013||7:30pm

აი ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა, და არ წავიდა ისე, როგორც სხვები მიდიან... ;))))

ღმერთმა თქვენ გაცოცხლოთ დიდხანს, რომ ხშირად გაიხსენოთ იგი და ილოცოთ მისი სულისთვის! :((

ლაშა: ოქტომბერი 29, 2013||7:34pm

თათ მადლობა ჩემო საყვარელო :) :* 

მარი: ოქტომბერი 31, 2013||9:38pm

როგორი სათნო თბილი და ჰუმანური ადამიანი ჩანს ( ღმერთმა ნათელში ამყოფოს..

ლაშა: ოქტომბერი 31, 2013||10:51pm

მარი ძია გუჯა ცოტა თავისებური ადამიანი იყო. იმის გამო რომ დიდი ცხოვრება ჰქონდა ნანახი, მრავალი საქმიანობა და საზოგადო მოღვაწეობის მრავალი ასპარეზი გამოეცვალა, ცოტა თავისებური იცოდა... როგორც ამბობენ, უბატონო ხმას ვერ გასცემდიო, მაგრამ თუ დაგიახლოვდებოდა, მერე ნამდვილ ქართულ სითბოსა და სიყვარულს გაგრძნობინებდა... 

makuna: აპრილი 13, 2014||1:21am

ლამაზად,ემოციებამდე ამაღლებული განწყობით არის დაწერილი.მოგონებები არ კვდება,მითუმეტეს ისეთი თბილი,როგორიც ძია გუჯას დაუტოვებია.

ლაშა: აპრილი 13, 2014||2:10am

maka გეთანხმები სრულიად ! 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Mmoexp Path of exile currency: strategy

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 22, 2024.
საათი: 5:01am 0 კომენტარი

Here are some mechanics that synergize well with Path of exile currency the Destructive Play boss rushing strategy:

Essences Heist Delirium (linear maps) Delve

Using Scarabs isn't mandatory for the strategy. Cartography Scarabs might even lose you some currency here. If you want to add more currency through Scarabs, Essence Scarabs should be the best option.

You should run different maps to capitalize on the…

გაგრძელება

Exactly What is the Distinction between Translations And Localization

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 7:00am 0 კომენტარი







So, within our huge globe these days, It really is super crucial for everybody - no matter whether you are a business, Element of a bunch, or just somebody - in order to chat to each other whether or not we converse various languages or originate from unique cultures.

Which is exactly where translations and localization are available. These are generally two ways we use that can help make communication a lot easier between different groups of individuals.…

გაგრძელება

Diving into the Abyss

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:16am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges,…

გაგრძელება

Introducing New Ascendancy Classes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 21, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

Exploring the Viridian Wildwood

At the heart of the Affliction expansion lies the mysterious Viridian Wildwood, a dark and sprawling forest shrouded in secrets and danger. As players venture into this enigmatic wilderness, they will encounter strange holes in the ground, beckoning them into uncharted territory. Each step taken within the Viridian Wildwood unveils new mysteries and challenges, with Wisps guiding players towards hidden treasures, formidable boss encounters, and the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters