Qwelly, blog, ახალგაზრდობა, ბავშვობა, ლამაზუნიკოები, პირადი

      უკვე წამოზრდილებო... გაიხსენეთ რამდენჯერ გაგღიმებიათ არცთუისეუფროსებისგან ნათქვამ სიტყვებზე - როგორ გაზრდილხარ, რამხელა ხარ ბიჭო, როგორ დაქალებულხარ გოგო და ა.შ.

      მაგრამ გუშინ ისე მოხდა რომ ყველა ეს ფრაზა ენის წვერზე მედგა, მაგრამ წარმოთქმას ვერ ვახერხებდი...

      დავდიოდი სახლში გაოცებული - ესენი ისინი არ არიან, ყველას ერთად რომ ვეჭიდავებოდი, ვაბურთავებდი, ვეთამაშებოდი? ვატყუებდი, როგორც მინდოდა და რასაც მინდოდა?!

      გუშინ კი ჩემს წინ იდგნენ ნამდვილი ქალები და კაცები; პატარები ასაკით, მაგრამ არც სიმაღლე, არც სიტყვა-პასუხი, არც კაცობა და არც ქალობა სხვა ნაკლები არ ჰქონდათ. მაგრამ ერთი რამ არ წაშლილა მათი თვალებიდან და ღმერთმა არასოდეს წაშალოს - ბავშვური ანცობა, სისპეტაკე, სიცქრიალე, სიწმინდე... ალბათ ადრე ვეჩხუბებოდი, მაგრამ გუშინ მშვიდად ვიჯექი და ვტკბებოდი ჩემს ლოგინს, რომ თელავდნენ და ატატამებდნენ ერთი დიდი და მეორე გამხდარი ყმაწვილი...

      ვიცი, გულიანად დამცინებ მკითხველო - ნუ დაიწყე ახლა ბებერივით ლაპარაკიო, მაგრამ ბებერივით კი არა - გაოცებისაგან ყბადაღებული ვწერ ამ ყველაფერს.

      ზოგიერთი ამათგანი წლებია არ მინახავს, მახსოვს სოფელში აივნებზე მათი სირბილი და გაუგონრობისგან დასჯილების ტირილი, მახსოვს საწოლზე კოტრიალი, როგორ ვუყვებოდი ფილმებს და მეასე მოყოლის მერეც უაზროდ ხარხარებდნენ, მახსოვს როგორ მემტერებოდნენ როცა გაწიწმატდებოდნენ - ვერ მერეოდნენ და ბრაზდებოდნენ ამაზე, გუშინ კი შემეშინდა და ვფრთხილობდი რომელიმესთვის რამე ზედმეტი არ მეთქვა... მეხვეოდნენ და მკოცნიდნენ - ვეხვეოდი და ვკოცნიდი და მაინც არ მყოფნიდა... მაინც არ მეჯერა, რომ გიგიტუნა, კუჭკჭი, ნინიკელა, ნინჩო, ჯული ასე მალე გაიზარდნენ და ახლა რომ რომელიმეს ასე დავუძახო, არც გამაგონებენ...

      ძალიან საყვარლები და ძალიან დიდები... ჩემი თბილები და გემრიელი ბოვშუნიები...

      მახსოვს როგორ იძახდა ხოლმე ბიცოლაჩემი და მეც ასე დავუძახებ:

♥♥♥ ლამაზუნიკოებოოო!!! ♥♥♥

ნახვა: 596

ტეგები: Qwelly, ახალგაზრდობა, ბავშვობა, ბლოგი, ლამაზუნიკოები, პირადი

თათია: ოქტომბერი 15, 2013||5:52pm

ლაშ შენთვის მაინც ბატარები არიან? ))) ნამდვილად, ლამაზი გოგო-ბიჭები 

ლაშა: ოქტომბერი 15, 2013||5:59pm

თათი ესე 60_ს მიტანებული რომ ვიყო, გეტყოდი რომ რა თქმა უნდათქო, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვიცი :) 

ლაშა: ოქტომბერი 15, 2013||6:04pm

ჰო მარიბუს, რაღაც ეგეთი :) :* 

თა _ მო: ოქტომბერი 15, 2013||9:31pm

რომ არ გიცნობდე მართლაც კაი ასაკიანი მეგონებოდი ლაშიკო :) ისე ძალიან საყვარლად და სულში ჩამძვრელად კი გადმოგვეცი შენი ემოციები :*

ლაშა: ოქტომბერი 15, 2013||9:38pm

თა _ მო ახლა ამეტირება :D გენაცვალე, შინაგანად ბებრუცუნა ვარ :D 

თა _ მო: ოქტომბერი 15, 2013||9:41pm

:) კაი ახლა მეც ნუ ამატირებ :D

ლაშა: ოქტომბერი 15, 2013||9:48pm

მარიბუს შენი ტირილი არ შეიძლება :( ♥ :* 

თა _ მო კაი ახლა :D 

qeti gamyrelidze: ოქტომბერი 16, 2013||9:26am

რა კარგად წერ ბიჭო :)

ლაშა: ოქტომბერი 16, 2013||3:45pm

შევიფერე გოგო :D :P 

maiko: ოქტომბერი 16, 2013||5:57pm

ilia cocxali rom ikos,ityoda:dgeidan me kalams vdeb da gzas am ,,masxaras" vutmobo! :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters